ოზთა ვაება ზე’რაგბის მეცხრე რაუნდში ავსტრალია ფრეს’ღა რომ გამორჩა,
ოთხი ოზური კლუბი ცხრილის ფსკერთან ჩამწკრივდაOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!2017 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2017/PDF/2017_Z18_GEO.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEO.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_GMT.htm21 წლის ჯამი (1996-2016) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI+.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL+.htm(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))პირველი ფრე სეზონის 71-ე მატჩში აღინუსხა. 8 თამაშში გაიცა სამ-სამი პრემია და ნუგეში. რომ გაიმარჯვა ოთხივე კივურმა გუნდმა, ზელანდია დაჩიავებულ ავსტრალიას უკვე 14-0 ჯობნის, გასამართი კი კიდევ 11 ტრანს’ტასმანური ჯახია
საგაისოდ დასიდან გარიცხვის კანდიდატები - ფორსი და რებელზი კავშირს სასამართლოში რომ უჩივიან, მაგის გამო მახვშები თურმე შუა მაისამდე ვერაფრით გადაწყვეტენ, მათგან რომელი გაწირონ
მავანთ რებელზს კიდევ ურჩიეს, ბრამბიზს დაუმოყვრდით და ზე 15-ის 4-4 მატჩი გამართეთ მელბურნსა და კანბერაშიო, მაგრამ კომპრომისი ორივე მხარემ უარყო
მესვეტე ოხუნჯობსამასობაში აფრიკაში ხმა დაირხა, თუ ქურციკეთი ჩიტაზსა და ქინგზს გაიმეტებს, ესენი კელტეთის ლიგაში - "გინეს პრო12"ში ჩაებმებიანო, ზელანდიაში კი მესვეტე ოხუნჯობის იშტაზე მოვიდა და ჩამოწერა რამდენიმე სიახლე, რომელთა დანერგვაც კივთა პარპაშს აღკვეთს:
თონი ვიჩის აზრით, ზელანდიელთა მიერ გატანილი ლელოს ფასი უნდა შემცირდეს; თუ კივური გუნდი ტაიმში სამზე მეტს დადებს, კაცი უნდა მოიკლოს; ძმებ ბარეთებს უნდა დაუწესდეთ სეზონური ლიმიტი
უნდა დადგინდეს, თუ ერთბაშად რამდენ "ოლ ბლექს" შეეძლება მოედანზე ყოფნა; კივ მორკინალებს უნდა აეკრძალოთ უკანა’ხაზელის შესაფერი ილეთების გამოყენება, კივურ გუნდებს კი - კვირაში ორზე მეტი ვარჯიშის გამართვა, და ვინც ამ წესს დაარღვევს, იმას ქულები დაექვითოს
მეათენი იქნებოდნენჰარიქეინზელი ბარეთები მართლაც უბერავენ. პარასკევს, ქალაქ’ გარეთ - ნეიპირში, ჯორდიმ შვიდივე გარდასახვა გაიტანა, ბოდენმა კი 17 სოლოზე 119 მეტრი მოიგო, 4 მბოჭავი გააბითურა და რვიდან ოთხ (!) ლელოზე შეასრულა ბოლო პასი - ორჯერ ხელით და ორჯერაც ფეხით
ჩემპიონმა ბრძოლაში გვიან ჩააბა 9 ნომერი თი’ჯეი პერენარა. ბოდენის წყალობით ჰეთ’თრიქი შეასრულა ვინს ასომ. მასპინძლებმა თავიდანვე გააბურთავეს ბრამბიზი * 14:0 @ 14’, მაგრამ მერე ოზებიც გალაღდნენ - მათ 10 წუთი უბურთოდ დატოვეს კივები და ქიქ’ოფი რომ ხელდახელ წამოიღეს 95 მეტრიდან, წინაც გაიჭრნენ * 21:14 @ 31’
და მაინც, ჰარიქეინზმა მეორე ტაიმი 42:0 (ლ 6/0) მოიგო. ოზთა მაორი მგეზავი, ფარენუი ჰაურა სინბინში რომ იჯდა, ბოდენმა ჯერ ფრთაზე გადაუკიდა ბლეიდ თომსონს, მერე კი კარში შეგზავნა ასო * 28:21 @ 53’
