დასი შევკვეცოთო ზე’რაგბის მესამე რაუნდში კივური შინა’ომი მოიგო ჩიფსმა და გალიდერდა,
ფანობა კი შეძრა დასის შეკვეცის მუხთალმა გეგმამOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!2017 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2017/PDF/2017_Z18_GEO.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEO.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_GMT.htm21 წლის ჯამი (1996-2016) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI+.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL+.htm(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))ზე’მუღამიანი - ამერიკიდან გადმოღებული, 4-ჯგუფიანი, პრო’აფრიკული სისტემა რომ უსამართლო და უვარგისია, ბევრჯერ დაგვიწერია. ქომაგს ვინ ჩივის, ოფიციოზსა და მედიასაც უჭირთ მისი გაგება
გუნდების მომრავლებისა და კადრების გამალებული გადინების გამო დასწრებაც დაეცა. ჰოდა, მოახლოებული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ზე’რაგბის მოწილეებმა 10 მარტს, ლონდონში იბჭეს და დაასკვნეს, წარსულში უნდა მივბრუნდეთ - დასი შევკვეცოთო
ტურნირის ორგანიზატორმა "სანზაარმა" განაცხადა, გადაწყვეტილების დეტალებს მას მერეღა გავასაჯაროვებთ, რაც ტელე’ბატონებისა და სპორსორებისგან დასტურს მივიღებთო, მაგრამ თქმულა, შუბი ხალთაში ვერ დაიმალებაო
ჰოდა, ჩიტაზის მთავარმა მოხელემ, ჰაროლდ ფერსტერმა სამშაბათს გაამხილა - გადავრჩენილვართ, რადგან კივთა დაძალებით, მხოლოდ თითო ოზური და იაპური გუნდი უნდა განიკვეთოსო
მერე ხარჯი და ინტერესი?მერე ენა სხვებმაც ამოიდგეს და გაირკვა, რომ მაჩანჩალა ქინგზს შეიძლება სწორედ რომ ლაღი ჩიტაზი მიაყოლონ მახვშებმა, რაკი აფრიკას 6-დან 4 გუნდსღა უტოვებენ, ავსტრალიაში კი პანიკაა: ბობოლებს - ვორათაზსა და რედსს - ხელს რომ ვერავინ ახლებს, ხოლო სამი არიფიდან - ბრამბიზ, ფორს, რებელზს - ერთი უნდა გაიწიროს
მედიას საკბილო გაუჩნდა და ცეცხლზე ნავთი დაასხა, მამებმა კი კლუბებს უბრძანეს, იყუჩეთო. ესენიც გაისუსნენ, ექსპერტები კი ეჭვობენ, რომ მოიშლება კონფერენციული სისტემაც, განახევრდება დარბები და პლეი’ოფამდე კლასიკა - ერთი, სრული წრეღა ჩატარდება
არადა, აქსიომაა, რომ ამით ხარჯი გაიზრდება და ინტერესიც განელდება, რადგან ზე’რაგბში შინა’ომებს მოაქვთ სარფის მეტი წილი
ვიკერმანის თასზემესამე რაუნდი ისე გაჩაღდა, რომ მახვშებს შორეთში ჯერაც არ დაეწყოთ თათბირი. კივეთში ორივე ჯახს საზარლად დააწვიმა;
8 მატჩში გაიცა ოდენ 1 პრემია და სამიღა ნუგეში; ლიდერი შეიცვალა ოთხიდან ორ ჯგუფში; ცნობილთაგან კი დაშავდნენ და იუქმებენ:
ჟან-ლიუკ დიუ’პლესი (სთო) - საზარდული (4-6 კვირა)
ნეჰე მილნერ-სქადერ (ჰრქ) - ტერფი (6 კვირა)
იზრაელ დეგ (ქრს) - მუხლი (6 კვირა)
პეთ ლემბი (შრქ) - ხერხემალი (6-8 კვირა)
ვაისაკე ნაჰოლო + ლიმა სოპოანგა (ჰლნ)
დაისაჯნენ:
მაიქლ ლიჩ (ჩიფ) და ნიკო სანჩეს (ხგრ) - სახიფათო ბოჭვა (1 კვირა)
ტოპ 14-ის ლიდერს, ლა’როშელს 3 წელზე მოურიგდა 9 ნომერი ტავერა ქერ-ბარლოუ (ჩიფ); მაიქლ ჰუპერი (ვრთ) შეიქნება უმრწემესი ცენტურიონი - მეასე (!) ზე’კეპს 25 წლისა და 208 დღის მიითვლის; ამავე, ვორათაზ - ბრამბიზის ჯახში კი პირველად გათამაშდება "დენ ვიკერმანის თასი" - ამ კლუბთა ყოფილი წევრი და ღვაწლ’მოსილი ვოლაბი თებერვალში, 37 წლისა გამოეთხოვა წუთი’სოფელს
წყვილი სინბინიკივ ტიტანთა შებმა ავდარში რაგბულ ჭადრაკად იქცა! ჩიფსმა იხეირა ჰარიქეინზის წყვილი სინბინით და ორი ლელო შეიტანა: ბროდი რეთალიქმა - დატრიალებული 5-მეტრა შერკინებიდან, ქერ’ბარლოუმ კი მოლის შემდეგ, მოკლე ფრთაზე, ტონი პულუს გადაუკიდა * 17:6
ბოლო მეოთხედში მდევარმაც ორჯერ იყოჩაღა: წინ ნელა მიმავალი მოლიდან თი’ჯეი პერენარამ გარისკა და გაკავებულმა, დგომელამ მაინც გადადო ოვალი ლელოში, ბოლოს კი ჯულიან სავეამ იხეირა ძმების - ჯორდი და ბოდენ ბარეთების გრძელები პასებით * 23:18 @ 80’
და მაინც, ჩემპიონი უნუგეშოდ დაშვრა: საკუთარი 22-დან, სირენის შემდეგ რომ განიზრახა გამარჯვება, თერნოვერი შეემთხვა და დამიენ მაკ’ქენზიმ გაუტანა ჯარიმა. ჩიფსმა სტარტზე მესამე თვისტომიც ძლია * 26:18 და შეჯიბრს ერთ’პიროვნულად ლიდერობს
არა’ქალაქური საქციელიზელანდიაში მეორე, სულ კი მეხუთეა 7-გზის ჩემპიონი ქრუსეიდერზი, ვინაც ისევ სულ ბოლოსღა შემოაბრუნა წაგებული თამაში - მიჩელ ჰანთის გოლით სტუმრად, 17 931 ფანის თვალ’წინ, * 22:20 ძლია რედსი
სტუმრებმა ათამაშეს ძველი ქვინზლენდელი, მსოფლიო’მოვლილი დიგბი იოანე. მასპინძელთა დირიჟორი, ქვეიდ ქუპერი მალევე აკოჭლდა, მაგრამ მოედნიდან აღარ გასულა - მან გუნდი რიგიანად გეზა, შეგორებული რაღაც ჭირად ძელსაც გაარტყა, მაგრამ მეორე ტაიმში ჯარიმა ააცილა და სტუმრებს სალელოე პლაცდარმიც აჩუქა
რედსის ორივე ლელოში ღონიერმა ფიჯელმა, სამუ კერევიმ დაიდო ლომის წილი. მისივე ბრალი იყო პირველი გაშვებული ლელო. კივები დასკვნით მეოთხედში აბურთავდნენ და სათადარიგო ცხრამ, ბრინ ჰოლმა წყვილი ლელოთი ერთადემდეც დაიყვანა ჩამორჩენა * 19:20
ამ დროს კივებს კაცი აკლდათ, რადგან ჯორდან ტაუფუა რობ სიმონსის პროვოკაციაზე წამოეგო, მაგრამ რედსმაც იდედლა: ბოლო 2 წუთის გაყვანა "აიღე და მიეძალეთი" მოინდომა. ჰოდა, რეფმა აღარ აპატია არა’ქალაქური საქციელი - კარიდან 35 მეტრზე "ჩაკვლა"ზე დააჯარიმა!
