კუნძულების ვალიზე’რაგბის მე-13 რაუნდში კივი გრანდები ფიჯს ეწვივნენ
და კოხტა ბურთაობით დააპურეს 17 ათასი ქომაგიOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!2017 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2017/PDF/2017_Z18_GEO.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEO.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_GMT.htm21 წლის ჯამი (1996-2016) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI+.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL+.htm(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))ზე’რაგბს კუნძულებისა ვალი მართებს - იქაურებით სულდგმულობს, მაგრამ გუნდის ყოლის უფლებას კი არ აძლევს. და მაინც, მეორე წელია, ჩიფსს სუვაში ჩაჰყავს ქრუსეიდერზი, მე-15 რაუნდში კი ბლუზი სამოაზე ჩალალავს რედსს
ჩიფსს რომ მოეგო, გაიხარებდა ლაიონზი და დოღს ეშხი მოემატებოდა, მაგრამ ქრუსეიდერზმა ზედიზედ მე-12 გამარჯვებაც მიითვალა და ზელანდიაში 11 ქულით უსწრებს მდევრებს, თუმცკი ამათ თითო თამაში მარაგში აქვთ. სხვაფრივ, ვიქენდის 8 მატჩში დარიგდა 5 პრემია და 1 ნუგეში, კივეთ - ოზეთის ბალანსი კი 18-0 გახდა!
შესრულდა ორი ჰეთ’თრიქი. ორი ყვითლის გამო გაიცა წითელი; ჩაითვალა მორიგი 7-ქულიანი (უგარდასახვო საჯარიმო ლელო), ოზეთში კი ოფიციოზი გაისუსა: რებელზმა რომ საჯაროდ უარი უთხრა მოლაპარაკებაზე, კავშირმა მოწილეებთან "შინაურულად შეხვედრა" გადაიფიქრა და ივნისში უკვე მართლა მოიწვევს საგანგებო ყრილობას
ქიქერმა დააღალატათსუვაში შარშან ჩიფსმა იმარჯვა და პირველი ტაიმის მიხედვით, ახლაც იგივე შედეგი ისე მოსალოდნელი, მაგრამ ქრუსეიდერზმა მეორეში აიწყვიტა, "მასპინძელი" კი დააღალატა ქიქერმა - არონ ქრუდენმა (1/4)
"სტუმრებს" მატჩამდე გამოაკლდათ ტვინ’შერყეული მღლეტელი მეთ თოდი. პირველ ნახევარში 4 ლელო (3/1) გავიდა:
ქრუდენმა 40 მეტრიდან გაჭრა ხაზი და თიმ ნანაი-ვილიამსი დაგეზა; მისივე გადაკიდებულს ასცდა ჯორჯ ბრიჯი და ჯეიმზ ლოუმ ლელოსკენ ოსტატურად გაიგორა ბურთი; ქრუდენის, დამიენ მაკ’ქენზისა და ლოუს რეიდების შემდეგ ბურჯმა ქეინ ჰეიმსმა იძალა, ჯვაროსანთა ლელოზე კი ჯექ გუდ’ჰიუმ 35 მეტრიდან გასერა მწყობრი
დერეფანმაც აურიამეორე ნახევარში ქრუდენს აჯობა ნორჩმა ვიზავმა, რიჩი მოჰუნგამ: ჯერ იყო და "ოლ ბლექის" გადაკიდებულიდან სეტა ტამანი’ვალუმ აქეთ გამოიჯეჯილა და გუდ’ჰიუმ ახეირა დევიდ ჰავილი; მერე რიჩიმ 60 მეტრიდან წამოიწყო სოლო და ადევნებული მანასა მატაელე რომ შებოჭეს, ალამთან კვაჭი (!) ბენ ფანელი ეწია მიზანს * 25:17 @ 61’
ამასობაში არონმა გასატანი ჯარიმა ააცდინა 17:18-ზე; მერე 5-მეტრა შერკინებიდან ეწია მიზანს * 24:28 @ 73’, მაგრამ აქ აურია დერეფანმა:
13 მოგებულის შემდეგ, ბოლო ორზე, მეტოქის ლელოსთან, ერთმანეთს ვერ გაუგეს ჰიკა ელიოთმა და ბროდი რეთალიქმა. ჰოდა, 7-გზის ჩემპიონმა გატეხა 4-მარცხიანი ჩიფსური ნავსი * 31:24 (3/4)
უმანგას ექს-რეკორდისხვა ორმა კივმა ბობოლამ ვეება ანგარიშით მოიგო: შარშანდელმა ფალავანმა, ჰარიქეინზმა თუმც დაასვენა ჯეელი ჯორდი ბარეთი, ტურნეზე მყოფი ჩიტაზი * 61:7 (9/1) გააბურთავა, აფრიკიდან შინ მიმავალმა ჰაილენდერზმა კი, დასჯილი ვაისაკე ნაჰოლოს გარეშეც, გზად * 55:6 (8/0) მიარბია ფორსი
ჰარიქეინზის შუა’მარბმა, ვინს ასომ ჰეთ’თრიქი შეასრულა და კლუბის რეკორდი ჩამოართვა ლეგენდარულ ტანა უმანგას - სეზონის მონაგარი 13 გაუხდა! თავ’გამოჩენილის ბოლო ორი ლელო მიზნიდან 90 მეტრზე, ნგანი ლაუმაპეს მიერ წამოწყებულ სოლოებს მოჰყვა, ანგარიში კი კურიოზულად გაიხსნა:
ჩიტაზმა 22-ის უცებ გათამაშება სცადა, მაგრამ შონ ფენტერმა თი’ჯეი პერენარას ფეხში გაარტყა მინი’არეკნი; ბურთი მაინც იაპებს ერგოთ, მაგრამ ახლა რეიმონდ რულმა სცადა ზე’რისკიანი პასი და ვაეა ფიფიტამ რომ ჩაუჭრა, ეს კინაღამ დაეჯახა ... მეტოქის ფიზიოს
ბურთაობის ნიჭიფორსი აქამდე თუ ბრძოლაში’ღა აგებდა, ამჯერად ორი სინბინი ზედიზედ მიიღო და ბოლო მეოთხედში მთლად მინებდა კივებს, რომელთაგან ორი ლელო ბურჯმა აკი სეიულიმ შეიტანა
ბურთაობის იშვიათი ნიჭი გამოიჩინა ბლუზის წვეროსანმა სამმა ნომერმა, ჩარლი ფაუმუინამაც - წითელ ზოლში ორი (!) სალელოე ოფლოუდი გაუშვა და ოქლენდი * 12:3 იგებდა ქეიპ’თაუნში
მაგრამ არა! ზედიზედ 4-ჯერ ძლეული სთორმერზი გამწარდა და ახლოდან სამჯერ ეწია მიზანს * 30:22, აწ უკვე ბლუზის გურუ უმანგა კი გააოცა მართლ’მსაჯულებამ: რეფმა მეთ დაფი პირველად იმიტომ მიაბრძანა სინბინში, შენმა გუნდმა ზედიზედ მეოთხე ჯარიმა მიიღოო, შონ თრიბიმ კი რომ დაარეტიანა და თამაშს გამოსთიშა 10 ნომერი პირს ფრანსისი -- ცდომილი ტრიბუნალმა’ღა განკვეთა სამი კვირით
კომბრინკი დაბრუნდაშაბათს აფრიკაში ორი თამაშიც მოეწყო
"ბოკეს" შარშანდელ ტურნეზე ბეჭ-ნატკენი რუან კომბრინკი ლაიონზის 23-კაცა სიაშიც არ ეწერა, მაგრამ დაშავდა სილვენ მაჰუზა და უცებ ხმობილმა გარემარბმა დაბრუნება დუბლით აღნიშნა: პირველსავე შეტევაში 45 მეტრიდან გაქანდა, გადაიკიდა, აიღო და მიზანს ეწია, ტაიმის ბოლო ეპიზოდში კი პასაობა დააგვირგვინა * 39:14
ლაიონზის მეორე ლელოზე ელთონ იანკისმა 80 მეტრიდან გადაუკიდა ქორნალ სქოსანს, ამან კი ფინტებით წინ ბევრი ირბინა. მესამეზე მეორე’ხაზელ ფრანკო მოსტერტს მარბიელივით აედევნა ბურჯი (!) რუან დრეიერი, მეორე ტაიმი კი ცუღლუტობაში რომ გაილია, აფრიკის ჯილამ ბოლო წუთზეღა გამოიღო ხელი * 51:14 (7/2)