საათის თავზე ჰაურას მოგერიებაზეც დაუფარეს და სტუმრები სულ წახდნენ * 21:56 ჰოდა, ზე’რაგბში სადაურობას ყურადღება რომ არ ექცეოდეს და ადგილები ოდენ მონაგრით ნაწილდებოდეს, ბრამბიზი ცხრილში მეოთხის ნაცვლად მეათე (!) ადგილზე იქნებოდა
24 ზუსტის შემდეგჰარიქეინზი ჯერაც მეხუთეა და მეოთხედ’ფინალი გასვლაზე მოელის, რადგან ზელანდიას ქრუსეიდერზი მოწინავეობს: 7-გზის ჩემპიონმაც ბარაქიანად, ლელოთა იმავე ფარდობით * 8/3 დაამარცხა შორეთში 3-მატჩა ტურნეზე ჩასული სთორმერზი * 57:24
სტუმრებმა თავიდან 10 წუთი უტიეს და ჯარიმაც შეაგდეს, მაგრამ პირველ ტაიმშივე გაუშვეს 5 უპასუხო ლელო. 20 წუთი ამყოფინა ჰეთ’თრიქს კივთა ახალმა გარე’მარბმა ჯორჯ ბრიჯმა (ფოტოზე), მერე კი მწყობრში ჩამდგარმა ვეტერანმა, ქიარან რიდმაც გაიჯეჯილა
მეორე ტაიმში ხელი ქეიპ’თაუნელებმაც გამოიღეს, მაგრამ ორი ლელო გაუშვეს თერნოვერიდან. პროვინციაშივე - ინვერ’ქარგილში - ჩაუძღვა ჰაილენდერზი სან’ვულვზს და * 40:15 (ლ 6/2) მოსრა. აქ დუბლი შეასრულა შუა’მარბმა მეთ ფედესმა, მართი ბენქსს კი სეზონში პირველად - 24 ზუსტი დარტყმის შემდეგ - მოეცარა ფეხი
ზე’რაგბს გვართმევენოზელანდიის მოსუსტო გუნდი - ბლუზი უქმობდა, მაგრამ ის კი ბრძანა, რომ მენისკის გადამკიდე თვე’ნახევრით მოისაკლისებს მარბიელ ჯერომ კაინოს. აფრიკიდან შინ - პერთის გავლით - დაბრუნდა ჩიფსი, ვინაც მეორე ტაიმშიღა გატეხა ფორსი არონ ქრუდენის 3 გოლით * 16:7
ზე’რაგბს გვართმევენო და თამაშზე 14 089 ქომაგი მივიდა. პირველი ტაიმი ფრედ * 7:7 დასრულდა: ქრუდენმა გამოაქცუნა გადაკიდებული, ოზთა მარდი მოლი კი მეთ ჰოჯსონმა დააგვირგვინა. მერე და მერე ინიციატივა ხელთ სულ კივებს ეპყრათ, მაგრამ გადაღლილებს იმდენი შეცდომა მოუვიდათ, რომ ტელე’რეფმა სამი (!) ლელო ვერ ჩაუთვალათ
ფორსს დაემტვრნენ დეინ ჰეილეთ-პეთი (კანჭი) და ლუქ მორაჰენი (ყვრიმალი). ტვინი შეერყა ჩიფსის 9 ნომერს, ტავერა ქერ’ბარლოუს, ამისი დუბლიორი ფინლი ქრისთი კი 3 მატჩს გამოტოვებს მეტოქის დაწიხლვის გამო. ჰაილენდერზის მარბიელს, ელიოთ დიქსონს მუხლის ინფექცია სჭირს, იაპონიის კაპიტანი - ჩიფსის 8 ნომერი მაიქლ ლიჩი კი თუ გაისად ვერა, 2019 წელს ნაღდად გადავა სან’ვულვზში
დრო გაყავდათოზთაგან ვიქენდზე არ წაუგია მხოლოდ მაჩანჩალა რებელზს - დურბანში შარქსთან ფრეს გამორჩა * 9:9
სეზონში პირველად, ლელო არ დადებულა. სამაგიეროდ, გაიცა თითო წითელი: მელბურნელთა კაპიტანმა, 9 ნომერმა ნიქ სთირ’ზაქერმა მოკლე ფრთაზე, პასზე ორჯერ (!) წინ ჩაუკრა ხელი მეტოქეს, ბურმა ანდრე ესტერ’ჰეიზენმა კი სასტვენის შემდეგ აწია და თავით დააგდო სეფა ნაივალუ, რის გამოც 6 კვირა მიუსაჯეს
შარქსმა ბარემ საათი 14 კაცის ამარა ირაგბა, მაგრამ მოგება იქეთ გაუშვა ხელიდან: კარში დასარტყამი ჯარიმა ხან კიდეს დაუმიზნა და ხანაც უცებ გაათამაშა. ბოლოს, ქერვინ ბოშის მესამე გოლით, წინ მაინც გავიდა, მაგრამ თავის ნახევარზე დროის გაყვანა დაიწყო "აიღე და მიეძალე"თი და რის ჰოჯმა 35 მეტრიდან გაუტანა
