დროა, შეითვისონოზე 15-ის მე-13 რაუნდში ქრუსეიდერზმა რომ საარაკოდ შემოუბრუნა თამაში ვორათაზს,
ოზებმა აღიარეს, მეტი გამჭრიახობა გვმართებსოOvaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი -- ქვემოთაა! ))ძირ’ძველსა და მარადიულ, უმაგალითოსა და უნიკალურ სარაგბო ღირებულებებზე ტომები დაწერილა, მაგრამ ადამიანი რომ მაინც ცოდვილია, გაჭირვების ჟამს ივიწყებს კაი’ყმობას და წესთა დარღვევით აბრუნებს ბედის ჩარხს
ტრანს-ტასმანურ რაგბში კივებს ზედიზედ 38 გამარჯვება მიეთვალათ, მაგრამ დახეთ პარადოქსს – ლიდერი, ზელანდიის ქრუსეიდერზი ავსტრალიის ვორათაზთან შინ, 29 წუთის შემდეგ, უშანსოდ * 0:29 აგებდა, და თამაშის ყოველ ასპექტშიც მაგრად ურევდა
უდიდესი ფორავინმეს თავზე უნდა აეღო ხელი და გარდაეტეხა თამაში. ჰოდა, ტრავმის გამო წელს პირველადღა მორაგბე ბურჯმა, ჯო მუდიმ ჩარბენზე იდაყვი ყელში აძგერა მეტოქის პლეი’მეიქერ ქერთლი ბილს და ზურგზე დასცა, რიჩი მოჰუნგა კი წაქცეულს რომ გადაახტა, მუდი ყოჩაღად მიჰყვა, ამოგდებული ბურთი მიიღო და კარში შევარდა
რაც მუდიმ გააკეთა, ეგ თანამედროვე რაგბში წითელი ბარათით ისჯება, მაგრამ ოთხივე მსაჯი კივი იყო და რეპორტაჟიც ზელანდიიდან მოდიოდა. ოზებმაც ალბათ იფიქრეს, ამდენით ვართ წინ და ამ ერთ ლელოს როგორმე ავიტანთო, მაგრამ ქრუსეიდერზი მადაზე მოვიდა, მეტოქეს მარწუხი მოუჭირა, 40 წუთი უტია და ზე’რაგბის 23-წლიანისტორიაში, უდიდესი ფორა გაუბათილა * 31:29
გამეორება მიჩქმალესმუდი ტრიბუნალზე დაიბარეს. ბურჯმა დანაშაული აღიარა და ორ თამაშსღა გამოტოვებს. ქრუსეიდერზი ლიდერად დარჩა, მაგრამ ერთი ქულითღა უსწრებს ჰარიქეინზს, ვისაც თამაში მარაგში აქვს
ფანობას უკვირს, ზე’რაგბში მეტწილად მასპინძელი რატომ მსაჯობსო, მახვშები კი ისეც დიდ გულზე არიან, რომ უფალი ო’ქიფი დამდეგ რაუნდშიც გაუძღვება სამეზობლო ჯახს
საოცარია და ინციდენტი ნამატჩევსღა გახმაურდა, რაკი ზელანდიის ტელე’არხმა გამეორება მიჩქმალა. არც ნირ’წამხდარ ბილს დაუწყია ჩხუბი – ზედმეტად "რაგბული გაგების" გამო, მაგრამ გახელდნენ ოზი ექსპერტები, ეგრე ხომ გაჭიანურებული ნავსი ვერასოდეს გატყდებაო
აპელაციის უფლებაhttp://ovaluri.comxa.com/2014/O9/20_QESTUM.htmკოლეგათა გულის’ნადები ჯიქურ გააჟღერა სთივენ ჰოილსმა, ესაო და კივები ყალთა’ბანდები არიან და დროა, ჩვენმა გულ’უბრყვილო ბიჭებმაც შეითვისონ მათი ოღრაშული ფანდებიო
და მართლაც, ვორათაზმა ეგეც ვერ მოიფიქრა, რომ უმალ აყალ’მაყალი აეტეხა. მაშინ მთელი ეპიზოდი საჯაროდ გაირჩეოდა ტელე- და სტადიონის ეკრანზეც – მუდი’ს გააძევებდნენ და ლელო გაუქმდებოდა
მეტიც, ოთხი წლის წინ მავანთ აზრი მიაწოდეს "მსოფლიო რაგბს", გუნდს თამაშის დროს აპელაციის უფლება მივცეთო – მაგალითად, ორჯერ შეეძლოს ტელე’ანალიზის მოთხოვნა, თუ მიაჩნია, რომ თემიდა შეცდაო, მაგრამ დაბლინი იმისი ჩიტი არაა, ამაზე დაჰყაბულდეს
