უფასო ჰოსთინგის ჭირვეულობის გამო
სტატია იხილეთ დროებით მისამართზე
http://lelo.comyr.com/SARDAFI/09_ZERA-11.htm
უცხოეთშიც იმარჯვებენზე’რაგბის მე-11 რაუნდში ხომ იმარჯვა ზელანდიის ხუთივე გუნდმა
და გაჭირვებული ოზებიც ისევ კივებმა ანუგეშესOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!2017 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2017/PDF/2017_Z18_GEO.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEO.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_GMT.htm21 წლის ჯამი (1996-2016) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI+.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL+.htm(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))ამქრის დამფუძნებელმა "სამმა ერმა" ვიქენდზე 7 ჯახი გამართა: კივებმა ორგან ძლიეს ოზები და სამგან იაპები, ამათ კი - ორგან ოზები
ზელანდია - ავსტრალიის წლევანდელი ბალანსი 17-0 გახდა და კიდევ 8 სამეზობლო თამაშია გასამართი. ოფიციოზის მიერ მალული, მაგრამ უნაღდესი - ერთიანი, 18-გუნდა ცხრილის ზემო (!) 13 საფეხურზე არაფერი შეცვლილა. გაიცა 4 პრემია და 3 ნუგეში, სტატ’რუბრიკამ - "ფოქსის ლაბორატორიამ" კი შენიშნა, რომ 562 ქულა რეკორდია 8-მატჩა რაუნდისთვის და სამითღა ჩამორჩება აბსოლუტურ, 9-მატჩა შედეგს
სხვა, ზელანდიურმა წყარომ დათვალა, რომ საწყის 19 სეზონში კივებს ოდენ 7-ჯერ (!) ჰქონდათ დადებითი უცხოური ბალანსი, მაგრამ ბოლო სამ წელში საზღვარგარეთ გამართულ თამაშთა 70.8% მოიგეს, ხოლო წლეულს წარმატების წილმა 93.3 პროცენტსაც უწია. ამხელა სხვაობის მიუხედავად, მენცრები ფიქრობენ, რომ "ოთხი ერი" მაინც დაძაბული გამოვა. არადა, "ოლ ბლექსმა" შარშან 6-ვე რკენა ბონუსით მოიგო!
აფროსნობაში გადავდივარომსოფლიო თასის წილისყრაზე რომ იკრიბებიან მახვშები, თან უნდა მოისმინონ ავსტრალიისა და აფრიკის პასუხი, თუ რა სტადიაშია სამი მოსაკვეთი გუნდის შერჩევის საქმე. იაპები დუმან და ივნისის ბოლოსღა აპირებენ ორი უიღბლოს დასახელებას, ოზეთში კი პროცესი ჩიხში მოექცა, რაკი იდეის შემოქმედი - კავშირის "საქმეთა გამგე" რობ ქლარქი უეცრად გადადგა, ესაო და ... აფროსნობაში გადავდივარო
ქლარქი უწინ რებელზსა და ბრამბიზს რომ შეფობდა, ფორსი უტევს, ჩვენ მაგიტომ გვწირავო, და კავშირსაც სასამართლოში უჩივის. მაგავე გზას დაადგა რებელზი და "მილიონებს" ითხოვს კომპენსაციად, კავშირს კი თურმე აზრად მოსვლია, ეს კერძო კლუბი გამოისყიდოს პატრონ ენდრიუ ქოქსისგან და მერე ... უბრალოდ დახუროს!
