შიდა ასპარეზის უცნაურობები (სამ სხვადასხვა თმაში)
დიდი10_ში მე-5 ტური მიილია, მართალია არასრული, მარგამ მაინც... მარათონის ¼ გავლილია.
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/გათამაშებას უდანაკარგოდ ქუთაისის აია ლიდერობს, მიუხედავად ხუთიდან ხუთი მოგებისა რიონისპირებელს ჯერ ბონუს ქულა არ მოუპოვებიათ, ლელოთა ბალანსიც მხოლოდ +1 (9/8)
აიამ 14:7 დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ჯიქი.
აიას კვალში ხარები უდგანან, რომლებმაც ჯერ კიდევ შარშან ერთი ამოსუნთქვით მოიგეს პირველი ლიგა და ომახიანად განვლეს პირველი 4 ტური, თუმცა გათამაშების აუტსაიდერთან სტუმრობა და დაგეგმილი 4 ქულა უტოპია აღმოჩნდა - მეორე ქუთაისურ გუნდთან - ბაგრატთან: მოულოდნელი მარცხი 0:21
რუსთაველებსაც ჯერ პრემიალური ქულა არ აქვთ მოპოვებული, ლელოთა ბალანსი +2 (11/9)
ხარებივით 16 ქულა და გატამაშების ცხრილში მესამე საფეხური დაიკავა ჯიქმა: ორი მარცხითა და სამი გამარჯვებით, თუმცა მათ მონაგარს 4 პრემიალური ქულაც ემატება. ლელოთა ბალანსი +5 (12/7)
ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონი ლელო-სარასენსი მე-4 ადგილს იკავებს იმარჯვა რა ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ 18:15 აკადემიასთან. ლელოელებსაც ორი პრემიალური ქულა აქვთ მონაგაში და +6 ლელოთა ბალანსი (14/8)
ლელოს კვალში უდგას თბილისიდან მარნეულში „გადაბარგებული“ არმაზი, 2-2 მოგება-წაგებით და პირველივე ტურში ნათამაშევი ფრით. მარნეულელების მონაგარშია 3 პრემიალური ქულაც. ლელოთა ბალანსით +5 (13/8)
განვლილ ტურში არმაზმა გასვლაზე 22:17 დაამარცხა არმია
არმაზს 4-4 მატჩით მოჰყვებიან ბათუმი და ლოკომოტივი, რომელთა შორის მატჩიც გადაიდო (უდენობის გამო_ო***)
ოთხი ტურის თავზე ზღვისპირელთა მონაგარი 12 ქულაა: 2 მოგება, 1 ფრე და 1-ც მაცხი, ამას დამატებული 2 პრემიალური ქულაც ლელოთა ბალანსით +9 (12/3)
ლოკომოტივმაც ორ გამარჯვებასა და ორი მარცხს ორიც პრემიალური ქულა დაუმატა, ლელოთა ბალანსით +/-0 (10/10)
გათამაშებას სამი მონაწილე ჰყავს ვინც ჯერ 10 ქულა ნიშნული ვერ გადალახა და სუალც მოგების გარეშე ან თითო გამარჯვებით აქტივში ასპარეზობს:
არმია მერვე ადგილს ერთი მოგებითა და ერთიც პრემიალური ქულით იკავებს, ლელოთა ბალანსი -11 (6/17)
არმიელებივით მხოლოდ 5 ქულაა აკადემიელების მონაგარი, მართალია ჯერ მოგების გარეშე ასპარეზობენ, მაგრამ ხუთივე მატჩში მოიპოვეს სანუგეშო ქულა. ლელოთა ბალანსი -4 (7/11)
გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე მეორე ქუთაისური გუნდი - ბაგრატია, რომელმაც მართალია მოახერხა პირველი გამარჯვების მოპოვება, მარგამ პრემიალური ქულის უქონლობის გამო აკადემიელებზე უკან არიან, ლელოთა ბალანსით -13 (5/18)
გადადებული მატჩი არ ვიცი როდის შედგება, თუმცა მომდევმო ტურის თარიღიც და მონაწილეებიც ცნობილია:
ბათუმი აკადემიას მიიღებს, ბაგრატი კი არმიას, ლელო ხარებს ესტუმრება, ლოკომოტივი კი ჯიქს, ხოლო არმაზი აიას დაუხვდება.
ნახუთტრევს სტატისტიკა:
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-D10-STATS/დამრტყმელებში 50 ქულიან ნიშნულს ჯერ მხოლოდ აიას მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი გადაცდა 54 ქულით, მას კვალში უდგანან 48 ქულით ბახვა კობახიძე ბათუმის ფულბექი და ლელოს დამრტყმელი, ასევე ფულბექი ირაკლი ყიასაშვილი 46 ქულით.
3-3 ლელოს დადება უკვე მოასწრეს:
აბრამიძე - აია - ფრთა
გიგაური - არმაზი - ცენტრი (ფრთა)
კვირიკაშვილი - ლელო-სარასენს - მგეზავი
მაჭარაშვილი - ხარები - მესამე ხაზელი (ფლანკერი/მარბიელი)
ურჯუკაშვილი - ბათუმი - ცენტრი
შკინინი - ლოკომოტივი - ფრთა
ჭყოიძე - ჯიქი - კვაჭი (ჰუკერი)
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
PNN#GiorgiG83
...კონფუციანელი...