მკლავის მოუხვევლადაფრიკული მენიუს მთავარ ნომერში შარქსს 6’ წუთზევე გამოაკლდა მოთელვაზე წელ’ნატკენი პეთ ლემბი, მის ნაცვლად შესულმა, მთლად ნორჩმა ქერვინ ბოშმა კი 27 ქულა (ლ 2გ 6ჯ) პირადად მოინაგრა
შარქსის მეტოქე, ვორათაზი შინ უქულოდ მიბრუნდა. სიდნის კლუბი 13 ნომრად ათამაშებს ფულ’ბექ იზი ფოლაუს, მაგრამ უშანსოდ კი აგებს. ერთი კია, შარქსი ჯარიმის კარში დარტყმაზე რომაა შეშლილი, 23-ქულიანი სხვაობის მიუხედავად, მაინც უბონუსოდ დარჩა * 37:14
შარქსი თავის ჯგუფში დაწინაურდა, რადგან ლაიონზმა, შარშანდლისა არ იყოს, არგენტინაში ისევ გამოხშირული გუნდი მიავლინა და * 24:36 დამარცხდა შავად შემოსილ ხაგუარესთან
შეიცვალა ავსტრალიის სუსტი ხუთეულის მოწინავეც: ფორსი ბოლო 10 წუთამდე კანბერაში * 17:13 იგებდა, მაგრამ გაუსინბინეს მეორე’ხაზელი როს ჰეილეთ-პეთი, ვინაც მკლავის მოუხვევლად, ღონივრად დაეჯახა მეტოქის ჰავ’ბექს. ჰოდა, ბრამბიზმა ორი ლელო შეიტანა * 25:17
ძალურ შტურმშიწვიმაში ბლუზს 23 თერნოვერი შეემთხვა, ჰაილენდერზს კი - მხოლოდ (!) 18. ამათ 9 დამწყები აკლდათ და კიდევ ორი ცნობილი სახე (ნაჰოლო სოპოანგა) დაემტვრათ, მაგრამ შაბათს კი დაუბრუნდებათ ბენ სმითი, ვისაც შერყევის ნიშნები აღარ ეტყობა
მატჩის ერთად’ერთი ლელო არონ სმითის წყვილი გადაკიდებით დაიდო - ბლუზი ზედიზედ ასცდა ბურთს. 9:13-ზე ჯორჯ მოალამ ცენტრიდან გაიჯეჯილა, მაგრამ ლელოსთან დაკარგა ოვალი; სირენის შემდეგ კი, ძალურ შტურმში, პათრიქ ტუიპულოტუს ბოჭვაზე წინ დაუვარდა. ჰოდა, ჰაილენდერზმა ნავსი გატეხა * 16:12
შინ უმწეო სან’ვულვზი აფრიკაში ჩავიდა და კენკი ფუკუოკას ორი, უკოხტავესი ლელოთი, საათის თავზე * 31:30 გადაუსწრო ჩიტაზს, მაგრამ ბოლოს
მაინც ნუგეშს დასჯერდა * 31:38
სთორმერზმა გასვლა იოლად მოუგო ქინგზს * 41:10 და რაუნდში ერთად’ერთმა მიითვალა პრემია
ზე რაგბი 2017* მესამე რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...42&d=1489411366EN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/R3/15_ZERA-03+EN.htm(( სათითაოდ ყველა თამაშის ვიდეო’თორენთი იხილეთ საითზე, სტატიაში, ოქმებში ))ჩიფს 26:18 ჰარიქეინზ2ლ: რეთალიქ თ.პულუ; 2გ 4ჯ: დ.მაკ’ქენზი / სბ: ლიჩ -
2ლ: პერენარა ჯ.სავეა; გ 2ჯ: ბ.ბარეთ / სბ: ა.სავეა ფატიალოფა
რეფ პიქერილ (ზელ) 10/03
0:3(14) სბ(19ჰ) 7:3(23) 7:6(26) სბ(28ჰ) 10:6(32) 17:6(40+) /
20:6(52) 20:11(64) 23:11(75) სბ(78ჩ) 23:18(80) 26:18(80+3)
ბრამბიზ 25:17 ფორს4ლ: სპეით ჰავერა გოდვინ ეიბელ; გ ჯ: ჰავერა -
2ლ: ტესმან პენი-ატაერა; 2გ ჯ: ლანს / სბ: რ.ჰეილეთ-პეთი
რეფ ჰოფმან (ავს) 10/03
5:0(14) 10:0(33) 10:7(40+) /
10:14(44) 13:14(64) 13:17(69) სბ(71ფ) 20:17(74) 25:17(80)
ბლუზ$ 12:16 ჰაილენდერზ4ჯ: ვესთ 3, ფრანსის -
ლ: ფეკიტოა; გ: სოპოანგა; 3ჯ: სოპოანგა 2, ბენქს / სბ: ევანს
