ზღვისრეთში საათმა გადაიწია =
ამიერიდან ოქტომბრამდე 11.35 და 13.40 საქ
კნინობის კომპლექსი ზე’რაგბის მეექვსე რაუნდში კივებმა 4-ჯერვე ძლიეს ოზები
და "კნინობის კომპლექსი" შეჰყარესOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!2017 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2017/PDF/2017_Z18_GEO.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEO.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_GMT.htm21 წლის ჯამი (1996-2016) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI+.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL+.htm(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))ზელანდიამ ავსტრალია შარშან 25: 21-3*1 დალახვრა, წელს კი უკვე 11-0 სჯობნის მეზობელს. ოზები იმდენად სასო’ წარკვეთილები არიან, რომ მათი მხცოვანი მწერალი, გრეგ გრაუდენი ამტკიცებს, ზე’რაგბის პატრონ "სანზაარ"ში ყოფნა გვღუპავს, რადგან ეს ორგანო აფრიკისა და ტელე’ბოსთა ინტერესებს იცავსო; ტელე’გურუს, როდ ქეიფერის აზრით კი, კივთა წინაშე კნინობის განცდა დღითი’დღე ძლიერდება და თემს სულში ღრმად გასჯდომია
ოზი რადიკალები გამოსავალს იმაში ხედავენ, რომ ზელანდია აიყოლიონ, სანზაარი დაშალონ და რეგიონში 13-კაცა ნრლ-ის მსგავსი, სარაგბო ამქარი შექმნან, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ტელე’ კაბალის გამო, ზე’რაგბი 2020 წლამდე ვერაფრით ვერ გაუქმდება, და ეგეც გაუგებარია, თუ რით შეივსებს საძმო ფულის იმ დანაკლისს, რასაც აფრიკის გარიყვა (და ამისი ევროპასთან დაძმობილება) მოუტანს
ლომუს სტილშირაუნდში ერთბაშად 4 გუნდი უქმობდა. პრემია შვიდიდან ხუთმა მოგებულმა აიღო, ნუგეში კი შარქს’სღა ერგო. ეგეც სათქმელია, რომ სამივე ზელანდიელმა გრანდმა (ჩიფს, ჰარიქეინზ, ქრუსეიდერზ) ბონუსურ ზღვარს სულ ბოლოს’ღა უწია, და ამათზე კლასით ნაკლებმა ბლუზმაც ეგ, მეხუთე ქულა, ქარს მაშინვე გაატანა
ლიდერი კვლავაც ქრუსეიდერზია - მოუგო რა 4 ოზურ გუნდს, ორსაც მოსუსტო კივურს (ჰლნ ბლუ) და დამდეგ ვიქენდზე უქმობს. 7-გზის ჩემპიონს შინ ალაგ’ალაგ გაუძალიანდა ვორათაზი, ვინაც ჯეელი ღერძი (9 ჯეისონ გორდონ - 10 მექ მეისონ) ათამაშა. ვეება ტანქელე ნაიარო’ ვორომ "ლომუს სტილში" რომ გადათელა სამი სტუმარი, სიდნის კლუბი* 22:26-მდე წამოეწია მეტოქეს, მაგრამ ბოლო 10 წუთში ქრუსეიდერზმა ორი ლელოც შეიტანა * 41:22 (ლ 6/3)
