დღეს საღამოს (თუ ძალა მეყო) ან ხვალ დილით (ნაღდად)
ახლა შესვენებაა -- ყოველი წყვილი ტურის შემდეგ ეგრეა
შემდეგი წყვილი ტური 9 და 16 სექტემბერსაა --
ორჯერვე ზელანდიასა და ავსტრალიაში, მიყოლებით,11.35 და 14.00-ზე --
აფრიკა და არგენტინა ერთად ჩადიან იქით
!!! თან ოთხივე თამაში პატარა სტადიონებზეა -- დიდებს ვეღარ ავსებენ
* * *
ბლედისლოუს მუღამი "ოთხი ერის" მეორე შაბათს ავსტრალია გასვლაზე სრული საათი უგებდა ზელანდიას და
მერე კიდევ ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ "ოლ ბლექსმა" ბოლოს მაინც მოიგო თრილერიOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))ერთი კვირით ადრე, სიდნი’ში, ზელანდია 8 ლელოთი * 54:6 გაიჭრა წინ, მაგრამ მერე თავად’ვე გაუშვა ოთხი და * 54:34’ღა მოიგო. რაგბეთმა ეს შემთხვევითობად მიიჩნია, მაგრამ შეიბნენ გუნდები ხელ’მეორედაც - აწ უკვე დანიდინის დარბაზში, და ოზებმა კიდევ 3 ლელო დადეს * 17:0
კივებს დასაწინაურებლად მატჩის შუა 40 წუთში დიდი ჯაფა დაადგათ * 21:17, ბოლო მეოთხედში კი კიდევ 4, სულ ერთმანეთზე უკეთესი ლელო დაიდო და ლიდერის ვინაობა 4-ჯერვე (!) შეიცვალა. ერთი კია, ბოდენ ბარეთმა 5-ვე გარდასახვა რომ შეაგდო, ხოლო უიღბლო ბერნარდ ფოლიმ 3-ჯერ (2გ+ჯ) გაარტყა ძელს - "ოლ ბლექსმა" გაიმარჯვა * 35:29
ამით ზელანდიამ სამეზობლო, გარდამავალი "ბლედისლოუს თასი" მე-15 წლითაც შეინარჩუნა, მაგრამ პრემია რომ ვეღარ აიღო, "ოთხი ერის" ცხრილში სხვაობით ჩამორჩა აფრიკას. სხვაფრივ, კივებმა გამარჯვება უძღვნეს XX საუკუნის უდიადეს მორაგბეს, ქოლინ "ფიჭვ" მიდსს, ვინაც 1957-71 წლებში 133-ჯერ მოირგო შავი კვართი და 81 წლისა მიიცვალა
რაგბის სიკვდილიმატჩამდე ავსტრალიას ყველა მასხარად იგდებდა. "შავების" გურუ სთივენ ჰანსენი და ყოჩი ქიარან რიდი ბიჭებს მოუწოდებდნენ, აღარ დაეზოგათ მეტოქე და 80 წუთი მაგრად ერაგბათ. ტოტალიზატორს ფორად 27.5 ეწერა; "ი’ეს’პი’ენ"ს მიაჩნდა, რომ ზელანდია სულ იოლად მოიგებდა 35 ქულით, ოზური მედიის კოლორიტი, პითერ ფითს’ საიმონსი კი "რაგბის სიკვდილის" გამო მოთქვამდა
"ოლ ბლექსის" შეტევის გადია, იენ ფოსთერი ამბობდა, ავსტრალია უფანტაზიო გუნდია და არა მგონია, ერთ კვირაში ახალი რამ მოიგონოსო, დანიდინის გაზეთმა კი ყდაზე სათაურად გაიტანა, ვინმემ უთხარით ჩვენს მეტოქეს, გამარჯვებაზე არც იოცნებოსო. და მაინც, კავშირ’აფეთქებული "ვოლაბები" მონდომებით ვარჯიშობდნენ ქრაისთ’ჩერჩში და მედიას უმტკიცებდნენ, საომრად მზად ვიქნებითო
