მოკლედ ცოტა სული მოვითქვი მეორედ ვუყურე თამაშს და პატარა რევიუს გავაკეთებ.
ჯერ პირველი ცოტა უკან რომ დავიხიოთ და შარშანდელი და შარშანწინდელი თამაშები გავიხსენოთ შევამჩნევთ რომ ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა.
ერთერთი დიდი პრობლემა ბორჯღალოსნებისთვის ყოველთვის ბურთიანზე მიყოლა იყო, დღეს ეს ხარვეზი თითქმის მთლიანად არის გამოსწორებული, ამის შედეგად ბეკებმა არგენტინასთანაც და კანადა უელსთანაც რამოდენიმე ძალიან სახიფათო შეტევა განახორციელეს, ამას მოყვა კაჭის შესანიშნავი ლელო არგენტიასთან და რამოდენიმე ძალიან სახიფათო შეტევა დანარჩენ ორ თამაშში.
მნიშვნელოვნად არის შემცირებული რაქში და პასებში ტექნიკური წუნი (ნოქ ონები, მიწაზე თამაში და ა შ) ეს ხარვეზები ჯერ ისევ გვაქს მაგრამ "ტრადიციულთან" შედარებით ბევრადაა შემცირებული, ერთი პერიოდი თითქმის ყველა შეტევა ჩვენი ტექნიკური ჩავარდნით მთავრდებოდა.
მიუხედავად იმისა რომ ტემპში აყოლა გაგვიჭირდა, შოტლანდიის და ირლანდისს თამაშებისგან განსხვავებით ეს მაინც მოვახერხეთ.
კონკრეტულად დღევანდელ თამაშს რაც შეეხება.
როგორც ყოველთვის დასაწყისში ვინერვიულეთ მაგრამ დაცვაში კარგად ვიდექით. მწვრთნელის მოწოდება აშკარად აქტიური დაცვა იყო, დაცვაში კი საუკეთესოები ვიტო, კაჭი, ბუკა და კოტე გამოირჩნენ.
ჰაერში სამწუხაროდ ბევრი წუნი გვქონდა. უელსელების შეტევები დიდი ძალისხმევით გავანეიტრალეთ.
ჩემი აზრით ბეკებისთვის მეტი შანსი უნდა მიგვეცა. რამოდენიმეჯერ კარგად გავჭერით ხაზი და შიგადაშიგ ის თამაში გამოვაჩინეთ რომელის პოვნასაც ამდენი ხანია ვცდილობთ.
მეორე ტაიმში უცნაური რამ მოხდა, საქართველოს ნაკრებმა პირველ ნომრად თამაში დაიწყო და უელსი დაცვაში ჩაჯდა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ უელსის სამწვრთნელო შტაბი ჩვენს დაღლას ელოდა და ნელ ნელა შეცვლიდან ძირითადი გუნდის მორაგბეებს გვაპარებდა. ეს კი ცუდად შემოუბრუნდათ როდესაც ჩვენზე მეტად დაღლა თვით უელსელებს შეეტყოთ. ამას გარდა ჩვენს სასახელოდ უნდა ითქვას რომ უელსის ვარსკვლავურმა სკამმა(ბიგარი, ჯონსი, ფალეტაუ) ვერაფერი დაგვაკლო, პირიქით უელსელები აირივნენ და ანერვიულდნენ, ჩვენ კი წნეხი გავზარდეთ.
ამ თამაშში გვქონდა მოგების შესანიშნავი შანსი, როგორც იტყვიან ბურთიც და მოედანიც ჩვენი იყო. მაგრამ სამწუხაროდ გამოჩნდა ჩვენი სისუსტე შეტევაში. ვინაიდან ჩვენ არ გვყავს მაღალი დონის ჩემპიონატში მოთამაშე 10 ნომერი ძალიან გვიჭირს მომენტების შექმნა, ჩვენი მომენტები(დიდ გუნდებთან) ძირითადად მეტოქის შეცდომების ხარჯზე მოდის და არა ჩვენი შემოქმედების. მიუხედავად ამისა ვერაფერს ვერ დავაბრალებთ ლაშა ხმალაძეს ან რეზი ჯინჭველაშვილს, მათი კარიერის და საკლუბო გამოცდილების გათვალისწინებით ისინი თავის თავს ახტებიან რათა ნაკრებს გამოადგნენ. თუ შედარება გინდათ ნახეთ სად და როგორ თამაშობს რის პრისტლენდი, უელსის მეორე 10 ნომერი და რა დონის სეზონს ატარებს წელს. მათ წინააღმდეგ ჩვენ ჩემპიონატში გაზრდილ დაღვინებული მოთამაშეები მოსალოდნელზე უკეთ გამოდიან.
ბოლოს კი ერთი არასასიამოვნო "ტრადიცია" შევნიშნე. მეტოქის 5 მეტრიანი ზონიდან ხშირად უქულოდ ვბრუნდებით რაც ძალიან ცუდია. ეს პრობლემა უკვე კარგა ხანია გვაქვს მაგრამ აქამდე მამუკა გორგოძის ყოფნა საქმეს გვიიოლებდა. მისი წასვლის შემდეგ კი ჩვენმა შეტევამ უზარამაზარი პოტენციალი დაკარგა.
შესამჩნევად კარგად ითამაშეს ახალბედა მოდებაძემ და მათიაშვილმა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მათ ნერვიულობა ყველაზე ნაკლებად ეტყობოდათ და ძალიან "თავხედურად" უქმნიდნენ პრობლემებს უელსის ნაკრებს.
ეს კი ბონუსად: ბოლო წუთებში თურმე მელიტონასაც ჩვენსავით შეუძახია "ბექს" მაგრამ გამგონი არ ჰყოლია.
http://www.dailypost.co.uk/news/north-wale...omments-section This post has been edited by FullbackAce on 19 Nov 2017, 07:21