აფრიკული საქმეზე’რაგბის ბოლო, მე-17 რაუნდში ჰარიქეინზმა პირველი მარცხი რომ აგემა ქრუსეიდერზს,
პლეი’ოფის შინ მოლევა ლაიონზმა დაიბევაOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!2017 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2017/PDF/2017_Z18_GEO.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEO.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_GMT.htm21 წლის ჯამი (1996-2016) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI+.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL+.htm(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))საგაისოდ უკვე უარყოფილ სისტემას ფინიშზე კრიტიკოსი მოუმრავლდა: ზელანდიური რაგბის საყვირმა, გაზეთმა "ჰერალდმა" ზე’რაგბს ბრიყვთა’ქალაქი (იდიოთ’ვილ) უწოდა, სააგენტოებმა კი, ეტყობა, ახლაღა გადაიკითხეს დებულება და შეიცხადეს, ჰარიქეინზსა და ჩიფსს თუმც ბევრად მეტი ქულა (24 და 14) აქვთ, ვიდრე ბრამბიზსა და სთორმერზს - ამათ მაინც უნდა ეწვიონო!
ჯერ კივეთიდან ქეიპ’თაუნში დიდძალ ბარგიანად გადაფრენა და მერე, გამარჯვების შემთხვევაში, ნაპირიდან ზეგანზე, ლაიონზთან სარკენად ასვლა რომ არ ხიბლავდა ჩემპიონ ჰარიქეინზს, მაგიტომ გამოიდო თავი ქრუსეიდერზთან, ბრიტანეთის "ლომებთან" ბრძოლით გადაღლილი "ოლ ბლექები" ათამაშა და მიზანსაც ეწია, მაგრამ ნაღდად გააგულისა სრულიად კივეთის ფანობა, რაკი ამით უცხო ლაიონზი გალიდერდა
აფრიკაში, პირიქით, მშვიდობიანად დასრულდა შინა’ომი: შარქსს რომ შინ ეძლია ეგ ლაიონზი, ამას პირველ ადგილს ხომ დააკარგვინებდა და თავად ქრუსეიდერზთან საომრად ინდოეთის ოკეანე უნდა გადაესერა. ჰოდა, ნებით წააგო შარქსმა უდაოდ უფრო კლასიან სტუმართან, რითაც მასთანვე დაიბევა მორიგი ჯახი, ოღონდაც სტუმრად, და ამით სრულიად აფრიკული საქმეც გაკეთდა!
უთანაბროდ განაწილდაბოლო, სრულ, 9-მატჩა რაუნდში ბონუსი ხუთ’განვე მასპინძელმა აიღო, მეოთხედ’ფინალები უთანაბროდ განაწილდა: პარასკევს (21/07) ერთი მატჩია, ხოლო შაბათს (22/07) - სამი
* ბრამბიზი (4) პარასკევს @ 13.45 იღებს ჰარიქეინზს (5), ვისთანაც მეცხრე რაუნდში (21/04) "სოფლად", ნეიპირში, 21:56 (ლ 3/8) მოისრა
* შაბათს @ 11.35 წლის მესამე სამხრეთ’კუნძულური დარბია: ქრუსეიდერზ (2) - ჰაილენდერზ (7). აქამდელ ორივეს ოთაგო იგებდა საათის თავზე, მაგრამ ბოლო მეოთხედში მაინც ქენთებრი იმარჯვებდა - ლელოთი ან არეკნით: მეორე რაუნდში (4/03) გარეთ 30:27 და მე-15-ში (3/06) შინ 25:22
* შაბათს, ოღონდაც საღამოსკენ, ზედიზედ ორი თამაშია აფრიკაში: ლაიონზი (1) @ 16.30 მასპინძლობს შარქსს (8), ვისაც წელს ორჯერვე მოუგო: შინ, მეექვსე რაუნდში (1/04), ბოლოს გატანილი ჯარიმითა და ლელოთი 34:29, და ბოლო რაუნდში (15/07) გარეთ 27:10
