დავბერდი და დავიღალე
მაგრამ ამდენი მოკეთე და რაგბის ქომაგი რომ მყავხართ, მიხარია
ყველას მდაბალი მადლობა მოლოცვისა და დღე’გრძელობისთვის
ჩემი აქამდელი დუმილის ერთად’ერთი მიზეზი კი იყო მოუცლელობა
ოფისის გადაბარგების გამო - სწორედ რომ 28 თებერვალსა და 1 მარტს
წნეხის მიუხედავად, მაინც სრულად გავარჩიე ზე 18-ის პირველი რაუნდი
და მოვამზადე ესპანეთის მატჩის სრული წინათქმა (პაკეტი)
+ ყველა შინაური ლიგა დროულად განვაახლე კავშირის საითზე
და ეს მოკლე, ცოტათი სევდიანი ფოტო-რეპორტაჟიც გადავიღე:
აი ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ავიყარეთ ვაკიდან და მოვეწყვეთ ვერაზე
აქ მხოლოდ 12 ფოტოა - კიდევ მაქვს 70
სულ პირველ ფოტოზე: კავშირის აღმ.დირექტორი მიშა ხარატი და დიზაინერი გიორგი ჯაფარიძე
მერე ძველი სათათბირო ოთახი და ჩემი კუთხე, გაჩერება ღამით, კარი’ბჭე და ირიბი ხიდი,
ვერეს ხეობა, ავეჯის მაღაზია, ტრასის ხიდი და ჩემი ახალი კუთხე