მოცულობით ორმაგი გამომივიდა მიმოხილვა
მაგიტომ დამჭირდა 11 საათი სუფთა დრო 13 დაჯდომად
ზე 15-ს უბრუნდებიან ზე’რაგბის მეშვიდე რაუნდში სთორმერზმა ძლია ჩიფსი და სხვაობით ქრუსეიდერზს გადაუსწრო,
სანზაარმა კი დააზუსტა, რომ გაისად ამქარში სამ ჯგუფად დაყოფილი 15 გუნდი’ღა დარჩებაOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!2017 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2017/PDF/2017_Z18_GEO.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEO.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_GMT.htm21 წლის ჯამი (1996-2016) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI+.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL+.htm(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))დასის შეკვეცის გეგმის შესახებ რაგბეთმა მესამე რაუნდში შეიტყო. საქმეში ჩახედულმა უფროსობამ მედიას კანტი- კუნტადღა რომ გაანდო დეტალები, გაჩაღდა ჭორაობა და გამოითქვა მრავალი ვარაუდი. გარიცხვის კანდიდატები გამწარდნენ და თავის გადასარჩენად დაიწყეს ბრძოლა, ტურნირის ორგანიზატორი "სანზაარი" კი ტელე’ბოსებს ეთათბირა და მათგან დასტური რომ მიიღო, კვირას, 9 აპრილს, რაუნდის მიწურულს გამოაქვეყნა განაჩენი
გაირკვა, რომ ზე’რაგბი უბრუნდება ნაცად, 2011-15 წლების ფორმატს : აფრიკა მოიკლებს ორ გუნდს, ავსტრალია - ერთს და ორივეს შერჩება ოთხ-ოთხი. არგენტინის კლუბი ჩაეწერება აფრიკის კონფერენციაში, იაპონიისა - ოზურში, ზელანდიის ჯგუფში კი არაფერი შეიცვლება
აღდგენილი ფორმატიგაიმართება 18 რაუნდი
* გუნდი იუქმებს ორში და ითამაშებს 16-ში:
* 8-ჯერ შინ და 8-ჯერაც გარეთ;
* კივური | ოზური | იაპური გუნდი -- 12-ჯერ სამშობლოში და 4-ჯერ’ღა უცხოეთში;
* გუნდი თანა’ჯგუფელებს ერაგბება ორ-ორჯერ -- შინ და გარეთ;
* სხვა’ჯგუფელთაგან კი -- თითოდან მარტო ოთხს: ორს შინ, ორს გარეთ, ხოლო მეხუთეს -- წლეულს არა (როტაციით)
პლეი’ოფში გავა არა უწინდებურად 6, არამედ 8 მოწინავე:
* სამივე ჯგუფის ჯილა -- ზედა სამეულში ერგება ადგილი; და
* ხუთიც სხვებში (ქულებით) უკეთესი;
* მეოთხედ’ფინალს კი უმასპინძლებენ: სამივე ჯილა და (ცხრილში) მეოთხე
სულს მოვითქვამთსაგაისო ზე 15-ში "რეგულარული ნაწილი", ზე 18-თან შედარებით, 15 მატჩით მოიკლებს (135-120), სეზონი კი მაინც დაგრძელდება 1 კვირით
ცოტათი მოვითქვამთ სულს "სთრიმებზე გადაგებული ფანობაც":
ვიქენდზე მაქსიმუმ 7 და ხშირად 6 მატჩი გვექნება საჭვრეტი, მაშინ როცა, ზე 18-ის გადამკიდე, ბევრჯერ 8-9 თამაშს ვუცქერთ და 7-მატჩა რაუნდი ალალად გვიხარია ხოლმე