ოზებს თამაშის წინა დღეს დაუშავდათ დერეფნის დირიჟორი ადამ ქოულმენი. "სანზაარმაც" გამოიძია სონი-ბილ ვილიამსის საქმე და თუმც არავინ დაუსჯია, კი აღიარა, რომ დაბარბაცებული "შერყევაზე გასასინჯად" უნდა გაეყვანათ. თამაშის წინ დარბაზში შუქმა მოიკლო. სტუმრებმა ეს ხელზე დაიხვიეს და თავიდან მოითელნენ, ზელანდია კი გასახდელში დაგეგმილზე მეტ ხანს დარჩა და გაცივდა
ექიმები გაფაციცდნენთამაში დათქმულზე 10 წუთით გვიან დაიწყო. კივებმა უმალ შეუტიეს, მაგრამ დამიენ მაკ’ქენზს პასი ჩაუჭრა იზი ფოლაუმ და 65 მეტრი ირბინა * 0:5 @ 0’25’’
სონი-ბილმა მატჩში 5-ჯერ დაკარგა ბურთი. ოზებმა დაცვა დააწყვეს და ზე’ხისტად ბოჭავდნენ. ექიმებიც გაფაციცდნენ და კივი 4-ჯერ (!) წალალეს გასასინჯად: ტესტი ჩააბარეს რაიან ქროთიმ (პირველ ჯერზე) და ბარეთმა, მაგრამ ჩაუფლავდათ სემ ქეინს 12’ და იმავე ქროთს 68’
ზელანდია ცდებოდა, ავსტრალიას კი ყველაფერი გამოსდიოდა: მაიქლ ჰუპერი ლელოდან 10 მეტრზე მოლს მოსწყდა და სამ კივს გაუსხლტა * 0:12 @ 12’
კივთა შერკინებამ ცენტრში დაადედლა მეტოქე, მაგრამ ვილ გენიამ მაინც გამოიტანა ბურთი, 65 მეტრიდან შეუტია და ადევნებულმა ჰუპერმა ფოლი ახეირა * 0:17 @ 15’
კვაჭი დააჯარიმებინაკივებმა ერთი ლელო მალევე გაქვითეს - არონ სმითი 5 მეტრზე აგორებული მოლიდან განზე გავიდა და შექცეული პასი მიართვა რიკო იოანეს * 7:17 @ 23’
მეორის გატანა გაჯანჯლდა: ჯერ იყო და "უფალმა ოუენსმა" დაინდო ბროდი რეთალიქი, ვინაც უბურთოდ კისრით დააგდო ნედ ჰენიგანი; მერე ოზებმა 14 ფაზა აკინძეს და ჯარიმა კარში რომ დაჰკრეს, ძელიდან ასხლეტილი ქაოსში წინ გადაუვარდა ჰენრი სპეითს
გენიამ რომ აიღო თავისი ლელოსკენ დაგორებული, დაჯარიმდა. რიდმა ზედიზედ მოითხოვა 5-მეტრა შერკინება: არონ სმითს ბურთი წინაც დაუვარდა, მაგრამ საქმეში კიდის მსაჯი, ვეინ ბარნსი ჩაერია და რეფს ოზთა კვაჭი დააჯარიმებინა
წაქცეულმა ბენ სმითმა კარში დაამიწა ოვალი, მაგრამ ინგლისელმა ტელე’რეფმა, როუვან ქითმა დაუდგინა, მიწის შეხებამდე გაგივარდაო; სირენის შემდეგ კი რიდმა არონს გაატანა მოკლე ფრთაზე და ეს ვეღარ შეაჩერა ჰუპერმა * 14:17 @ 40+2’
მოთმინებით, ფაზა’ფაზამესამე მეოთხედში ანგარიში არ შეცვლილა; არადა, საგულისხმო ბევრი რამ მოხდა: არდი სავეას რეიდის შემდეგ ქერთლი ბილმა ზედ ლელოსთან ჩაუჭრა კივებს პასი; რეთალიქი ზედახორაში ეწია მიზანს და ოუენსმაც უმალ ჩათვალა ლელო, მაგრამ ქითმა გადაათქმევინა
ერთია კია, რიდმა კიდევ სამჯერ აიღო შერკინება ჯარიმის ნაცვლად და არონმა რომ მოკლე ფრთაზე მიუშვა დაბრუნებული ბარეთი, ეს ვეღარ შებოჭა გენიამ * 21:17 @ 63’