* ბოლო წყვილში სთორმერზი (3) @ 19.00 იღებს ჩიფსს (6), ვისაც მეშვიდე რაუნდში (8/04) ქეიპ’თაუნშივე 34:26 მოუთავა ხელი, მაგრამ კივებს არ მოეწონათ აფრიკელი რეფის, იაკო პეიპერის მსაჯობა
სექტემბრიდან იუქმებსიაკოს რე’მატჩშიც ხელთ ეპყრება სასტვენი. კივურ შინა’ომს ოზი ენგას გარდნერი განსჯის, აფრიკულს - იაპივე მორის ფან’დერ’ვესტჰეიზენი, ჰარიქეინზს კი კანბერაში კივი გლენ ჯექსონი დაუნიშნეს მახვშებმა
ფრეზე პლეი’ოფში ინიშნება დამატებითი დრო - ორჯერ 10 წუთი; თუ 100 წუთის შემდეგაც ფრე იქნა - მესამე 10 წუთიც "ოქროს ქულამდე", ამის შემდეგ კი შუთაუთი, რომლის წესებიც "სანზაარს" საითზე არ უწერია - უთუოდ იმის იმედად, რომ წინა 21 სეზონში (!) რაგინდარა ფინალის 80 წუთი არასოდეს (!) დასრულებულა ფრედ
გუნდები, რაღა თქმა უნდა, აღარავის ზოგავენ. ქრუსეიდერზმა დაიბრუნა ნაკრების პირველი ხაზი; ჰაილენდერზმა - არონ და ბენ სმითები; ჰარიქეინზმა - ბოდენ ბარეთი და კვაჭი დეინ ქოულზიც
შარქსმა 10 ნომრად დაიყენა ქერვინ ბოში; სთორმერზმა ამავე პოზიციაზე დაიტოვა დამიენ ვილემსე; ბრამბიზმა მარქაფაში დაისვა განკურნებული ქრისჩენ ლეალიაფანო, ვისაც 11 თვის წინ სისხლის გათეთრება აღმოუჩინეს; ბენ სმითის გამო კი ითქვა, რომ ბოლო ხანს გახშირებული თავის ტკივილი შიდა ყურის ბრალია, მაგრამ ოსტატი მაინც იუქმებს სექტემბრიდან და წლის ბოლო რვა (!) ტესტს გააცდენს
შეტევაში აჯარიმესჰარიქეინზს ქრუსეიდერზთან შებმის წინ ფაღარათის გამო გამოაკლდა 10 ნომერი ბოდენ ბარეთი, ვინს ასო კი მოთელვაზე რომ დაშავდა, შუა’მარბად ზურგი (15 ნომერი) ჯორდი ბარეთი დადგა და კარში დარტყმაც იკისრა
ქრუსეიდერზს კი აკლდა ნაკრების პირველი ხაზი და სემ ვაითლოქიც მარქაფაში ეჯდა, მაგრამ თავიდან ჯობდა მასპინძლებს - რიჩი მოჰუნგამ გრძელი პასით ზანტ ჯულიან სავეაზე ორჯერ დაგეშა სეტა ტამანი’ვალუ * 0:12 @ 14’
ბოდენის დუბლიორმა, ოტერე ბლექმა ჯერ მოკლე პასით მიუშვა დაცვაზე ჯორდი, მერე კი სავეას აუწია აბრაგანი, ამან უკან ჩამოიგდო და თავადვე (!) იხელთა * 14:12 @ 46’
ქიარან რიდმა 5-მეტრა შერკინებიდან ახეირა იზრაელ დეგი * 14:22 @ 57’, მაგრამ მალევე ჰარიქეინზმა გადაკიდებულის მიყოლით ლელოში შედენა მეთ თოდი და 5-მეტრა შერკინებიდანვე თი’ჯეი პერენარამ მოკლე ფრთაზე გაიყოლა ვეზ ხუსენი * 21:22 @ 60’
გამარჯვების ლელო მარბიელმა ვაეა ფიფიტამ შეიტანა ალამთან * 28:22 @ 66’ აქედან მოყოლებული, უფალმა ჯექსონმა ქრუსეიდერზი ზედიზედ დააჯარიმა შეტევაში, მეტოქის წითელ ზოლთან (სულ ჯ 8-16); მესამე ბარეთის - სქოთის შეცდომა კი ჯორდიმ შეირგო * 31:22