8-გუნდა პლეი’ოფიც ექვსიანზე უფრო სამართლიანია: მოცილეები ნებისმიერ ეტაპზე თანაბრად დაიტვირთებიან; მაგრამ მთლად ლოგიკურად ვერ მივიჩნევთ იმას, რომ რჩეულთა რაოდენობა დასის ნახევარზე მეტია: 15-დან ხომ ერთბაშად 8 გააგრძელებს შეჯიბრს
შველა ჭირდებოდაოსანზაარის თანახმად, შეკვეცა მოწილეებმა ერთობლივად გადაწყვიტეს
მახვშებს თურმე ესმით, რომ სამი გუნდის მოკვეთით მტრად ბევრს მოიკიდებენ, მაგრამ არც ქომაგთა აზრისა და ეკონომიკური რეალობის გაუთვალისწინებლობა იქნებოდა:
ხალხი სტადიონზე აღარ დადის; ბევრი თამაში უღიმღამოა; ეცემა ტელე’რეიტინგიც; ოსტატებს კი თვალი ევროპისკენ გაურბით, სადაც ფულს მეტს უხდიან, მეტ’წილად შინ არიან და თამაშიც დუნეა
სანზაარის მთავარი მოხელის, ენდი მარინოსის თქმით, ზე’რაგბს გადაუდებლად ჭირდებოდა შველა და ეს არა’პოპულარული ნაბიჯიც მაგიტომ გადაიდგა, თორემ კვლავაც გაგრძელდება მუშაობა საიმისოდ, რომ სამხრეთული ბრენდი უფრო მიმზიდველი გახდეს
დადინჯებული აფრიკასიახლეს მოწილეები სხვა’და’სხვა’გვარად შეხვდნენ
არგენტინის რეაქციას ინგლისურ’ენოვან, ავტორიტეტულ მედიაში აქამდე არ გამოუჟონავს; იაპონიამ კი მოიწონა ავსტრალიასთან დამოყვრება, ესაო და შორეულ აფრიკაში წარა’მარა (ანუ ორჯერ!) ჩასვლა აღარ მოგვიწევს და ჩვენს ტოპ’ლიგასაც გაისად ადრე მოვაყომარებთ, რათა სან’ვულვზი ზე’რაგბისთვის უკეთ მოემზადოსო
სანზაარს უბრძანებია, ორივე კავშირმა თავად გადაწყვიტოს, ვის გაწირავს და რა მეთოდითო. ამის გაგონებაზე ავსტრალიაში უმალ უგონჯესი შინა’ომი ატყდა, აფრიკაში კი დინჯი მსჯელობა გაჩაღდა
კავშირმა ექვსივე გუნდის შეფობა მიიწვია; მათთან შეთანხმებით დაამტკიცა ტენდერის პირობები და ოთხი რჩეულის გამოცხადების ვადად ივნისის ბოლო დათქვა
313 ლეგიონერიიაპები ზე 15-ში წარსადგენად გაითვალისწინებენ: კანდიდატის ფინანსურ მდგრადობას, ქომაგთა სიმრავლეს, სპორტულ შედეგსა და ინფრა’სტრუქტურას
ეს კრიტერიუმები კიდევაც დაწვრილმანებულია, კავშირის მთავარი მოხელე, იური რუ კი გულ’ახდილად ამბობს, ბოლო ხანს ჩვენი საქმე ისე წავიდა, რომ თავის გადარჩენაზე’ღა ვფიქრობთო
რუს თანახმად, ქურციკეთს აღარ მოეძევება 6 ზე’გუნდის გამოყვანის რესურსი, რადგან ეროვნული ვალუტის - რანდის - გაუფასურებას კადრების მასობრივად გადინება მოჰყვა:
2016 წლის მონაცემებით, უცხოეთში 313 აფრიკელი რაგბობს; მათგან 65 ბოკეა! და კიდევ: რვა თურმე ფან’დერ’მერვეა, შვიდი - დიუ’პრე და ექვსიც დიუ’პლესი!
