მე გეტანხმებით, რომ რეზი ფიზიკურად სუსტია და მოსამატებელი აქვს.
სხვა ნაკლს მე ვერ ვხედავ, არ ვიცი როგორ ვარჯიშობს, არ ვიცი რა ხასიეთის ადამიანია, საქმეს როგორ უდგება, მოტივაციის პრობლემა აქვს თუ არა, მაგრამ რაც დავინახე ისაა, რომ ნაკრებმა ყველაზე მაგრად მისი დაგეზვით ითამაშა, გააზრებულად. ერთადერთი შემთხვევა იყო წელს როცა მგეზავი გუნდს გეზავდა. და ჰოი საოცრებავ "ზელანდიელს" უფანტაზიო-ფორმაში არ მყოფი (ამ ეტაპზე, თუმცა ჩემი აზრით არც ადრე იყო კარგი მგეზავი) ხმალაძე უფრო მოსწონს, თან ისე, რომ იმის მერე 2 წუთიც კი აღარ ათამაშა. მე არ ვამბობ, რომ მომავალი კარტერი და ვილკინსონია, მაგრამ აქამდე ვინც მინახია ქართველი მგეზავები ყველას მირჩევია ეს გამჩხიკული ქუთაისელი ტვინითაც და ტექნიკითაც.
რავი მე მგონია, რომ როცა ესეთი მონაცემების მქონე ბიჭი გყავს მას წასახალისებლად გარკვეული დრო უნდა მისცე, რომ მიხვდეს, საჭირო კაცია და თუ საკუთარ თავზე ბევრს იმუშავებს და ჯანსაც აკრეფავს მისი კარიერა სხვანაირად განვითარდება. მარტო შეკრებებზე გამოძახებით არამგონია ვინმეს მოტივაცია ემატებოდეს პირიქით, რო ხედავ 1 წელია შეკრებებზე გეაძხიან და არ გათამაშებენ ინგრევი ფსიქოლოგიურად.
უეჭველი ვიცი მაგასაც ხუციშვილივით დააკომპლექსებენ.
საშინელი ფსიქოლოგია მელიტონა.
თამაშს აგებდა და 2 ჯანმრთელი ენერგიით სავსე დასვენებული კაცი სკამზე დარჩა, არ გამოყვანა