აბრაგანებს ხსნიდაო’ქიფმა ოზები მეტად აჯარიმა * 19-8; კაცი ორჯერ გაუგდო სინბინში და შერკინების დადედლების გამო, ბოლოს 7’ქულიანიც ჩათვალა
წაგებულებს ბოლო 45 წუთში კარიდან 45 მეტრზე ორჯერ მიეცათ ჯარიმა, მაგრამ ბერნარდ ფოლიმ ვერ ივარგა
კივთა ოთხი ლელოდან სამი მოჰუნგას პასს მოჰყვა, ოზთაგან კი თავი გამოიჩინა გეი’მოძულე იზი ფოლაუმ – მეტოქისა და გუნდელის თითო აბრაგანი მოხსნა და ლელოები გამოაცხო
20-ვე დერეფანირაუნდი პარასკევს გაიხსნა კივური დარბით. აფრიკელი იაკო პეიპერი შესვენებაზე უქეიფოდ შეიქნა და მისგან სასტვენი თანა’მსაჯმა გადაიბარა. ბლუზს დაუბრუნდა სონი-ბილ ვილიამსი და საფირმო ოფლოუდი გაახერხა, ჰარიქეინზმა კი თავის მოწოდებაზე 20-ვე (!) დერეფანი მოიგო
სტუმრებმა ათზე ბოდენ ბარეთს დააწყებინეს, ჯორდი კი მერეღა ჩააბეს ბრძოლაში. ძმების კომბინაციას პრემიის მომტანი ლელოც მოჰყვა *36:15, ბლუზის უფროსობამ კი, ჰოჲ საოცრებავ, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუგრძელა ბედოვლათ მწვრთნელს, ტანა უმანგას
კანბერული ანტი-რეკორდიშაბათს რაგბეთმა 6-მატჩა მარათონი დაიგემოვნა და ავსტრალია კიდევ შერცხვა – რედსი ტოკიოში * 28:63 მოისრა სან’ვულვზთან, ვისაც აქამდე 9-ვე თამაში წაეგო. იაპონელებს 36 ქულა (ლ 5გ 7ჯ) შესძინა მგეზავმა ჰეიდენ პარქერმა, "ტონგელმა გოძილამ", ჰოსეა საუმაკიმ კი ჰეთ’თრიქი რქენით გაასრულა
კანბერაში სტადიონზე 5,283 მოსეირეღა მივიდა, რაც 1999 წლის აქეთ ანტი-რეკორდი ყოფილა. სტუმარ რებელზს ზედიზედ წაეგო ხუთი, მაგრამ 16 ქულით ჩამორჩენილი ბრამბიზს არათუ დაეწია, კიდეც მოუგო ბოლოს’წინა წუთზე, კიდიდან გატანილი ჯარიმით * 27:24
დე’იახერიც დაიმტვრაპრემია 7 თამაშიდან ერთად’ერთში გაიცა, ნუგეში კი 4-გან დარიგდა. სთორმერზის ზურგი ეს’პი მარე დამიენ მაკ’ქენზის გადაკიდებულმა მოატყუა და ჩიფსმაც ფრიად მოკრძალებულად * 15:9 მოიგო გასვლა
4-მატჩა ზღვისრეთული ტურნე სამი წაგებით დაასრულა ლაიონზმა და თუმც ბალანსი 6-6 გაუხდა, საერთო ცხრილში მაინც მეორეა, ვაისაკე ნაჰოლომ კი კარიერის 37-ე ლელო რომ გაიტანა, კლუბის რეკორდი ჩამოართვა ჯეფ ვილსონს – ჰაილენდერზმა * 39:27 იმარჯვა
ბულზსა და ბოკესაც დაემტვრა მეორე’ხაზელი ლუდ დე’იახერი და შემოდგომამდე იუქმებს. სტუმარი შარქსი მატჩში ერთად’ერთხელ დაწინაურდა * 23:22 @ 52’, მაგრამ უმალ გაიბრწყინა ბულზის ზანგმა ვარსკვლავმა ვორიქ ხელანტმა – ალამთან ოვალი კიდეზე არ გადაუშვა
ჰოდა, შარქსმა სირენის შემდეგ ჯარიმა დაარტყა და ნუგეშსღა დასჯერდა * 39:33 ბულზის სასარგებლოდ
