20-0 და ყრილობა ზე’რაგბის მე-14 რაუნდის შედეგად თითქმის გამოვლინდა რვეული,
რომელიც ივლისში პლეი’ოფს შეუდგებაOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!2017 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2017/PDF/2017_Z18_GEO.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEO.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_GMT.htm21 წლის ჯამი (1996-2016) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI+.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL+.htm(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))არავის უუქმია. აღინუსხა სეზონის მეორე ფრე. 9 მატჩში ნუგეში ვერავინ (!) მიითვალა. სამაგიეროდ, პრემია აიღო ოთხმა (!) სტუმარმა და ერთმაც მასპინძელმა, ხოლო ზელანდია - ავსტრალიის ანგარიში 20-0 გახდა მაშინ, როცა გასამართი ჯერაც 5 სამეზობლო ცოდვილობაა
გამოცხადდა, რომ ავსტრალიის რაგბის კავშირის "საგანგებო ყრილობა" 20 ივნისს შედგება. მახვშები არაფრის დათმობას არ აპირებენ, მაგრამ შეიძლება თავადვე დაემხონ. ერთი კია, ყადაღა მოიხსნა და გუნდებს ნება დაერთოთ, რომ მოთამაშეებს კონტრაქტებზე გაუმართონ ვაჭრობა
ბოდენს თავი წამოსტკივდალიდერმა, ქრუსეიდერზმა აიმატა მოკეთებული იზრაელ დეგი და მე-13 თამაშიც მოიგო - მაჩანჩალა, მაგრამ სასამართლოში მომჩივანი რებელზი სტუმრად ბონუსით გააბურთავა * 41:19 (6/3)
აიწყვიტა კივთა კაპიტანმა - მეორე’ხაზელმა სემ ვაითლოქმა. ოზთაგან გამოირჩა იაპონიის კუნძულელი მარბიელი ამანაკი მაფი და ლიგელი მარიკა კოროიმბეტე, ვინაც რაგბს თანდათან უღებს ალღოს; ბოლოსკენ კი ისევ დაშავდა "ვოლაბი" შონ მაკ’მანი - მკლავი მოტყდა და მაჯაც ეღრძო, რის გამოც ივნისის ტესტებს გამოაკლდება
შიში ჭამა "ოლ ბლექსმაც" - ჰარიქეინზის 10 ნომერს, ბოდენ ბარეთს პრეტორიაში წამოსტკივდა თავი, ექიმებმა კი მიზეზი ვერ დაუდგინეს. უფროსობამ ზე’ვარსკვლავი აღარ ათამაშა, მისი უმცროსი ძმა - ჯორდი კი პირველ ლელოზე კოხტად დაგეზა ბურჯმა (!) ლონი უჰილამ
ჩემპიონთა მეტოქეს - ბულზს ბოჭვა ბლომად გაუცუდდა. კივებმა ბონუსი იოლად დაიბევეს და დაიცვეს * 34:20 (5/2), იაპთა შეფებმა კი "რაგბის მოხელედ" დანიშნეს ავყიობით ცნობილი ზელანდიელი, ჯონ მიჩელი, ვისაც შეგირდები ბევრგან აჯანყებიან
სამოაზე, ოღონდაც უვილიამსოდშინ, დარბაზში, ვორათაზთან, ბონუსი გაუსხლტა ჰაილენდერზს * 44:28(6/4), მაგრამ მაინც გადაუსწრო ჩიფსს, ვინაც ოქლენდურ თავ’სხმაში ფრეს დასჯერდა ბლუზთან * 16:16
სიდნის გუნდი თემიდამ გაწირა - კივთა პირველ ლელოზე ნიქ ფიპსს რეფმა შეუშალა ხელი, ტელემ კი თამაშ’გარე ვერ დაინახა. მერე იყო და დერეფნის მომგები დინ მამი რომ გააგდეს მეტოქის ამოყირავებისთვის, მასპინძლებმა უმალ იძალეს მოლით, მალაკაი ფეკიტოამ კი ფეხით უპასა ტევიტა ლი’ს * 23:14
"მთიელები" ერთობაც გათამამდნენ - მწყობრში ჩამდგარმა ლიმა სოპოანგამ ორჯერ 75 მეტრიდან წამოიწყო სალელოე შეტევა! ბექივით ირბინა ბურჯმა სიუა ჰალა’ნუკო’ნუკამაც, ფიპსმა კი კოჭი იტკინა
