უქმად ჯდომასო და სადგისების პარტიის ცამორიგებისას რიგში დგომასო უქმად "შრომა" სჯობიაო და...
ვისაც სურვილი ექნება ხელის მოშველების, წინასწარ მადლობელი...
ვისაც არ დაეზარება გადაავლოს თვალი (ხორცშესხამხმდე მართალია ჯერ აკლია, მარგამ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად კმარა)
სპორტისპორტის და ფიზკიკური აღზრდის, განათლების, როლი არამხოლოდ პიროვნების ჰარმონიული განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა, არამედ ჯანსაღი საზოგადოების, როგორც წარმატებული სახელმწიფოს შენების ქვაკუთხედი - მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ამ გზით ახალგაზრდების გაჯანმრთელება, გაჯანსაღება არ ნიშნავს მხოლოდ რაიმე დაავადების არქონას, ან მხოლოდ ამ დაავადების თავიდან აცილებას. ერის გენოფონდისთვის მნიშვნელოვანია ფიზიკურად ჯანსაღი თაობების აღზრდა. სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამები მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ადრეული ასაიდან ბავშვების შეგნებაში ინერგებოდეს ფიზიკური აქტივობის აუცილებლობა. ფიზიკური აქტივობა ხშირად ჯანმრთელობის დაცვის პრევენციის უპირველესი საშუალებაა ისევე, როგორც სოციალური, თუ მატერიალური კეთილდღეობის საწინდარიც.
სპორტულ აქტივობას და სპორტში ჩართულობას ჯანმრთელობის გამაჯანსაღებელი ფუნქციის გარდა დიდი სოციალური როლი აკისრია, თუ ძალიან ხმამაღალ ფრაზად არ ჩავთვლით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი როლიც.
სპორტისა და ფიზიკური აქტივობისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულება სპორტის სასკოლო სასწავლო პროგრამების, გეგმების, მოთხოვნებმა უნდა განსაზღვრონ. დაწყებითი, საბაზისო თუ ზოგადი სასკოლო ასაკის მოზარდების პიროვნებებად, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაში სპორტული განათლების-აღზრდის როლი მნიშვნელოვანია:
სპორტი ადრეულ ასაკში ასოცირდება მხოლოდ თამაშთან და რადგან თამაში საინტერესოა, მისით დაკავება არ მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს და ცოდნას, რაც იძლევა საშუალებას მოიცვას ყველა ასაკის მოზარდი მიუხედავად ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობებისა.
სპორტული აქტივობისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორიც არის თამაში და სათამაშო აქტივობა მასში ჩართულ პირებს უმუშავებს:
- დამოუკიდებლობის განცდას, რადგან აქტივობისას, შეჯიბრისას დამოუკიდებლად უწევთ წამოჭრილი სიტუაციური პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტა;
- გადაწყვეტილებების მყისიერად მიღების უნარს;
- სოციალური ინტერაცქიის და მუდმივი კომუნიკაციის დამყარების აუცილებლობას თანაგუნდელებთან;
- აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ უნარებს;
სპორტი ხელს უწყობს მოსწავლეთა და მოზარდთა ფსიქო-ფიზიკურ განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის, როგორც ფასეულობის და საშუალების განმტკიცებას და განვითარებას, კერძოდ:
- სამართლიანი თამაშის პრინციპის გაცნობას და დანერგვას;
- გუნდური სულისკვეთების გამომუშავებას;
- ინდივიდუალური და გუნდური თვითაგამოხატვის შესაძლებლობას;
- ურთიერთდახმარების განცდის გამომუშავებას;
- შინაგანი დისციპლინის გამომუშავებას;
- გუნდური (კოლექტიური) დისციპლინის არსის აღქმას;
- ინდივიდუალური თუ ერთობლივი აქტივობის დაგეგმვას;
- პასუხისმგებლობის გრძნობის, როგორც ინდივიდუალრუი, ისე გუნდური, გაჩენას და განაწილებას;
- ლიდერული თვისეების გამომუშავებას;
- გუნდში ურთიერთგაგების დამკვიდრებას, კოლეგიალობის პრინციპის გაჩენას;
- არაძალადობრივ ურთიერთქმედებას.