ბარეთმა კიდევ გასერა დაცვა და ფეხით შეიცურა, მაგრამ ოზები გენიამ იხსნა, მალე კი ლელოდან 10 მეტრზე თერნოვერი რომ შეემთხვა რიდს, ახალბედა აიზაქ როდამ ალყა გამოარღვია, ოზებმა ხელდახელ წამოიღეს ბურთი და 11 ფაზის შემდეგ, 20 მეტრიდან, რაქთან გაძვრა გენია, ვინაც ამავე შეტევაში ადრეც მოაწყო სოლო * 21:22 @ 67’
ამის პასუხად ზელანდია არ ამჩატებულა: მოთმინებით, ფაზა’ფაზა გააჩაღა ბურთაობა და 2-ნახევარ წუთში რომ აკინძა 22 შეტევა, ფრთაზე მიიღო მეტობა - მაკ’ქენზის პასით ბენი შინ, "აკადემიურ შვებულებაში" გასვლამდე, ბოლოჯერაც ეწია მიზანს * 28:22 @ 73’
სარდალმა იხსნაავსტრალია ვერც ამან გატეხა: რის ჰოჯმა ჯარიმა კიდეზე გადაიტანა; იქედან ისევ იძალეს შონ მაკ’მანმა და ტატაფუ პოლოტა-ნაუმ, გენიამ კი ახლოდან კარში შეგზავნა ბილი, ვინაც მწარედ მოაღორა რიდი და სემ ვაითლოქი * 28:29 @ 77’
წლის სენსაცია მომწიფდა, მაგრამ კივები ისევ იხსნა სარდალმა: რიდმა ქიქ’ოფი მოუგო ერთბაშად ხუთ (!) ოზს, რომელთაგან ორი ერთმანეთს შეეჯახა; იქვე მიეძალა იოანე, ჩათამაშ-ჩამოთამაშების შემდეგ კი სქოთ ბარეთმა, რიდმა და თი’ჯეი პერენარამ გეზის ცვლით წაიბურთავეს, და ბოდენმა გაიტანა გამარჯვების ლელო * 35:29 @ 79’
ნამატჩევს გულ’მოოხებულმა რიდმა აღიარა, აი, ესაა ბლედისლოუს მუღამიო; დიადმა "შავებმა" - ჯასთინ მარშალმა და სერ ჯონ ქერვანმა ბრძანეს, სადაც სამართალი იყო, ვოლაბებს უნდა მოეგოთო; ოზთა მოძღვარმა, მაიქლ ჩეკამ კი ტრადიციულად გაჯორა თემიდა და განაცხადა, "ღირსეულად წაგებულის" თიკუნს ვერასოდეს ვიგუებო
კივთაგან მენცრებმა აქეს შერკინება, მგეზავი ბოდენი და კაპიტანი რიდი - ეს უამრავჯერ კი შეცდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ივარგაო. წაგებულთაგან მედიამ გამოყო შემოქმედი ბილი, უსხარტესი გენია და 23 წლის მაკ’მანი, ვინაც ნაკრებში როგორც იქნა "გაიხსნა", მაგრამ რაღაც ჭირად ... ორი წლით გადადის იაპონიაში და ვოლაბებს გამოაკლდება
25 წლის’თავზერაგბი მეორე წყვილშიც უშეღავათო იყო, მაგრამ სხვა, მდარე დონისა
არგენტინა რეგიონებს რომ აჭაშნიკებინებს ზეპურ სეირს, ბოკე ისევ ჩაიყვანა სალტაში და მისი ჰიმნიც შეურცხჰყო - მორაგბეებს წინ დაუყენა ბავშვები, რომლებიც ხელებს უშნოდ აყოლებდნენ მუსიკას
აფრიკას პირველად, და ალბათ ერთად’ერთხელ, ეცვა წითელი - "რესპუბლიკაში" რაგბის გამთლიანების 25 წლის’თავის აღსანიშნავად
