ბოკეს ანტი’რეკორდი "ოთხი ერის" მეოთხე შაბათს
გალაღებულმა ზელანდიამ მზარდ აფრიკას
მაინც უსაზარლესი მარცხი აგემაOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))"ოლ ბლექსი" წელს არა’სტაბილურად რაგბობს, "ბოკემ" კი შარშანდელი, ჩაფლავებული სეზონის (12: 4-8) შემდეგ თითქოს უმატა -- სხვა თუ არაფერი, 2017 წლის მეშვიდე ტესტს წაუგებლად უწია (6: 5-0*1)
იაპთა წინსვლის საწყაო კივებთან შებმა უნდა ყოფილიყო. აფრიკას მის წინ წლის ბოლომდე გამოაკლდა მღლეტელი იაკო კრილი. მატჩის წინა დღეს ავად გახდა 9 ნომერი როს კრონიეც
გუნდს 32 ბოჭვა გაუცუდდა. განელმა რეიმონდ რულმა მეტოქე 9-ჯერ გაატარა. მოიშალა დერეფანი (9-5) და დადედლდა შერკინებაც (3-3)
ჰოდა, სირენის შემდეგ ანგარიში * 0:57 რომ გახდა, გაუარესდა ანტი’ რეკორდი -- ბოკეს აქამდე 3:53 წაეგო ინგლისში (2002) და 0:49 ავსტრალიაში (2006), ხოლო შავებთან ყველაზე სასტიკი მარცხი * 15:57 შარშან (2016) ეგემნა დურბანში
ვირტუოზულად წაიბურთავესზელანდია წლეულს ბოლოჯერ თამაშობდა შინ. ოქლენდის გარეუბან ელბანში საუცხოო - მშრალი და უქარო - დარი იდგა. აფრიკამ რიხიანად დაიწყო და პირველ ტაიმში ბურთის ფლობითა (54-46%) და ტერიტორიითაც (61-39) აჯობა მასპინძელს, მაგრამ ელთონ იანკისმა რომ ვერ გაიტანა იოლი ჯარიმა, თანდათან წახდა
შემდეგ ეპიზოდში რულსა და ანდრის კუციას აუტში დარტყმის წესი შეეშალათ, ჯესი კრილმა დაცვაში ოფსაიდიდან ითამაშა და ბოდენ ბარეთმა გახსნა ანგარიში * 3:0 @ 14’, არონ სმითმა კი 45 მეტრიდან უცებ გაათამაშა ჯარიმა და ფრთაზე გადაუკიდა რიკო იოანეს, ვინაც იოლად გაუსწრო ქორნალ სქოსანს * 10:0 @ 19’
შემდეგსავე შეტევაში ნეჰე მილნერ-სქადერმა კივთა ლელოდან 30 მეტრზე ჩაუჭრა პასი ჟან-ლიუკ დიუ’პრეს და თუმც სქოსანი წამოეწია, ბოდენ ბარეთთან წაიბურთავა ვირტუოზულად * 17:0 @ 22’ (ფოტო)
ამით აფრიკა მთლად მოიშალა, ბოდენმა კი ფრთისკენ რომ ასწია აბრაგანი, ფრანსუა ჰოუხარდმა ვერ დაიჭირა და მოზანტო სქოთ ბარეთმა ივარგა * 24:0 @ 36’
ხოლო ქიქ’ოფიდან იოანემ (12 სოლო, 181 მეტრი, 4 გაჭრა, 11 გაბითურება) 65 მეტრიდან მოაწყო გარღვევა და დეინ ქოულზის პასით ზორბა ბროდი რეთალიქი კარში ეწია მიზანს * 31:0 @ 38’
არაფერი შეჰმატებიათბოკემ შესვენების მაუწყებელი სირენის შემდეგ 7 ფაზა აკინძა, მაგრამ შავებმა ეს შტურმიც მოიგერიეს, მეორე ტაიმში კი კიდევ 4-ჯერ დაალელოვეს უფრო სუსტი მარქაფის მყოლი მეტოქე
მეხუთე ლელოზე 7-მეტრა დერეფანს "აიღე და მიეძალე"ს 5 სერია მოჰყვა და ბოდენმა შორს მიაწოდა ეულად დარჩენილ მილნერ-სქადერს * 36:0 @ 53’
მეექვსეზე, მსგავსი დერეფნიდან, ოღონდაც ორიოდე წყების შემდეგ, მიზანს ძალით ეწია მზარდი ბურჯი ოფა ტუჰუნგაფასი * 43:0 @ 65’
