 ჯილაობა დაიბევეს   ინგლისმა ვადამდე, ოთხ რაუნდში შეინარჩუნა "ექვსი ერის" ჯილაობა -
ჯილაობა დაიბევეს   ინგლისმა ვადამდე, ოთხ რაუნდში შეინარჩუნა "ექვსი ერის" ჯილაობა - 
უელსმა პარასკევ ღამით რომ დაამუხრუჭა ირლანდია, 
შაბათს რაგბის სამშობლომ სქოთები მოსრა და ზელანდიას რეკორდში შეეზიარაOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))ინგლისმა მაგრებთან (საფრანგეთი, უელსი) გაჭირვებით, ბოლოშიღა იმარჯვა, საზრიან იტალიასთან კი დაიბნა. შოტლანდია, პირიქით, დაღვინდა და შინ ორივე მატჩი მოიგო.  სქოთებს თვიქნემში ერთობ უხეირო ბალანსი კი ჰქონდათ 47:4-38*5 (1911-2015) და იქ 1983 წლის შემდეგაც ვერაფრით მოეგოთ, მაგრამ მაინც იქადნებოდნენ, ფავორიტს არაფერს დავუთმობთო
თამაშმა ყველას თავ-თავისი ადგილი მიუჩინა.  სქოთები თავიდანვე აირივნენ და დაილეწნენ, ინგლისმა კი * 61:21 გაილაღა და ზედიზედ მე-18 ტესტიც მოიგო, რითაც ზელანდიის რეკორდი გაიმეორა.  ერთი კია, ბრიტთა ამ მიღწევას ეშხს ის აკლებს, რომ მათ მიერ ძლეულთა შორის არაა სწორედ რომ "ოლ ბლექსი", ვისაც "ვარდები" წლეულსაც უგანებენ ... მახვშთა მიერ ბრძნულად შედგენილი განრიგის წყალობით
ჯოზეფის ჰეთ’თრიქიინგლისის ოზმა გურუმ, ედი ჯოუნზმა შუამარბი ჯონათან ჯოზეფი არ ათამაშა იტალიასთან - ესაო და ფორმაში ვერა ხარო.  ფეხი გაშეშებოდა ქიქერ ოუენ ფარელსაც და თითქო ვერ უნდა გასულიყო მოედანზე, მაგრამ თავი ორივემ გამოიჩინა:  ჯოზეფმა ჰეთ’თრიქი შეასრულა და მესამე ლელოც შეამზადა, ხოლო ფარელმა კარს სულ ერთხელ ააცილა და 11 გოლით 26 ქულა (7გ 4ჯ) მოკრიფა
შოტლანდია 2’ წუთზევე კაც’ნაკლული დარჩა - შუბური ბოჭვისთვის გაუსინბინეს კვაჭი ფრეიზერ ბრაუნი.  ინგლისმა პირველ ტაიმში სამივე ლელო 30 მეტრის მიდამოში მოგებული დერეფნიდან, ხაზით დადო:
ჯერ ფარელმა ჩაირბინა და ჯორჯ ფორდმა ფრონტი შუაში გაასერინა ჯოზეფს; მერე ფარელი დადგა პირველ მიმღებად და ფორდმა ისევ დაგეზა ჯოზეფი, ბოლოს კი ფარელის პასით გაიჯეჯილა ჯოზეფმა და ენთონი ვოთსონი ახეირა * 30:7
მეორე სლემიც?სქოთებს შუა ტაიმში ზედიზედ გამოაკლდნენ ბექები - სთიუართ ჰოგი (შერყევა) და მისი შემცველი მარქ ბენეთი (კოჭი).  ლელო ბურჯმა გორდონ რიდმა ძელთან შეიტანა მიძალებით
მეორე ტაიმის დასაწყისშივე, ბენ იანგსის პასით, ჰეთ’თრიქი გაასრულა ჯოზეფმა და გუნდს პრემია დაუბევა * 37:7