თავიდან ემილიანო ვოფელიმ თავისი ნახევრიდან შეაგდო ჯარიმა მოკლე, ფეხბურთის მოედანზე, ელთონ იანკისმა კი ორჯერ ააცდინა
მერე ტომას ლავანინი რაქში მხრით შევარდა და გაასინბინეს, მაგრამ პუმებმა კინაღამ იქეთ გაიტანეს ლელო: რამირო მოჟანო ფრთაზე რომ გაჭენდა და ქორნალ სქოსანი მაინც დაეწია, ბებერმა ხუან-მარტინ ერნანდესმა მეტობა უადგილო და უზუსტო გადაკიდებით გაფლანგა
კადნიერად შეატევინათუ როგორ უნდა ფეხით თამაში, გრანდს უჩვენა იანკისმა: ფრონტის შუაში აუწია ჯესი კრილს, ამან კი სია კოლისი დაგეზა * 3:7 @ 21’
ერთხელ აფრიკაც შეცდა - ერნანდესის ქიქ’ოფზე გახევდა და ოვალი მოჟანომ იხელთა * 10:10 @ 29’
და მაინც, არგენტინამ ზედიზედ რომ არღვია წესი, ახლა ხუან-მანუელ ლეგისამონი გაუგდეს, და იან სერფონტეინის რეიდის შემდეგ იანკისი გადაწვდა ლელოს * 10:17 @ 39’
მესამე მეოთხედში პუმებმა შეუტიეს, მაგრამ წითელ ზოლთან რომ დაკარგეს ოვალი, მალკომ მარქსმა კადნიერად შეატევინა ანდრის კუციასა და იანკისს, მერე კი სქოსანის, იმავე კუციასა და იაკო კრილის ნაბურთალი ლელოთი დააგვირგვინა ზანგმა კოლისიმ * 13:24 @ 49’
ბექებს იმატებენსაათის თავზე არგენტინა 14 კაცის ამარა დარჩა - ლავანინმა სალელოე პასზე "წინ ჩაუკრა" ბოკეს ხელი და "7’ქულიანს პლუს წითელი" მიიღო * 13:31 @ 57’
მალე კუცია აცდა ნიკო სანჩესის აბრაგანს და მარტინ ლანდახომ გააქცუნა მორონი, ვინაც კუციამ ლელოს გაშვების შემდეგ განგებ მიანარცხა სარეკლამო ფარს. ამაზე ცენტრში დაინიშნა ჯარიმა და ვოფელიმ ისევ ივარგა * 23:31 @ 61’
ერთი კია, მარქსმა ღლეტვით კიდევ გამოიმუშავა ჯარიმა და იანკისმა შეაგდო, ბოლო შეტევაში კი, ჯესი კრილის გარჯით, ჟან’ლიუკ დიუ’პრემ პრემიაც მოუპოვა გუნდს * 23:41 @ 80’
ტრიბუნალს ლავანინი მეტად აღარ დაუსჯია - წითელი ბარათი ეყოო. ბოკეს დაუშავდა მარჯვენა ბურჯი, კუნი უსტ’ჰეიზენი; გუნდმა წელს ხუთივე ტესტი მოიგო; მულატ ალისთერ კუციას ხელ’ქვეით, პირველად იმარჯვა გასვლაზე, და ზღვისრეთის ტურნეზე აიმატებს სამ მოკეთებულ, კლასიან ბექს (პოლარდ, რ.კრონიე, ლეიდს)
ფალავნობა * 2017 * ოთხი ერიმეორე რაუნდი
ზელანდია 35:29 ავსტრალია$ზელ: მაკ’ქენზი ბ.სმით ქროთი (ლენართ-ბრაუნ 28-39, ვილიამს 68, სოპოანგა 74) სბ.ვილიამს (ლენართ-ბრაუნ 63) რ.იოანე
<10-9> ბ.ბარეთ (სოპოანგა 46-54) ა.სმით (პერენარა 68) /
მუდი (ჰეიმს 68) ქოულზ (თეილორ 68) ლაულალა (ტუჰუნგაფასი 63)
რეთალიქ ვაითლოქ; სქვაიერ (სქ.ბარეთ 77) ქეინ (ა.სავეა 12) რიდ^კაპ -
5ლ: იოანე ა.სმით ბარეთ (3 5) ბ.სმით; 5გ: ბარეთ
ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი (ჰოჯ 63) კურინდრანი ბილ სპეით
<10-9> ფოლი გენია /
სიო (რობერთსონ 64) მორ (პოლოტა-ნაუ 39) ალა’ ალატოა (კეპუ 41)
არნოლდ სიმონს (როდა 65) ჰენიგან (ტიმანი 63) ჰუპერ^კაპ მაკ’მან -
5ლ: ფოლაუ ჰუპერ ფოლი გენია ბილ; 2გ: ფოლი
რეფ ოუენს (უელ) 26/08 @ დანიდინ, ფორსაით ბარ (27 085)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...67&d=15037480920:5(1) 0:12(12) 0:17(15) 7:17(23) 14:17(40+2) /
21:17(63) 21:22(67) 28:22(73) 28:29(77) 35:29(79)
არგენტინა 23:41 აფრიკა$არგ: ტუკულეტ მოჟანო (მორონი 57) ორლანდო დე’ლა’ფუენტე ვოფელი
<10-9> ერნანდეს (სანჩეს 57) კუველი (ლანდახო 57) /
ნოგერა-პას კრევი^კაპ (მონტოჟა 57) ერერა (პიერეტო-ეილან 50)
ალემანო ლავანინი სბ 9 + სბ = წბ 57; მატერა (კრემერ 58) ლესანა (ორტეგა-დესიო 50) ლეგისამონ სბ 38 -
2ლ: მოჟანო მორონი; 2გ: ერნანდეს სანჩეს; 3ჯ: ვოფელი (1 3) სანჩეს
აფრ: ან.კუცია სბ 60, რულ ჯ.კრილ სერფონტეინ (დე’ალენდე 72) სქოსან
<10-9> იანკის ჰოუხარდ (პეიჯ 57) /
მთავარირა (კიცჰოფ 52) მარქს (მბონამბი 77) უსტ’ჰეიზენ (ნიაკანე 54)
ეცებეთ^კაპ მოსტერტ (დიუ’ტოი 52) კოლისი ი.კრილ ქასიმ (ჟლ.დიუ’პრე 52) -
შ + 4ლ: კოლისი (1 3) იანკის დიუ’პრე; 4გ 2ჯ: იანკის
რეფ გაიუზერ (სფრ) 26/08 @ სალტა, პადრე ერნესტო (17 435)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...80&d=15037902473:0(4) სბ(9არ) 3:7(21) 3:10(28) 10:10(29) სბ(38არ) 10:17(39) /
13:17(44) 13:24(49) 13:31(57შ+სბ+წბ) 20:31(60) 23:31(61სბ) 23:34(72) 23:41(80)
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 იზი ფოლაუ (ავს), 14 ბენ სმით (ზელ), 13 ჯესი კრილ (აფრ), 12 ქერთლი ბილ (ავს), 11 რიკო იოანე (ზელ);
10 ბოდენ ბარეთ (ზელ), 9 ვილ გენია (ავს) /
1 ჯო მუდი (ზელ), 2 მალკომ მარქს (აფრ), 3 ნეპო ლაულალა (ზელ);
4 რორი არნოლდ (ავს), 5 იბენ ეცებეთ (აფრ);
6 იაკო კრილ (აფრ), 7 სია კოლისი (აფრ), 8 შონ მაკ’მან (ავს)
სულ: 5 ავს აფრ ზელ * 0 არგ
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (28/08_2017)
1 ზელანდია 9521, 2 ინგლისი 9014, 3(4) აფრიკა 8565,
4(3) ირლანდია 8539, 5 ავსტრალია 8421, 6 შოტლანდია 8247,
7 უელსი 8173, 8 საფრანგეთი 7963, 9 ფიჯი 7948,
10 არგენტინა 7800, 11 იაპონია 7379, 12 საქართველო 7341,
13 ტონგა 7172, 14 იტალია 7100, 15 რუმინეთი 7027, 16 სამოა 6967
+/-: აფრ 114 არგ, ზელ 0 ავს
სთრიმებიhttp://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@