სახელმწიფოთა წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლავთ ნარკომანია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის კომპლექსურობა საგანამანათლებლო, ჯანდაცვის, სამართალდამცავი და არამატრო სისტემების საზრუნავი ხდება, თუმცა პრევენციის ეფექტურობის მნიშვნელოვანი წილი არამხოლოდ საგანმანათლებლო არამედ სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპორტულ საგანმანათლებლო აქტივობაზეც მოდის, რადგან სპორტული თამაშები იმ ღირებულებების თუ ფასეულებობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც ეწინააღმდეგება ნარკომანიის შესაძლო წინაპირობებს:
- წაგების ღირსეულად მიღების შესაძლებლობა;
- მიღწეულით და მიღწევით მოთხოვნილების დაკმაყოფიელბა;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის, როგორც ფასეულობის და სისტემის აღქმა და ცხოვრებაში დანერგვა;
- საკუთარი ძალებით მოპოვებული წარმატებით სიამოვნების მიღება;
- საკუთარი თავის პოვნა და თვითდამკვიდრება გუნდში, სოციუმში;
- ჯანსაღ თანატოლებთან (გუნდთან) იდენტობის განცდა;
XXI საუკუნეში ჯერ კიდევ მძვინვარებს ისეთი მოვლენა რასაც სოციალური მარგინალიზაცია ეწოდება. თუმცა აღნიშნულის პრევენციის ერთ-ერთ საშუალებას, ასევე სპორტი და სპორტული აქტოვობები/თამაშები წარმოადგენს (სოციალურად დაუცველი, დევნილი, ობოლი, მზრუნველობამოკლებული, შშმპ (შშმპ სპეც პროგრამებით) და სხვა) - სხვადასხვა და პრაქტიკულად ყველა ჯგუფის უმტკივნეულო და ბუნებრივი ინტეგრაციის საშუალება საზოგადოებაში - სწორედ გუნდურობის და გუნდში თითოეული წევრის ინდივიდუალიზმის ხაზგამის პრინციპიდან გამომდინარე - უპირველესად - მოზარდებში გაუცხოების გადასალახად.
ასვე უნდა ვახსენოთ ისეთი სასკოლო ეპიდემია რასაც ე.წ. „ბულინგი“ ჰქვია, რომელიც შეიძლება წააგავს, მარგამ განსხვავდება სოციალური მარგინალიზაციის შინაარსისგან. ე.წ. „ბულინგი“, რაც ადამიანის ჩაკეტილობას, რიგი კომპლექსების თუ ფობიების, არასრულფასოვნების განცდას იწვევს, ასევე აფერხებს მოზარდის შესაძლებლობას საკუთარი ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები წარმოაჩინოს, ჰარმონიულად განვითარდეს და ადგილი დაიმკვირდოს სოციუმში, გარდა ამისა „ბულინგის“ პრევენცია პირდაპირ აისახება მოზარდთა შორის აგრესიის დონის შემცირებაში, რაც საზოგადოებრივი საზრუნავის გარდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემაა.
გარკვეულ ეტაპზე სპორტული აქტივობა და აღზრდა მოზარდებში ახდენს ფიზიკური და გინებრივი შესაძლებლობების გამოწრთობას:
- იხვეწება მოძრაობები
- ხელის თუ ფეხის მოტორიკა ვითარდება
- ვითარდება სხეულის კოორდინაცია
- ვითარდება „გაბნეული მხედველობის“ უნარი
- ინერგება სოციალური კონტაქტები, რომელიც დროთა განმავლობაში მყარდება
- იზრდება სოციალური ინტეგრაციის ფარგლები
- სამართლიანი თამაშის პრინციპი სპორტული ატივობის ერთერთ ქვაკუთხედად გვევლინება
- ფიზიოლოგიური თვალსაზრისით დადებით მომენტებზე აქ არ შევჩერდებით***
სპორტის ცხოვრების წესად დანერგვის და სპორტის სწავლების მიზანი ასევე არის ფიზიკური განათლების მიღების გარდა:
- ყოველდღიურობაში აქტიური შრომისა და დასვენების მნიშვნელობის გააზრდება და დანერგვა
- აქტიური შრომა თუ დასვენება მოიცავს ინფორმაციულ სიახლეებს, შემეცნებით ელემენტებს
- ჯანმრთელი და რაციონალური კვების წესად ქვეცა
- პირადი თუ საზოგადოებრივი ჰიგიენის საჭიროების გაცნობიერება
- მავნე თუ მანკიერ ჩვევებზე შეგნებულად, საკუთარი ნებით უარის თქმა და აღნიშნულის ტირაჟირება
- ადამინაბეთან ურთიერთობების სწავლება და მათთან სოციუმში თანაცხოვრების საზოგადო პრინციპების დაცვა
- უმწეოთა მიმართ თანაგრძნობის გაჩენა, დახმარების აღმოჩენის საჭიროება სოციალური როლით და პირადი ნებით გამოხატული
აქვე ხაზგასასმელია, რომ სპორტს, როგორც სასწავლო დისციპლინას ყოველ ეტაპზე (ასაკობრივი დიფერენციის გათვალისწინებით, თავისი სპეციფიკა გააჩნია, რომლის ძირითადი პრინციპებია სპორტულ აქტივობაში ჩართული პირების გონებრივი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზაობა დაძლიოს კონკრეტული ეტაპი და შემდგომი ეტაპის დასაძლევად გარდა მზაობისა გააჩნდეს სურვილი.
საფეხურები:
სასკოლო პერიოდის საფეხურებად კლასფიკიაციისას რამდენიმე ძირითადი პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ - ფიზიკური შესაძლებლობები, გონებრივი შესაძლებლობები, აქტივობისადმი ინტერესი, აქტივობისადმი არსებული ინტერესით ნაკარნახევი დამოკიდებულება თავად აქტივობისადმი, ფსიქოლოგიური მზაობა ინტერესის გაღრმავების.
ამ მხრივ ოთხ ეტაპიანი დაყოფა ალბათ მისაღებია:

პ.ს.
გაგრძელება და სქოლიოები და ამბები იქნება - საბოლოო მიზანია ეს "კონცეპციის მაგვარი" დავიყვანო რაგბის როლამდე