ტრადიციულად - ძნელად "რაგბი ევროპის" მესამე მატჩში ბორჯღალოსნებმა სტუმრად მეორე ტაიმშიღა
დაუდეს წყვილი ლელო ესპანეთს და უნუგეშოდ დატოვეს Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))ახალი არაფერი მომხდარა. ესპანეთში თამაში ყოველთვის გვიჭირდა. აქამდე, 8 ჩასვლაზე, წაგვეგო სამი (2000 2007 2012) და ერთხელაც (2004) ფრე გაგვეხერხებინა
მადრიდში იოლად * 55:11 (ლ 8/1) ერთად’ერთხელ (2009) მოგვიგია. რაც "ევროპაში" ბონუსი (2011) შემოვიდა, ესპანეთიდან ვერასოდეს წამოგვიღია პრემია (უწინ "მეოთხე ლელო", ამიერიდან "სამი ლელოთი მეტი"), იქ ბოლო ორ სტუმრობაზე კი - შარშანწინ (2015) ფრედ * 13:13 დასრულდა პირველი ტაიმი, ხოლო სამი წლის წინ (2014) სულაც * 9:14 ვაგებდით, და ორივეჯერ მერეღა გავტეხეთ მეტოქე
"ლომები" რიგიანი ... ფრანგული გუნდია, თანაც ჩასიძებული ანგლო-საქსებით გაძლიერებული, ხოლო ვინც ლელო დაგვიდო, ის სულაც ფიჯელია
მართალია, იმათ - იმის გამო, რომ ჩვენთან რკენის შედეგი ცალკე, "2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ" ცხრილში არ ეთვლებათ, და მარტშიც უმაგალითოდ ინტენსიურად, ზედიზედ სამი ვიქენდზე უწევთ თამაში - დაზოგეს ბირთვის ნაწილი (მორენო, ბარერა, ბარტერ, კაპიტანი ნავა, გ.რუე, პერენ, ასკარა), მაგრამ მაგავე "მსოფლიოზე" ჩვენ უკვე გასულები ვართ და ბებრებს ჯერჯერობით ვასვენებთ, ხოლო ახლებს ვცდით
ამატებულებმა გაგვიმართლესისინი თუ აქამდე დედაქალაქის ცენტრში, კოხტა - "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად" გამოცხადებულ - სტადიონზე გვიღებდნენ, ამჯერად იაზრეს და პროვინციაში წაგვლალეს, სადაც მოედანი ნაღდად მოკლე იყო და ეგების ვიწროც
ნავა’სი არ იყოს, სიბერეში მარბიელობა ინდომა შუა’მარბმა ხავიერ კანოსამ, ვინაც 2004 - 2010 წლებში 6-ჯერ გვერაგბა, ნორჩი უელსელი რეფი კი უცნაურად მსაჯობდა: "უპირატესობას" ივიწყებდა - შეტევს არ ეუბნებოდა, ხეირი მორჩაო!