ამასობაში მაგ რებელზის, რედსისა და ვორათაზის მწვრთნელებს გადაუწყვეტიათ, ერთად დავსხდეთ, ბებერი გურუებიც დავისწროთ და რამე მოვიფიქროთო. მეზობლის ჭირმა გული მოულბო თვით ზვიად კივებს: ტანა უმანგამ ბრძანა, ბიჭებს ბუნდოვანი მომავალი ადარდებთ და ასე უმწეოდ მაგიტომ აგებენო, სონი-ბილ ვილიამსმა კი კოლეგებს მოუწოდა, გამაგრდით და გეზს არ გადაუხვიოთ, ხოლო დროებითი კრიზისი ზეპური სპორტის ზოგადი კანონ’ზომიერებააო
გადაგორებისას წაღლიტა"ბლუზ"ელ სონი-ბილს ტვინი შეერყა ვორათაზთან რკენის პირველ ტაიმში და ერთი ხანობა იუქმებს. სიდნის კლუბს თვით შტატის ხელისუფლებამ სთხოვა, ამ ერთი მატჩით ეგებ გარეუბნის ოვალზე გადაბრძანდეთ, რათა ისედაც გავერანებული მოედანი უარესად არ წაახდინოთ ხვალინდელი, (ევროპული) ფეხბურთის "დიდი ფინალის" წინო, მაგრამ მორაგბეები გაჯიუტდნენ და ... ტაიმი * 0:26 წააგეს
შესვენების შემდეგ ვორათაზი ოდნავ (!) გამწარდა, სირენის შემდეგ მეხუთე (!) ლელოც შეიტანა და ნუგეში აიღო * 33:40, მედიამ კი შენიშნა, უსუსტესი კივი ბობოლა ოზს გასვლაზე რომ უსიტყვოდ უგებს, სალაპარაკო რაღააო. სხვაფრივ, გამარჯვებულმა ბლუზმა 4 ლელო’ღა გაიტანა და სამი მათგანი ძმების - რიკო და აკირა იოანე’თა ანგარიშზეა
სთორმერზთან უარესად აიშვეს "ჰარიქეინ"მა ბარეთებმა: ბოდენმა და ჯორდიმ. უფროსმა - მგეზავმა სამი ლელო გამოაცხო ქიქ’პასით - გადაკიდებით, უმცროსმა - ფულ’ბექმა კი ჯიუტად მისდია თი’ჯეი პერენარას შეგორებულს და ნიზამ ქარმა ეგრეც რომ ვერ დაიცვა ლელო, მდევარმა გადაგორებისას წაღლიტა და უკანა ხაზთან დაუმიწა * 12:3
მეტი ვისწავლეთოჯორდი ქუთაისში ვეღარ ჩამოვა - ჭაბუკთა მსოფლიო პირველობის დროს ბრიტანეთის "ლომებს" უნდა დაუხვდეს. სთორმერზის მგეზავს - რობერტ დიუ’პრეს პირველ ტაიმშივე გაუწყდა მკერდის კუნთი და მწყობრიდან სამი თვით გამოვიდა, მაგრამ ეს’პი მარემ ისე ყოჩაღად ურტყა ჯარიმები, რომ ანგარიში გაათანაბრა * 22:22 მაშინ, როცა ლელოთა ფარდობა 4/1 იყო -- რამდენად ლოგიკურია ასეთი ნიხრი?
კივებმა დასკვნით მეოთხედში მაინც იძალეს - წინ არეული ჭიდაობით გავიდნენ; მერე იაპებს თერნოვერი შეამთხვიეს; ბოდენმა თავის (!) წითელ ზოლთან ფრთაზე გადაუკიდა ჯულიან სავეას, ამან კი კადნიერად შეუტია და ნგანი ლაუმაპემ დაასრულა 95-მეტრიანი იერიში; და ბოლოს, ჰარიქეინზმა სირენის შემდეგ ჯარიმა კიდევ კიდეზე დაჰკრა და ბოდენი კართან შეიჭრა * 41:22 (ლ 4/1)
ჰოდა, სტუმართა კაპიტანი, სია კოლისი ნამატჩევს გა#####და ინტერვიუერს, ამ წაგებით მეტი ვისწავლეთ, ვიდრე სტარტზე, ჩვენს რეგიონში მოგებული 6 თამაშიდანო
