ერთურთი მოაშთეს ზე’რაგბის მე-12 რაუნდში კივ ბუმბერაზთა ჯახში ერთი ლელო’ღა დაიდო,
ავსტრალიაში კი რებელზმა კავშირს საგანგებო ყრილობა მოაწვევინა Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!2017 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2017/PDF/2017_Z18_GEO.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEO.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_GMT.htm21 წლის ჯამი (1996-2016) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI+.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL+.htm(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))რაუნდის შვიდიდან ოთხი (!) თამაში არა-ზე’რაგბულად ლელო’მწირი გამოვიდა. გაიცა 2 პრემია, 4 ნუგეში და ორიც წითელი ბარათი; ცხრილის ზედა 11 სტრიქონში გუნდების მიმდევრობა არ შეცვლილა, ქვედა 7 ხაზი კი კვლავაც ყვითელ-მწვანეა, რაც სისტემის უვარგისობის დასტურია
ავსტრალია კრიზისს კი მოუცავს, მაგრამ მედიას ჯერაც სხვებზე მეტად აპურებს: ოზთა ლიდერმა, ბრამბიზმა ზედიზედ მეოთხე მარცხიც იგემა და წესით მე-11 ადგილზე უნდა იყოს, მაგრამ სისტემის წყალობით მეოთხეა და მეოთხედ’ფინალიც შინ ელის!
ბიჭებმა რა ჰქნანომაქაური სპორტული მედია რაგბზე აღარაფერს დაწერდა, კულუარული ინტრიგები რომ არ აფორიაქებდეს. ჯერ იყო და წინა პარასკევს ითქვა, საგაისოდ მოსაკვეთი გუნდის არჩევას 6-8 კვირეული დაჭირდებაო
ამოტოლა ლოდინი რას მიქვია - ბიჭები დამეტანჯნენ და აღარ იციან, რა ჰქნანო - სამშაბათს შეიცხადა რებელზის ბექთა გადიამ, მორგან ტურინუიმ, რაზეც ნაკრების გურუმ, მაიქლ ჩეკამ გაამხილა, ხუთიდან ერთი ოზური გუნდის გარიცხვა ეგებ საჭირო აღარც (!) გახდესო
ტურინუიმ შეუტია კავშირსა და მოთამაშეთა ასოციაციას (რუპა), რებელზის ბინამ - ვიქტორიის შტატმა კი მახვშებს "საგანგებო ყრილობის" მოწვევა მოსთხოვა. ამათაც რაღა დარჩენოდათ - იქეთა კვირაში მომჩივან მეწილეებთან შეხვედრას ხუთშაბათს დათანხმდნენ, უწყებათა დაგზავნას კი, წესდებით, თურმე სამი კვირეული ჭირდება
ქრონქის უარიჭორიც დაირხა, რებელზის პატრონ ენდრიუ ქოქსს შეეხმიანა ძველი ვოლაბი როქი ელსომი, რათა კლუბი მისგან შეისყიდოს, 22 წლის მარბიელი, შონ მაკ’მანი კი ისე აღრენილია, რომ იაპონიაში გადადისო
რებელზის შენარჩუნებას ემხრობა ნაკრების მთელი ელიტა - რედსის კვაჭის, სთივენ მორის მეთაურობით, კავშირს კი თურმე წარედგინა ზე 16-ის პროექტი, რომელშიც ავსტრალიას 5 გუნდი ჰყავს და აფრიკას 4, რადგან იაპებს ორი გასარიცხის ევროპასთან დამოყვრება შეუძლიათ!
