ფრე არავის უხარიაო"ოთხი ერის" ბოლოს’წინა, მეხუთე შაბათს
აფრიკა და ავსტრალია წლეულს მეორედაც რომ დაზავდნენ,
ზელანდიამ ვადამდე იპირველაOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))სთივ ჰანსენის ზეობაში "ოლ ბლექსის" ჩემპიონობა ჩვეულ ამბად იქცა: კივებმა ექვსი "ოთხი ერიდან" ხუთი მოიგეს - გამონაკლისი 2015 წელიღა იყო, მაგრამ ფრე კი ფრიად იშვიათობად ქცეულა თანამედროვე რაგბში
რაღა ბევრი გავაგრძელოთ: ავსტრალიას დასაბამიდან 611 ტესტი გაუმართავს; მათგან ფრედ ოდენ 18 დასრულებულა. ვოლაბები არათუ თვეზე ნაკლებ დროში, სეზონშიც კი ორჯერ არასოდეს (!) გაყრიან მეტოქეს ბარი-ბარში, და თანაც - ერთსა და იმავეს!
მთლად უარესიც: წლეულს ფრე’ვე რომ აღინუსხა ზელანდია - ლომების გადამწყვეტ რკენაში, სამ’ტესტა სერიამაც ვეღარ გამოავლინა უკეთესი
ჰოდა, მართებულად შენიშნა ვოლაბთა კოლორიტმა ქერთლი ბილმა, დროა ნრლ-ს დავესესხოთ "ოქროს ქულამდე" თამაშს, რაკი რაგბში ფრე ხომ არავის უხარია, და აღარც ბოკესთან საცილო "მანდელას სინის" ეგრე დაცვა გვიღირს რამედო
კიდიდან ააცდინაარადა, თამაში ფრიად თვალ’სასეირო გამოვიდა. აფრიკას ორი კვირის წინ ზელანდიაში 0:57 რომ წაეგო, რაგბეთისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ ბოლომდე ჯერ არ წამხდარა. იაპებმა ჯოხი ზანგ გარემარბ რეიმონდ რულსა და თეთრ 9 ნომერ ფრანსუა ჰოუხარდზე გადატეხეს, და თეთრივე მღლეტელი, ფრანსუა ლოუც დაიხსნეს ინგლისიდან
დაინიშნა ოდენ 8 შერკინება და 28 დერეფანი. დაიდო 6 ლელო. ბოკემ მეტი იბურთავა: პასი 198-116, ოფლოუდი 22-15, სოლო 141-95, ნავარდი 619-438 მეტრი, ხაზის ჭრა 23-12, მაგრამ ოზთა ბანაკს მიაჩნია, რომ თავად უნდა მოეგო. ბერნარდ ფოლიმ 50-ე კეპი მოიხვეჭა, სამი სალელოე პასი მიითვალა და 5-დან ხუთიც გაიტანა, ბოკეს მულატმა ქიქერმა, ელთონ იანკისმა კი ბოლოს’წინა წუთზე კიდიდან ააცდინა
გუნდური კინკლაობათამაში ზეგანზე რომ იყო, მეტოქენი დაიქანცნენ და დასკვნით მეოთხედში ულელოოდ დაშვრნენ. პირველ ტაიმში მასპინძლები სამჯერ ჩამორჩნენ * 0:7 @ 12’, 7:10 @ 23’, 10:13 @ 35’, ზედ შესვენების წინ კი გუნდური კინკლაობა გაიმართა, რაკი იზი ფოლაუმ კიკინებით დაითრია დილეინ ლეიდსი და იბენ ეცებეთმა ჩაფრობა ითავა
ოზთა ლელოზე, შერკინებიდან, ტევიტა კურინდრანიმ ჩაირბინა, ფოლიმ კი ფოლაუს შუაში გაასერინა დაცვა. ბოკე მიზანს კარში ეწია დერეფანში აგორებული მოლითა და შიგნით მიმართული 4 ძალური სოლოთი, მესამე მეოთხედში კი გუნდებმა ორ-ორიც დადეს:
ორი სათუო პასიზანგმა სია კოლისიმ რომ დაიფრინა აბორიგენი ბილი, ლეიდსმა დაგეზა იან სერფონტეინი * 17:13 @ 44’
უმალ ფოლიმ გააბითურა კოლისი და ნალიგარი ფიჯელი, მარიკა კოროიმბეტე ახეირა * 17:20 @ 47’
მულატმა ქორნალ სქოსანმა თავისივე დაწყებული და სერფონტეინის მიერ გაგრძელებული შეტევა დააბოლოვა * 24:20 @ 51’
წითელ ზოლში ფაზაობისას კი, ორგზის ხეირზე, ფოლიმ სალელოე პასი მიაწვდინა კოროიმბეტეს * 24:27 @ 58’