მეშვიდეზე, 35-მეტრა დერეფნიდან, მწყობრი შუაში გასერა ენთონ ლენართ-ბრაუნმა და ლელოსთან უპასა მიმყოლ ლიმა სოპოანგას * 50:0 @ 75’
ბოლო, 5-მეტრა დერეფანში აგორებულ მოლს მოჰყვა * 57:0, მაგრამ "ოლ ბლექსს" ამ რბევითაც ვერაფერი შეემატა რეიტინგში, რაკი ბოკეს შებმამდეც ძაან უსწრებდა
სასიკეთოც შევნიშნეოანომალური ანგარიშის მიუხედავად, კივებმა მაინც აქეს მეტოქე, ესაო და ალაგ-ალაგ მწვავედ გვიტევდაო, ბოკეს უხეირო, მულატი გურუ, ალისთერ კუცია კი თავის მართლებას მოჰყვა:
ზელანდიაზე 50 ქულით უარესები ნამდვილად არა ვართ; ჩვენს თამაშში ბევრი სასიკეთო (!) რამ შევნიშნე და თუ რა შეგვიძლია, მაგას ორ კვირაში, ავსტრალიასთან დაგანახებთო
მაგ რკენისთვის კუციას ამალამ მღლეტელად ინგლისიდან იხმო "ბასის" კაპიტანი ფრანსუა ლოუ, კივები კი ერთბაშად ექვს ლიდერს (ქროთი ბ.ბარეთ / რეთალიქ ვაითლოქ; სქვაიერ ქეინ) სააფრიკოდ ზოგავენ და არგენტინაში შემცვლელები მიჰყავთ
მეოთხე დუბლიარგენტინამ მეოთხედაც წააგო, რითაც ავსტრალიამ ნავსი გატეხა და აფრიკას ცხრილში 3 ქულამდეც წამოეწია
კანბერაში ყინავდა. იზი ფოლაუმ შუა კვირაში სოც’მედიაში არ მოიწონა "ერთი და იმავე სქესიანთა" ქორწინება და თანა’გუნდელთა (!) გულის’წყრომა დაიმსახურა, მაგრამ მაინც შეიქნა პირველი ვოლაბი, ვინაც სეზონში 4 დუბლი შეასრულა
7 ცდით 7 გოლი გაიტანა "ბლედისლოუ ორის" ანტი’გმირმა ბერნარდ ფოლიმ. არგენტინამ პირველი ტაიმის მეტი წილი (71-29%) მეტოქის ნახევარზე გაატარა და შესვენებაზე დაწინაურებულიც წავიდა, მაგრამ მეორეში ოზებმა უცებ შეიტანეს წყვილი ლელო, ბოლოს კი სინბინზე სამიც შეჰმატეს აქტივს * 45:20
მარბიელი გაიწირაპირველი ტაიმის ლელოებზე: მარტინ ლანდახომ აგუსტინ კრევის ბლოკით იხეირა, ვოლაბებმა კი 45 მეტრიდან რომ გააჩაღეს ბურთაობა, 4 ფაზაში 14 გადაცემა შეასრულეს * 10:10 @ 31’
მესამე მეოთხედში ბურჯი სეკოპე კეპუ ძალით შეიჭრა ძელთან, ვილ გენიამ კი მომსხეპი პასით ახეირა ფოლაუ * 24:13 @ 55’
პუმებს ბოლოსკენ რომ გაუსინბინეს ბურჯი, მარბიელი გაიწირა. ამით ისარგებლა გენიამ და შერკინებიდან მოკლე ფრთაზე გაუტია * 31:13, მისი დუბილორი ნიქ ფიპსი კი ფრთაზე გაჭრილ შონ მაკ’მანს მიჰყვა და ლელოს შებოჭილიც გადასწვდა * 38:13 @ 76’
ამის პასუხად მატიას მორონიმ გადაიკიდა, აიღო და გაქუსლა, მაგრამ ბოლო ლელო მაინც ოზებმა დადეს - ნორჩმა კვაჭმა ჯორდან უელეზიმ ახლოდან იძალა
ფალავნობა * 2017 * ოთხი ერიმეოთხე რაუნდი
ზელანდია$ 57:0 აფრიკაზელ: მაკ’ქენზი მილნერ-სქადერ (ლენართ-ბრაუნ 54) ქროთი სბ.ვილიამს (სოპოანგა 54) რ.იოანე
<10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 58) /
ჰეიმს (ქროქეთ 43) ქოულზ (თეილორ 58) ლაულალა (ტუჰუნგაფასი 52)
