ვინ იქნება ახალი ფალავანი? ზე’რაგბის ნახევარ’ფინალებში ქრუსეიდერზმა დაცვით აჯობა მობურთალ ჩიფსს,
ლაიონზმა კი უიმედოდ წაგებული ხელი შემოუბრუნა აწ’უკვე ექს-ჩემპიონ ჰარიქეინზსOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!22 წლის ჯამი (1996-2017) >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_JAMI.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_TOTAL.htm(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))ფინალი შაბათს, 5 აგვისტოს, ჩვენებურად საღამოს ექვსზეა (18.00) იოჰანეს’ბერგში. მაგ დროს აფრიკაში ოთხია, ზელანდიაში კი კვირა’დღის ღამის ორი. 62 ათასა "ემირეითს"ი (ყოფილი "ელის პარქ") პირამდე შეივსება
იმსაჯებს ბური იაკო პეიპერი. ამაზე კივებმა ერთი ამბავი ატეხეს, მაგრამ "სანზაარ"მა მოსწრებულად მიუგო, შარშანაც მასპინძელი - ზელანდიელი გლენ ჯექსონი გაუძღვა ფინალს, რაკი როგორც წლეულს იაკომ, მანაც საუკეთესოდ განვლო სეზონი და პატივი დაიმსახურაო
ჯექსონი ამჯერად პირველი თანა’მსაჯია, მეორე და ვიდეო კი ბური მორის’ები არიან - ფან’დერ’ვესტჰეიზენ და იონკერ. ლაიონზი ოდენ მეორე ფინალს მართავს - შარშან ველინგთონში წააგო, ქრუსეიდერზი კი 7-გზის ჩემპიონი ხომაა და 4-ჯერაც გადამწყვეტი რკენა’ღა წაუგია
ნებისმიერი მიმართულებით23-კაცა რაზმები იგივეა, რაც ნახევარ’ფინალებში იყო, ოღონდაც სტუმრები - ოუენ ფრენქსი და ქიარან რიდი მთლად ჯანზე ვერ არიან. ქრუსეიდერზმა აფრიკამდე 11,500 კილომეტრი იფრინა, თამაში კი ზეგანზეა, რაც იმას მოასწავებს, რომ ნამგზავრ შორებელს ბოლო 20 წუთში ღონე უნდა გამოელიოს
ლაიონზი არ მალავს, რომ ტაქტიკას მაგას დააფუძნებს - თავიდანვე მიეძალება სტუმრებს და არაქათს გააცლის. შარშან, წრიულ სტადიაზე, ჯერაც უმწიფარმა ბურებმა VI რაუნდში (1/04) შინ * 37:43 წააგეს. მაგრამ მეოთხედ’ფინალში (23/07) იქეთ წალეკეს ტიტულოვანი მეტოქე * 42:25
დიახ, დასაბამიდან მოყოლებული, ქრუსეიდერზი მიღწევებით მთელ ამქარში პირველია, ოღონდაც 2008 წლის აქეთ ვეღარ უჩემპიონია. იგია ერთად’ერთი, ვისაც ფინალი საზღვარ’გარეთ მოუგია - 2000 წელს, ავსტრალიაში, ბრამბიზთან * 20:19, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ვისაც კი ოდესმე ნებისმიერი მიმართულებით გადაუსერავს ინდოეთის ოკეანე, შორეთში უსიკვდილოდ წაუგია საჩემპიონო ჯახი