იანკისმა თამაში ჯარიმით გააფრევა * 27:27 @ 70’, მერე ლელოსკენ გაჭრილი ბილიც შებოჭა, ჯეელმა კივმა რეფმა კი ბოკეს შეტევაში ორი სათუო პასი ვერ შენიშნა და მასპინძლებს ჯარიმა უბოძა, მაგრამ სამართალმა უმისოდ ჭამა პური * 27:27
შედეგები გვიუარესდებაოაფრიკის წაბორძიკებით ზელანდია ჩემპიონად უთამაშებლად - პუმებთან შებმამდე ეკურთხა. კივებმა არგენტინაში გადახალისებული რაზმი ჩაიყვანეს, რადგან რამდენიმე ლიდერი სააფრიკოდ დაზოგეს
შავების გურუ ჰანსენი მედიას კიდეც გა#####და, რაც პუმები გავირიეთ მარაქაში, ოდინდელ "სამ ერს" მგზავრობა ერთობ მოგვემატა; ერთი კია, დატვირთვის ზრდა მოგვიანებით’ღა, ნოემბრის ევროპულ (!) ტურნეზე იჩენს ხოლმე თავს, და მაგ დროს შედეგები გვიუარესდებაო
აზიზ კივთა შეფასებით, არგენტინაში თამაში განსაკუთრებით ძნელია - თითქო სადმე ადვილი იყოს! ჰანსენი ნაწილობრივ ამითი ხსნის შავთა მიერ ჩაფლავებულ მეორე ტაიმს - არადა, წლეულს ზელანდია რომ არა’სტაბილურად რაგბობს, ეგ ახალი ამბავი სულაც არაა
ოთხი სინბინიკივთა შერკინებამ დაიბრიყვა პუმებისა - 9 შეგორებაზე 4 მოუგო! ბექებმაც ხაზი ბლომად ჭრეს * 21-9, მაგრამ თამაში რომ მოეშალათ, სტუმრებს თერნოვერიც ბარემ ორჯერ მეტი შეემთხვათ * 20-11
ზელანდიამ პირველი ტაიმი * 29:3 მოიგო, მეორე კი ფრედ * 7:7 დასრულდა. მატჩის ნახევარი - 40 წუთი - 15 მორაგბე ეთამაშებოდა
14-ს, რაკი უფალმა პეიპერმა მეტოქეებს ორ-ორჯერ გაუსინბინა კაცი:
ტომას ლავანინი მხრით დაეჯახა სონი-ბილ ვილიამსს; მეთ თოდმა ლელოსთან ჩააქცია მოლი; ქიარან რიდმა კისერში შებოჭა მატიას ორლანდო, ბურჯი რამირო ერერა კი შერკინებაში ზედიზედ ჩაწვა
ხელ’უკუღმად მიაწოდაკივების პირველ ლელოზე, სონი-ბილისა და დამიენ მაკ’ქენზის ოფლოუდებით ვაისაკე ნაჰოლომ ფრთაზე ახეირა კაპიტანი რიდი
მეორეზე მაკ’ქენზიმ მსაჯის ცხვირწინ, უცებ გაათამაშა შერკინებაში რგებული ჯარიმა და კარში შეიჭრა * 3:15 @ 17’
მესამეზე ბოდენ ბარეთმა ხელ’უკუღმად მიაწოდა ადევნებულ ნაჰოლოს, მეოთხეზე კი მანვე, ლელოდან 45 მეტრზე, ამოუგდო მაკ’ქენზი-ს და ამან შიგნით დაუბრუნა რიდს * 3:29 @ 28’
პუმებმა ბევრი უტიეს ტაიმის ბოლოს, მაგრამ ზელანდია მაგრად დადგა. მესამე მეოთხედში მოლი ვერ დაასრულა პავლო მატერამ, მაგრამ 80-კეპოსანმა ხუან-მანუელ ლეგისამონმა კი მაინც შეიტანა ლელო ზედახორაში * 10:29 @ 55’
კიდეზე მიაბრძანესუმალ მაკ’ქენზის, ნაჰოლოსა და ქოდი თეილორის პასაობა დასრულდა ლელოთი, მაგრამ თემიდამ წინ პასი გამოჩხრიკა
75’ წუთზე ახალბედა დევიდ ჰავილიმ რომ გაიჯეჯილა, ნაჰოლომ ლელოსკენ გაისტუმრა ნგანი ლაუმაპე, მაგრამ ამას ალამთან ჰკრეს და კიდეზე მიაბრძანეს
და მაინც, სირენის შემდეგ, 5-მეტრა შერკინებიდან, რიდმა გამოიტანა ბურთი და თი’ჯეი პერენარამ ჰავილი მიუშვა დაცვაზე * 10:36
ფალავნობა * 2017 * ოთხი ერიმეხუთე რაუნდი
აფრიკა 27:27 ავსტრალიააფრ: ან.კუცია ლეიდს ჯ.კრილ სერფონტეინ (დე’ალენდე 70) სქოსან
<10-9> იანკის კრონიე (პეიჯ 75) /
მთავარირა (კიცჰოფ 58) მარქს დრეიერ (ნიაკანე 58)
ეცებეთ^კაპ მოსტერტ; კოლისი ლოუ (დიუ’ტოი 66) ქასიმ (ჟლ.დიუ’პრე 19) -