მილიარდერმა, გადავარჩენოშარქსმა ლაიონზს პირველ ტაიმში ორჯერ გაუსწრო - მეორედ მაშინ, ელთონ იანკისმა "22" უცებ რომ გაათამაშა და კობუს ფან’ვეიკს უძღვნა ბურთი, მაგრამ საათის თავზე ანდრის კუციამ ოფლოუდი რომ გაუხერხა დაშავებული ვორენ ვაითლის ნაცვლად კაპიტნად არჩეულ იაკო კრილს, ლაიონზმა დინჯად გაიმარჯვა * 27:10
ბრამბიზს ეგონა, მეოთხედ’ფინალში ჩიფსი ჩამომაკითხავსო და გასვლაზე ერთბაშად 12 დამწყები დაასვენა. სამი "ოლ ბლექი" (სემ ქეინ, ბროდი რეთალიქ, ენთონ ლენართ-ბრაუნ) დაზოგეს კივებმაც; დამიენ მაკ’ქენზიმ კი მთლად აიშვა: ერთად’ერთი დარტყმა, 33 პასი,
18 სოლო - 200 მეტრი * 28:10
ბრამბიზის კაპიტულაციით ავსტრალია - ზელანდიის წლევანდელი ბალანსი 0-25 გახდა (არადა, 2013 წელს 12-8 იყო, 2014 წელს 9-11, შარშან’წინ 7-13, ხოლო შარშან 3-21*1); ზე’რაგბის ისტორიაში მე-16 ადგილამდე პირველად დაძირულმა ვორათაზმა კი ანტი’რეკორდიც დაამყარა - 9’ვე (!) თამაში წააგო უცხოურ გუნდებთან
სიდნის დარდი’მანდი კლუბი ბოლომ გააპამპულავა კავშირის მიერ გასარიცხად ამოჩემებულმა ფორსმა * 40:11
პერთში წვიმდა, მაგრამ რაგბზე მაინც შეიკრიბა 10,384 ქომაგი. მასპინძელთა ვეტერანმა კაპიტანმა, მარბიელმა მეთ ჰოჯსონმა 140-მატჩა კარიერა კარის წინ დანიშნული ჯარიმის გატანით დაასრულა, ნამატჩევს კი მოედანზე შეიჭრა ადგილობრივი მილიარდერი ენდრიუ ფორესთი და გუნდთან საუბარში მახვშებს დაექანდა, 400 მილიონს ჩამოვდივარ ფორსის გადასარჩენადო
ევროპა ურჩევნიათავსტრალიაში დასის შეკვეცის საქმე თუ სასამართლოში ირჩევა უკვე 100 დღეა, აფრიკაში კავშირი სენსაციურ სიახლეს ამზადებს: ამისი მთავარი მოხელე, იური რუ დაბლინში ბრძანდება, რათა შემოდგომაზე, დამდეგ ჩრდილოურ სეზონშივე ჩააბას "კელტურ ლიგაში" (გინეს პრო 12) ზე’რაგბიდან გასარიცხი ქინგზი და ჩიტაზი
ბედის ირონიით, ბოლო რაუნდში სწორედ ეს წყვილი შეიყარა პორთ’ ელიზაბეთში. მასპინძელმა ზანგებმა სამი ლელო გაიტანეს და პრემიით იგებდნენ თამაშს * 17:3, მაგრამ მერე ჩიტაზის თეთრმა კაპიტანმა, ფრანსუა ფენტერმა წყვილი ლელო და ჯარიმა გამოაცხო, და ქინგზი შინ წკიპზე დამარცხდა * 20:21
კელტებს აფრიკა ჰპირდება, წლიურ სარფს - 12 მილიონ გირვანქას - უცებ გაგიზრდით 50 პროცენტითო. 14-გუნდა დასი თურმე ორ ჯგუფად გადანაწილდება და პლეი’ოფიც დაგრძელდება. მენცრები მაინც ჩივიან, ზე’რაგბის ნაყარ’ნუყარის შემატებით კელტებს აბა რა ხეირიო, აფრიკას კი ზღვისრეთის ნაცვლად ევროპასთან დამოყვრება იმად ურჩევნია, რომ ფაქტობრივად იმავე "დროით სარტყელშია"
ჰოდა, ზე’რაგბში ჯერჯერობით დასარჩენი უბობოლესი ოთხეულის ორ წევრს თურმე უკვე უცნობებია კავშირისთვის, 2020 წლიდან ეგებ ჩვენც ევროპისკენ გვიქნათ პირიო, ეს კი იმას მოასწავებს, რომ 1996 წელს დაარსებული "სამხრეთული ალიანსი" 25 წლის თავზე დაიშლება!