ვორათაზს, ერთი წყაროს თანახმად, 47 ბოჭვა გაუცუდდა, ნორჩმა კივმა გარემარბმა, ჯორჯ ბრიჯმა კი ბურთი 156 მეტრით (!) წაწია წინ. ოზებს არ ჩამორჩა ჰარიქეინზი (!?) -- ბრისბენში, 17 439 ქვინზ’ლენდელის თვალწინ, ხაზი 19-ჯერ (!) გაერღვა, მაგრამ თავად რომ ჰყავდა ორ-ორი ბარეთი (15 ჯორდი, 10 ბოდენ) და სავეა (11 ჯულიან, 8 არდი), და თი’ეი პერენარაც (9), მაინც ბონუსით ძლია რედსი * 34:15 (ლ 5/2)
მსაჯი გააბრიყვაჰარიქეინზს მასპინძელმა ტელე’რეფმა, დამიენ მიჩელ’მორმა 4 ლელო გაუუქმა - თანაც სამი ზედიზედ * 19:12-ზე! ამ განჩინებათაგან საეჭვო პირველი’ღა იყო: სამუ კერევიმ რომ დააგდო ბურთი, ბოდენმა ფეხი მიუკრა და დაუმიწა, მაგრამ კივებს იქეთ დაბრალდათ ურჯუკად თამაში და შედეგად - 7 ქულის მითვლის ნაცვლად - სინბინი მიიღეს
რედსმა ბედის წყალობა შეიშნო და, იაპონიიდან დაბრუნებული სქოთ ჰიგინ’ბოთამის ოინებით, ორი ლელოც გაიტანა, თორემ მანამდე ჯორდის პასიდან ჯულიანმა გადაუარა მბოჭავს (ფოტოზე), ხოლო პერენარამ ჯეიქ მაკ’ინთაიერს ჩაუჭრა და 75 მეტრი ირბინა * 0:14
ჰარიქეინზის მესამე ლელოზე არდიმ იარა 35 მეტრი! ლელო მეოთხედ იმიტომ გაუქმდა, რომ პერენარამ უცებ, მაგრამ უსწოროდ - ბურთზე ფეხის მიურტყმელად - გაათამაშა 5 მეტრზე რგებული ჯარიმა. ერთი კია, ოღრაშმა ჰავ’ბექმა მწარედ გააბრიყვა მზარდი ოზი მსაჯი - თუ არ დამირტყამს, რაღას მერჩი, ჯარიმა დამიბრუნეო - და რეფიც დაეთანხმა
მოედანში მოგერიებულიფანობას გულში ხინჯად ჩარჩა აფრიკული დარბის ტელე’რეფის - იოჰან ხრეეფის გადაწყვეტილებანი: შარქსი ლაიონზს გასვლაზე 13:3 რომ უგებდა, ანდრე ესტერ’ჰეიზენმა კიდევ დაუდო, მაგრამ ლელო გაუქმდა, რაკი მანამდე ეტიენ უსტ’ჰეიზენი კისერში წაეტანა ფაფ დე’კლერკს
იგივე უსტ’ჰეიზენი იმავე დარღვევისთვის სულაც გაასინბინეს ზედ შესვენების წინ, და ლაიონზმა მოლით იყოჩაღა * 13:16 კაც’ნაკლულმა სტუმრებმა კიდევ იზარალეს - დე’კლერკმა და როან იანსე-ფან’ რენსბერგმა გაათარხნეს ქორნალ სქოსანი * 20:16
შარქსმა მერეც არაფერში დაუდო ტოლი მასპინძელს: 19 წლის ქერვინ ბოშმა 62 მეტრიდან გაიტანა ჯარიმა და გუნდი კიდევ დააწინაურა *29:26, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც შარშანდელმა ფინალისტმა თქვა - ანდრის კუციამ 50 მეტრიდან გამოაქცუნა მოედანში მოგერიებული, კვოხა სმითმა კი 25-დან, ფრთაზე დაგეზა იაკო კრილი
ბურჯი დალანდალაიონზმა * 34:29 გაიმარჯვა, ორშაბათს კი გამოცხადდა, რომ მისი ამაღორძინებელი და კოხტად ამბურთავებელი - 47 წლის მოძღვარი იოჰან აკერმანი შემოდგომიდან გლოსთერს (ინგლისი) ჩაიბარებს, რათა პროფესიულად კიდევ უფრო იზარდოს და ოდესმე (რომელიმე, მაგრამ ალბათ არა-აფრიკის) ნაკრების მწვრთნელიც გახდეს