უხარისხო რეზერვიოზთა ვაება დააგვირგვინა 2014 წლის ჩემპიონმა - ვორათაზმა, ვინაც შინ 17-ქულიანი ფორა გაფლანგა და * 24:26 დამარცხდა ქინგზთან
სიდნის კლუბს იზი ფოლაუ 15 ნომრად ეყენა. ამან და მგეზავმა ბერნარდ ფოლიმ პირველ ტაიმში იმდენი იხერხეს, რომ თერნოვერიდან - თანაც 95 მეტრიდან - წყვილი ლელო გამოაცხვეს, მაგრამ მერე და მერე აფრიკის ათვალწუნებულმა, მაგრამ ჯიუტმა გუნდმა შერკინებით მოაშთო მეტოქე
ქინგზმა გარდამტეხი ლელო მოლით შეიტანა, 7-ქულიანი კი 5-მეტრა შერკინებაში დაიმსახურა * 26:17 @ 77’ ოზებმა ამის შემდეგ ნუგეშის აღებაღა შეძლეს, მათი უხეირო ზელანდიელი გურუ, დარილ გიბსონი კი თავის მართლებას მოჰყვა, სრულიად ავსტრალიაშია გადასახედი ჭაბუკთა მომზადების სისტემა, რადგან რეზერვი უხარისხო მოგვდისო
ევროპაში გადადისაფრიკაში ორი თამაშიც მოეწყო: შარშანდელმა ფინალისტმა, ლაიონზმა სულ ბოლოსღა - შერკინებაში მოპოვებული ჯარიმით, 35 მეტრიდან დააშამათა ხაგუარესი * 24:21, ბულზმა კი იღბლად - ჯესი კრილის კადნიერებით, ბოლოში’ვე დაალელოვა ჩიტაზი * 20:14
არგენტინა რაქთან შეტევითა და ოფლოუდებით ორჯერ დაწინაურდა. იაპებმა არა’ნაკლებ კოხტა ლელოები დადეს - ლიონელ მაპუმ სოლოზე ორჯერ მოაღორა ორ-ორი, რუან აკერმანმა კი ანდრის კუციასა და ქორნალ სქოსანის ბურთაობა დაასრულა
ჩიტაზს უკვე, მეორე რაუნდში, შინ ეძლია ბულზი და ახლა გარეთაც რომ მოეგო, ერთ ამბავს ატეხდა, მე რადა მრიცხავთ - სპორტული პრინციპი დაიცავითო, მაგრამ ყველაფერი მაინც ისე დასრულდა, როგორც მახვშებს გაეხარდებოდათ - სტუმართა განელი გარე’მარბი, რეიმონდ რული ბოლო შეტევაში ალამთან ალაგმა დაცვამ
სხვაფრივ, ჰაი’ფელდტის ზეგნის გუნდებს ფრიადი ზარალი მიადგათ: ლაიონზს 3 კვირით გამოაკლდა მარბიელი იაკო კრილი და სამი თვით - შუამარბი როან იანსე-ფან’რენსბერგი; ბულზს - მინიმუმ ორი თვით - 10 ნომერი ჰანდრე პოლარდი, და შუა’მარბმა იან სერფონტეინმაც აღარ ინდომა კონტრაქტის გაგრძელება, რადგან ევროპაში გადადის
ზე რაგბი 2017* მეცხრე რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...06&d=1493070537EN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/R4/25_ZERA-09+EN.htmსანზაარის კლიპები >>
http://www.planetrugby.com/news/video-supe...ghts-round-9-2/(( სათითაოდ ყველა თამაშის ვიდეო’თორენთი იხილეთ საითზე, სტატიაში, ოქმებში ))ჰარიქეინზ$ 56:21 ბრამბიზ8ლ: ასო (1 3 4) ჯეინ გიბინს (5 7) ებოთ ლაუმაპე; 8გ: ჯ.ბარეთ 7, ბლექ -
3ლ: ტ.კურინდრანი ს.ქართერ პაუელ; 3გ / სბ: ჰაურა
რეფ პიქერილ (ზელ) 21/04 @ ნეიპირ
7:0(8) 14:0(14) 14:7(24) 14:14(29) 14:21(31) /
სბ(43ბ) 21:21(48) 28:21(53) 35:21(62) 42:21(66) 49:21(74) 56:21(77)
ვორათაზ$ 24:26 ქინგზ4ლ: ნაია’როვორო (1 4) ჰორნ ქლარქ; 2გ: ფოლი / სბ: ჰენიგან -
