NeverComeBackგადავიკითხე წინა გვერდები და გამიჩნდა სურვილი შენს პოსტებს გამოვხმმაურებოდი .
როგორც ჩანს ძალიან გინდა იმის გაგება , რომ არ ვართ იმდენად ძლიერები , რომ ტოპ გუნდებს მოვუგოთ . ან რატო გადაეკიდე ამ ტოპ გუნდებს ვერ ვხვდები .
ჩვენი სამიზნე 4-5 წლის წინ თუ იყო კანადა და ამერიკის დამარცხება , ეხლა ეს ეტაპი გადავიარეთ საკმაოდ წარმატებით და ეხლა ჩვენი სამიზნე ჯგუფი არის იტალია , იაპონია და მათი მსგავსი გუნდები . ყველაფერი ერთიანად არ მოდის და რაღაც ეტაპების გავლაა საჭირო . თუ ამ წინსვლას რაც გვაქვს ბოლო წლებში ვერ ხედავს ადამიანი ან არ უნდა რო დაინახოს და ან საერთოდ რაგბის გაგნებაში არ არის.
მოვა დრო , როცა ზელანდიასთან და ინგლისთან თამაში სახვეწარი კი არ გვექნება , პირიქით მათთვისაც მისაღები და პრიორიტეტული იქნება ჩვენთან , თბილისში თამაში. ძალიან მჯერა ამის და იმედია 20 წლის ვადაში მოხდება ეს ყველაფერი.
გუშინდელ თამაშს რაც შეეხება ტაბიძის დონის 1ხაზელი ჩვენ ნაკრებში კი არა სავარაუდოდ ჩემპიონატზე არ არის არცერთ გუნდში.
მეორე ხაზმა იმუშავა ძალიან , ძალიან მაგრად.
ასევე კაპიტანმა ძალიან მაგრად შეასრულა სამუშაო .
გელას ფეხით თამაში კარგი იყო , მაგრამ ამდენი შეცდომა მიუღებელია ესეთ თამაშში . იმედია გამოასწორებს.
აბჟანდაძე ძალიან დაბნეული მომეჩვენა .
12-13 ძალიან ბევრი , თან კარგად იმუშავეს .
11-14 პრობლემა ამ ნაკრებშI არ დგას ჩვენდა საბედნიეროდ . მიმინოშვილის აჩქარება გულს გაუხარდა
15 - მოდებაძეს მეტი შეუძლია .
კვესელაძეს ეტყობა რო ყველაზე გამოცდილი უკანახაზელია ჩვენს გუნდში და დიდი ძალაა აშკარად.
ერთ თამაშს რო აუცილებლად მოვიგებთ მაგაში დარწმუნებული ვარ , მაგრამ ვის მოვუგებთ ეგაა საინტერესო )))
მადლობა ბიჭებს გუშინდელი თავგანწირვისთვის.
ხო და კიდევ არგენტინის 9 ნომერი ვიშვილოთ რა