რეფ ჯექსონ (ზელ) 11/03
0:3(15) 0:10(18) 3:10(24) 6:10(30) /
6:13(44) 9:13(50) 12:13(68) 12:16(74) სბ(80+2ჰ)
რედს$ 20:22 ქრუსეიდერზ2ლ: კერევი ნამბული; 2გ 2ჯ: ქუპერ -
3ლ: დრამონდ ჰოლ (2 3) 2გ ჯ: ჰანთ / სბ: ტაუფუა
რეფ ჰიუსთონ (ავს) 11/03
3:0(5) 10:0(13) 17:0(25) 17:7(29) 20:7(35) /
20:12(63) სბ(69ქ) 20:19(76) 20:22(80+)
ქინგზ 10:41 სთორმერზ$ლ: მაპიმპი; გ ჯ: ლ.კრონიე -
6ლ: ლეიდს ბასონ ელსტატ რ.დიუ’პრე ფილიპს ე.ფილიუნ; 4გ: დიუ’პრე 2, ქოულმენ 2; ჯ: დიუ’პრე
რეფ კუბო (იაპ) 11/03
3:0(5) 3:5(16) 3:12(32) 3:17(36) /
3:24(45) 10:24(57) 10:27(63) 10:34(77) 10:41(80)
ჩიტაზ 38:31 სან’ვულვზ$4ლ: ფან’იარსფელდ მოჰოჟე სვარტ ბენჯემინ; 3გ 4ჯ: ზეილინგა -
4ლ: ემი ქრიპს ფუკუოკა (3 4) 4გ: ქრიპს 2, ტაულანგი 2; ჯ: ქრიპს / სბ: ასაჰარა
რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 11/03
0:7(2) 7:7(16) 10:7(22) 10:14(25) 13:14(33) 20:14(37) 20:17(40) /
23:17(42) 30:17(52) 30:24(56) 30:31(62) სბ(65ს) 35:31(67) 38:31(74)
შარქს 37:14 ვორათაზ3ლ: მტემბუ ბოშ ფან’ვეიკ; 2გ 6ჯ: ბოშ -
2ლ: ფოლაუ; 2გ: რ.რობინსონ / სბ: დემპსი
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 11/03
5:0(2) 8:0(9) სბ(11ვ) 11:0(13) 18:0(21) 18:7(30) 21:7(32) 24:7(37) 31:7(40+) /
31:14(44) 34:14(53) 37:14(72)
ხაგუარეს 36:24 ლაიონზ4ლ: ტუკულეტ მოჟანო დე’ლა’ფუენტე სანჩეს; 2გ 4ჯ: სანჩეს / სბ: ლესანა -
4ლ: ვაითლი (1 4) ფან’რუიენ მარქს; 2გ: რენოლდს ფან’დერ’ვალტ / სბ: ა.ფერეირა რ.კუცია
რეფ ბრაიანთ (ზელ) 11/03
5:0(5) 8:0(8) 8:7(13) 15:7(18) სბ(21ლ) 18:7(26) 21:7(33) /
24:7(44) 24:12(48) 29:12(53) სბ(56ლ) 36:12(60) სბ(72ხ) 36:17(74) 36:24(80)
ბულზ, რებელზ უქმობდნენ
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ),
14 დილეინ ლეიდს (სთო), 13 სამუ კერევი (რედ), 12 ხერონიმო დე’ლა’ფუენტე (ხგრ), 11 დიგბი იოანე (ქრს);
10 ქერვინ ბოშ (შრქ), 9 ტავერა ქერ-ბარლოუ (ჩიფ) /
1 სანტიაგო გარსია-ვოტა (ხგრ), 2 ტორსტენ ფან’იარსფელდ (ჩტზ), 3 ოფა ტუჰუნგაფასი (ბლუ);
4 იბენ ეცებეთ (სთო), 5 სემ ვაითლოქ (ქრს);
6 უპა მოჰოჟე (ჩტზ), 7 ქრის ელქოქ (ბრმ), 8 ვორენ ვაითლი (ლნზ)
სულ: 6 აფრ; 5 ზელ; 2 ავს არგ; 0 იაპ
* მეოთხე რაუნდი (საქართველოს დროით)
პარ 17/03ქრს.ზელ 10.35 ბლუ.ზელ
რბლ.ავს 12.45 ჩიფ.ზელ
ბულ.აფ1 21.00 სნვ.აფ1
შაბ 18/03ჰრქ.ზელ 10.35 ჰლნ.ზელ
ვრთ.ავს 12.45 ბრმ.ავს
ლნზ.აფ2 19.15 რედ.ავს
შრქ.აფ2 21.30 ქნგ.აფ2
ხგრ.აფ2 23.40 ჩტზ.აფ1
უქმობენფორ.ავს . სთო.აფ1
სვლაგეზი >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEZI.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_ROUTE.htm სთრიმები
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@
მიმაგრებული სურათი