მოხატული კვართიჰაილენდერზს რედსთან ბურთი ნაკლებად ეპყრა, მაგრამ ბურთაობით კი ძაან აჯობა ოზებს * 40:17 ვაისაკე ნაჰოლომ ალამთან დაალელოვა ეტო ნამბული; ჯეიმზ ლენჩისმა დაიფრინა ქარ’მაიქლ ჰანთი და შეაცვლევინა; ორჯერ იდედლა ავჭალაში ნამყოფმა ჰემიშ სთიუართმა, ვოლაბთა გურუს, მაიქლ ჩეკას კი რომ მოსწყინდა ქვეიდ ქუპერთან ლოლიაობა, რედსის კოლორიტი ნაკრების 38-კაცა სიაშიც აღარ ჩაწერა
ჩეკა იმად გათამამდა, რომ ვოსპსიდან ვორათაზში დაბრუნდა 28 წლის აბორიგენი ბექი ქერთლი ბილი და ვოლაბთა ახალი, მოხატულ-აჭრელებული კვართის პრეზენტაციაზეც იცეკვა. ამ ფორმას წამხდარი ოზები პირველად 21 ოქტომბერს’ღა ჩაიცვამენ ბრისბენში, მესამე ბლედისლოუზე, და თუ რამეში არგებთ, მერე ალბათ უფრო ხშირადაც
ნაკრებში ხალხი მოხვდა მაჩანჩალა რებელზიდანაც, რომელმაც 18-გუნდა ცხრილის ფსკერზე დააფინიშა მას შემდეგ, რაც ხაგუარესთან 13-ქულიანი ფორა * 16:3 @ 26’ გაფლანგა და * 29:32 იმიტომ წააგო, რომ ბურჯმა თობი სმითმა არგენტინელთა მგეზავს, ნიკო სანჩესს უპასა
რებელზამდე ბოლო ადგილზე სუფევდა სან’ვულვზი, ვინაც თავიდან 0:14 და 7:21 ჩამორჩა ბლუზს, მაგრამ თამაში ტოკიოს დროით 12.05 რომ დაიწყო და ტემპერატურა 42 გრადუსი იყო, ზამთრიდან ჩასული კივები თანდათან წახდნენ, 8 ლელო მიირთვეს და საშოვარზე გულ’ნაკლული გააცილეს ჩარლი ფაუმუინა და სთივენ ლუატუა * 21:48
ამდენივე, 11 ლელო დაიდო ზრდილობის გამოღა გამართულ იაპურ შოუში: ბულზიდან ინავარდა ჯესი კრილმა, სთორმერზიდან - დილეინ ლეიდსმა, და ამისმა გუნდმაც მოიგო * 41:33
ზე რაგბი 2017* ბოლო, მე-17 რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...64&d=1500321417EN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/R7/18_ZERA-17+EN.htmსანზაარის კლიპები >>
http://www.planetrugby.com/news/video-supe...-17-highlights/სათითაოდ ყველა თამაშის თორენთი - საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2017/R7/18_ZERA-17.htmჰაილენდერზ$ 40:17 რედსშ + 5ლ: ნაჰოლო ლენჩის ჰემინგთონ ლი ეშ.დიქსონ; 4გ: სოპოანგა -
3ლ: როდა მაფი ტიმუ; გ: ქუპერ
რეფ ფრეიზერ (ზელ) 14/07
7:0(4) 14:0(10) 21:0(34) 21:5(38) /
26:5(42) 33:5(48შ) 33:10(54) 40:10(66) 40:17(69)
რებელზ$ 29:32 ხაგუარეს2ლ: ჰოჯ ს.ქამინს; 2გ: ჰოჯ მიან; 5ჯ: ჰოჯ -
4ლ: კორდერო (1 4) პეტი-პაგადისავალ ვერტრანუ; 3გ: სანჩეს 2, ერნანდეს; 2ჯ: სანჩეს
რეფ გარდნერ (ავს) 14/07