სქოთ’თაგან წყვილი ლელოთი თავი გამოიჩინა ქეიპ’თაუნის (ზე 18) "სთორმერზ"ის წევრმა ჰიუ ჯოუნზმა;  მოკეთებულმა ტონგელმა, ბილი ვუნიპოლამ დერეფანში აგორებული მოლი დააგვირგვინა, ბოლოს კი სათადარიგო 9 ნომერმა, დანი ქეამაც შეასრულა დუბლი
ინგლისმა კიდევ შეინარჩუნა 1878 წელს დაწესებული, გარდამავალი "კალკუტის თასი";  წაგებულთა კაპიტანმა, ჯონ ბარქლეიმ აღიარა, უვარგისები ვართო, გურუ ჯოუნზმა კი გაამხილა, თითო ლუდს თუღა გეახლებით, რადგან ფინიშზე, დაბლინშიც ვაპირებთ მოგებას და ამდენად, ზედიზედ მეორე სლემის (5-0) გახერხებასო
უწესოდ და უაზროდჯოზეფისა არ იყოს, მთელმა უელსმაც რომ აკრიტიკა ჯორჯ ნორსი, გახელდა გოლიათი და ორი ლელო გაუტანა ირლანდიას. მესამე ლელო, ბოლოსღა, დარტყმაზე დაფარებით გავიდა * 22:9.  არადა, რობი ჰენშოუ მოლში უწესოდ და თანაც უაზროდ რომ არ ჩაბმულიყო და ინგლისელ რეფსაც თავი არ გამოედო - 70’ წუთზე სტუმრები დაწინაურდებოდნენ
დაუფარეს 10 ნომერ ჯონი სექსთონს.  მანვე მიიღო შესვენების წინ სინბინი ლელოსთან ბურთის ჩაკვლისთვის, კიდევ 20 წუთით ადრე კი შერყევაზე გასასინჯად გაიყვანეს.  ირლანდია მოლით ლელოს დებდა, ჰენშოუმ რომ აუხსნელი რამ ჩაიდინა.  არადა, ეგ მოლი მისსავე გადაკიდებას, დევნასა და ლი ჰაფპენის კიდეზე გადადენას მოჰყვა
პირველ ლელოზე 9 ნომერი რის ვები შუა’მარბ სქოთ ვილიამსს წაებურთავა, მერე კი შორს მონახა ჰაფპენი.  მეორეზე მოლი კიდიდან კარისკენ დაიძრა და ვებმა ნორსი დაუცველ მოკლე ფრთაზე მიუშვა, სულ ბოლოს შესულ თომი ბოუს კი ფეხი მოტყდა
ზედიზედ მეათედაციტალიამ ბოლო 4-წლედში (2014-17) რომში, ოლიმპიკოზე, ზედიზედ მეათედაც წააგო "ექვსი ერის" თამაში - ამჯერად საფრანგეთთან * 18:40და ინგლისის დარად, დაიბევა ადგილი, ოღონდაც - ბოლო
"აძურ"ს 55 ბოჭვა გაუცუდდა!  კამი ლოპესმა 8-დან 8 გაიტანა და 20 ქულა მოაგროვა. "ლე ბლე"ს ბექებმა გემოზე ინავარდეს: დიულენ და ვაკატავა - 126 მეტრი, ლამერა 87, ნაკაიტათი 83 და ფიკუ 82.  არადა, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს: ფაზაობისას, ხეირზე, კარლო კანა გაუსხლტა მბოჭავს და სერჯო პარისეს ამოუგდო ბურთი * 5:0
11:19-ზე გაელ ფიკუმ რომ გააჭენა ვირიმი ვაკატავა, ედოარდო პადოვანი დაეწია და ბოჭვით კიდეზე გადაიყვანა.  11:26-ზე ჯორჯო ბრონძინიმ ლელოს 15 მეტრიდან უწია, მაგრამ არ დაამიწებინეს.  ლუი პიკამოლმა მესამე ლელო დატრიალებული შერკინებიდან დადო *11:33, პრემიის მომტან მეოთხეზე კი ირბინა ქევინ გურდონმა * 11:40
 	ექვსი ერი * 2017მეოთხე რაუნდი