ჩიფსის ორივე ლელო დამიენ მაკ’ქენზის გახერხებული იყო - ერთი ზანტ მორკინალთა გაბითურებას მოჰყვა, მეორე კი იქეთა ფრთაზე უეცარ გადაკიდებას. ბლუზს დაემტვრა სონი-ბილ ვილიამსი და აღარ ჩაიყვანა სამოაზე, სადაც პარასკევს (2/06), ზე’რაგბულ პრემიერაში, რედსს მასპინძლობს
რედსის 12 სინბინიქვინზლენდს პლეი’ოფში არამად მოხვედრის იმედი ფორსმა გადაუწურა - ჩააკითხა და 12,040 ქომაგის თვალწინ * 40:26 მოუგო
ქვეიდ ქუპერმა შეყოვნებული და შექცეული პასებით თითოჯერ ახეირა დანქან პეიავა და ლუხან ტუი; კვაჭმა სთივენ მორმა ორი მგორავი მოლი დააგვირგვინა ლელოთი, მაგრამ რედსმა მორიგი ორი სინბინით სეზონური ჯამი 12-მდე რომ აიყვანა, ფორსის 32 წლის აფრიკელმა ქიქერმა, პითერ გრანთმა 7-დან 7 გაუტანა
ავსტრალიის ჯგუფში ბრამბიზს ალბათ ვეღარავინ დაეწევა, რაკი არგენტინაში არათუ იმარჯვა, პრემიაც კი აიღო * 39:15
ხაგუარესი ვაილდ’ქარდად ისევე ვეღარ ჩაანაცვლებს შარქსს, როგორც ბლუზი - თვისტომებს. აფრიკის სუსტი - ჩვენს ცხრილებში მწვანე - ჯგუფის მოწინავე, სთორმერზიც შინ გამართავს მეოთხედ’ფინალს - შარქსს სტუმრად ბლომად კი ეძალა დამბალ მოედანზე, მაგრამ ბოლოს მაინც გაუსხლტა ჯეელი ზანგი სიბისუსო ნკოსი * 10:22
ჩაბრძანდა ჩიტაზი ტოკიოში და სულ თამაშ-თამაშ დაასრულა 9-მარცხიანი სერია * 47:7 - თანაც ბოლო გარდასახვა კიდიდან გაიტანა საშოვარზე მიმავალმა მეორე’ხაზელმა ფრანსუა ეისმა
აფრიკის იმედმა, ლაიონზმა * 54:10 გააბურთვა თვისტომი ქინგზი იმის და მიუხედავად, რომ ბოლო 50 წუთი 14 კაცის ამარამ ირაგბა - კვაჭი რობი კუცია ურჯუკად რაქვისთვის გააძევეს და 5 კვირითაც (სეზონის ბოლომდე?) განკვეთეს
ზე რაგბი 2017* მე-14 რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...44&d=1496076027EN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/R6/01_ZERA-14+EN.htmსანზაარის კლიპები >>
http://www.planetrugby.com/news/video-supe...hts-round-14-2/ბლუზ 16:16 ჩიფსლ: რ.იოანე; გ 3ჯ: ფრანსის -
2ლ: დ.მაკ’ქენზი ფააული; 2ჯ: მაკ’ქენზი ქრუდენ
რეფ გარდნერ (ავს) 26/05
0:3(7) 3:3(12) 10:3(32) 13:3(39) 13:8(39) /
16:8(42) 16:11(53) 16:16(68)
რედს 26:40 ფორს4ლ: პეიავა ლ.ტუი მორ (3 4); 3გ: ქუპერ / სბ: ფრისბი ნამბული -
შ + 3ლ: რ.ჰეილეთ-პეთი ბრაქი პოლოტა-ნაუ; 3გ 4ჯ: გრანთ
რეფ პიქერილ (ზელ) 26/05
5:0(5) 5:3(28) 5:6(33) 5:13(40) /
12:13(42) 12:20(44შ+სბ) 12:23(48) 19:23(52) 26:23(59) 26:30(63) სბ(66რ) 26:37(71) 26:40(74)
სან’ვულვზ 7:47 ჩიტაზ$ლ: ვაიქს; გ: ტამურა -
7ლ: ქასიმ (1 4) იორდან ნ.მარე ფან’იარსფელდ მეიერ სჯ.პიტერსენ;6გ: მარე 5, ფ.ეის
რეფ ჰიუსთონ (ავს) 27/05
0:7(18) 0:14(40+2) /
0:19(42) 7:19(48) 7:26(69) 7:33(72) 7:40(78) 7:47(80+3)
ჰაილენდერზ 44:28 ვორათაზ6ლ: ბაქმან ქოლთმენ ლი თომპსონ დ.ლენართ-ბრაუნ სოპოანგა; 4გ: ბენქს, სოპოანგა 3; 2ჯ: ბენქს -
4ლ: ფოლაუ ნაიაროვორო გორდონ (3 4) 4გ: ფოლი / სბ: მამ
რეფ ო’ქიფ (ზელ) 27/05
3:0(14) 10:0(17) 10:7(20) 13:7(34) 13:14(40+) /
სბ(46ვ) 18:14(46) 23:14(51)30:14(65) 30:21(71) 37:21(73) 44:21(76) 44:28(78)