რეთალიქ ვაითლოქ; სქვაიერ (სქ.ბარეთ 27) ქეინ (ა.სავეა 58) რიდ^კაპ -
8ლ: იოანე მილნერ-სქადერ (2 5) სქ.ბარეთ რეთალიქ ტუჰუნგაფასი სოპოანგა თეილორ; 7გ ჯ: ბ.ბარეთ
აფრ: ან.კუცია რულ ჯ.კრილ სერფონტეინ (დე’ალენდე 70) სქოსან
<10-9> იანკის (პოლარდ 58) ჰოუხარდ (პეიჯ 59) /
მთავარირა (კიცჰოფ 45) მარქს (მბონამბი 58) დრეიერ (ნიაკანე 55)
ეცებეთ^კაპ მოსტერტ (დე’იახერ 45) კოლისი ჟლ.დიუ’პრე (დიუ’ტოი 52) ქასიმ
რეფ ოუენს (უელ) 16/09 @ ელბანი, ქიუ’ბი’ი (30 021)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...65&d=15055685933:0(14) 10:0(19) 17:0(22) 24:0(36) 31:0(38) შეს(40+2) /
36:0(53) 43:0(65) 50:0(75) 57:0(80+3)
ავსტრალია$ 45:20 არგენტინაავს: ფოლაუ სპეით (კოროიმბეტე 50) კურინდრანი (კერევი 65) ბილ ჰოჯ
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 74) /
სიო (რობერთსონ 68) პოლოტა-ნაუ (უელეზი 50-61, 74) კეპუ (ალა’ალატოა 65)
სიმონს (როდა 55) ქოულმენ; ჰენიგან (დემპსი 60) ჰუპერ^კაპ მაკ’მან -
6ლ: ფოლაუ (1 3) კეპუ გენია ფიპს უელეზი; 6გ ჯ: ფოლი
არგ: ვოფელი მორონი ორლანდო დე’ლა’ფუენტე (გონსალეს-იგლესიას 74) მოშანო (მონტერო 41)
<10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 62) /
ნოგერა-პას (გარსია-ვოტა 74) კრევი^კაპ (მონტოშა 62) ტეტას-ჩაპარო (პიერეტო-ეილან 65 სბ 71)
პეტი-პაგადისავალ (კრემერ 70) ალემანო; მატერა (ლეგისამონ 65) ორტეგა-დესიო (ტეტას-ჩაპარო 71) ლესანა -
2ლ: ლანდახო მორონი; 2გ 2ჯ: სანჩეს
რეფ ლეისი (ირლ) 16/09 @ კანბერა, ჯი’აი’ოუ (14 229)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...67&d=15055734233:0(6) 3:3(15) 3:10(24) 10:10(31) 10:13(36) /
17:13(50) 24:13(55) სბ(71არ) 31:13(74) 38:13(76) 38:20(79) 45:20(80+3)
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 იზი ფოლაუ (ავს),
14 ნეჰე მილნერ-სქადერ (ზელ), 13 ტევიტა კურინდრანი (ავს), 12 ქერთლი ბილ (ავს), 11 რიკო იოანე (ზელ);
10 ბოდენ ბარეთ (ზელ), 9 არონ სმით (ზელ) /
1 სქოთ სიო (ავს), 2 დეინ ქოულზ (ზელ), 3 ნეპო ლაულალა (ზელ);
4 ბროდი რეთალიქ (ზელ), 5 ადამ ქოულმენ (ავს);
6 სქოთ ბარეთ (ზელ), 7 მაიქლ ჰუპერ (ავს), 8 ტომას ლესანა (არგ)
სულ: 8 ზელ; 6 ავს; 1 არგ * 0 აფრ
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (18/09_2017)
1 ზელანდია 9521, 2 ინგლისი 9014, 3 აფრიკა 8581,
4 ირლანდია 8539, 5 ავსტრალია 8419, 6 შოტლანდია 8247,
7 უელსი 8173, 8 საფრანგეთი 7963, 9 ფიჯი 7948,
10 არგენტინა 7786, 11 იაპონია 7379, 12 საქართველო 7341,
13 ტონგა 7172, 14 იტალია 7100, 15 რუმინეთი 7027, 16 სამოა 6967
+/-: ავს 14 არგ, ზელ 0 აფრ
სთრიმებიhttp://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@