გადაწყვეტილი ჰქონიათოთუ აფრიკა გაგებით მოეკიდა წილის შეკვეცას, ავსტრალიაში მოცილე მხარეებმა კავშირს დაუწყეს ყვედრება. მედიამაც ცეცხლზე ნავთი დაასხა -- ზე’რაგბში ოზური გუნდის ადგილს უმაქნისი იაპონია რომ იკავებს, კავშირის გამგეობა ხვალევე რატომ არ გადადგებაო
საზოგადოება ოზი მახვშების სულ’სწრაფობამაც გააღიზიანა: თუ აფრიკამ ბარემ სამი თვე დაიდგინა, რათა ტენდერი წესიერად ჩაატაროს, ავსტრალიის რაგბის კავშირმა ჯიქურ ბრძანა, გასარიცხ გუნდს სამ დღეში (!) ავარჩევთ, ოღონდ ეგ ... ბრამბიზი არ იქნებაო
ამაზე მთლად გახელდნენ რებელზი და ფორსი - აგერ, წინდაწინ გადაწყვეტილი ჰქონიათ მამებს ერთ-ერთი ჩვენგანის მოკვეთა, რის გამოც აღარც მოძალადე სანზაარს შეებრძოლნენ, აღარც მდიდარ იაპონიას და აღარც მუხთალ კივებსო
ბრამბიზი უარზეაკავშირი თავს იმით იმართლებს, რომ დასავლეთი ავსტრალიის ბინადარი "ფორსი" ფინანსურად წამგებიანია და მასზე დასახარჯ ფულს ამიერიდან ღვთის ანაბრად მიტოვებულ მასობრივ რაგბს მოახმარს
რებელზს კერძო პატრონი ხომ ჰყავს, და მელბურნშიც გუნდის გაუქმება არასგზით არ შეიძლება, რაკი "სპორტულ დედა’ქალაქში" რაგბს ისედაც ჩაგრავენ 18-კაცა რულზი (აფლ), 13-კაცა ლიგა (ნრლ) და 11-კაცა ფეხ’ბურთი (ეი’ლიგ)
ბრამბიზი თუმც ციცქნა კანბერას წარმოადგენს, ზე 12-ის ორგზის (2001 2004) ჩემპიონია და თანამედროვე. ფაზური რაგბიც პირადად მაგისი მოგონილია. ლოგიკით, კავშირს ხელს უნდა აძლევდეს ფორსის დასში დატოვება და ბრამბიზის მელბურნში გადაყვანა, მაგრამ სახელოვანი კლუბი სასტიკ უარზეა, მშობლიური ქალაქიდან ფეხს არ მოვიცვლიო
არდადეგები მოიმიზეზესოზური მედია საკუთარი რაგბის დაღმასვლას ხომ ხედავს და თემს მაინც ზელანდიაზე აქეზებს: აგერ მერამდენედ შევთავაზეთ ზე’რაგბის დაშლა და ცალკე, ოზურ - კივური პირველობის დაწესება, მაგრამ მაგ ოხრებს მაინც შორებელი აფრიკა ურჩევნიათ ერთგულ მეზობელსო
ზე 15-ში ავსტრალიის წილის შეკვეცაც თურმე სულ კივთა ზეწოლის ბრალია, ფორსის გარიცხვა კი "ატომური ყუმბარის აფეთქებისა" და 12-წლიანი ინვესტიციის წყალში გადაყრის ტოლფასი იქნება, რაკი ქვეყნის დასავლეთში ფეხზე დამდგარი რაგბი ისევ ჩაკვდება და ისედაც გაფურჩქნული რულზი მთლად გაიხარებს
ფორსი გუნდად კი ვერ ვარგა, მაგრამ ბოლო ხანს ვოლაბთა გაზრდა მაინც დაიწყო - მაქაურები არიან პოქოქი, ჰეილეთ-პეთი, ქოულმენი. ფანობა სტადიონზე თუმც აღარ დადის, თანამედროვე ხერხებით თურმე მაინც აქტიურად უცქერს პერთელთა ცოდვილობას