ფუჭი უპირატესობაეგეთი მგზავრობა ძნელად გადაიტანა ჩიფსმა: ქეიპ’თაუნიდან კივეთში მიბრუნებული და თანაც გასვლაზე, ალალად ებურავა სწორედ რომ ქრუსეიდერზს, მაგრამ სულ ფუჭად დაურჩა სტატისტიკური უპირატესობა:
ბურთი 67-33%, ტერიტორია 70-30%, პასი 213-98, სოლო 176-75, ნავარდი 538-363, ხაზის ჭრა 14-7, მბოჭავის გაბითურება 29-9, რაქი 135-49
ქრუსეიდერზმა მეტი იფეხოსნა 33-25, დაუღალავად ბოჭა 185-66, მოლიც აგორა 6-0, მეტოქეს თერნოვერები ამთხვია 10-17 და უსიტყვოდ გაიმარჯვა * 27:13
ქრაისთ’ჩერჩში აღარ წვიმდა, მაგრამ ერთობ ციოდა, რის გამოც სტადიონზე მთლად თავ’გადადებული ქომაგებიღა მოგროვდნენ, ლიანგის ნაწილს კი თურმე უფიქრია, ჰარიქეინზი აფრიკაში მაინც მოიგებს და ფინალი რომ აქვე იქნება იქეთა შაბათს, იმაზე მივალო
შემტევმა ბურთი დაკარგაოჩიფსმა თავიდანვე შეუტია, მაგრამ არონ ქრუდენი ალაგმა მეთ თოდმა. მასპინძლებმა ბარემ 10-წუთიანი შტრუმი მოიგერიეს და მეტოქის 22-ში პირველივე შესვლით კინაღამ მიზანს ეწივნენ - ჯექ გუდჰიუ ძელთანღა დასცეს, მაგრამ ჯეიმზ ლოუ კი ჩაერია თამაშ’გარედან * 3:0 @ 14’
ლელოდან 70 მეტრზე, თერნოვერიდან, თოდმა ხაზი გამოაჭრევინა რაიან ქროთ’ს, ადევნებულმა იზრაელ დეგმა კი შიგნით დაგეზა ბრინ ჰოლი * 10:0 @ 18’
ლოუმ ხეირზე ფრთაზე გაიჯეჯილა და ოვალი ლაჯებ’შუა გაუტარა დევიდ ჰავილ’ს; თიმ ნანაი-ვილიამსი მკერდით დაახტა ბურთს და სრიალით დაამიწა. ჯექსონმა ლელო ჩათვალა, მაგრამ გარდასახვამდე საქმეში ტელე’რეფი, გლენ ნიუმენი ჩაერია და ბრძანა, შემტევმა ბურთი დაკარგაო!
ჩიფსმა ორი ჯარიმით მაინც დაიყვანა ჩამორჩენა ოთხამდე * 6:10 - მეორე გოლის წინ ქრუდენმა ფეხით ფრთაზე მიაწოდა ნანაი-ვილიამსს; ტაიმის ბოლო ეპიზოდში კი დამიენ მაკ’ქენზიმ სამჯერ (!) რომ წაიბურთავა 80 მეტრიდან წამოწყებულ კონტრ’იერიშში და ლოუმაც ბევრი ირბინა, სტუმრებმა "წითელ ზოლში" გაფლანგეს მეტობა
საშოვარზე გაისტუმრესმეორე ტაიმშიც თავიდან ჩიფსი უტევდა, მაგრამ ლელო მასპინძლებმა იქეთ დაუდეს - ტავერა ქერ’ბარლოუ რაქში რომ ჩარჩა, ოვალი სხვამ გამოიტანა და ისე უხეიროდ მიაწოდა მაიქლ ლიჩს, რომ ეს ბურთს ასცდა; ქრუსეიდერზმა ოვალს ფეხი მიჰკრა და ახლა ქრუდენმა მოისროლა უაზროდ; ბოლოს ლოუმ დააპირა ფეხით მოგერიება, მაგრამ რიჩი მოჰუნგამ გააგდებინა და ბურთი დეგის კერძი შეიქნა * 15:6 @ 49’