კავშირმა 2018 წლისთვის უკვე მოჩანგლა ქოვენთრის "ვოსპსის" ვარსკვლავი ქერთლი ბილი, ვორათაზი კი თურმე იმაზე ფიქრობს, ახლავე - ივნისის ტესტების შემდეგ - ხომ არ ავიმატო უძღები შვილიო
სიბერის დასატკბობად იაპონიის "სანტორში" მიდის 34 წლის მეთ გიტო, ვინაც ტულონში 6 სეზონი გაატარა და სახელიც დაიგდო, გურუ ჩეკამ კი ჭორად ააგორა, ქუპერ ქრონქი შეიძლება ვორათაზში გადმოვიდესო
ამაზე "მელბურნ სთორმის" (ნრლ) 33 წლის ჰავბექმა ბრძანა, მესმის, რომ გაზეთებს გვერდები აქვთ ასავსები, ჩემდათავად კი რაგბს თუმც თვალს ვადევნებ და კიდეც ვქომაგობ, ლიგიდან სხვა სპორტში გადასვლა არასოდეს მიფიქრია, რაკი 13-კაცამ მომცა ის, რაც მაბადიაო
სტერეოტიპებს აჰყვაოდავუბრუნდეთ მოედანსა და მიმდინარე ზე 18-ს! 11 რაუნდშიჰარიქეინზს 63-ჯერ დაელელოებინა მეტოქე და ქრუსეიდერზს 61-ჯერ, მაგრამ გრანდებმა ერთმანეთი მოაშთეს. ჰოდა, ლიდერმა 5-მეტრა დერეფანში რომ ააგორა მარდი მოლი და ჯგუფი კიდისკენ მოსწყვიტა, მიზანს მხოლოდ მეთ თოდი ეწია * საბოლოოდ 20:12
პირველ ტაიმში მეტოქე დამრტყმელებმა სამ-სამი ჯარიმა შეაგდეს. ერთხელაც ქრუსეიდერმა სეტა ტამანი’ვალუმ ვერ დაიჭირა რაიან ქროთის გადაკიდებული, ჰარიქეინზის ბურჯს, ჯეფ ტუმანგა-ალენს კი სიჩქარე ვერ ეყო მას შემდეგ, რაც მოულოდნელად ჩაჭრა პასი
ქრუსეიდერზმა მბოჭავი მეტად აბითურა * 24-15 და შერკინებაშიც იძალა, რაზეც ნამატჩევს დაიჩივლა შარშანდელი ჩემპიონის მოძღვარმა, ქრის ბოიდმა, ესაო და აფრიკელი მსაჯი, იაკო პეიპერი სტერეოტიპებს აჰყვა და სულ ჩვენ გვაჯარიმაო
ქრუსეიდერზი ამ პარასკევს სუვაში (ფიჯი) ერაგბება ჩიფსს, ვისაც 10 ნომრად დაუბრუნდა არონ ქრუდენი, მაგრამ თავის ტკივილით ისევ გამოაკლდა შერყევის გამო ერთი წლით ნაუქმარი ჩარლი ნგატაი
ლიდერს დაემატა სასჯელ’ მოხდილი სემ ვაითლოქი, მუხლ’ ნაოპერაციებ იზრაელ დეგს კი შემდეგ რაუნდამდე მოუწევს ლოდინი
არქაული ანგარიშითკივთა ერთად’ერთმა კონკურენტმა, აფრიკის ლაიონზმა 3-მატჩა ავსტრალიური ტურნე 14 ქულით დაასრულა - ბრამბიზს უპრემიოდ’ღა აჯობა * 13:6
ოზებმა ალამთან 5’ წუთზევე გაიტანეს ლელო, მაგრამ ტელე’რეფმა შენიშნა, 9 ნომერ ჯო პაუელს რაქში წინ წაუვიდა ბურთიო. ტაიმი ოზებმა არქაული ანგარიშით * 3:0 მოიგეს, საათის თავზე კი აიდან ტოუას გრძელი პასი რომ გაუცუდდა, ლაიონელ მაპუმ 65 მეტრიდან გააქცუნა შვიდკაცაში ნაწრთობი კვოხა სმითი
