ნახევარი შავიაზე 15-ის მე-11 რაუნდში აწ უკვე ტრადიციულად შეიცვალა ლიდერი –
ლაიონზმა ქვინზ’ლენდში რომ წააგო, წინ ქრუსეიდერზი გაიჭრაOvaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი -- ქვემოთაა! ))ლაიონზი რედსს ერთი ხანობა 27 ქულითაც ჩამორჩა და ბოლოს ნუგეშსღა დასჯერდა. ქრუსეიდერზმა სინბინზე ორჯერ დაალელოვა ბრამბიზი, მერე კი თავად 13 კაცის ამარამ გაუძლო უფანტაზიო ოზებს, ხოლო რაუნდის მატჩში, სირენის შემდეგ, ჰაილენდერზმა შორიდან გატანილი ჯარიმითღა ძლია ბულზი
პლეი’ოფში გამსვლელი რვეულის ნახევარი შავია – თანაც ავსტრალიის ლიდერს ოთხივე კლასიანი ზელანდიური გუნდი უსწრებს! აფრიკიდან ერთი ლაიონზიღა ვარგა, მეორე "მწვანე" მეოთხედ’ფინალისტი კია არგენტინის ფრანჩაიზი, ვინაც ზღვისრეთში ზედიზედ მოიგო სამი
ფოლაუ არ ტყდებადამდეგი, მე-12 რაუნდი მოკლე, 6-მატჩიანებში ბოლოა. წყვილებიც ისე დამსხდარან, რომ ერთ თამაშსაც ვერ გამოტოვებს რაგბის გურმანი, მაგრამ თუ მაინც არჩევაზე მიდგა საქმე, ჰარიქეინზ – ლაიონზი უნდა გამოვიდეს შოუს თვალი
პარასკევის მენიუ ტრანს-ტასმანური ჯახით იწყება: ვორათაზს ბლუზთან 15 ნომრად უბრუნდება იზი ფოლაუ, ვისაც აზრი გეების შესახებ ოდნავაც არ შეუცვლია. თამაშს ფერს ისიც ჰმატებს, რომ ბოლო სამი წელია, ოზებს კივებთან ზედიზედ უკვე წაუგიათ 36 თამაში და თუ ნავსის გატეხვა სწადიათ, უკეთეს შანსს ვერც ინატრებენ
ოთხიდან ორიღაბლუზს დაემატა ბებერი მარბიელი ჯერომ კაინო. გატეხილი ყბა მოურჩა ქრუსეიდერზის ჯეელ მგეზავს, რიჩი მოჰუნგას. მოკეთდა რებელზის ცხრაც – ვილ გენია. ჩიფსი ასვენებს მეორე’ხაზელ ბროდი რეთალიქს, ჰარიქეინზს კი იმოტოლა რესურსი აქვს, რომ ვინს ასოს 23- კაციანი რაზმის მარქაფაშიც ვეღარ მოუძებნა ადგილი
არადა, ამ შუა’მარბმა სან’ვულვზს 4 ლელო დაუდო, მაგრამ ორიღა ჩაეთვალა, რაკი ტელე’რეფმა, ბენ სქინმა ძმებ სავეა’ებს დარღვევები გამოუჩხრიკა: ჯულიანს თურმე ბურთი გადაეცა წინ, ხოლო არდი’ს – გადაყრაზე ეურჯუკა
და მაინც, ასომ ბოლო წუთებზე ჯერ მოკლე ფრთაზე დააგვირგვინა ფაზაობა, მერე კი მალაყითაც, ალამთან ეწია მიზანს * 43:15
ბურთი და მოედანისან’ვულვზი წლეულს 9-ჯერვე დამარცხდა, მაგრამ მაინც არა უშავს. ჩვენი პირველ’ხაზელებიც – ჯაბა და ნიკა თანდათან თამამდებიან, მაგრამ ეგეც ცხადია, რომ გუნდელებს მათთვის ბურთის მიცემა არად ეპიტნავებათ, ესაო და მაგ "ჯოჯა"ელთა საქმე მიწოლა და შერკინებაში ჯარიმების გამომუშავებააო
სან’ვულვზს ჰარიქეინზთან "ბურთი და მოედანი" 61 და 64 პროცენტი გამოუვიდა. ეს მაჩვენებლები რომ გადამწყვეტი არაა, პრეტორიაშიც გამოჩნდა – იქაურ ბულზს პირველი ტაიმში ოვალი დროის 81% ეპყრა და 88% მეტოქის ნახევარზეც გაატარა, მაგრამ ჰაილენდერზმა მაინც მოუგო 1 ქულით * 29:28
ბურებმა 4 ლელო გაიტანეს, კივებმა – ორიღა, მაგრამ ლიმა სოპოანგამ 7 ცდით 7 გოლი შეაგდო. სტუმრები მეორედ მაშინ დაწინაურდნენ, სამმა სმითმა – ბენმა, არონმა და ფლეჩერმა – ბურთაობით რომ გალიეს 70 მეტრი * 20:14, მაგრამ მაგრად მოთამაშე ჰანდრე პოლარდმაც ახლოდან დაგეზა ჯესი კრილი * 28:26 @ 76’