3:0(3) 6:0(6) 6:3(13) 9:3(19) 16:3(26) 16:10(35) 19:10(38) /
19:13(48) 22:13(55) 22:20(59) 22:25(64) 22:32(72) 29:32(80+2)
ქინგზ$ 20:21 ჩიტაზ3ლ: მაპიმპი მჯეკევუ მთიანდა; გ ჯ: კრონიე -
2ლ: სვარტ რულ; გ: ნ.მარე; 3ჯ: ზეილინგა 2, მარე
რეფ სექონდს (აფრ) 14/07
0:3(6) 7:3(21) 12:3(35) /
17:3(44) 17:6(52) 20:6(63) 20:11(68) 20:18(71) 20:21(75)
სან’ვულვზ$ 48:21 ბლუზშ + 7ლ: ლაფაელე (1 5 6) უჩიდა იამანაკა შიგენო ტოკუნაგა; 3გ: ტამურა 2, ოგურა -
3ლ: პარსონს ქაული-ტუიოტი ქოლინზ; 3გ: ვესთ / სბ: კაინო
რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 15/07
0:7(10) 0:14(14) 7:14(18) 7:21(27) 14:21(40+) /
19:21(54) სბ(57ბ) 26:21(59შ) 31:21(64) 36:21(69) 43:21(77) 48:21(79)
ჩიფს 28:10 ბრამბიზ3ლ: დ.მაკ’ქენზი ალაი’მალო ლიჩ; 2გ 3ჯ: მაკ’ქენზი -
ლ: აუ’ვონგ; გ ჯ: ჰაურა / სბ: კუველი
რეფ ო’ქიფ (ზელ) 15/07
3:0(17) 10:0(21) 10:7(26) 13:7(36) 13:10(40+2) /
სბ(41ბ) 18:10(43) 21:10(55) 28:10(73)
ჰარიქეინზ 31:22 ქრუსეიდერზ4ლ: ჯ.ბარეთ ჯ.სავეა ხუსენ ფიფიტა; 4გ ჯ: ბარეთ -
3ლ: ტამანი’ვალუ (1 2) დეგ; 2გ ჯ: მოჰუნგა
რეფ ჯექსონ (ზელ) 15/07
0:7(5) 0:12(14) 7:12(33) /
14:12(46) 14:15(48) 14:22(57) 21:22(60) 28:22(66) 31:22(78)
ფორს$ 40:11 ვორათაზ5ლ: ნიუსამ პოლოტა-ნაუ ბრაქი ლანს ჰოჯსონ; 3გ: გრანთ 2, ლანს;3ჯ: ლანს 2, ჰოჯსონ -
ლ: როუჩ; 2ჯ: ფოლი / სბ: გორდონ
რეფ ბერი (ავს) 15/07
7:0(2) 7:3(6) სბ(11ვ) 14:3(13) 14:6(28) 19:6(35) 26:6(40) /
31:6(44) 34:6(59) 37:6(70) 37:11(75) 40:11(80+)
ბულზ 33:41 სთორმერზ5ლ: ჯენქინს მეთიუზ ჯ.კრილ (3 5) პ.ფან’სეილ; 4გ: ტ.სკუმან 3, თ.იანკის / სბ: ფან’ფურენ -
6ლ: ქოლბე ნოჩე ლეიდს კოლისი ვილემსე სენატლა; 4გ: ვილემსე 3, ქოლბე; ჯ: ვილემსე
რეფ კუბო (იაპ) 15/07
7:0(9) 7:7(10) 7:12(14) 14:12(20) 21:12(30) 21:15(33) 21:22(35) /
სბ(52ბ) 21:29(55) 21:34(61) 26:34(65) 33:34(70) 33:41(80)
შარქს 10:27 ლაიონზლ: კ.ფან’ვეიკ; გ ჯ: ეიპრილ -
3ლ: მარქს ან.კუცია ი.კრილ; 4ჯ: ე.იანკის
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 15/07
3:0(10) 3:5(21) 3:8(36) 10:8(39) 10:13(40+) /
10:16(48) 10:19(54) 10:24(64) 10:27(80+)
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 დილეინ ლეიდს (სთო), 14 სანტიაგო კორდერო (ხგრ), 13 ჯორდი ბარეთ (ჰრქ), 12 ტიმოთი ლაფაელე (სნვ), 11 ტევიტა ლი (ჰლნ);