ზელანდიის ჯგუფში ბლუზი 1 ქულით წამოეწია ჰაილენდერზს: თავად* 50:32 გააბურთავა ჩიტაზი, მაშინ როცა კონკურენტმა აფრიკულ ლაფში, გუბეებიან მოედანზე, სულ ბოლოსღა ძლია ბულზი * 17:10
ზიგზაგებით შეიჭრაბლუზის 8 ლელოდან სამი ნაშვიდკაცარი ძმების - რიკო და აკირა იოანეთა - ანგარიშზეა. ოქლენდის გუნდმა საპარასკევოდ, ქეიპ’თაუნში იახლა თვით სონი-ბილ ვილიამსი, ვინაც შერყევა იოლად გადაიტანა; ჰაილენდერზი კი პრეტორიაში იღბლად გადაურჩა წაგებას:
10:10-ზე, როცა საომარი 8 წუთიღა რჩებოდა და 14 კაცის ამარა რაგბობდა, ბურჯ პიერ სკუმანისგან კარში მიიღო ლელო, მაგრამ თემიდამ დაადგინა, რომ მანამდე, რაქის მოსუფთავებისას, არ’ჯი სნეიმანმა მხარი სახეში უთავაზა მეტოქეს
ცდომილმა წითელი ბარათი და 4-კვირიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ლელო, რაღა თქმა უნდა, გაუქმდა, მერე კი ბულზმა მე-17 მოწოდებაზე პირველად (!) წააგო დერეფანი და მალაკაი ფეკიტოა 40 მეტრიდან ზიგზაგებით შეიჭრა კარში
ყველაზე შედეგიანიავსტრალიურ დარბში სტუმარი რედსი ერთი ხანობა ლელოებით 4/0 უსწრებდა რებელზს, მაგრამ 70’ წუთზე ანგარიში გათანაბრდა * 24:24
ქვინზ’ლენდი კარგად აბურთავა ქვეიდ ქუპერმა. სამ ლელში დაიდო წილი და ერთიც თავად გაიტანა 8 ნომერმა სქოთ ჰიგინბოთამმა, ვინაც
ზე’რაგბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მორკინალია - 36 ლელო!
ტელე’რეფმა რედსს მეორე ტაიმში ორი ლელო კი გაუუქმა, მაგრამ სამუ კერევიმ ბოლოს, ახლოდან, მაინც იძალა და იხერხა * 29:24 ამით ქვინზ’ლენდმა ორი წლის შემდეგ ისევ იმარჯვა გასვლაზე და თვის’ტომთა წინააღმდეგ 10-მარცხიანი ნავსიც გატეხა
ფორსი შეიქნა პირველი ავსტრალიური გუნდი, ვინაც არგენტინაში მოიგო. არადა, ხაგუარესს 15-ეულში 14 "პუმა" ეყენა * 16:6
სტუმართა 8 ნომერს, რიჩარდ ჰარდვიქს ორჯერ ცოტა დააკლდა მიზნამდე, პირველი ტაიმის ბოლო ეპიზოდში კი ხოაკინ ტუკულეტი ალამთან შებოჭა ქერთის რონამ
საათის თავზე ოზთა შერკინებამ (!) დაადედლა მეტოქე * 6:3, ბოლო მეოთხედში კი ახლოდან ორი ლელოც შეიტანა
კრონიეს ფულ’ჰაუსირაგბეთი ედინბურგში მიმდინარე ევრო’ფინალს რომ უცქერდა, საეტაპო რამ მოხდა აფრიკაში - ბეჩავად შერაცხულმა, მაგრამ პროგრესირებადმა ქინგზმა ისტორიაში პირველად მოიგო ზედიზედ მესამე მატჩი და პირველადვე ძლია აფრიკული გუნდი - ბობოლა შარქსი * 35:32