ოზთა რბევის პროგრამით ჰაილენდერზმა * 51:12 მოსრა მაჩანჩალა რებელზი. კივებმა პირველ ლელოზე მათსავე შერკინებაში დაადედლეს მელბურნელები და ხაზით შეუტიეს. მეასე ზე’კეპი მიითვალა "ოლ ბლექსის" სახალხოდ გაკიცხულმა 9 ნომერმა, არონ სმითმა, სტუმრები კი უნებურად შეურაცხჰყო გამარჯვებულთა მწვრთნელმა თონი ბრაუნმა, ესაო და შემდეგი მეტოქე - ბლუზი - სამჯერ უფრო მაგარიაო
არადა, ეგ ბლუზი შინ 0:8 ჩამორჩა ფორსს და თამაში მას მერეღა ააწყო, რაც ნაშვიდკაცალი ძმები - აკირა და რიკო იოანე’ები ჩააბა ბრძოლაში. აკირამ მოლი გააგვირგვინა; ჯორჯ მოალამ დაცვის მწყობრში ბურჯი დალანდა და 60 მეტრიდან გაჭრა ხაზი; რიკომ კი 75 მეტრიდან თამამად შეუტია და ორ ბექს წაებურთავა - ბლუზმა * 24:15 იმარჯვა
ხუთივე კივურსნაუქმარ ჩიფსს მწნეხავი დაცვითა და ზურგში გადაკიდებით ლაგამი ამოსდო მოტურნევე ბულზმა. ჰანდრე პოლარდის გოლებით ბურებმა ტაიმი * 9:3 მოიგეს, მაგრამ მერე შონ სთივენსონი ფინტით გაექცა ჯამბა ულენგოს და გაგორებულ ბურთსაც დაეწაფა; მერე კიდევ, ტავერა ქერ- ბარლოუმ ხანჯლური დაუგორა დამიენ მაკ’ქენზს, ბონუსი კი ჩიფსმა "აიღე და მიეძალე"თი გაიფორმა * 28:12 (ლ 3/0)
სთორმერზმა * 53:10 გააბურთავა ჩიტაზი და ჯგუფს ლიდერობს. 15 ნომერმა ეს’პი მარემ რვიდან ოთხ (!) ლელოზე შეასრულა ბოლო პასი; ჰეთ-თრიქი მიითვალა ზანგმა 8 ნომერმა სიხუ’მბუზო ნოჩემ; სასწაული სოლო მოაწყო მულატმა ჩესლინ ქოლბემ, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ქეიპ’თაუნის კლუბი ამიერიდან - ივნისის არდადეგებამდე - ხუთივე (!) კივურ გუნდს და კიდევ, ლაიონზსა და შარქსს ერაგბება
ზე რაგბი 2017* მეექვსე რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...80&d=1491250229EN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/R4/05_ZERA-06+EN.htm(( სათითაოდ ყველა თამაშის ვიდეო’თორენთი იხილეთ საითზე, სტატიაში, ოქმებში ))ჰაილენდერზ$ 51:12 რებელზ6ლ: ფეკიტოა (1 5) ლ.ვაითლოქ ბაქმან ევანს პლეზენთს-თეით; 6გ: ბენქს 5, ფ.სმით; 3ჯ: ბენქს -
2ლ: ინგლიშ ჰოჯ; გ: ჰოჯ
რეფ ჯექსონ (ზელ) 31/03
3:0(6) 10:0(13) 17:0(18) 20:0(25) /
23:0(43) 23:5(52) 30:5(58) 37:5(64) 44:5(72) 44:12(79) 51:12(80+2)
ბლუზ 24:15 ფორს4ლ: ა.იოანე დაფი რ.იოანე ქოლინზ; 2გ: ფრანსის ვესთ -
2ლ: რჩ.არნოლდ დ.ჰეილეთ-პეთი; გ: პრაიორ; ჯ: ლანს / სბ: ნაისარანი
რეფ კუბო (იაპ) 1/04
0:3(12) 0:8(20) სბ(29ფ) 7:8(36) 12:8(38) /
19:8(66) 24:8(73) 24:15(79)
ჩიფს$ 28:12 ბულზ3ლ: სთივენსონ დ.მაკ’ქენზი ა.მოლი; 2გ 3ჯ: ქრუდენ -
4ჯ: პოლარდ
რეფ ბრაიანთ (ზელ) 1/04
