არავის დაუთმობენზე 15-ის მე-12 რაუნდში ჰაილენდერზი და ჩიფსი უცხოელებთან რომ დამარცხდნენ,
ჩამორჩნენ თვისტომ გრანდებს – ქრუსეიდერზსა და ჰარიქეინზსOvaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი -- ქვემოთაა! ))წრიული სტადიის ორი მესამედი ამ უქმეებზე გაილევა, ოთხ ზელანდიურ გუნდს კი რეალურად ვერავინ ეტოქება. ამ კვარტეტიდან ორმა შეიძლება ხანდახან კიდეც წააგოს – ოღონდაც ოზებთან არა (!), მაგრამ ახლავე ცხადია, რომ ჩემპიონობას კივები არავის დაუთმობენ
ჰაილენდერზი აფრიკაში დამარცხდა ნაუქმარ შარქსთან – ალბათ დურბანში დროს’ტარებამაც დაღუპა, პროვინციაში გეგმიურად, სეზონში ერთხელ გასულ ჩიფსს კი მოერია ხაგუარესი, ვინაც ბოლო ხნის აღმოჩენაა: წაუგებლად მოვლო ზღვისრეთი და ამქარში მიღებიდან მესამე წელს პირველად მოიგო ზედიზედ ოთხი მატჩი
ამის დათვლა ზე’რაგბის ყველა მოყვარულს თავადვე შეეძლო, აი, ოზთა კივური ნავსის გაზომვას კი სტატისტიკოსთა შეწუხება ჭირდება. ბოლო მონაცემებით, წლევანდელი ბალანსია 0-6 და კიდევ 10 ტრანს-ტასმანური რკენაა გასამართი; წყება 38-მდე დაგრძელდა, ბოლო სამი სეზონის ჯამი კია 58 თამაში: 3 მოგება - 54 წაგება * 1 ფრე
აფრიკა ჩვენთანააო!მედია ფიქრობდა, ავსტრალიის ლიდერი ვორათაზი ზელანდიის მაჩანჩალა ბლუზს რომ მასპინძლობს, ნავსს გატეხსო, მაგრამ ნურას უკაცრავად – იზი ფოლაუს, ბერნარდ ფოლისა და ქერთლი ბილის გამოისობით კივებს თავიდანვე ჩამორჩა და ვეღარ დაეწია * 21:24
ფოლაუს მოედანზე არა უშავდა – 88 მეტრი 17 სოლოზე, გარეთ კი მორიგი ფურორი მოახდინა: ახალი ანტი-გეური კლიპი ხომ გამოაქვეყნა სოც’მედიაში და ჭორიც დაყარა, გაისად შეიძლება რედსში გადავიდეო – ბოლო-ბოლო, იზი სწორედ რომ ქვინზლენდის სახელით ლიგა’ობდა
უელსურ საითზე ეგეც დაიდო, ზე’რაგბს სულ მალე წირვას გამოუყვანს ევროპა, რადგან ახლანდელი ოთხი აფრიკული გუნდიდან სამს (ბულზის გამოკლებით) თვალი პრო 14-ისკენ გაურბისო
ამაზე სამხრეთულმა ალიანსმა მკვახედ განაცხადა, არათუ 2020 წელზე, არამედ ბევრად უფრო შორსაც ვიხედებით და აფრიკა ჩვენთანააო, მენცრებმა კი გაარკვიეს, რომ პრო 14-ს ალბათ გაისიდანვე დაემატება ორი ახალი იაპური ფრანჩაიზი – ხრიკვაზ’ი და პუმას’ი
თავზე გადააფრინდავორათაზმა ბლუზი შაბათს ლიგის ბუნაგში – მენლის სტადიონზე მიიღო და 15 ათასი მოსეირე მაინც მიიზიდა. ოქლენდელმა რიკო იოანემ 10 წაღებით 121 მეტრით წაწია წინ ბურთი, ბოლოს’წინა წუთზე კი ოზებმა 18 ფაზა რომ აკინძეს, ბილმა ფრთაზე აუწია აბრაგანი ფოლაუს, მაგრამ ამას ოვალი თავზე გადააფრინდა
ავსტრალიამ წინა, ზედიზედ 37-ე მარცხი პარასკევს განიცადა – რებელზმა მეორე ტაიმში 42 უპასუხო ქულა მიირთვა ქრუსეიდერზთან,
* 10:55 მოისრა და მოკეთებული 9 ნომერი, ვილ გენიაც ხელახლა დაემტვრა. მელბურნელებს 33 ბოჭვა გაუცუდდათ; კივმა სეტა ტამანი’ვალუმ [ფოტოზე] ხაზი 4-ჯერ გაჭრა, გენია კი 9 ივნისს ნაღდად გამოტოვებს სამიდან პირველ ტესტს ირლანდიასთან