თამაშს 20 ათასზე მეტი ქომაგი დაესწრო, მგეზავმა ლაიონელ კრონიემ კი ფულ’ჰაუსი - ლ3გ2ჯა - მოკრიფა იმ გუნდის წინააღმდეგ, ვინაც თავის დროზე დაიწუნა, ჩვენი დონისა ვერა ხარო
შარქსმა 10 ნომრად ათამაშა "ბოკეს" იმედი პეთ ლემბი, მაგრამ ამას ისევ შეერყა ტვინი! მულატმა გარს ეიპრილმა 55 მეტრიდან რომ დაჰკრა ჯარიმა, ოვალი ძელს მოხვდა და კარში ჩაეშვა
კრონიემ პირველ ლელოზე ფეხით გადაუკიდა მულატ ალშონ ბოკს; მეორეზე ამასვე მიჰყვა, მანამდე კი არეკნი შეაგდო. ქინგზის მესამე ლელოზე ჰავბექმა ლუი სკრედერმა 80 მეტრიდან თამამად შეუტია და ბოკი დაგეზა, სულ ბოლოზე კი ფერადმავე ბერტონ კლასენმა შორს უპასა თეთრ პიტერ-სტეინ დე’ვეტს @ 77’47’’
გარდასახვის შემდეგ სამი წუთი იქცეოდა შერკინება. ბოლოს რეფმა ქინგზს უბოძა თავისუფალი, შარქსმა კი არიფთან მარცხი იწყინა და ჩხუბი ატეხა
ზე რაგბი 2017* მე-12 რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...63&d=1494875527EN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/R5/18_ZERA-12+EN.htmსანზაარის კლიპები >>
http://www.planetrugby.com/news/video-supe...hts-round-12-2/სათითაოდ ყველა თამაშის თორენთი - საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2017/R5/18_ZERA-12.htmბლუზ$ 50:32 ჩიტაზ8ლ: რ.იოანე (1 7) სქრაფთონ ა.იოანე ტუი’პოლოტუ ლუატუა პულუ ნენაი-ვაი; 5გ: ფრანსის 2, ვესთ 3 -
4ლ: ფენტერ ფან’იარსფელდ ჰაგეთ (3 4) 3გ 2ჯ: ზეილინგა
რეფ პიქერილ (ზელ) 12/05
0:5(8) 7:5(12) 7:12(15) 14:12(19) 19:12(23) 24:12(34) 24:15(38) 24:18(40+3) /
31:18(48) 38:18(52) 45:18(54) 45:25(58) 50:25(68) 50:32(77)
ბრამბიზ$ 6:13 ლაიონზ2ჯ: ჰაურა -
ლ: კვ.სმით; გ: იანკის; 2ჯ: იანკის ან.კუცია
რეფ ვილიამს (ზელ) 12/05
3:0(19) /
3:3(52) 3:10(55) 6:10(61) 6:13(80+)
ქრუსეიდერზ 20:12 ჰარიქეინზლ: თოდ; 5ჯ: მოჰუნგა -
4ჯ: ჯ.ბარეთ
რეფ პეიპერ (აფრ) 13/05
3:0(12) 3:3(15) 3:6(19) 6:6(22) 9:6(31) 9:9(40+) /
14:9(51) 17:9(59) 17:12(61) 20:12(75)
რებელზ$ 24:29 რედს$2ლ: მილერ კოროი’მბეტე; გ 4ჯ: ჰოჯ -
5ლ: კერევი (1 5) ნამბული მორ ჰიგინბოთამ; 2გ: ქუპერ / სბ: ჰანთ
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 13/05
3:0(2) 3:5(6) 6:5(10) სბ(19რდ) 6:12(28) 6:17(38) 9:17(40+) /
12:17(43) 12:24(50) 19:24(56) 24:24(70) 24:29(79)