"მეფენი" ამჩატდნენქინგზს გულით ეწადა ზედიზედ მეოთხედ გამარჯვებაც, მაგრამ ჯანი ვეღარ ეყო - სტუმარ ბრამბიზთან მთელი თამაში თავს იცავდა: ბურთი 35-65%, ტერიტორია 31-69%, ბოჭვა 142-66, რაქი 39-97
"მეფენი" მაინც წინ იყვნენ ბოლო მეოთხედამდე - მაკაზოლე მაპიმპი რომ უბურთოდ მოცელეს, 7-ქულიანი ჩაეთვალა. მაგრამ რაღაც ჭირად ამჩატდნენ იაპები, ბურთი კიდიდან უცებ მოაწოდეს, პასი ქრის ელქოქმა ჩაჭრა, 9 ნომერმა ჯო პაუელმა კი ალმისკენ გაუგორა აიდან ტოუას და ამან სპრინტი გადაგორებით’ვე დაასრულა
ბოლოს ტევიტა კურინდრანიმაც შეუცურა თომ ბენქსს და ავსტრალიის ლიდერმა სტუმრად * 19:10 ძლია აფრიკის რიგითი, მე-11 ადგილზე მყოფი გუნდი, ვისაც აქამდე მოგებათა რაოდენობით ჩამორჩებოდა
თითქო ფსონაობენოაფრიკაში თითქმის ყველაფერი გარკვეულია: ერთ ოთხეულს ლაიონზი მოიგებს, მეორეს - სთორმერზი, ერთად’ერთი ვაილდ’ქარდი კი ერგება შარქსს, ვინაც სინგაპურში, დასკვნით 6 წუთში, სამჯერ დაალელოვა სან’ვულვზი და პრემიაც აიღო * 38:17 (6/2)
სამი ლელო გაიტანა ზანგმა ლუაზი მვოვომ; ამათში მეორე და გარდამტეხი ზორბა ეტიენ უსტ’ჰეიზენის ოფლოუდს მოჰყვა, რაუნდის პროგრამა კი კვირას, "დღის (და არა საღამოს) მატჩით" დასრულდა სიდნი’ში
მასპინძელმა ვორათაზმა, თითქო ფსონაობსო, ისევ ზედიზედ მიიღო 7 ჯარიმა, მაგრამ რომ აბურთავდნენ ბერნარდ ფოლი და იზრაელ ფოლაუ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - მომჩივანი რებელზი *50:23 (8/3) მოისრა
ერთი კია, 7:11-ზე თემიდა დაბრმავდა, მაიქლ ჰუპერმა წინ რომ მიაწოდა გუნდელს, 2’ წუთზე კი შესაცვლელი შეიქნა სტუმართა ყოჩი რის ჰოჯი, რაკი ფოლაუს ... უშნოდ დაეჯახა
ზე რაგბი 2017* მე-13 რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...44&d=1495484289 EN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/R5/24_ZERA-13+EN.htmსანზაარის კლიპები >>
http://www.planetrugby.com/news/video-supe...hts-round-13-2/სათითაოდ ყველა თამაშის თორენთი - საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2017/R5/24_ZERA-13.htmჩიფს$ 24:31 ქრუსეიდერზ4ლ: ნანაი-ვილიამს ლოუ ჰეიმს ქრუდენ; 2გ: ქრუდენ დ.მაკ’ქენზი -
3ლ: ბედველ-ქერთის ჰავილი ფანელ; 2გ 4ჯ: მოჰუნგა
რეფ ფრეიზერ (ზელ) 19/05 @ სუვა (ფიჯ)
0:3(10) 0:6(15) 5:6(20) 10:6(24) 10:13(28) 17:13(31) /
17:18(47) 17:25(61) 17:28(68) 24:28(73) 24:31(76)
სთორმერზ 30:22 ბლუზ3ლ: კოლისი ლეიდს ნოჩე; 3გ 3ჯ: მარე / სბ: ეცებეთ -
3ლ: მოალა პარსონს გიბსონ; 2გ: ფრანსის; ჯ: გეთლენდ / სბ+სბ=წბ: დაფი
რეფ ფან’ჰირდენ (აფრ) 19/05
3:0(4) სბ(12ბ) სბ(21ს) 3:7(23) 3:12(33) 10:12(40+2) /
10:19(45) 13:19(54) 20:19(61) სბ+წბ(67ბ) 27:19(70) 27:22(74) 30:22(77)
ჰარიქეინზ$ 61:7 ჩიტაზ9ლ: ფიფიტა ასო (2 5 7) ა.სავეა პერენარა ტუმანგა-ალენ ლემ აპისაი;8გ: ბ.ბარეთ 5, ბლექ 3 -
