ახალგაზრდულების გუნდურ წარმატებასთან ერთად მნიშვნელოვანია თითოეული თაობიდან რამდენი ნაკრების კანდიდატი ან წევრი გაიზრდება.
რაგბის საიტზე არსებულ ბორჯღალოსნებს გადავხედე დაბადების თარიღებით და სხვადასხვა თაობიდან სხვადასხვა შევსება მიიღო ნაკრებმა:
1998- გელა აფრასიძე. იმედია გაგვიმართლებს მოლოდინებს
1997-ლაშა ტაბიძე. მემგონი გააგრძელებს ჩვენი ბურჯების ტრადიციებს

1996-8 მორაგბე: ლობჟანიძე, გორგაძე, კოშაძე, გიორგაძე, სვანიძე, მელიქიძე, მატარაძე, ცუცქირიძე. მაგარი შევსებაა პირველი სამი უკვე ნაკრების სრული წევრია ჩემ თვალში და დანარჩენებსაც კარგი პერსპექტივა აქვს სვანიძეა საინტერესო თუ გაქაჩავს.
1995-5 მორაგბე: თედორაძე, სიჭინავა,ჯინჭველაშვილი,ლიპარტელიანი, ალხაზიშვილი. ბადრი ნამდვილად გახდება ნაკრების უცვლელი წევრი, ხაზის მოთამაშეები ვნახოთ.
1994-5 მორაგბე: აფციაური, გიორგაძე მურაზი, ტალახაძე, ფრუიძე, შუბითიძე. აქედან ფრუი იყო ნამდვილად ნაკრების დონის თუ მოგვარდა პრობლემები, შუბითიძესაც აქვს მგონი შანსი.
1993-7 მორაგბე: მჭედლიძე, შარიქაძე, ხუციშვილი,ბეკოშვილი, მათიაშვილი,მჭედლიშვილი, თეთრაშვილი. 2 უცვლელი ნაკრების წევრი, ხუციშვილი აღარ მგონია რომ დიდი შანსები ქონდეს, მათიაშვილი ვნახოთ რას იზავს.
1992-5 მორაგბე:ლომიძე,ბეჟიაშვილი,ძნელაძე,ხატიაშვილი, ხუციშვილი ალექსანდრე. აქედან ლომიძე თუ იქნება ნაკრების წევრი
1991-6 მორაგბე: ბიწაძე, თხილაიშვილი, მიქაუტაძე, ჟვანია, ჩილაჩავა, ჭყოიძე. ჭყოის გარდა 5 ნაღდი ნაკრების წევრი.
1990-4 მორაგბე: მამუკაშვილი, ნარიაშვილი,ჭეიშვილი, ჯიმშელაძე. 2 ნაღდი ნაკრების წევრი.
რეალურად რომ გადავხედოთ 1990-ის თაობამ მოგვცა 2 ნაკრების წევრი შერკინებაში, 1991 მინიმუმ 5 ნაკრების წევრი მაგრამ აქაც სულ შერკინება, 1992 ერთი ლომიძე (ჩავარდნა), 1993 მოგვცა 2 ნაკრების ხაზის მოთამაშე ჰაერივით აუცილებელი, 1994 ფრუიძემ თუ აურია ესეც ჩავარდნა გამოდის, 1995 ერთი ჰუკერი ნაღდია და თუ ხაზის ხალხმა გაქაჩა არაუშავს თაობა გამოვა,1996 ოთხმოცდაათიანების ჯერ-ჯერობით ყველაზე მაგარი თაობა გამოდის ჯერ მარტო ლობჟანიძე და გორგაძე რად ღირს.
იმედი მაქვს 97-98-იანების ინტეგრაცია სწრაფად მოხდება ნაკრებში ისევე როგორც 96-იანების შემთხვევაში, ვნახოთ ივნისში ვინ გამოიჩენს თავს.
მოკლედ მთავარია თითო თაობაში 3-4 მორაგბე გაიზარდოს და ყველაფერი კარგად იქნება. ამ 18 წლამდელებში როგორც ჩანს გვყავს პერსპექტიული 10 და ფრთები რაც ჰაერივით ჭირდება ნაკრებს

პ.ს. რომ მოვიცლი 80-იანებსაც გადავხედავ როგორი მონაგარი გვქონდა წლების მიხედვით
This post has been edited by FinEx on 14 Apr 2017, 00:40
არაა ეგრე, პოლიტ ელიტაა მტერი, ზოგადად დასავლეთის. ტრამპთან დაკავშირებით იმედები იყო, რომ რევოლუციონერი გამოდგებოდა (როგორც სააკაშვილი), მაგრამ, როგორც ჩანს და ისეთი პირი უჩანს, რომ გახედრეს @ ქოცი არ არის მაგრამ