სხვაფრივ, კავშირს მაინც მოუხდა უკან’დახევა: ფორსი რომ დაექადნა, სასამართლოში გიჩივლებო, მახვშებმა სააღდგომო არდადეგები მოიმიზეზეს და მხარეებთან კონსულტაცია იქეთა კვირაში დანიშნეს
ორჯერ ჩაუკრალიდერი, ქრუსეიდერზი უქმობდა. შვიდივე თამაში მასპინძელმა მოიგო. ოთხმა წაგებულმა ნუგეში მაინც აიღო; პრემია ბრამბიზს’ღა ერგო, ზელანდია - ავსტრალიის ჯახთა ბალანსი კი 12-0 გახდა
რაუნდი პარასკევს იმით დაიწყო, რომ ჰარიქეინზმა პირველ ტაიმში გემოზე გააბურთავა ვორათაზი * 33:7 (ლ 5/1), მაგრამ მერე ბონუსი ვეღარ შეინარჩუნა * 38:28 (6/4)
კივებს აკლდნენ ძმები: არდი სავეას წვივი სტკიოდა, ჯულიანი კი დაზოგეს. ოზებს 10 ნომრად დაუბრუნდა ბერნარდ ფოლი და მეორე ტაიმში აიწყვიტა, მაგრამ მანამდე ბარეთებმა - ბოდენმა და ჯორდიმ - აწიოკეს სტუმრები
ერთი კია, ზედმეტად კადნიერმა ბოდენმა "წითელ ზოლში" მეტოქეს პასზე ორჯერ რომ ჩაუკრა ხელი, წყვილი სინბინი და წითელი ბარათი დაიმსახურა, მაგრამ ტრიბუნალმა მეტად აღარ დასაჯა
ხელ’უკუღმა ოფლოუდისთორმერზს პირველი სერიოზული მეტოქე ჰყავდა - ჩიფსი ეწვია. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ახლოდან სამი ლელო შეიტანეს * 24:18 - ორი "აიღე და მიეძალე"თი, ხოლო სტუმრებმა თავიანთი ნახევრიდან გაიჯეჯილეს ორჯერ
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო დამიენ მაკ’ქენზის მიერ წამოწყებული, 95-მეტრიანი იერიში, რომელშიც ჯეიმზ ლოუმ სამჯერ ატარა ბურთი და ტონი პულუ 8 პასის შემდეგ ეწია მიზანს
მესამე მეოთხედში შედევრი კონცხელებმაც გამოაცხვეს: ჩესლინ ქოლბემ თერნოვერიდან რომ დააგორა ბურთი, დილეინ ლეიდსმა დამჯდარმა (!), ხელ’უკუღმა ოფლოუდი მიართვა ეს’პი მარეს
მალე ლოუმ კუთხეში გაიტანა მესამე ლელო, მაგრამ ბოლო მეოთხედში ანგარიში აღარ შეცვლილა. არადა, ჩიფსმა ბოლო წუთზე 17 ფაზა აკინძა, სთორმერზმა კი თერნოვერი გაახერხა * 34:26 და გალიდერდა
მგლებივით ყმუოდნენნავსი გატეხა სან’ვულვზმა -- პირველად მეორე სეზონში’ღა ძლია აფრიკული გუნდი, ბულზი * 21:20, ვისი მწვრთნელიც, ნოლის მარე ფანობას შეჰპირდა, ამიერიდან ხელს ავიღებ როტაციაზე და ყოველ მატჩს საუკეთესო 15-ეულს დავაწყებინებო
ტოკიოს პუბლიკა ყოველი შერკინების დროს მგელივით ყმუოდა. მასპინძლები მთელი პირველი ტაიმი წინ იყვნენ, მაგრამ საათის თავზე მარდმა და ღონიერმა ბურებმა მაინც იძალეს * 20:11
ეგრე არ უნდაო და აზიელებმა ტემპი რომ კიდევ აწიეს, იან სერფონტეინი სინბინში წაბრძანდა; იუკი იატომიმ და იუ ტამურამ ფრთაზე მიაწვდინეს ბურთი ტაკა’აკი ნაკაზურუს, კოტარო მაცუშიმამ თამამად შეუტია და ტამურამ ჯარიმა შეაგდო, ბოლოს კი ფრანსუა ბრამერს მოეცარა ფეხი