3ლ: დრეიერ სერფონტეინ სქოსან; 3გ 2ჯ: იანკის
ავს: ფოლაუ კოროიმბეტე კურინდრანი ბილ (კერევი 75) ჰოჯ
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 76) /
სიო (რობერთსონ 70) პოლოტა-ნაუ (მორ 62) კეპუ (ალა’ალატოა 62)
როდა (სიმონს 47) ქოულმენ (ტუი 62) დემპსი (ჰენიგან 52) ჰუპერ^კაპ მაკ’მან -
3ლ: ფოლაუ კოროიმბეტე (2 3) 3გ 2ჯ: ფოლი
რეფ ო’ქიფ (ზელ) 30/09 @ ბლუმფონტეინ, ტოიოტა (33 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...mp;d=15067991540:7(12) 7:7(18) 7:10(23) 10:10(26) 10:13(35) შეს(40+2) /
17:13(44) 17:20(47) 24:20(51) 24:27(58) 27:27(70) დას(80+1)
არგენტინა 10:36 ზელანდია$არგ: ტუკულეტ მორონი ორლანდო (კორდერო 58) დე’ლა’ფუენტე ვოფელი
<10-9> სანჩეს (ერნანდეს 56) კუველი (ლანდახო 33) /
ნოგერა-პას (გარსია-ვოტა 55) კრევი^კაპ (მონტოშა 60) ტეტას-ჩაპარო (ერერა 43 სბ 67)
პეტი-პაგადისავალ (ლავანინი 80+1) ლავანინი სბ 22 (კრემერ 51) მატერა (ორტეგა-დესიო 51) ლესანა (ტეტას-ჩაპარო 70-77) ლეგისამონ -
ლ: ლეგისამონ; გ ჯ: სანჩეს
ზელ: მაკ’ქენზი ნაჰოლო ლენართ-ბრაუნ ვილიამს (ლაუმაპე 62) რ.იოანე (ჰავილი 70)
<10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 51) /
ჰეიმს (ქროქეთ 47) ქოულზ (თეილორ 55) ლაულალა (ტუჰუნგაფასი 51)
რომანო სქ.ბარეთ; ფიფიტა (ტუი’პოლოტუ 66) თოდ სბ 38 (ა.სავეა 66) რიდ^კაპ სბ 51 -
5ლ: რიდ (1 4) მაკ’ქენზი ნაჰოლო ჰავილი; 4გ ჯ: ბ.ბარეთ
რეფ პეიპერ (აფრ) 30/09 @ ბუენოს აირეს, ველეს სარსფილდ (31 500)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...mp;d=15068269960:3(4) 3:3(5) 3:8(7) 3:15(17) 3:22(21) სბ(22ა) 3:29(28) სბ(38ზ) შეს(40+2) /
სბ(51ზ) 10:29(55) სბ(67ა) 10:36(80+3)
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 დამიენ მაკ’ქენზი (ზელ), 14 ვაისაკე ნაჰოლო (ზელ), 13 ტევიტა კურინდრანი (ავს), 12 ქერთლი ბილ (ავს), 11 მარიკა კოროიმბეტე (ავს);
10 ბოდენ ბარეთ (ზელ), 9 არონ სმით (ზელ) /
1 ქეინ ჰეიმს (ზელ), 2 ტატაფუ პოლოტა-ნაუ (ავს), 3 ნეპო ლაულალა (ზელ);
4 ლუქ რომანო (ზელ), 5 სქოთ ბარეთ (ზელ);
6 პავლო მატერა (არგ), 7 სია კოლისი (აფრ), 8 ქიარან რიდ (ზელ)
სულ: 9 ზელ; 4 ავს; 1 არგ აფრ
სტატ’მოწინავენიქულა: 67 ბოდენ ბარეთ (ზელ), 63 ბერნარდ ფოლი (ავს), 61 ელთონ იანკის (აფრ), 36 ნიკო სანჩეს (არგ)
ლელო: 5 იზრაელ ფოლაუ (ავს); 4 რიკო იოანე (ზელ);
3 ბოდენ ბარეთ (ზელ), ქერთლი ბილ (ავს), სია კოლისი (აფრ), დამიენ მაკ’ქენზი (ზელ), ნეჰე მილნერ-სქადერ (ზელ)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (2/10_2017)
1 ზელანდია 9521, 2 ინგლისი 9014, 3(4) ირლანდია 8539,
4(3) აფრიკა 8535, 5 ავსტრალია 8466, 6 შოტლანდია 8247,
7 უელსი 8173, 8 საფრანგეთი 7963, 9 ფიჯი 7948,
10 არგენტინა 7786, 11 იაპონია 7379, 12 საქართველო 7341,
13 ტონგა 7172, 14 იტალია 7100, 15 რუმინეთი 7027, 16 სამოა 6967
+/-: ავს 47 აფრ * ზელ 0 არგ
სთრიმებიhttp://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@