გახევდნენ და დაიბნენპარასკევ ღამით თრილერი დავიგემოვნეთ აფრიკიდან - მოსაკვეთად განწირული ჩიტაზი გემოზე ებურთავა ჰაილენდერზს და საათის თავზე 17 ქულითაც გაუსწრო, მაგრამ ბოლო 5 წუთში მთლად გახევდა, დაიბნა და სამი ლელო გაუშვა * 41:45 (6/6)
ნარინჯელთაგან კლასიანად ირაგბეს თეთრმა 9 ნომერმა ტიან მეიერმა და "ფერადებმა" - სერჯილ პიტერსენმა, რეიმონდ რულმა, უზეირ ქასიმმა და კუპრივით შავმა ბურჯმა, ოქს ნჩემ
ერთი კია, ზელანდია წრთობით, მარქაფითა და თვით’რწმენით რომ უბადლოა, ბოლოსკენ ძაან უმატებს ხოლმე: სათადარიგო მგეზავმა, ფლეჩერ სმითმა 95 მეტრიდან შეუტია; მართი ბენქსმაც თამამად გადაკიდა ზურგში; ხოლო მალაკაი ფეკიტოამ და მეთ ფედესმა გუნდის სასიკეთოდ მომართეს უმძლავრესი იარაღი - ვაისაკე ნაჰოლო
გადააყენეთ მარე’ოკივთაგან იაპთა გვემა გაასრულა 7-გზის ჩემპიონმა ქრუსეიდერზმა, ვისაც პრეტორიაში ვერ მოეგო მას აქეთ, რაც ბოლოჯერ ეფალავნა (2008), ამჯერად კი 10-ჯერ (!) დაალელოვა ბულზი * 62:24 და მთელ ამქარსაც მოთავეობს 10-0 ბალანსით
სტუმრები გაწაფულობით ძაან ჯობდნენ მასპინძლებს: სულ პირველ ლელოზე პითერ სამუ დასცეს, მაგრამ წამოდგა და გაუტია; რიჩი მოჰუნგა თავისუფლად ჭრიდა ხაზს და ბარეთივით ფეხოსნობდა; დევიდ ჰავილი ისე ეწია მიზანს 45 მეტრიდან, რომ გზად არავის გადაყრია, და ასე შემდეგ ...
ბულზს დაუშავდა გარემარბი ტრევის იშმაილი - მუხლის გამო 8 კვირას იუქმებს, სახელოვანი ბოკეები - ნაას ბოთა და ვიკტორ მეტფილდი კი უკვე ღიად ითხოვენ უხეირო მწვრთნელის - ნოლის მარეს გადაყენებას, მაგრამ ეს არა ტყდება!
ფაფიც მიდისერთად’ერთი აფრიკელი ფავორიტი - ლაიონზი სამ-მატჩა ავსტრალიურ ტურნეს მართავს, და მეორედაც ბონუსით იმარჯვა * 47:10 დააშამათა რებელზი, ვისაც, მედიის მტკიცებით, უკვე ბარემ 20 კაცი დამტვრევია
სტუმართა პირველი ლელო ნაშვიდკაცარმა კვოხა სმითმა შეიტანა. მაგრად ითამაშა 9 ნომერმა როს კრონიემ, ამისი ცნობილი კოლეგა - ფაფ დე’კლერკი კი სამი წლით გაურიგდა ინგლისის "სეილ შარქსს"
65-მეტრიანი, ფინტებიანი სოლოთი მორიგი ლელო დადო სილვენ მაჰუზამ. გაილაღა ენთონი ფოლმინკმაც. შინ, ფორსთან, უპრემიოდღა* 37:12 (4/2) იმარჯვა შარქსმა, ვინაც ბოლო ვაილდ’ქარდისთვის გამართულ დოღში ისევ 8 ქულით უსწრებს ხაგუარესს
შარქსის 15 და 10 - ნორჩი ქერვინ ბოში - უფროსობას ავჭალაში მოჰყავს! 150-ე კაპი მიითვალა ფორსის კვაჭმა, ყოფილმა ვორათამ, ტატაფუ პოლოტა-ნაუმ. ჩიფსს უეცრად გაუხდა ავად არონ ქრუდენი, მის ნაცვლად მგეზავად გამწესებულმა ბებერმა სთივენ დონალდმა კი რედსი ორჯერ დაალელოვა
იღბლიანი ანასხლეტიდანქვინზ’ლენდი თავიდან გულზე იყო და ლელოებით ორჯერაც დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ უბერებელი ჯორჯ სმითი გაუსინბინეს "ხელის მოუხვევლად" ბოჭვისთვის