მერე ჩიფსს შავი დღე აყარა მისმავე ყოფილმა ბექმა, სეტა ტამანი’ ვალუმ: იგი ქერ’ბარლოუმ ლელოში კი გააკავა, მაგრამ უმალვე, 5-მეტრა შერკინებიდან, მიმხვდურმა ღონით გააბითურა სამნი * 22:6 @ 59’
დასკვნით მეოთხედში მიჩ დრამონდი რაქიდან ალმისკენ წაეპასავა დეგს და ამან კიდევ ახეირა ტამანი’ვალუ * 27:6 @ 73’
ჩიფსმა პრესტიჟის ლელო მაინც შეიტანა ენთონ ლენართ-ბრაუნის რეიდის შემდეგ და საშოვარზე, ევროპაში, წაგებულები გაისტუმრა ქრუდენი, ლოუ, ქერ’ბარლოუ და თვით გურუ დეივ რეინი, ვინაც გუნდი 2012 და 2013 წლებში აჩემპიონა
უშანსოდ აგებდნენლაიონზზე მენცრები ქილიკობდნენ, უკუღმართი ფორმულის გამო რომ დაიკავა პირველი ადგილი ისე, რომ კივებს ჯერ არ შეხვედრია, ერთიც ვნახოთ, ამ ზე’კაცებთან რას გააწყობსო. და მართლაც, რომ გაილია 30 წუთი, ბურები შინ უშანსოდ * 3:22 აგებდნენ, ბოჭვათა ბალანსი კი ერთ მომენტში "18 შესრულებული - 15 გაცუდებული" ჰქონდათ
მზის გულზე სტადიონი სანახევროდ’ღა შევსებულიყო (27,908) საწყისი, წუთ’ნახევრიანი პინგ’პონგის შემდეგ ლაიონზი რაქში რგებული ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ შემდეგსავე ეპიზოდში ელთონ იანკისმა ძალზე უკან მიაწოდა "შემოსარბენად" დაძრულ როს კრონიეს, თი’ჯეი პერენარამ ბურთს ფეხი მიჰკრა და სპრინტიც მოიგო * 3:5 @ 7’
ჩემპიონი გალაღდა და აბურთავდა: ბოდენ ბარეთმა შემორბენითვე გასერა ხაზი და შორს მიაწოდა ვეზ ხუსენს * 3:12 @ 12’ კივები შნოიანად რაგბობდნენ და ალაგ’ალაგ "მომავლის ტექნიკის საჯარო დემონსტრაციაზეც" ზრუნავდნენ, ლაიონზი კი იმდენადაც აირია, რომ ჯარიმა თავის ნახევარზე (!) გაათამაშა, კრონიემ რაქიდან მიღებული ბურთი დაკარგა და არდი სავეამ 50 მეტრი ირბინა * 3:22 @ 31’
პირნათლად დავშორდეთოგარდატეხა მალევე მოხდა - ლაიონზის კაპიტანმა იაკო კრილმა შემტევს ბურთის წაღლეტვა დაუპირა და ჯარიმა გამოიმუშავა. ბურებმა რისკიან ბურთაობას თავი ანებეს და ჯიქურ მიძალებაზე გადავიდნენ. კიდეზე დაირტყა ჯარიმები, აგორდა მოლები, გაჩაღდა "აიღე და მიეძალე" და ბურჯი ჟაკ ფან’რუიენი ახლოდან ეწია მიზანს * 10:22 @ 40’
შესვენებაზე გლოსთერში მიმავალ გურუს, იოჰან აკერმანს უთქვამს შეგირდებისთვის, მომხდარი დაივიწყეთ - ვითომ 0:0-ია და ჩემი ხათრით ერთი ბარაქიანი ტაიმიც ითამაშეთ, რათა ერთმანეთს პირნათლად დავშორდეთო
