დიდი ქვეყნები ერთმანეთს უმალავენ ხოლმე ახალი იარაღის არსებობას. ეშინიათ რომ გამოვაჩინოთ ეგრევე სხვაც გააკეთებს ან მსგავს ან უკეთესსო. რაგბშიც ასევეა, ერთმანეთში იმიტო უბერავენ დიდი გუნდები რომ ისედაც გაშიფრული ყავთ ერთმანეთი და პატარებს კიდე არ ეთამაშებიან რადგან ეშინიათ რო ისინი თვალს მოკრავენ მთავარ იარაღს და თვითონაც გამოიმუშავებენ. ერთერთი მეთოდი რომ გამოაჩენინო ეს იარაღი არის სერიოზულ პროვოკაციაზე წასვლა და გამოწვევა იარაღის გამოჩენაზე.
ახლა მე თქვენ ანგლოსაქსონური რაგბის საიდუმლოს გაგანდობთ

, ვხუმრობ რათქმა უნდა თქვენ უკეთ გესმით რაგბი ვიდრე მე მოყვარულს). ის მითი რომ ანგლოსაქსები ხელით თამშობენ კარგად აბსოლუტური სისულელეა! მათი თამაში მთლიანად ძალაზეა აგებული, ოღონდ ეს ძალა იმდენად აქვთ განვითარებული რომ ძნელი შესამჩნევია რადგან ძაან ნიღბავენ (რაგბის დიდსულოვნებას ეძახიან).
ახლა მეორე მითი ტაქტიკაზე და დიციპლინაზე. რა ტაქტიკა რა დისციპლინა, ტოპ რაგბის ყველა გუნდის ტაქტიკა არის დაფუძნებული ინდივიდუალურ დავალების შესრულებაზე, რა დაზღვევა რის გადაზღვევა, სად მცალია მე სხვისი გადაზღვევისთვის როცა ჩემი კაცი მყავს შესაჭმელი! რომელიმე რგოლმა რომ ჩაიჯვას მაგ თამაშის მოგება წარმოუდგენელია. ორი რამეა სულ: შეტევაში დაჩაგრე შენი ინდივიდუალური მოპაექრე და დაცვაშიც შეჭამე ერთი ერთზე. რაგბი არაა გუნდური თამაში ის ერთი ერთზე თამაშია სინამდვილეში! რაქშიც ორ წამზე მეტი არ უნდა ჩაერთო წააქციე, წამოხტი და ხმალი ალესე ჩასარტყამად, ამ ჩვენ ჩემპიონატს რო უყურებ კიდე რაქში რო 10 კაცი კოტრიალობს რა უბედურებაა მასე ხო გაგდირკავენ ადვილად.
ძალა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ესაა სულ რეცეპტი. ვერ ასრულებ არაფერი გესაქმება გუნდში, პროფესიონალიზმი ესაა!
ახლა კი პროვოკაციას მეთოდი ან თქვენ მოიფიქრეთ ან ეს გამოიყენეთ: დიდ გუნდს რო შევხვდებით პირველი ტაიმის მე 15 წუთიდან აირჩიეთ ყველაზე ძლიერი ვინც გონიათ იმ გუნდში და შეტევისას ფლანგზე არ გაიტანოთ ბურთი, პირდაპირ მაგ ტიპზე მორკინალებს არტყმევინეთ ერთ ადგილას სულ, 3 -4 მეტრა მაქსიმუმ გაშლა, და ურტყით და ურტყით მორკინალებით რიგ რიგობით. ანუერთ წერტილში დარტყმის როტაცია უნდა მოხდეს. დაცვაში ძალიან უხეშად წითლის ზღვარზე ისევ მაგას ჩაუსაფრდით და ურტყით სანამ არ დააჩმორებთ. თუ ჩხუბზე გამოიწვევთ კაი იქნება წითელიც რო ავირტყათ არაუშავს ასე უნდა გავაგრძელოდ მაინც. მეორე ტაიმში უნდა შემოვიყვანოთ ყველაზე მუტრუკი ვინც გვყავს კონკრეტული დავალებით რომ დალეწოს დედა უტიროს მაგ ტიპს! რომ მოერევა და მუდმივ უპირატესობას მოიპოვებს მერე ნახეთ რა ადვილი იქნება ხელით თამაში, დაიშლება მათი დაცვა მთლიანად და ზელანდიასავით ვიფრენთ იმათ 22 ში.
მამუკა გორგოძემ იცის რასაც ვამბობ ჩემი თუ არ გჯერათ კითხეთ არის თუ არა დიდი რაგბი ძალაზე დაფუძნებული.
This post has been edited by Ptx on 19 Dec 2017, 22:25