ბულზ$ 10:17 ჰაილენდერზლ: ხელანტ; გ ჯ: ტ.სკუმან / წბ: სნეიმან -
2ლ: ფედეს ფეკიტოა; 2გ: ფ.სმით ბენქს; ჯ: სმით / წბ: ნაჰოლო
რეფ ფან’ჰირდენ (აფრ) 13/05
3:0(5) 3:7(18) 3:10(23) /
10:10(48) წბ(64ჰ) წბ(72ბ) 10:17(77)
ქინგზ 35:32 შარქს$4ლ: ბოკ (1 3) კრონიე დე’ვეტ; 3გ 2ჯ ა: კრონიე / სბ: ხელდენ’ჰეის -
2ლ: დ.დიუ’პრე მვოვო; 2გ: ლემბი ეიპრილ; 6ჯ: ლემბი 2, ეიპრილ 4 / სბ: რ.სმით
რეფ ანსელმი (არგ) 13/05
3:0(3) 8:0(5) 8:3(13) 8:6(18) 8:13(25) 11:13(32ა) 11:16(38) 18:16(39სბ) /
25:16(42) 25:19(55სბ) 25:26(60) 28:26(63) 28:29(69) 28:32(75) 35:32(80) ბოლო(80+3)
ხაგუარეს 6:16 ფორს2ჯ: ერნანდეს -
2ლ: ნიუსამ ნაისარანი; 2ჯ: პრაიორ / სბ: რჩ.არნოლდ
რეფ ო’ქიფ (ზელ) 13/05
სბ(28ფ) 0:3(36) /
3:3(49) 3:6(60) 6:6(64) 6:11(68) 6:16(75)
სთორმერზ, ჩიფს, ვორათაზ, სან’ვულვზ უქმობდნენ
სტატ’მოწინავენილელო: 11 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ); 10 ვინს ასო (ჰრქ);
8 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), რიკო იოანე (ბლუ), ეტო ნამბული (რედ);
7 მაკაზოლე მაპიმპი (ქნგ), ქორნალ სქოსან (ლნზ)
ქულა: 128 ქერვინ ბოშ (შრქ); 111 ელთონ იანკის (ლნზ); 96 ლაიონელ კრონიე (ქნგ);
95 ფრედ ზეილინგა (ჩტზ); 90 მართი ბენქს (ჰლნ); 84 რის ჰოჯ (რბლ); 79 ჯორდი ბარეთ (ჰრქ)
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 დევიდ ჰავილი (ქრს), 14 ალშონ ბოკ (ქნგ), 13 სამუ კერევი (რედ), 12 რაიან ქროთი (ქრს), 11 რიკო იოანე (ბლუ);
10 ლაიონელ კრონიე (ქნგ), 9 ოგასთინ პულუ (ბლუ) /
1 ჯო მუდი (ქრს), 2 ქოდი თეილორ (ქრს), 3 ოუენ ფრენქს (ქრს);
4 ლუქ რომანო (ქრს), 5 ფრანკო მოსტერტ (ლნზ);
6 სთივენ ლუატუა (ბლუ), 7 ჯორჯ სმით (რედ), 8 აკირა იოანე (ბლუ)
სულ: 10 ზელ, 3 აფრ, 2 ავს * 0 არგ, იაპ
მე-13 რაუნდი (საქართველოს დროით)
სვლაგეზი >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEZI.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_ROUTE.htmპარ 19/05ჩიფ.ზელ 11.35 ქრს.ზელ
სთო.აფ1 21.00 ბლუ.ზელ
შაბ 20/05ჰრქ.ზელ 11.35 ჩტზ.აფ1
ფორ.ავს 13.45 ჰლნ.ზელ
სნვ.აფ1 15.55 შრქ.აფ2
ლნზ.აფ2 19.15 ბულ.აფ1
ქნგ.აფ2 21.30 ბრმ.ავს
კვი 21/05ვრთ.ავს 10.05 რბლ.ავს
უქმობენხგრ.აფ2 =რედ.ავს
სთრიმები
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@
მიმაგრებული სურათი