პირ’ქარში იძალესაფრიკაში რასიზმის აღსასრულს – "თავისუფლების დღეს" ზეიმობდნენ. სთორმერზს გვიან საღამოს უნდა ეთამაშა რებელზთან, მაგრამ საღმა აზრმა იძალა. იაპთა ჯანიანმა შუა’მარბმა, დამიან დე’ალენდემ ორ ლელოში დაიდო წილი, დილეინ ლეიდსმა კი სოსო მათიაშვილივით, ჯიუტად მისდია ხანჯლურს და ლელოს უკანა ხაზამდე დაამიწა * 34:18
ზღვისრეთში შუა შემოდგომაა და ორ თამაშს დააწვიმა. ბრისბენში კიდევ რა უჭირდათ – მალევე გადაიღო, ოქლენდში კი ყველაფერი გალუმპული იყო და ცივი ქარიც ქროდა. ამ პირობებში, ლოგიკით, უპირატესობა ზურგ’ქარში მოთამაშეს უნდა ჰქონოდა, მაგრამ პირიქით მოხდა – ორივე ტაიმში იმან იძალა, ვინც პირ’ქარში რაგბობდა
ხაგუარესი 8 ქულით ჩამორჩებოდა, შესვენების წინ ჯარიმათა ნაცვლად სულ შერკინებები რომ ითხოვა და სირენის შემდეგ ლამის 8 წუთი ამაოდ უტრიალა ლელოს, მაგრამ მეორე ნახევარში ტანა უმანგას შეგირდებმა ჩვეულ ყაიდაზე აურიეს. ჰოდა, არგენტინამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – პირველად ძლია კივები, თანაც კივეთში * 20:13
უშნოდ წაეტანაჯეელმა რედსმა წაგებათა წყება ოთხზე გაწყვიტა – ლაიონზი მოლითაც ათრია და შერკინებითაც; ერთხელ პასიც ჩაუჭრა, 20 წლის მგეზავმა ჰემიშ სთიუართმა კი ელთონ იანკისი გააბითურა და მოაწყო გრძელი სოლო, რომელიც ასევე ლელოთი დასრულდა
იაპებმა მეორე ტაიმში იქეთ დაიწყეს მოლის გორება და ნუგეშიც აიღეს, მაგრამ თამაში მაგ დროს უკვე წაგებული ჰქონდათ * 22:27
ბრამბიზს აკლდა წვივ’მტკივანი დევიდ პოქოქი. ქრუსეიდერზმა ათამაშა მოკეთებული იზრაელ დეგი, მაგრამ ამას უშნოდ წაეტანა ნორჩი ჩანს პენი და დაამტვრია, ხოლო თავად სინბინი და 5-კვირიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
სანამ პენი ცოდვებს ინანიებდა, დეგის შემცვლელმა მანასა მატაელემ მის ფრთაზე წყვილი ლელო გაიტანა * 21:5, მეორე ტაიმში კი ოზები თუმც სულ უტევდნენ, 7-წუთიან ორ’კაცა მეტობაზეც კი ვერაფერი შეჰმატეს აქტივს, რადგან უსწორო გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ *8:21
ზე რაგბი 2018მე-11 რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...45&d=1525130998სტატისტიკის, ჲუთუბისა და თორენთის ბმულები >> საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2018/S5/03_ZE-11.htmჰარიქეინზ$ 43:15 სან’ვულვზ7ლ: ჯ.სავეა ქრისთი პრინსეპ ჯ.ბარეთ ასო (5 7) შილდს; 4გ: ბ.ბარეთ 3, ჯ.ბარეთ –
2ლ: ლაბუსხახნე ფუკუოკა; გ ჯ: პარქერ
რეფ ნათ’ბრაუნ (ზელ) 27/04
0:7(10) 7:7(16) 7:10(18) 14:10(29) 21:10(40+) /
26:10(42) 26:15(69) 31:15(74) 38:15(78) 43:15(79)
სთორმერზ 34:18 რებელზ4ლ: დე’ალენდე ენგელბრეხტ (2 4) ლეიდს; 4გ 2ჯ: ვილემსე –
2ლ: ნაივალუ; გ 2ჯ: დებროსინი
რეფ ო’ქიფ (ზელ) 27/04
0:3(6) 3:3(11) 3:6(13) 10:6(17) 17:6(35) /
24:6(46) 24:13(54) 27:13(56) 27:18(76) 34:18(80+3)
რედს 27:22 ლაიონზ$4ლ: ჟპ.სმით თიმუ პაენგა-ამოსა ჯ.სმით; 2გ ჯ: ნდაუნგუნუ –
4ლ: მარქს (1 2) მ.სკუმან (3 4) გ: იანკის
რეფ გარდნერ (ავს) 28/04 (12 368)
5:0(2) 10:0(11) 17:0(28) 24:0(40+) /
27:0(48) 27:5(55) 27:12(62) 27:17(79) 27:22(80+2)