მასპინძლები ბოჭვაზე ყოჩაღად გვინელებდნენ ბურთს, ჩვენი მეორე ხაზი კი ხშირად ფიცხობდა და ჯამში მინიმუმ 5-ჯერ დაჯარიმდა! ცოტ-ცოტას ურევდა თითქმის ყველა - ახალ’გაზრდაცა და ძველიც, მაგრამ ეგრევე მოსდის თვით "ოლ ბლექსს", როცა საომრად ვერ განეწყობა და კადნიერი მეტოქის მედგარ წინააღმდეგობას გადაეყრება
აქსიომაა: როცა კამერები ლამის მოედნის დონეზე დგას, თამაში გონჯი გეჩვენება - არადა, სინამდვილეში ეგრე სულაც არაა ხოლმე; ჭირში კი შენი ძლიერი მხარე უნდა გამოიყენო. ჰოდა, ამჯერადაც ერთობ გამოგვადგა შერკინების ღონე
"ღირსების დივიზიონში" მოღვაწე კონტინგენტიც თანდათან დაიღალა და გული გაუტყდა, ჩვენ კი გაგვიმართლეს ამატებულებმა: ბებერმა დავით კაჭარავამ, ვინაც ბოჭა მომხვდური და ღლიტა ბურთი, და ორივე ახალ’ბედამ - სოსო მათიაშვილმა და ბადრი ლიპარტელიანმა
უდროოდ აიღოესპანელთა პირველსავე შეტევაში "არ გადაგორდა" მიქაუტაძე * 0:3
6’ წუთზე კვირიკაშვილმა 30 მეტრიდან ააცილა შერკინებაში მოპოვებული ჯარიმა
12’ წუთზე 25 მეტრიდან კიდეზე დავარტყით, მაგრამ მრუდედ ავაგდეთ
15’ ბურთი წინ’მავალი შერკინებიდან გამოგვიგორდა, რეფმა კი ხეირი დაივიწყა
20’ შესაცვლელი გაგვიხდა კაპიტანი შარიქაძე, 3 წუთში კი მიწოლაში კიდევ ვიძალეთ * 3:3 (ჯ 5-1)
24’ ლობჟანიძეს ბოქს’ქიქზე დაუფარეს, ესპანეთმა კი შერკინებაში მოპოვებული ჯარიმა უცებ გაათამაშა და "აიღე და მიეძალეთი" მიზანს ეწია * 3:10 @ 27’
30’ ალვარესი ურჯუკად დაეჯახა ლიპარტელიანს; წითელ ზოლთანაც გვერგო ჯარიმა; შერკინებით რომ დავიძარით ლელოსკენ, ლომიძემ უდროოდ აიღო ბურთი, ნემსაძე კი "გვერდიდან შევიდა" (ჯ 8-4)
36’ მიდამოში ესპანეთმა ორი დერეფანი წააგო, კვირიკაშვილმა კი გადაკიდებით იმათ მეოთხედში გადაიტანა თამაში, მაგრამ ნემსაძე ახლა დერეფანში დაჯარიმდა
40’ ორჯერ მიეძალა გიორგაძე; კვირიკაშვილის ოფლოუდი წინ წავიდა, ლომებმა კი სამი წუთი ჩაწოლით გაიყვანეს
15 წამში ჩაეტიაესპანეთმა შესვენებაზე მთელი პირველი ხაზი შეცვალა
44’ წუთზე, 5-მეტრა დერეფნიდან, ლომიძემ განაპირა ზოლში ლელო დაადებინა მამუკაშვილს, მაგრამ თემიდამ შენიშნა, რომ შემტევმა კიდეს დააბიჯა
46’ კვირიკაშვილმა გასერა დაცვა და მათიაშვილი დაგეზა (ფოტოზე), მაგრამ სოსოს კისერში სწვდნენ (ჯ 10-6)
47’ ლობჟანიძემ უცებ გაათამაშა, ძალურ სოლოთა შემდეგ ხმალაძე ფინტებით კარამდე მივიდა და სამ მეტოქესთან ჭიდილში, დგომელამ ბურთი ხაზზე დაანარცხა, მაგრამ კიდის მსაჯი მასპინძლებს მიემხრო
იქვე 5-მეტრა დერეფანში უხეიროდ (!) ავაგორეთ მოლი, მაგრამ ლობჟანიძემ შორს მიაწოდა ფრთაზე გაქცეულ თხილაიშვილს და "კოკიმ" სამთან ჯახით მაინც შეიტანა ლელო * 10:10 @ 50’
52’ და 55’ ლომებმა დერეფანში ააგორეს მოლები, მაგრამ კაჭარავამ წითელ ზოლთან თერნოვერები შეამთხვიათ, ტელე’საათს კი ერთბაშად დააკლეს 2’30 -- 57’15 იქცა 54’45-ად!