ბრიტებმა იჩივლესაფრიკაში ტურნეზე ინგლისი ჩადის. ჰარიქეინზის კაპიტანს, ბრედ შილდსს მშობლები ინგლისელები რომ ჰყავს, "ვარდებში" სურს თამაში, მაგრამ ზელანდიის რაგბის კავშირი აქამდე ბლოკავდა. ბრიტებმა ამაზე "მსოფლიო რაგბში" იჩივლეს. ჰოდა, შილდსს გზა გაეხსნა და შეიძლება ნაკრებში იმაზე ადრეც ითამაშოს, ვიდრე "ვოსპსის" კვართს მოირგებს
ჰარიქეინზმა ბოლო ორი წლის ფინალისტი ლაიონზი უბონუსოდ’ღა *28:19 ძლია. ჰეთ-თრიქი შეასრულა ძმებ იოანე’ებივით ნაშვიდკაცარმა ბენ ლემმა, 15 ნომრად კი იდგა ნეჰე მილნერ-სქადერი, რადგან ჯორდი ბარეთს კოჭი წამოსტკივდა. იზარალა ლაიონზმა და ბოკემაც – კვაჭ მალკომ მარქსს 9’ წუთზევე ფეხი ეტკინა გადაღლის გამო და თვე’ნახევარი ვერ ირაგბებს, ანუ ვეღარც ინგლისს დაუხვდება
შინა’ომის საცქერლადხაგუარესმა მარქსის კოლეგა, აგუსტინ კრევი დაზოგა და მარქაფაში გადასვა. ემილიანო ვოფელიმ შორიდან კიდევ გაიტანა ჯარიმა; ხოაკინ ტუკულეტის რეიდი ლელოთი დააგვირგვინა რამირო მოშანომ, ლიამ მესამმა კი მოლი რომ ჩააქცია, ჩიფსი 7-ქულიანით დაისაჯა და 13 კაცის ამარაც დარჩა – საბოლოოდ * 19:23
რაუნდის ბოლო ორი თამაში აფრიკაში იყო. ქეიპ’თაუნში შინა’ომის საცქერლად 30 ათასი ქომაგი შეიკრიბა. მეასე ზე’კეპი მიითვალა კონცხელთა ზანგმა კაპიტანმა სია კოლისიმ. სტუმარი ბულზი ერთად’ერთხელ გავიდა წინ * 17:12 @ 49’ და სულ პირველ ლელოზე თავისი 5-მეტრა შერკინებაც წააგო. ჰოდა, სთორმერზმა * 29:17 მოიგო
ბარაქიანად რაგბობა რომ იაპებსაც შეუძლიათ, შარქსმა დაამტკიცა – კაპიტანმა რუან ბოთამ ბოქს’ქიქი მოუხსნა ჰაილენდერ ლიმა სოპოანგას და აკერ ფან’დერ’მერვემ 36-ე წამზე (!) გახსნა ანგარიში. მერე და მერე მაკაზოლე მაპიმპიმ გააბითურა იგივე სოპოანგა; რობერტ დიუ’პრეს შეგორებული დაამიწა სიბუსისო ნკოსიმ, ქერვინ ბოშმა კი 60 მეტრიდან წამოიწყო სოლო * 38:12, თანაც ბონუსით
ზე რაგბი 2018მე-12 რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...43&d=1525901542სტატისტიკის, ჲუთუბისა და თორენთის ბმულები >> საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2018/S5/10_ZE-12.htmჩიფს$ 19:23 ხაგუარესლ: პარეტე; გ 4ჯ: დ.მაკ’ქენზი / სბ: ალარდაიზ მესამ –
შ + ლ: მოშანო; გ: სანჩეს; 3ჯ: ვოფელი, სანჩეს 2
რეფ ფრეიზერ (ზელ) 4/05 @ როტორუა
3:0(8) 3:3(20) 6:3(24) 6:10(28) 9:10(39) 12:10(40+3) /
12:13(43) სბ(50ჩ) 12:20(51შ+სბ) 12:23(71) 19:23(80+3)
რებელზ 10:55 ქრუსეიდერზ$ლ: ჰოჯ; გ ჯ: დებროსინი / სბ: ჰოჯ –
8ლ: ტამანი’ვალუ მაკალიო (2 3) გუდ’ჰიუ სამუ ჰოლ ქროქეთ მატაელე; 6გ: მოჰუნგა 2, ჰანთ 4; ჯ: მოჰუნგა / სბ: თოდ ჰავილი
რეფ ბრაიანთ (ზელ) 4/05 (11 357)
3:0(4) 3:5(8) სბ(15რ) 3:10(19) სბ(23ქ) 10:10(33) სბ(34ქ) 10:13(40+) /
10:20(46) 10:27(53) 10:34(65) 10:41(67) 10:48(79) 10:55(80+3)
ჰარიქეინზ 28:19 ლაიონზ4ლ: ლემ (1 3 4) ა.სავეა; 4გ: ბ.ბარეთ –
3ლ: გრუმ მ.სკუმან მაჰუზა; 2გ: იანკის
რეფ ბერი (ავს) 5/05
7:0(9) 14:0(27) 14:7(40+) /
21:7(47) 28:7(56) 28:12(57) 28:19(76)