(( სათითაოდ ყველა თამაშის ვიდეო’თორენთი იხილეთ საითზე, სტატიაში, ოქმებში ))უელსი 22:9 ირლანდიაუელ: ჰაფპენი ნორს ჯთ.დევის სქ.ვილიამს (რობერთს 67)  ლმ.ვილიამს 
<10-9> ბიგარ (ს.დევის 80) ვებ (გრ.დევის 67) / 
რ.ევანს (სმით 67) ოუენს (ბოლდვინ 72) ფრენსის (ლი 70) 
ბოლ (ჩართერის 63) ავ.ჯოუნზ^კაპ; ვორბერთონ თიპურიქ მორიართი (ფალეტაუ 67) -
3ლ: ნორს (1 2) რობერთს; 2გ ჯ: ჰაფპენი
ირლ: რ.ქარნი (ბოუ 80) ერლს რინგროუზ ჰენშოუ ზიბო 
<10-9>სექსთონ სბ 38 (ჯექსონ 19-26, 80) მარი (მარმიონ 46) / 
მაკ’გრას (ჰილი 59) რ.ბესთ ^კაპ (სქანელ 80) ფურლონგ (ჯ.რაიან 80) 
დ.რაიან თოუნერ (ჰენდერსონ 63) სტანდერ (ო’მანი 63) ო’ბრაიენ ჰიზლიპ -
3ჯ: სექსთონ 2, ჯექსონ (2)
რეფ ბარნს (ინგ) 10/03 @ კარდიფი, პრინსიპალითი (74 500)
0:3(7) 5:3(20) 5:6(27) 8:6(39სბ) / 
15:6(46) 15:9(57) 22:9(79) ბოლო(80+3)
იტალია 18:40 საფრანგეთი$იტა: პადოვანი (სპერანდიო 73) ესპოზიტო კამპანიარო (ბენვენუტი 65) მაკ’ლეინ ვენდიტი 
<10-9> კანა გორი (ბრონძინი 51) / 
ლოვოტი (პანიკო 67) გირალდინი (დ’აპიჩე 62) ჩიტადინი (კისტოლინი 41) 
ფუზერ (ბიაჯი 57) ფან’სხალკვეიკ; სტეინ ფავარო (მბანდა 51) პარისე^კაპ - 
2ლ: პარისე ესპოზიტო; გ 2ჯ: კანა
სფრ: დიულენ ნაკაიტათი ლამერა (ტრენ-დიუკ 70) ფიკუ ვაკატავა (იუჟე 64) 
<10-9> ლოპეს სერენ (ა.დიუპონ 73) / 
ბაი (ატონიო 54) გირადო^კაპ (ტოლოფუა 55) სლიმანი (ბენ’არუ 54) 
ლე’დევდეკ (ჟედრასიაკ 59) მაესტრი; სანკონი გურდონ პიკამოლ (ლე’რუ 73) -
4ლ: ფიკუ ვაკატავა პიკამოლ დიულენ; 4გ 4ჯ: ლოპეს
რეფ ო’ქიფ (ზელ) 11/03 @ რომი, ოლიმპიკო (51 770)
5:0(3) 5:3(9) 8:3(17) 8:6(19) 8:13(22) 11:13(28) 11:16(34) / 
11:19(43) 11:26(49) 11:33(68) 11:40(78$პ) 18:40(80+)
ინგლისი$ 61:21 შოტლანდიაინგ: ბრაუნ ნოულ ჯოზეფ (თეო 58) ფარელ დეილი (ე.ვოთსონ 2-9, 16) 
<10-9> ჯ.ფორდ იანგს (ქეა 61) / 
მარლერ (მ.ვუნიპოლა 58) ჰართლი ^კაპ (ჯორჯ 52-61, 71) ქოულ (სინქლერ 61) 
ლონჩბრი ლოზ (ვუდ 67) ითოჟე ჰასქელ ჰიუზ (ბ.ვუნიპოლა 52) - 
7ლ: ჯოზეფ (1 2 4) ვოთსონ ბ.ვუნიპოლა ქეა (6 7) 7გ 4ჯ: ფარელ
შტლ: ჰოგ (ბენეთ 18, პირგოს 22) სიმორ (ვიარ 45) ჰ.ჯოუნზ დანბარ ფისერ 
<10-9> რასელ პრაის / 
რიდ (დელ 44) ბრაუნ სბ 2 (რ.ფორდ 44) ფეიგერსონ (ბერგან 61) 
რ.გრეი ჯ.გრეი (სვინსონ 75); ბარქლეი^კაპ ჰ.ვოთსონ ვილსონ (კ.დიუ’პრე 62) - 
3ლ: რიდ ჯოუნზ (2 3) 3გ: რასელ
რეფ რეინალ (სფრ) 11/03 @ ლონდონი, თვიქნემ (_) 
სბ(2შ) 7:0(4) 10:0(7) 13:0(15) 20:0(25) 20:7(30) 23:7(32) 30:7(37) /