ლ გ: ზეილინგა / სბ: ჰაგეთ
რეფ ბერი (ავს) 20/05
7:0(18) 14:0(21) 14:7(26) 21:7(40+) /
სბ(44ჩ) 28:7(46) 35:7(49) 42:7(58) 49:7(63) 56:7(71) 61:7(74)
ფორს 6:55 ჰაილენდერზ$2ჯ: პრაიორ / სბ: მასირევა რჩ.არნოლდ -
8ლ: ლი სეიული (2 4) ოზბორნ თომპსონ (5 8) ჰანთ ბაქმან; 6გ ჯ: მ.ბენქს
რეფ კუბო (იაპ) 20/05
0:3(14) 0:10(21) 3:10(25) 6:10(29) 6:17(37) სბ(39ფ) /
6:24(45) სბ(48ფ) 6:31(52) 6:38(60) 6:45(65) 6:50(67) 6:55(80+)
სან’ვულვზ 17:38 შარქს$2ლ: ჰინო მაცუჰაში; 2გ: ტამურა; ჯ: ოგურა -
6ლ: მვოვო (1 4 6) რ.ბოთა ნკოსი (3 5) 4გ: ეიპრილ 3, იანსე-ფან’რენსბერგ
რეფ ჰოფმან (ავს) 20/05 @ სინგაპურ
0:7(4) 7:7(20) 7:14(24) 7:21(36) /
14:21(54) 17:21(63) 17:26(75) 17:33(80) 17:38(80+)
ლაიონზ$ 51:14 ბულზ7ლ: კომბრინკ (1 5) კვ.სმით დრეიერ ვაითლი მოსტერტ მაპუ; 5გ 2ჯ: იანკის -
2ლ: სერფონტეინ ჯ.კრილ; 2გ: ბრამერ
რეფ იმელმან (აფრ) 20/05
7:0(3) 7:7(7) 10:7(15) 13:7(20) 20:7(23) 27:7(25) 27:14(29) 34:14(32) 39:14(40+3) /
44:14(43) 51:14(80+)
ქინგზ 10:19 ბრამბიზშ + ჯ: კრონიე / სბ: ხელდენ’ჰეის -
3ლ: მენ-რეი ტოუა თ.ბენქს; 2გ: ჰაურა / სბ: ბენქს
რეფ პეიპერ (აფრ) 20/05
7:0(4შ+სბ) 10:0(17) სბ(21ქ) 10:5(22) /
10:12(65) 10:19(72)
ვორათაზ$ 50:23 რებელზ8ლ: ფიპს მამ ჰენიგან ფოლაუ (4 5) ჰუპერ ფითს’პათრიქ ჰეგართი;5გ: ფოლი / სბ: ლატუ -
3ლ: მაფი პლასიდ (2 3) გ 2ჯ: ვოლა’ვოლა
რეფ გარდნერ (ავს) 21/05
0:3(6) 7:3(8) 7:6(11) სბ(17ვ) 7:11(18) 12:11(30) 19:11(35) 24:11(40+) /
სბ(49ვ) 24:18(51) 29:18(53) 29:23(60) 36:23(69) 43:23(74) 50:23(80+)
ხაგუარეს, რედს უქმობდნენ
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ლუაზი მვოვო (შრქ), 14 რუან კომბრინკ (ლნზ), 13 ვინს ასო (ჰრქ), 12 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), 11 ტევიტა ლი (ჰლნ);
10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 თი’ჯეი პერენარა (ჰრქ) /
1 აკი სეიული (ჰლნ), 2 რიქი რიქითელი (ჰრქ), 3 ჩარლი ფაუმუინა (ბლუ);
4 დინ მამ (ვრთ), 5 ფრანკო მოსტერტ (ლნზ);
6 კვოხა სმით (ლნზ), 7 მაიქლ ჰუპერ (ვრთ), 8 დანიელ დიუ’პრე (შრქ)
სულ: 8 ზელ, 5 აფრ, 2 ავს * 0 იაპ
მე-14 რაუნდი (საქართველოს დროით)
სვლაგეზი >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEZI.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_ROUTE.htmპარ 26/05ბლუ.ზელ 11.35 ჩიფ.ზელ
რედ.ავს 13.45 ფორ.ავს
შაბ 27/05სნვ.აფ1 09.15 ჩტზ.აფ1
ჰლნ.ზელ 11.35 ვრთ.ავს
რბლ.ავს 13.45 ქრს.ზელ
ბულ.აფ1 17.05 ჰრქ.ზელ
შრქ.აფ2 19.15 სთო.აფ1
კვი 28/05ხგრ.აფ2 01.40 ბრმ.ავს
ლნზ.აფ2 16.30 ქნგ.აფ2
სთრიმები
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@
მიმაგრებული სურათი