10 დამიენ ვილემსე (სთო), 9 როს კრონიე (ლნზ) /
1 თომას დიუ’ტოი (შრქ), 2 ტატაფუ პოლოტა-ნაუ (ფორ), 3 ტანიელა ტუპოუ (რედ);
4 გვიდო პეტი-პაგადისავალ (ხგრ), 5 სემ ლაუსი (ჰრქ);
6 ლიამ სქვაიერ (ჰლნ), 7 მეთ ჰოჯსონ (ფორ), 8 ამანაკი მაფი (რბლ)
სულ: 4 ავს აფრ ზელ, 2 არგ, 1 იაპ
სტატ’მოწინავენიწუთი: 1,200 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ), იზი ფოლაუ (ვრთ); 1,198 დილეინ ლეიდს (სთო);
1,191 მაიქლ ჰუპერ (ვრთ); 1,188 დანქან პაიაჰაუა (რედ); 1,180 ნ(გ)ანი ლაუმაპე (ჰრქ)
ლელო: 14 ვინს ასო (ჰრქ), ნ(გ)ანი ლაუმაპე (ჰრქ); 11 ჯეიმზ ლოუ (ჩიფ), მაკაზოლე მაპიმპი (ქნგ); 10 რიკო იოანე (ბლუ);
9 დილეინ ლეიდს (სთო), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), ქორნალ სქოსან (ლნზ), იზი ფოლაუ (ვრთ), ჩესლინ ქოლბე (სთო)
ქულა: 166 ელთონ იანკის (ლნზ); 140 ქერვინ ბოშ (შრქ); 136 ლაიონელ კრონიე (ქნგ); 120 მართი ბენქს (ჰლნ), დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ);
118 რის ჰოჯ (რბლ); 116 ფარენუი ჰაურა (ბრმ); 113 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 109 რიჩი მოჰუნგა (ქრს); 108 ფრედ ზეილინგა (ჩტზ);
106 ჯორდი ბარეთ (ჰრქ)
ნავარდი (მეტრი): 1,545 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 1,431 ჯეიმზ ლოუ (ჩიფ); 1,396 ქორნალ სქოსან (ლნზ);
1,381 ნ(გ)ანი ლაუმაპე (ჰრქ); 1,378 ამანაკი მაფი (რბლ); 1,311 დევიდ ჰავილი (ქრს)
ნარტყამი (მეტრი): 5,526 ლაიონელ კრონიე (ქნგ); 3,604 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 3,355 ქვეიდ ქუპერ (რედ);
3,253 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 3,117 ელთონ იანკის (ლნზ); 3,058 მართი ბენქს (ჰლნ)
ბოჭვა: 170 ნიზამ ქარ (სთო); 169 ჯორჯ სმით (რედ); 166 ამანაკი მაფი (რბლ); 164 თომ ფრენქლინ (ჰლნ);
153 ანიდისა ნცილა (ქნგ); 152 მაიქლ ჰუპერ (ვრთ); 151 ფილიპ ფან’დერ’ვალტ (შრქ); 149 ქრის ელქოქ (ბრმ)
ღლეტვა: 11 ქრის კლუტე (ქნგ); 10 ჯორჯ სმით (რედ); 8 ამანაკი მაფი (რბლ);
6 ქრის ელქოქ (ბრმ), აგუსტინ კრევი (ხგრ), პავლო მატერა (ხგრ)
* მეოთხედ’ფინალები (საქართველოს დროით)
პარ 21/074#ბრმ.ავს 13.45 5#ჰრქ.ზელ
შაბ 22/072#ქრს.ზელ 11.35 7#ჰლნ.ზელ
1#ლნზ.აფ2 16.30 8#შრქ.აფ2
3#სთო.აფ1 19.00 6#ჩიფ.ზელ
ნახევარ’ფინალები:ლნზ|შრქ – ბრმ|ჰრქ * ქრს|ჰლნ – სთო|ჩიფ
სთრიმები
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@
მიმაგრებული სურათი