კივთაგან თავი მალევე გამოიჩინა ტვინის შერყევის გამო მთელი წლით (!) ნაუქმარმა ჩარლი ნგატაიმ, პრემიის მომტან ლელოზე კი ჯეიმზ ლოუს (ფოტოზე) ოზები ზრდილობისთვის’ღა წაეპოტინენ * 46:17 (6/3)
დასასრულ, "მეორე კლასელ" ახალ’ბედათა გამო, რომლებიც გაისად, 18 გუნდიდან 15-მდე შეკვეცილ დასშიც უთუმცაოდ დარჩებიან
სან’ვულვზმა ხაგუარესს გასვლაზე ბოლომდე არ დაუდო ტოლი და 4-ჯერ (!) გაუსწრო - ბოლოს 12 ქულითაც * 39:27 @ 61’, მაგრამ არგენტინელებმა ყოჩაღად აგორეს მოლები, გამარჯვების მომტანი ლელო კი იღბლიანი ანასხლეტიდან დადეს * 46:39 (7/5)
ზე რაგბი 2017* მე-11 რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...47&d=1494283924EN >>
http://lelo.comyr.com/SARDAFI/09_ZERA-11+EN.htmსანზაარის კლიპები >>
http://www.planetrugby.com/news/video-supe...hts-round-11-2/ჰარიქეინზ$ 41:22 სთორმერზ7ლ: ჯეინ ჯ.ბარეთ (2 4) ჯ.სავეა ლაუმაპე (5 6) ბ.ბარეთ; 3გ: ჯ.ბარეთსბ შილდს -
ლ: სამუელს; გ: დიუ’პრე; 5ჯ: დიუ’პრე, მარე 4 / სბ: მბონამბი
რეფ ჯექსონ (ზელ) 5/05
0:3(5) 7:3(11) 12:3(16) სბ(22ს) 17:3(24) 17:10(29) 22:10(35) 22:13(40) 22:16(40+3) /
22:19(47) 22:22(52) 27:22(64) სბ(69ჰ) 34:22(75) 41:22(80+3)
ჩიტაზ$ 41:45 ჰაილენდერზ6ლ: ტ.მეიერ (1 5) სჯ.პიტერსენ ფან’იარსფელდ მოჰოჟე ნჩე; 4გ ჯ: ზეილინგა / სბ: ქასიმ -
6ლ: ბენქს თომპსონ ნაჰოლო (3 6) ლი ფედეს; 6გ ჯ: ბენქს / სბ: ფედეს ტოკოლაჰი
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 5/05
5:0(7) 8:0(15) 8:3(21) 8:10(25) სბ(35ჰ) 15:10(36) /
სბ(42ჰ) 22:10(46) 22:17(49) 22:24(52) 29:24(56) 34:24(58) 41:24(62) სბ(73ჩ) 41:31(76) 41:38(78) 41:45(80+2)
რებელზ 10:47 ლაიონზ$ლ: ინგლიშ; გ ჯ: ჰოჯ / სბ: ქ.რეთალიქ -
შ + 6ლ: კვ.სმით კრონიე სქოსან მაჰუზა ფოლმინკ ვაითლი; 5გ: იანკის
რეფ კუბო (იაპ) 6/05
0:7(21) 0:14(26) 7:14(29) 7:19(40) /
10:19(46) 10:26(51) 10:33(62შ+სბ) 10:40(66) 10:47(80+)
ჩიფს$ 46:17 რედს6ლ: ჰეიმს ნგატაი ბერდ დონალდ (4 5) ლოუ; 5გ 2ჯ: დ.მაკ’ქენზი -
3ლ: მორ ნამბული მეგნეი; გ: ქ.ქუპერ / სბ: ჯ.სმით
რეფ ნათ’ბრაუნ (ზელ) 6/05 @ ნიუ პლიმუს
0:5(11) 7:5(14) 7:12(20) 10:12(22) 13:12(26სბ) 20:12(37) /
25:12(41) 32:12(46) 39:12(54) 39:17(58) 46:17(73)
ვორათაზ$ 33:40 ბლუზ5ლ: ფოლაუ (1 4) ლატუ ფოლი რაიან; 4გ: ფოლი -
4ლ: რ.იოანე (1 3) სქრაფთონ ა.იოანე; 4გ 4ჯ: ფრანსის
რეფ გარდნერ (ავს) 6/05
0:3(4) 0:6(10) 0:9(20) 0:16(23) 0:19(34) 0:26(40) /
5:26(42) 12:26(58) 12:33(63) 12:40(67) 19:40(70) 26:40(75) 33:40(80+2)