0:3(4) 0:6(10) 3:6(14) 3:9(28) /
10:9(53) 13:9(56) 13:12(62) 16:12(66) 23:12(72) 28:12(78)
რედს 15:34 ჰარიქეინზ$2ლ: ქ.კურინდრანი ჰიგინბოთამ; გ ჯ: მაკ’ინთაიერ -
5ლ: ჯ.სავეა პერენარა ასო ჯ.ბარეთ ბ.ბარეთ; 3გ ჯ: ჯ.ბარეთ / სბ: ლაუმაპე
რეფ გარდნერ (ავს) 1/04
0:7(16) 0:14(19) სბ(24ჰ) 5:14(29) 12:14(36) /
12:19(47) 12:22(69) 15:22(71) 15:29(75) 15:34(79)
სთორმერზ$ 53:10 ჩიტაზ8ლ: ლეიდს (1 3) ს.ნოჩე (2 7 8) დ.დიუ’პლესი რ.დიუ’პრე კოლისი; 5გ: დიუ’პრე 4, ქოულმენ; ჯ: დიუ’პრე -
ლ: პ.სკუმან; გ ჯ: ზეილინგა
რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 1/04
3:0(8) 8:0(16) 8:3(22) 15:3(24) 22:3(39) /
29:3(44) 29:10(46) 34:10(54) 41:10(61) 48:10(66) 53:10(79)
ლაიონზ 34:29 შარქს$3ლ: მარქს სქოსან ი.კრილ; 2გ 4ჯ: იანკის; ა: კუცია -
2ლ: კ.უსტჰეიზენ ფან’ვეიკ; 2გ 4ჯ ა: ბოშ / სბ: ე.უსტჰეიზენ
რეფ ფან’ჰირდენ (აფრ) 1/04
0:3(3) 0:10(9) 3:10(13) 3:13(20) 6:13(34) 6:16(37ა) სბ(40შ) 13:16(40+) /
20:16(45) 23:16(53ა) 23:23(56) 23:26(65) 26:26(67) 26:29(70) 29:29(74) 34:29(76)
ვორათაზ 22:41 ქრუსეიდერზ$3ლ: ჰუპერ გორდონ ნაიაროვორო; 2გ ჯ: რ.რობინსონ -
6ლ: ბრიჯ ჰავილი ბეითმენ (3 4) ჰოლ ფანელ; 4გ: ჰანთ 3, მ.მაკ’ქენზი; ჯ: ჰანთ
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 2/04
0:5(10) 0:12(14) 7:12(24) 7:19(35) 10:19(40) /
10:26(43) 17:26(50) 22:26(52) 22:29(59) 22:34(72) 22:41(78)
ბრამბიზ, ხაგუარეს, ქინგზ, სან’ვულვზ უქმობდნენ
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ეს’პი მარე (სთო), 14 ტევიტა ლი (ჰლნ), 13 მეთ პროქთორ (ჰრქ), 12 მალაკაი ფეკიტოა (ჰლნ), 11 დილეინ ლეიდს (სთო);
10 ქერვინ ბოშ (შრქ), 9 თი’ჯეი პერენარა (ჰრქ) /
1 ჯეი’სი იანსე-ფან’რენსბერგ (სთო), 2 მალქომ მარქს (ლნზ), 3 კუნი უსტჰეიზენ (შრქ);
4 ჯერი ქაული-ტუიოტი (ბლუ), 5 ბროდი რეთალიქ (ჩიფ);
6 სია კოლისი (სთო), 7 არდი სავეა (ჰრქ), 8 სიხუმბუზო ნოჩე (სთო)
სულ: 8 აფრ; 7 ზელ * 0 ავს
მეშვიდე რაუნდი (საქართველოს დროით)
პარ 07/04ჰრქ.ზელ 11.35 ვრთ.ავს
შაბ 08/04სნვ.აფ1 09.15 ბულ.აფ1
ჰლნ.ზელ 11.35 ბლუ.ზელ
ბრმ.ავს 13.45 რედ.ავს
შრქ.აფ2 17.05 ხგრ.აფ2
სთო.აფ1 19.15 ჩიფ.ზელ
კვი 09/04ფორ.ავს 10.05 ქნგ.აფ2
უქმობენჩტზ.აფ1 = ქრს.ზელ
ლნზ.აფ2 = რბლ.ავს
@
სვლაგეზი >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEZI.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_ROUTE.htmსთრიმები
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@
მიმაგრებული სურათი