ბლუზ$ 13:20 ხაგუარეს2ლ: ტ.მანუ დაფი; ჯ: პეროფეტა / სბ: ა.იოანე –
3ლ: კრევი ვოფელი ლესანა; გ ჯ: სანჩეს
რეფ ვილიამს (ზელ) 28/04
სბ(13ბ) 0:5(14) 5:5(17) 10:5(28) 13:5(36) შეს(40+8) /
13:10(54) 13:17(63) 13:20(67)
ბრამბიზ 8:21 ქრუსეიდერზლ: სპეით; გ: ჰაურა / სბ: პენი –
3ლ: ბეითმენ მატაელე (2 3) 3გ: დელენი / სბ: სქ.ბარეთ ქროთი
რეფ პეიპერ (აფრ) 28/04 (8 215)
5:0(2) 5:7(18) სბ(20ბ) 5:14(27) 5:21(32) 8:21(36) /
სბ(59ქ) სბ(62ქ) დას(80+3)
ბულზ$ 28:29 ჰაილენდერზშ [ხელანტ] + 3ლ: პოლარდ ჯენქინს ჯ.კრილ; 3გ: პოლარდ –
2ლ: ა.სმით ფ.სმით; 2გ 5ჯ: სოპოანგა / სბ: ფ.სმით
რეფ ჯექსონ (ზელ) 28/04
0:7(5) 7:7(22შ+სბ) 14:7(31) 14:10(34) /
14:13(43) 14:20(44) 14:23(53) 21:23(58) 21:26(63) 28:26(76) 28:29(80+2)
უქმობდნენ
ვორათაზ, ჩიფს, შარქსჩვენებურები # წთ’ პ/ს მ ^ ო ბჭვ -შ -ჯჯაბა ბრეგვაძე (სნვ) 16 +57 1/2 18 1 0 3/0 0 0
ნიკა ხატიაშვილი (სნვ) 18 +58 1/1 1 0 0 0/0 0 1
+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ჯორდი ბარეთ (ჰრქ),
14 ჯულიან სავეა (ჰრქ), 13 სამუ კერევი (რედ), 12 ვინს ასო (ჰრქ), 11 ჯეი’ჯეი ენგელბრეხტ (სთო);
10 ჰანდრე პოლარდ (ბულ), 9 არონ სმით (ჰლნ) /
1 ლიზო გობოკა (ბულ), 2 აგუსტინ კრევი (ხგრ), 3 ნაუელ ტეტას-ჩაპარო (ხგრ);
4 თომ ფრენქლინ (ჰლნ), 5 პიტერ-სტეფ დიუ’ტოი (სთო);
6 ბრედ შილდს (ჰრქ), 7 ჯორჯ სმით (რედ), 8 ჯორდან ტაუფუა (ქრს)
სულ: 7 ზელ, 4 აფრ, 2 ავს არგ * 0 იაპ
სტატ’მოწინავენიქულა: 114 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 98 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 93 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ);
89 ელთონ იანკის (ლნზ); 86 ნიკო სანჩეს (ხგრ); 82 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 81 დამიან ვილემსე (სთო);
68 ჯექ დებროსინი (რბლ); 65 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 59 ბოდენ ბარეთ (ჰრქ)
ლელო: 9 ემილიანო ვოფელი (ხგრ), ბენ ლემ (ჰრქ);
7 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), აკირა იოანე (ბლუ), მალკომ მარქს (ლნზ), მანასა მატაელე (ქრს), ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ);
6 მადოშ ტამბვე (ლნზ);
5 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), ლუკანიო ამ (შრქ), ვინს ასო (ჰრქ), ვაუტისტა დელგვი (ხგრ), აფივე დიანტი (ლნზ),
ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), ჯექ მედოქს (რბლ), სეფა ნაივალუ (რბლ), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), ადრიან სტრაუს (ბულ), ვორიქ ხელანტ (ბულ)
* მე-12 რაუნდი საქართველოს დროით
რაზმები >>
http://www.planetrugby.com/news/team-track...gby-round-12-3/სვლაგეზი >>
http://ovaluri.comxa.com/2018/S15_2018_ITN.htmპარ 04/05
ჩიფ.ზელ 11.35 ხგრ.არგ
რბლ.ავს 13.45 ქრს.ზელ
შაბ 05/05
ჰრქ.ზელ 11.35 ლნზ.აფრ
ვრთ.ავს 13.45 ბლუ.ზელ
სთო.აფრ 17.05 ბულ.აფრ
შრქ.აფრ 19.15 ჰლნ.ზელ
უქმობენ
რედ.ავს ბრმ.ავს სნვ.იაპ
სთრიმები https://www.vipbox.st/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@