შ + 3ლ: ფორვუდ ბანდა ვილემსე; 2გ: კრონიე / სბ: კლუტე
რეფ ჰოფმან (ავს) 21/04
5:0(13) 12:0(25) სბ(33ვ) 17:0(34) 17:7(37) /
17:12(46) სბ(53ქ) 17:19(68) 17:26(77შ) 24:26(80+4)
ლაიონზ 24:21 ხაგუარეს$3ლ: ფორსტერ მაპუ აკერმან; 3გ ჯ: იანკის / სბ: ფორსტერ -
3ლ: ორლანდო ვაეს პეტი-პაგადისავალ; 3გ: სანჩეს
რეფ გარდნერ (ავს) 21/04
0:7(5) 7:7(12) 14:7(23) ნახ(40+4) /
14:14(49) 14:21(52) სბ(55ლ) 21:21(73) 24:21(78) ბოლო(80+4)
ჰაილენდერზ$ 40:15 სან’ვულვზ6ლ: ფეკიტოა სქვაიერ ა.სმით ფედეს (4 5) ბ.სმით; 5გ: ბენქს -
2ლ: ბრიც ვორენ-ვოსაიათო; გ ჯ: ტამურა
რეფ ნათ’ბრაუნ (ზელ) 22/04 @ ინვერ’ქარგილ
7:0(6) 7:3(12) 14:3(36) 21:3(40+2) /
28:3(44) 35:3(52) 40:3(54) 40:10(59) 40:15(65)
ქრუსეიდერზ$ 57:24 სთორმერზ8ლ: ბრიჯ (1 2 3) რიდ (4 5) ალა’ალატოა სამუ მატაელე; 7გ: მოჰუნგა 6, ჰანთ; ჯ: მოჰუნგა -
3ლ: ქოლბე ბასონ მალჰერბე; 3გ ჯ: დიუ’პრე
რეფ ვილიამს (ზელ) 22/04
0:3(10) 7:3(14) 10:3(19) 17:3(30) 24:3(34) 29:3(37) 36:3(40+2) /
36:10(42) 36:17(54) 43:17(61) 50:17(63) 50:24(68) 57:24(79) ბოლო(80+3)
ფორს 7:16 ჩიფსლ: ჰოჯსონ: გ: პრაიორ -
ლ: მესამ; გ 3ჯ: ქრუდენ
რეფ ბერი (ავს) 22/04
0:7(8) 7:7(32) /
7:10(43) 7:13(55) 7:16(67) ბოლო(80+2)
ბულზ 20:14 ჩიტაზ$2ლ: ჟ.პოტხიტერ ჯ.კრილ; 2გ 2ჯ: ტ.სკუმან -
ლ: პ.სკუმან; 3ჯ: ნ.მარე
რეფ ო’ქიფ (ზელ) 22/04
0:5(6) 0:8(10) 3:8(26) 3:11(33) /
10:11(56) 10:14(63) 13:14(68) 20:14(75)
შარქს 9:9 რებელზ3ჯ: ბოშ / წბ: ესტერ’ჰეიზენ -
3ჯ: ჰოჯ / სბ: სთერ’ზაქერ (1 3) = წბ, ჰენსონ
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 22/04
სბ(4რ) 0:3(8) წბ(18შ) 3:3(25) 3:6(30) /
სბ(53რ) 6:6(64) სბ+წბ(69რ) 9:6(78) 9:9(80+1)
ბლუზ, რედს უქმობდნენ
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 დევიდ ჰავილი (ქრს), 14 შონ სთივენსონ (ჩიფ), 13 ვინს ასო (ჰრქ), 12 რაიან ქროთი (ქრს), 11 ჯორჯ ბრიჯ (ქრს);
10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 არონ სმით (ჰლნ) /
1 ჯასთინ ფორვუდ (ქნგ), 2 რიქი რიქითელი (ჰრქ), 3 ჯეფრი ტუმანგა-ალენ (ჰრქ);
4 გვიდო პეტი-პაგადისავალ (ხგრ), 5 ფრანკო მოსტერტ (ლნზ);
6 ჯორდან ტაუფუა (ქრს), 7 ქრის კლუტე (ქნგ),
8 ქიარან რიდ (ქრს)
სულ: 11 ზელ, 3 აფრ, 1 არგ * 0 ავს, იაპ
მეათე რაუნდი (საქართველოს დროით)
სვლაგეზი >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEZI.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_ROUTE.htmპარ 28/04ჰლნ.ზელ 11.35 სთო.აფ1
შაბ 29/04ჩიფ.ზელ 11.35 სნვ.აფ1
რედ.ავს 13.45 ვრთ.ავს
ფორ.ავს 15.55 ლნზ.აფ2
ჩტზ.აფ1 19.15 ქრს.ზელ
ქნგ.აფ2 21.30 რბლ.ავს
ხგრ.აფ2 23.40 შრქ.აფ2
კვი 30/04ბრმ.ავს 10.05 ბლუ.ზელ
უქმობენბულ.აფ1 = ჰრქ.ზელ
სთრიმები
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@
მიმაგრებული სურათი