სონი-ბილის მრწამსიკივურ დარბში ჰაილენდერზის დამრტყმელმა - მართი ბენქსმა 6-დან 6 გაიტანა და მისმა გუნდმაც * 26:20 იმარჯვა, რიოს ოლიმპიადაზე ქუსლ’ნატკენი სონი-ბილ ვილიამსი კი ბლუზმა დასკვნით მეოთხედში შეუშვა მოედანზე. ჰოდა, ოფლოუდების შედეგად ლელო ჯერ კინაღამ იქით დაიდო და მერე ... კინაღამ აქეთაც
ნამატჩევს სკანდალი აგორდა, ესაო და ვარსკვლავი კია, მაგრამ გუნდის წევრია, თანაც პროფესიონალი, და საყელოზე რა უფლებით გადააკრა ლეიკო სპონსორის - ბანკ "ბი ენ ზედ"ის ლოგოსო
მალევე გაცხადდა, რომ სონი-ბილს მრწამსის მიხედვით უმოქმედნია: კაცი 2008 წელს მაჰმადის რჯულზე მიიქცა და მიაჩნია, რომ არ უნდა ეწეოდეს ბანკის, ალკოჰოლისა და ფსონაობა | ყომარ’ბაზობის რეკლამას
ბლუზმა და ბანკმაც განაცხადეს, ვილიამსის შეხედულებებს პატივსა ვცემთ და არ ვემდურით, ამიერიდან კი ოდნავ განსხვავებულ კვართს დავუმზადებთ - ბანკი ჩვილთა მხარ’დაჭერის პროგრამასაც აფინანსებს და მორაგბისვე დასტურით, საყელოზე ამის ლოგოს დავახატავთო
გარშემო შემოიტარაბრამბიზს უკაპიტნა სქოთ ფარდიმ და ოზეთის ლიდერმაც მეორე ტაიმში 5 უპასუხო ლელო დაუდო რედსს * 43:10, რითაც 10-მდე გაწელა თვისტომებზე გამარჯვებათა წყება
უღიმღამო გამოვიდა შარქსი - ხაგუარესის თამაში * 18:13 ოზმა რეფმა სტუმრებს ზედახორაში გატანილად ჩაუთვალა ლელო, რომელიც სხვამ ვერავინ ვერც დაინახა და ვერც ვიდეოთი აღმოაჩინა, იაპთა პირველ ლელოზე კი 9 ნომერმა კობუს რაინახმა ბურთი დგომელა (!) პავლო მატერას წაღლიტა და 75 მეტრი გაირბინა
გარიცხვას გვიპირებენო და შოუ გამართეს ფორსმა და ქინგზმა * 46:41
8,474 მოსეირის თვალ’წინ 12 ლელო დაიდო. მათგან ყველაზე ეშხიანზე სტუმართა მგეზავმა, ლიონელ კრონიემ ტანის გარშემო შემოიტარა ოვალი და მერე ხანჯლური დაუგორა მალკომ იარს, ფორსის ბებერმა კაპიტანმა, მეთ ჰოჯსონმა კი ნამატჩევს ლამის იტირა: ჩვენმა შვილებმა რაღა ჰქნან -- პერთში დარჩნენ და რაგბის ნაცვლად ი’რულზ’აონო?
ზე რაგბი 2017* მეშვიდე რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...27&d=1491863745EN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/R4/13_ZERA-07+EN.htmსანზაარის კლიპები >>
http://www.planetrugby.com/news/video-supe...ghts-round-7-2/(( სათითაოდ ყველა თამაშის ვიდეო’თორენთი იხილეთ საითზე, სტატიაში, ოქმებში ))ჰარიქეინზ 38:28 ვორათაზ 6ლ: ლაუმაპე (1 6) ბ.ბარეთ ჯ.ბარეთ ხუსენ ებოთ; 4გ: ჯ.ბარეთ / სბ+სბ=წბ: ბ.ბარეთ -
4ლ: ჰენიგან ჰეგართი გორდონ ქელევეი; 4გ: ფოლი
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 7/04