ბიჭებმა მოძღვარს თხოვნა ფრიადზე შეუსრულეს, ზე’მაღალი ტემპით გადაღლილი ჰარიქეინზი კი თანდათან წახდა. ჰოდა, ჯერ თავად კრონიემ რაქიდან ატაცებული ცალი ხელით გადადო ხაზს იქეთ, მერე კი, ჰაროლდ ფორსტერის გარღვევის შემდეგ, პერენარამ რომ არ დაამიწებინა ფან’რუიენს, მალკომ მარქსმა მოლში იძალა * 22:22 @ 53’
4 სინბინი და წითელიკივები ამაზე ჩივიან, ზანგმა თანა’მსაჯმა რასტა რასივ’ჰენგემ პეიპერს ლელო პირდაპირ რად ჩაათვლევინაო. ეგ კიდევ რაა? კრონიეს თავის ლელოსთან მორიგი თერნოვერი რომ შეემთხვა და კივები საათივით აწყობილი ბურთაობით ისევ წინ გავიდნენ * 29:22 @ 57’, უმალ რუან კომბრინკმა ფეხით მოკლეზე გადაიკიდა, აიღო და ლელოსკენ გაქანდა
აქ "2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბემ", ბოდენ ბარეთმა ნაცად ყაიდაზე ჩაკლა ბურთი რაქში, რისთვისაც პეიპერმა 10 წუთით დაითხოვა. ამაზე ზელანდიელები ბრძანებენ, წაქცეულმა ბოდენმა რაქიდან თავის დახსნა სცადაო, იმას კი არად დაგიდევენ, რომ ბარეთი განგებ ჩაწვა მეტოქის მხარეს და ბურებს ბურთზეც ფეხი მიურტყა
ეგეც სათქმელია, რომ ბოდენ ბარეთი ზე 18-ის ყველაზე უწესო მორაგბეა - სეზონი 4 სინბინითა და ერთიც "წითლით" დაასრულა, მისი ბოლო გაგდება კი გუნდს ძვირად დაუჯდა: ჯერ იანკისმა შეაგდო ჯარიმა; მერე კი კვოხა სმითის ოფლოუდიდან კრონიემ ფორსტერი დაგეზა და ლაიონზი წინ გაიჭრა * 32:29 @ 63’
ამ ევროპულ სეზონშივეაქ ბოდენის უმცროსმა ძმამ, ჯორდიმ ჯარიმა გააფუჭა, ფრანკო მოსტერტის სოლოს შემდეგ კი, მეორე ხეირზე, იანკისი ახლოდან შეიჭრა ლელოში, რაზეც აფრიკელმავე ტელე’რეფმა დასკვნად "დადო", არა მგონია, რაქებში ბურთი წინ გადაგორებულიყოო * 39:29 @ 70’
კივები მთლად ამჩატდნენ: სასჯელ’მოხდილი ბოდენი საკუთარ 22-ში ალყაში მოექცა, პერენარას კი გრძელი პასი ჩაუჭრა აკერ ფან’დერ’მერვემ * 44:29 @ 74’ ასე გავარდა შარშანდელი ჩემპიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზე’რაგბს ახალი ფალავანი მოევლინება
სხვაფრივ, ავსტრალიაში არბიტრაჟი შეუდგა მოდავეთა - კავშირისა და გასარიცხად შერჩეული "ფორსის" დავის გარჩევას, მაგრამ განჩინებას, უკეთეს შემთხვევაში, იქეთა კვირაში უნდა ველოდეთ, ხოლო აფრიკის მიერ ევროპაში გამწესებულები - ქინგზი და ჩიტაზი განვრცობილ, 14-გუნდა, ორ’ჯგუფიან "გინეს პრო"ში 1 აგვისტოს ჩაწერეს ... ახლავე, შემოდგომაზე დასაწყებ ევროპულ სეზონში!