37:7(44$პ) 40:7(47) 40:14(51) 47:14(58) 47:21(70) 54:21(73) 61:21(80+5)
 	"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ბრის დიულენ (სფრ), 
14 ჯორჯ ნორს (უელ), 13 ჯონათან ჯოზეფ (ინგ), 12 ოუენ ფარელ (ინგ), 11 ვირიმი ვაკატავა (სფრ); 
10 კამი ლოპეს (სფრ), 9 რის ვებ (უელ) /
1 ჯო მარლერ (ინგ), 2 ქენ ოუენს (უელ), 3 დენ ქოულ (ინგ); 
4 ჯო ლონჩბრი (ინგ), 5 ალინ’ვინ ჯოუნზ (უელ); 
6 სემ ვორბერთონ (უელ), 7 ჯასთინ თიპურიქ (უელ), 8 ლუი პიკამოლ (სფრ)
სულ:  6 უელ, 5 ინგ, 4 სფრ * 0 ირლ, იტა, შტლ
 	ექვსი ერი 2017ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით
შაბ	04/02	შოტლანდია	27:22	ირლანდია $
შაბ	04/02	ინგლისი	19:16	საფრანგეთი $
კვი	05/02	იტალია	07:33	უელსი
შაბ	11/02	იტალია	10:63	ირლანდია $
შაბ	11/02	უელსი $	16:21	ინგლისი
კვი	12/02	საფრანგეთი	22:16	შოტლანდია $
შაბ	25/02	შოტლანდია	29:13	უელსი
შაბ	25/02	ირლანდია	19:09	საფრანგეთი
კვი	26/02	ინგლისი $	36:15	იტალია
პარ	10/03	უელსი	22:09	ირლანდია
შაბ	11/03	იტალია	18:40	საფრანგეთი $
შაბ	11/03	ინგლისი $	61:21	შოტლანდია
4 რაუნდი	ქ	სხვ	ლ	გატ:გაშ	მ-წ*ფ	$ინგლისი	18	+69	16/07	137:068	4-0	2
ირლანდია	10	+45	13/07	113:068	2-2	2
საფრანგეთი	10	+15	06/06	087:072	2-2	2
უელსი	9	+18	08/05	084:066	2-2	1
შოტლანდია	9	-25	10/12	093:118	2-2	1
იტალია	0	-122	06/22	050:172	0-4	0
ქულა:  მოგება 4,  ფრე 2,  წაგება 0  
               +1 ბონუსი ($) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
               +3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება) 
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა, 
                                                                 2) გატანილი ლელო,   3) უკეთესი ადგილის გაზიარება (=)
შაბ	18/03	შოტლანდია	16.30	იტალია
შაბ	18/03	საფრანგეთი	18.45	უელსი
შაბ	18/03	ირლანდია	21.00	ინგლისი 	 სთრიმები http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი
 	 http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (13/03_2017)
1 ზელანდია 9478, 2 ინგლისი 9102, 3 ავსტრალია 8635,
4 ირლანდია 8318, 5 შოტლანდია 8218, 6(7) უელსი 8216,
7(6) აფრიკა 8179, 8 საფრანგეთი 8121, 9 არგენტინა 7991,   
10 ფიჯი 7646, 11 იაპონია 7422, 
12 საქართველო 7414, 13 ტონგა 7194, 14(15) სამოა 7125, 15(14) იტალია 7117
+/-:  უელ 100 ირლ, სფრ 64 იტა * ინგ 0 შტლ
@