შარქს 37:12 ფორს4ლ: ვორდ ჟლ.დიუ’პრე ბოშ ემ; 4გ: ბოშ 3, ლემბი; 3ჯ: ბოშ -
2ლ: ვერითი-ემ ბრაქი; გ: პრაიორ / სბ: რონა
რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 6/05
3:0(5) 6:0(10) 6:7(27) სბ(37ფ) 13:7(39) 20:7(40+) /
23:7(49) 30:7(56) 30:12(69) 37:12(73)
ბულზ 24:62 ქრუსეიდერზ$3ლ: ჯ.კრილ ულენგო სერფონტეინ; 3გ: ბრამერ; ჯ: ტ.სკუმან -
10ლ: სამუ ბეითმენ სქ.ბარეთ გუდ’ჰიუ (4 8) ტამანი’ვალუ ჰავილი მოჰუნგა მაკალიო ჰანთ; 6გ: მოჰუნგა 5, ჰანთ
რეფ ბერი (ავს) 6/05
0:7(5) 0:14(12) 3:14(17) 3:21(27) 3:26(31) 3:31(40+2) /
3:38(43) 3:45(49) 3:50(51) 10:50(55) 10:55(64) 17:55(67) 17:62(71) 24:62(80)
ხაგუარეს 46:39 სან’ვულვზ$შ + 6ლ: სენატორე ბოფელი კრევი (3 5) ალემანო მორონი; 3გ: ერნანდეს 2, დიას-ვონიჟა; ჯ: ერნანდეს -
5ლ: ტუპოუ ემი ტამურა (3 4) ვაიქს; 4გ 2ჯ: ტამურა / სბ: ვაიქს
რეფ ფან’ჰირდენ (აფრ) 6/05
0:7(3) 3:7(6) 10:7(10) 10:12(18) 10:15(23) 15:15(25) 15:18(30) 15:25(39) 22:25(40+3 შ+სბ) /
27:25(52) 27:32(56) 27:39(61) 34:39(67) 39:39(72) 46:39(76)
ბრამბიზ, ქინგზ უქმობდნენ
სტატ’მოწინავენილელო: 11 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ); 10 ვინს ასო (ჰრქ); 8 ჯორჯ ბრიჯ (ქრს);
7 მაკაზოლე მაპიმპი (ქნგ), ეტო ნამბული (რედ), ქორნალ სქოსან (ლნზ)
ქულა: 128 ქერვინ ბოშ (შრქ); 106 ელთონ იანკის (ლნზ); 88 მართი ბენქს (ჰლნ);
83 ფრედ ზეილინგა (ჩტზ); 78 რობერტ დიუ’პრე (სთო); 76 ლაიონელ კრონიე (ქნგ); 72 ფარენუი ჰაურა (ბრმ)
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ჯორდი ბარეთ (ჰრქ), 14 სერჯილ პიტერსენ (ჩტზ), 13 ჯექ გუდ’ჰიუ (ქრს), 12 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), 11 რიკო იოანე (ბლუ);
10 ბოდენ ბარეთ (ჰრქ), 9 როს კრონიე (ლნზ) /
1 ქეინ ჰეიმს (ჩიფ), 2 აგუსტინ კრევი (ხგრ), 3 ჯეფ ტუმანგა-ალენ (ჰრქ);
4 დომინიქ ბერდ (ჩიფ), 5 თომ ფრენქლინ (ჰლნ);
6 ჟან-ლიუკ დიუ’პლესი (შრქ), 7 მეთ თოდ (ქრს), 8 აკირა იოანე (ბლუ)
სულ: 11 ზელ, 3 აფრ, 1 არგ * 0 ავს, იაპ
* მე-12 რაუნდი (საქართველოს დროით)
სვლაგეზი >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEZI.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_ROUTE.htmპარ 12/05ბლუ.ზელ 11.35 ჩტზ.აფ1
ბრმ.ავს 13.45 ლნზ.აფ2
შაბ 13/05ქრს.ზელ 11.35 ჰრქ.ზელ
რბლ.ავს 13.45 რედ.ავს
ბულ.აფ1 17.05 ჰლნ.ზელ
ქნგ.აფ2 19.15 შრქ.აფ2
კვი 14/05ხგრ.აფ2 01.40 ფორ.ავს
უქმობენჩიფ.ზელ = სთო.აფ1
სნვ.აფ1 = ვრთ.ავს
სთრიმები
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@
მიმაგრებული სურათი