შერკინებამ ისევ გამოიმუშავა ჯარიმა ჩვენს 22-ში, 35 მეტრიდან კი ფრონტის შუაში რომ მიეძალა თხილაიშვილი, გადაწყობის შემდეგ კვირიკაშვილმა მოკლე ფრთაზე დიაგონალურად დაუგორა მათიაშვილს და ამან გაქანებულმა, მიწიდან აიტაცა - მთელი შეტევა 15 წამში ჩაეტია * 17:10 @ 60’
70’ ესპანეთმა 5-მეტრა დერეფნიდან 90 წამი გვიტია ყველა ხერხით; შერკინებამ ისევ იძალა და ბურჯიც გაისტუმრა სინბინში, მაგრამ მეკომ კიდეს ვერ უწია ჯარიმა
73’ და 75’ ესპანეთი ფაზაობითა და პასაობით 15 და 5 მეტრზე მიუახლოვდა ლელოს: მეორე, 135 წამიანი შტურმი ბეგაძემ განმუხტა
77’ ჩვენმა შერკინებამ ისევ იძალა; შეუტია კაჭარავამ; ესპანეთის ხაზი თამაშ’გარეთ ჩარჩა (ჯ 16-10) და მასპინძლები უნუგეშოდ (7 ქულაზე მეტით) დამარცხდნენ * 20:10
რაგბი ევროპა * 2017მესამე რაუნდი
საქართველო 20:10 ესპანეთი წარსული >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-H2H/#SPN23 მოთამაშე >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-SQD/#SPNბარათი >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-CARD/#SPNსაქ: კვირიკაშვილი მათიაშვილი კაჭარავა შარიქაძე^კაპ (ბ.ლიპარტელიანი 20) თოდუა (წიკლაური 78)
<10-9> ხმალაძე ლობჟანიძე (ბეგაძე 63) /
თეთრაშვილი (მატარაძე 54) მამუკაშვილი (ბრეგვაძე 54) ბეკოშვილი (ტაბიძე 61)
ნემსაძე^კაპ’ მიქაუტაძე (შუბითიძე 77)
ო.გიორგაძე (ცუცქირიძე 55) თხილაიშვილი ლომიძე -
2ლ: თხილაიშვილი მათიაშვილი; 2გ 2ჯ: კვირიკაშვილი
ესპ: ლინქ’ლეითერ კასტილიონი (მენგიონ 71) სნი ალვარეს ხორბა
<10-9> ბელი (ხიმენო 54) ს.რუე (რამოს 66) /
ლოპეს (ფ.ბლანკო 41) ბარნს (აუსკი 41) ა.ბლანკო (საბალა 41 სბ 71-79)
ნგავინდი (გიომ 55-61, ა.ბლანკო 77-79) სანჩეს (გიომ 62)
ვია’ნუევა კანოსა (ფოულდს 48) ჟიბუენ^კაპ -
ლ: ნგავინდი; გ ჯ: ლინქ’ლეითერ
რეფ ქ.ევანს (უელ) 4/03_2017 @ ვაია’დოლიდ, მედინა-დელ-კამპო
0:3(3) 3:3(23) 3:10(27) ნახ(40+3) /
10:10(50) 17:10(60) სბ(71ე) 20:10(79) ბოლო(80+)
ვიდეო >>
https://www.youtube.com/watch?v=pFCTOZeCqTUრუსეთი 10:30 რუმინეთი$ლ: მოროზოვ; გ ჯ: კუშნარიოვ -
4ლ: ბადიუ ლემნარუ ლუკაჩ როუზ; 2გ: ვლაიკუ; 2ჯ: კალაფეტეანუ / სბ: როუზ
რეფ გალაჰერ (ირლ) 4/03 @ სოჭი, იუგ (_)
0:7(8) 0:14(27) 3:14(40) /
3:17(45) 3:20(47) სბ(64რმ) 3:25(69) 10:25(79) 10:30(80+)
გერმანია 34:29 ბელგია$4ლ: ოტო ელს არმსთრონგ მერფი; 4გ 2ჯ / სბ: რ.პარქინსონ -
3ლ: ა.ვილიამს პირს მურიჩ; გ 4ჯ: ა.ვილიამს
რეფ ატორა’საგასტი (ესპ) 4/03 @ ფრანკფურტ, ოფენბახ (_)
0:3(3) 7:3(6) 10:3(9) 13:3(15) 13:6(20) 20:6(33) /
27:6(45) 27:13(52) 27:18(60) 27:21(65) 34:21(67) სბ(76გ) 34:26(77) 34:29(80)
რაგბი ევროპა 2017ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით
11/02 ბელგია 06:31 საქართველო $ ბრიუსელ
11/02 გერმანია 41:38 რუმინეთი $ ფრანკფურტ
11/02 ესპანეთი 16:06 რუსეთი მადრიდ
19/02 საქართველო $ 50:06 გერმანია რუსთავი
18/02 რუმინეთი 13:03 ესპანეთი ბუკურეშტ
18/02 ბელგია $ 18:25 რუსეთი ბრიუსელ
04/03 ესპანეთი 10:20 საქართველო ვაია’დოლიდ
04/03 რუსეთი 10:30 რუმინეთი $ სოჭი
04/03 გერმანია 34:29 ბელგია $ ფრანკფურტ
3 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $საქართველო 14 +79 14/01 101:022 3-0 2
რუმინეთი 10 +27 10/06 081:054 2-1 2
გერმანია 8 -36 09/16 081:117 2-1 0
ესპანეთი ^ 4 -10 02/03 029:039 1-2 0
რუსეთი 4 -23 04/07 041:064 1-2 0
ბელგია 2 -37 05/11 053:090 0-3 2
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა) |
ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
+2 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)
ტოლობაზე: ჯერ პირადში ^ 0) საცხრილო ქულა, 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) გატანილი ქულა;
მერე მთელ ტურნირში 5) სხვაობა, 6) ლელო, 7) გატანილი ქულა
12/03 საქართველო 18.00 რუსეთი თბილისი11/03 ბელგია 18.00 რუმინეთი ბრიუსელ
11/03 გერმანია 19.15 ესპანეთი კელნ
19/03 რუმინეთი 17.00 საქართველო ბუკურეშტ18/03 ესპანეთი 19.00 ბელგია მადრიდ
19/03 რუსეთი 15.00 გერმანია სოჭი
29 წლის (1989-2017) მონაგარი198 თამაში (80 შინ, 78 გარეთ, 40 ნეიტრ)
121 მოგება - 70 წაგება * 7 ფრე
ქულა 4589:3592 (+997)
ლელო 546/365 (+181)
18 ერთა თასზე (2000-2017)
88თ (43შ 42გ 3ნ) 72-12*4
ქ 2709:1062 (+1647) ლ 355/83 (+272)
ესპანეთთან (2000-2017)
18თ (9შ 9გ) 14-3*1 ქ 567:270 ლ 78/28
250 ბორჯღალოსანი[ #249 სოსო მათიაშვილი, #250 ბადრი ლიპარტელიანი ]
100 ბექი, 141 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 262, ხოლო ფორვარდებმა 284 ლელო
ბორჯღალი (კეპი)
101 კვირიკაშვილი; 97 კაჭარავა; 94 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი, მალაღურაძე; 73 მაჩხანელი;
70 ურჯუკაშვილი; 69 გორგოძე; 68 ნემსაძე; 67 ლაბაძე; 66 ზედგინიძე;
64 ა.გიორგაძე, შველიძე; 62 სუთიაშვილი, თოდუა; 61 ხამაშურიძე, სამხარაძე;
57 ჯიმშელაძე; 54 ბეგაძე; 53 ზირაქაშვილი; 51 ხმალაძე; 50 შარიქაძე
ქულა (მარტო დამრტყმელები)
793 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
184 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური
ლელო26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე; 20 კაჭარავა;
18 ურჯუკაშვილი; 15 ზედგინიძე, ხამაშურიძე;
14 უდესიანი, კვირიკაშვილი; 12 ლაბაძე, ნემსაძე; 11 ა.გიორგაძე;
10 ქავთარაშვილი, ცაბაძე, ჩხაიძე, თხილაიშვილი;
9 ჯიმშელაძე, დადუნაშვილი, ზირაქაშვილი, შარიქაძე
@