ზე რაგბი 2017* ნახევარ’ფინალები
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...43&d=1501616556EN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/R8/03_ZERA-19-SF+EN.htmქრუსეიდერზ 27:13 ჩიფსქრს (ქრაისთ’ჩერჩ ზელ #2)
ჰავილი დეგ გუდჰიუ (ბრიჯ 63) ქროთი (ჰანთ 74) ტამანი’ვალუ
<10-9> მოჰუნგა ჰოლ (დრამონდ 51) /
მუდი (ქროქეთ 51) თეილორ (ფანელ 60) ფრენქს (ალა’ალატოა 41)
სქ.ბარეთ (რომანო 60) ს.ვაითლოქ^კაპ; ტაუფუა (სამუ 68) თოდ რიდ -
4ლ: ჰოლ დეგ ტამანი’ვალუ (3 4) 2გ ჯ: მოჰუნგა
ჩიფ (ჰემილთონ ზელ #6)
დ.მაკ’ქენზი ნანაი-ვილიამს (სთივენსონ 67) ლენართ-ბრაუნ ნგატაი (დონალდ 61) ლოუ
<10-9> ქრუდენ^კაპ ქერ-ბარლოუ (ქრისთი 67) /
ჰეიმს (როს 60) ჰარის (პოლვორთ 71) ლაულალა (მოლი 60)
ბრაუნ (ბერდ 67) რეთალიქ; მესამ ქეინ^კაპ (ბოშიარ 67) ლიჩ -
ლ: რეთალიქ; გ 2ჯ: მაკ’ქენზი
რეფ ჯექსონ (ზელ) 29/07 ეი’ემ’აი
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...80&d=15013301743:0(14) 10:0(18) 10:3(26) 10:6(38) ნახ(40+1) /
15:6(49) 22:6(59) 27:6(73) 27:13(78)
ლაიონზ 44:29 ჰარიქეინზლნზ (იოჰანეს’ბერგ აფრ #1)
ან.კუცია (მაჰუზა 76) კომბრინკ მაპუ ფორსტერ (იანსე-ფან’რენსბერგ 67) სქოსან
<10-9> იანკის კრონიე (დე’კლერკ 76) /
ფან’რუიენ (ფური 73) მარქს (ფან’დერ’მერვე 73) დრეიერ (იონკერ 73)
ფერეირა (ერაზმუს 67) მოსტერტ; ი.კრილ^კაპ კვ.სმით აკერმან (ბრინკ 73) -
6ლ: ფან’რუიენ კრონიე მარქს ფორსტერ იანკის სმით; 4გ 2ჯ: იანკის
ჰრქ (ველინგთონ ზელ #5)
ჯ.ბარეთ (ჯ.სავეა 70) მილნერ-სქადერ ასო (ბლექ 72) ლაუმაპე ხუსენ
<10-9> ბ.ბარეთ სბ 58, პერენარა^კაპ (ტაჰუ’რიო’რანგი 76) /
მეი (ივზ 41) ქოულზ (რიქითელი 67) ტუმანგა-ალენ (უჰილა 64)
ებოთ ლაუსი; ფიფიტა (პრინსეპ 64) ა.სავეა შილდს (გიბინს 64) -
4ლ: პერენარა ხუსენ ა.სავეა ლაუმაპე; 3გ: ჯ.ბარეთ (1 3) ბ.ბარეთ; ჯ: ჯ.ბარეთ
რეფ პეიპერ (აფრ) 29/07 ემირეითს
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...90&d=15013450693:0(5) 3:5(7) 3:12(12) 3:15(20) 3:22(31) 10:22(40) /
17:22(45) 22:22(53) 22:29(57) 25:29(59სბ) 32:29(63) 39:29(70) 44:29(74)
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ), 14 იზრაელ დეგ (ქრს), 13 ჯექ გუდჰიუ (ქრს), 12 რაიან ქროთი (ქრს), 11 სეტა ტამანი’ვალუ (ქრს);
10 არონ ქრუდენ (ჩიფ), 9 როს კრონიე (ლნზ) /
1 ჟაკ ფან’რუიენ (ლნზ), 2 მალკომ მარქს (ლნზ), 3 რუან დრეიერ (ლნზ);
4 ფრანკო მოსტერტ (ლნზ), 5 ბროდი რეთალიქ (ჩიფ);
6 კვოხა სმით (ლნზ), 7 მეთ თოდ (ქრს), 8 რუან აკერმან (ლნზ)
სულ: 8 ზელ, 7 აფრ
ფინალი (საქართველოს დროით)
შაბ 5/08 1#ლნზ.აფრ 18.00 2#ქრს.ზელ
რაგბი პას >>
http://www.vipleague.ws/rugby/496803/3/sup...eam-online.html სხვა სთრიმებიც
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@