რებელზ 19:41 ქრუსეიდერზ$3ლ: კოროიმბეტე (1 3) თ.სმით; 2გ: ვოლა’ვოლა ჰოჯ / სბ: ჰოჯ -
6ლ: მატაელე ბრაუნ (2 4) ტამანი’ვალუ ჰავილი დრამონდ; 4გ ჯ: მოჰუნგა
რეფ ჯექსონ (ზელ) 27/05
0:3(9) 0:10(19) სბ(25რ) 0:17(27) 0:24(32) 7:24(35) 7:31(37) /
14:31(43) 14:36(46) 19:36(58) 19:41(62)
ბულზ 20:34 ჰარიქეინზ$2ლ: მეთიუზ ნ.დე’იახერ; 2გ: ტ.სკუმან თ.იანკის; 2ჯ: სკუმან -
5ლ: ჯ.ბარეთ ლაუმაპე ხუსენ ებოთ აპისაი; 3გ: ბლექ 2, ბარეთ (2) ჯ: ბლექ
რეფ სექონდს (აფრ) 27/05
0:7(3) 7:7(5) 7:14(20) 10:14(22) 13:14(28) 13:19(36) 13:24(40+5) /
13:27(58) 13:34(61) 20:34(77)
შარქს 22:10 სთორმერზ3ლ: დეისელ ლავის ნკოსი; 2გ ჯ: ეიპრილ -
ლ გ ჯ: სპ.მარე
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 27/05
3:0(6) 8:0(11) 15:0(38) /
15:3(44) 15:10(57) 22:10(64)
ხაგუარეს 15:39 ბრამბიზ$2ლ: ლავანინი პეტი-პაგადისავალ; გ: გონსალეს-იგლესიას; ჯ: სანჩეს / სბ: კრევი -
6ლ: ს.ქართერ თ.ბენქს (2 3) სპეით მუირ’ჰედ (5 6) 3გ ჯ: ჰაურა
რეფ ფრეიზერ (ზელ) 27/05
3:0(3) 3:7(14) 10:7(21) 10:12(25) 10:17(29) 10:20(40+სბ) /
10:25(56) 10:32(70) 10:39(74) 15:39(78)
ლაიონზ$ 54:10 ქინგზ8ლ: ფერეირა სქოსან კვ.სმით (3 6) მარქს ფან’რუიენ დე’კლერკ ა.კუცია; 7გ: ე.იანკის 5, ა.კუცია 2 / წბ: რ.კუცია -
ლ: ვულინდლუ; გ ჯ: დე’ვეტ / სბ: ჰერბსტ კლუტე
რეფ პეიპერ (აფრ) 28/05
სბ(9ქ) 5:0(11) 12:0(20) 12:3(29) წბ-სბ(31) 19:3(40+2) /
26:3(43) 33:3(51) 40:3(56) 40:10(61) 47:10(79) 54:10(80+2)
სტატ’მოწინავენილელო: 13 ვინს ასო (ჰრქ); 12 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ); 9 რიკო იოანე (ბლუ);
8 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), ეტო ნამბული (რედ), ქორნალ სქოსან (ლნზ), იზი ფოლაუ (ვრთ), დევიდ ჰავილი (ქრს)
ქულა: 137 ელთონ იანკის (ლნზ); 128 ქერვინ ბოშ (შრქ); 113 მართი ბენქს (ჰლნ);
102 ფრედ ზეილინგა (ჩტზ); 99 ლაიონელ კრონიე (ქნგ); 98 რიჩი მოჰუნგა (ქრს); 91 ფარენუი ჰაურა (ბრმ)
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 დევიდ ჰავილი (ქრს), 14 ჰენრი სპეით (ბრმ), 13 ტევიტა კურინდრანი (ბრმ), 12 რიჩარდ ბაქმან (ჰლნ), 11 რიკო იოანე (ბლუ);
10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 თი’ჯეი პერენარა (ჰრქ) /
1 თომას დიუ’ტოი (შრქ), 2 ტორსტენ ფან’იარსფელდ (ჩტზ), 3 რუან დრეიერ (ლნზ);
4 სტეფან ლავის (შრქ), 5 სემ ვაითლოქ (ქრს);
6 ჟან-ლიუკ დიუ’პრე (შრქ), 7 კვოხა სმით (ლნზ), 8 ბრედ შილდს (ჰრქ)
სულ: 7 ზელ, 6 აფრ, 2 ავს * 0 არგ იაპ
მე-15, გახლეჩილი რაუნდი (საქართველოს დროით)
სვლაგეზი >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEZI.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_ROUTE.htmპარ 02/06ბლუ.ზელ 11.35 რედ.ავს
შაბ 03/06ქრს.ზელ 06.35 ჰლნ.ზელ
ჩიფ.ზელ 09.05 ვრთ.ავს
ბრმ.ავს 13.45 რბლ.ავს
ფორ.ავს 15.55 ჰრქ.ზელ
აფრიკის ორივე ჯგუფის რვავე გუნდი ითამაშებს @ 30/06 - 01/07
სთრიმები
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@
მიმაგრებული სურათი