ვორათაზ$ 21:24 ბლუზ3ლ: ფითს’პათრიქ კეპუ ჰუპერ; 3გ: ფოლი –
2ლ: რ.იოანე ტ.მანუ; გ 4ჯ: პეროფეტა / სბ: პაპალიჰი
რეფ პეიპერ (აფრ) 5/05 @ მენლი
0:7(8) 0:10(18) სბ(24ბ) 7:10(26) 7:15(30) 14:15(35) 14:18(39) /
14:21(62) 14:24(69) 21:24(72) დას(80+2)
სთორმერზ 29:17 ბულზ4ლ: ვილემსე ვ.ლოუ მარე სემუელს; 3გ: ვილემსე; ჯ: მარე / სბ: სემუელს –
2ლ: ლ.დე’იახერ ჯენქინს; 2გ ჯ: პოლარდ
რეფ ჯექსონ (ზელ) 5/05
7:0(7) 12:0(11) 12:7(21) 12:10(34სბ) /
12:17(49) 19:17(51) 22:17(53) 29:17(63) დას(80+2)
შარქს$ 38:12 ჰაილენდერზ5ლ: ა.ფან’დერ’მერვე მაპიმპი დ.დიუ’პრე ნკოსი რ.დიუ’პრე; 5გ ჯ: რ.დიუ’პრე –
2ლ: ჰანთ ვოლდენ; გ: სოპოანგა
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 5/05
7:0(2) 14:0(9) 14:7(29) 17:7(33) /
24:7(46) 31:7(63) 38:7(68) 38:12(74)
უქმობდნენ
რედს, ბრამბიზ, სან’ვულვზ"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ქერვინ ბოშ (შრქ),
14 სეტა ტამანი’ვალუ (ქრს), 13 ჯექ გუდ’ჰიუ (ქრს), 12 რიკო იოანე (ბლუ), 11 ბენ ლემ (ჰრქ);
10 ბოდენ ბარეთ (ჰრქ), 9 ქემერონ რაით (შრქ) /
1 ბისთ მთავარირა (შრქ), 2 ენდრიუ მაკალიო (ქრს), 3 ვილკო ლოუ (სთო);
4 პათრიქ ტუი’პოლოტუ (ბლუ), 5 პიტერ-სტეფ დიუ’ტოი (სთო);
6 ტომას ლესანა (ხგრ), 7 არდი სავეა (ჰრქ), 8 ჯორდან ტაუფუა (ქრს)
სულ: 9 ზელ, 5 აფრ, 1 არგ * 0 ავს
სტატ’მოწინავენიქულა: 132 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 107 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 104 ბერნარდ ფოლი (ვრთ);
94 ნიკო სანჩეს (ხგრ); 93 ელთონ იანკის (ლნზ); 92 დამიან ვილემსე (სთო); 84 ლიმა სოპოანგა (ჰლნ);
73 ჯექ დებროსინი (რბლ); 72 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 67 ბოდენ ბარეთ (ჰრქ)
ლელო: 12 ბენ ლემ (ჰრქ); 9 ემილიანო ვოფელი (ხგრ); 8 მანასა მატაელე (ქრს);
7 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), აკირა იოანე (ბლუ), მალკომ მარქს (ლნზ), ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ); 6 მადოშ ტამბვე (ლნზ);
5 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), ლუკანიო ამ (შრქ), ვინს ასო (ჰრქ), ვაუტისტა დელგვი (ხგრ), აფივე დიანტი (ლნზ),
რიკო იოანე (ბლუ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), სილვენ მაჰუზა (ლნზ), ჯექ მედოქს (რბლ), სეფა ნაივალუ (რბლ),
ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), ადრიან სტრაუს (ბულ), ვორიქ ხელანტ (ბულ)
* მე-13 რაუნდი საქართველოს დროით
რაზმები >>
http://www.planetrugby.com/news/team-track...gby-round-13-3/სვლაგეზი >>
http://ovaluri.comxa.com/2018/S15_2018_ITN.htm პარ 11/05
ბლუ.ზელ 11.35 ჰრქ.ზელ
შაბ 12/05
სნვ.იაპ 07.15 რედ.ავს
ქრს.ზელ 09.15 ვრთ.ავს
ჰლნ.ზელ 11.35 ლნზ.აფრ
ბრმ.ავს 13.45 რბლ.ავს
სთო.აფრ 17.05 ჩიფ.ზელ
ბულ.აფრ 19.15 შრქ.აფრ
უქმობს: ხგრ.არგ
სთრიმები https://www.vipbox.st/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@