7:0(3) 14:0(8) 21:0(13) სბ(18ჰ) 21:7(19) 26:7(31) 33:7(38) /
33:14(44) 33:21(48) 38:21(54) 38:28(72) სბ+წბ(78ჰ) ბოლო(80+2)
სან’ვულვზ 21:20 ბულზ$2ლ: ვორენ-ვოსაიათო ნაკაზურუ; გ: ტამურა; 3ჯ: ქრიპს 2, ტამურა -
2ლ: უდენდალ იშმაილ; 2გ 2ჯ: ტ.სკუმან / სბ: სერფონტეინ
რეფ ჰიუსთონ (ავს) 8/04
5:0(7) 8:0(11) 8:7(14) 11:7(24) 11:10(26) /
11:13(49) 11:20(66) სბ(69ბ) 18:20(71) 21:20(75) ბოლო(80+1)
ჰაილენდერზ 26:20 ბლუზ$2ლ: ბ.სმით ფეკიტოა; 2გ 4ჯ: ბენქს -
2ლ: ფაუმუინა ქაული-ტუიოტი; 2გ 2ჯ: ფრანსის
რეფ ნათ’ბრაუნ (ზელ) 8/04
3:0(9) 3:7(14) 3:10(19) 3:13(24) 10:13(29) 10:20(37) 13:20(40+2) /
20:20(47) 23:20(55) 26:20(73) ბოლო(80+1)
ბრამბიზ$ 43:10 რედს6ლ: ტ.კურინდრანი ეიბელ ტოუა ბათლერ დარგევილ ელქოქ; 5გ ჯ: ჰაურა -
ლ: ქ.კურინდრანი; გ ჯ: თათლ
რეფ ბრაიანთ (ზელ) 8/04
0:7(8) 3:7(13) 10:7(28) 10:10(40+2) /
17:10(43) 24:10(45) 31:10(54) 38:10(74) 43:10(80)
შარქს 18:13 ხაგუარეს$2ლ: რაინახ ესტერ’ჰეიზენ; გ 2ჯ: ბოშ -
ლ: კრევი; გ: ვ.ესკურა; 2ჯ / სბ: სანჩეს
რეფ გარდნერ (ავს) 8/04
5:0(6) 5:3(13) 5:6(16) 8:6(29) /
15:6(45) სბ(58ხ) 15:13(63) 18:13(78)
სთორმერზ 34:26 ჩიფს4ლ: ნოჩე კოლისი დიუ’პრე მარე; 4გ: დიუ’პრე; 2ჯ: მარე / სბ: ვიზე -
3ლ: ტ.პულუ (1 2) ლოუ; გ: ქრუდენ; 3ჯ: ქრუდენ 2, დ.მაკ’ქენზი (2)
რეფ პეიპერ (აფრ) 8/04
7:0(4) სბ(8ს) 7:3(11) 7:10(15) 14:10(22) 14:13(25) 14:18(29) 17:18(37) 24:18(40+3) /
27:18(44) 27:21(47) 34:21(53) 34:26(58)
ფორს 46:41 ქინგზ$შ + 5ლ: ლანს ნიუსამ (2 4) დ.ჰეილეთ-პეთი მაკ’ქალმან; 4გ: ლანს 2, პრაიორ 2; 2ჯ: ლანს -
6ლ: ფორვუდ პენკე იარ (3 5 6) მაპიმპი; 4გ: კრონიე; ჯ: დე’ვეტ
რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 9/04
3:0(8) 10:0(11) 10:7(29) 15:7(40) /
15:12(41) 15:19(45) 22:19(48) 22:24(50) 25:24(56) 25:31(63) 25:38(65) 32:38(67) 39:38(72შ) 46:38(76) 46:41(78)
ქრუსეიდერზ, ლაიონზ, ჩიტაზ, რებელზ უქმობდნენ
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ბენ სმით (ჰლნ), 14 ტონი პულუ (ჩიფ), 13 ტევიტა კურინდრანი (ბრმ), 12 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), 11 ჯეიმზ ლოუ (ჩიფ);
10 რობერტ დიუ’პრე (სთო), 9 კობუს რაინახ (შრქ) /
1 ქეინ ჰეიმს (ჩიფ), 2 ბონგი მბონამბი (სთო), 3 ალან ალა’ალატოა (ბრმ);
4 მარქ ებოთ (ჰრქ), 5 რგ.სნეიმან (ბულ);
6 სია კოლისი (სთო), 7 ქრის ელქოქ (ბრმ), 8 რაბონი ვორენ-ვოსაიათო (სნვ)
სულ: 6 ზელ, 5 აფრ, 3 ავს, 1 იაპ * 0 არგ
@