ზე რაგბი 2018მე-13 რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...00&d=1526333909სტატისტიკის, ჲუთუბისა და თორენთის ბმულები >> საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2018/S5/17_ZE-13.htmბლუზ 15:36 ჰარიქეინზ$2ლ: ლეჯერ ტუჰუნგაფასი; გ ჯ: პეროფეტა –
5ლ: რიქითელი ევანს მილნერ-სქადერ ლაუსი პროქთორ; 4გ ჯ: ბ.ბარეთ
რეფ პეიპერ (აფრ) | ვილიამს (ზელ) 11/05
0:7(7) 3:7(15) 8:7(26) 8:14(33) /
15:14(50) 15:21(55) 15:28(62) 15:31(71) 15:36(79)
სან’ვულვზ 63:28 რედსშ [ემერი] + 5ლ: ჰეტინხ პარქერ საუმაკი (3 4 5) 5გ 7ჯ: პარქერ –
4ლ: პაენგა-ამოსა ბ.ლუქას სქოთ-იანგ ნდაუნგუნუ; 4გ: ლენს / სბ: პაია’ჰაუა
რეფ სექონდს (აფრ) 12/05
3:0(2) 6:0(7) 6:7(11) 9:7(15) 9:14(22) 12:14(28) 19:14(30) 26:14(35) 29:14(40+) /
32:14(43) 39:14(55) 42:14(61) 42:21(67) 49:21(69შ+სბ) 49:28(74) 56:28(80) 63:28(80+3)
ქრუსეიდერზ 31:29 ვორათაზ$შ + 4ლ: მუდი თეილორ ტამანი’ვალუ ენორ; 2გ: მოჰუნგა –
4ლ: ქლარქ ნაია’რავორო ფოლაუ რონა; 3გ ჯ: ფოლი / სბ: ფიპს ნაია’რავორო
რეფ ო’ქიფ (ზელ) 12/05
0:5(4) 0:8(13) 0:15(18) 0:22(24) 0:29(29) 7:29(36) 12:29(39) სბ(40+2ვ) 19:29(40+5) /
სბ(53ვ) 24:29(56) 31:29(68შ)
ჰაილენდერზ 39:27 ლაიონზ5ლ: სოპოანგა ქოლთმენ ლ.ვაითლოქ ნაჰოლო ვოლდენ; 4გ 2ჯ: სოპოანგა –
4ლ: ფორსტერ რ.კუცია (2 3) მ.სკუმან; 2გ ჯ: იანკის
რეფ გარდნერ (ავს) 12/05
7:0(6) 7:3(10) 14:3(15) 19:3(34) 19:10(40) 19:15(40+4) /
26:15(45) 26:20(49) 33:20(65) 33:27(73) 36:27(77) 39:27(80+)
ბრამბიზ$ 24:27 რებელზ3ლ: ქიუზაქ სიონე ვალეტინი; 3გ ჯ: ჰაურა –
4ლ: ინგლიშ (1 2) მედოქს ს.ტუპოუ; 2გ ჯ: ჰოჯ / სბ: მაფი
რეფ ბერი (ავს) 12/05 (5 283)
0:5(7) 7:5(17) სბ(22რ) 14:5(25) 21:5(32) 21:10(40) /
24:10(56) 24:17(62) 24:24(66) 24:27(79)
სთორმერზ$ 9:15 ჩიფს3ჯ: ვილემსე 2, მარე –
შ + ლ: ე.ლენართ-ბრაუნ; ჯ: დ.მაკ’ქენზი
რეფ ფრეიზერ (ზელ) 12/05
3:0(15) 3:5(22) შეს(40+4) /
6:5(54) 6:12(65შ) 6:15(75) 9:15(78)
ბულზ 39:33 შარქს$5ლ: ხელანტ ჯ.კრილ რ.სმიტ კოცე ლ.დე’იახერ; 4გ 2ჯ: პოლარდ / სბ: სნეიმან –
3ლ: ბოშ ჟ.ფერმიულენ ჟლ.დიუ’პრე; 3გ: რ.დიუ’პრე; 4ჯ: ბოშ, რ.დიუ’პრე 3 / სბ: ბოშ ამ
რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 12/05
სბ(10შ) 5:0(11) 12:0(16) 12:7(23) 19:7(27) სბ(34ბ) 19:14(35) 22:14(38) 22:17(40+) /
22:20(46) 22:23(52) 29:23(55) 36:23(67) 39:23(69სბ) 39:30(71) 39:33(80+2)
<< უქმობდა
ხაგუარეს"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ჯორჯ ბრიჯ (ქრს),
14 ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), 13 ჯესი კრილ (ბულ), 12 ქერთლი ბილ (ვრთ), 11 ჰოსეა საუმაკი (სნვ);
10 ჰეიდენ პარქერ (სნვ), 9 ბრინ ჰოლ (ქრს) /
1 დენ ლენართ-ბრაუნ (ჰლნ), 2 რიქი რიქითელი (ჰრქ), 3 ტრევორ ნიაკანე (ბულ);
4 ბროდი რეთალიქ (ჩიფ), 5 გრანტ ჰეტინხ (სნვ);
6 ჟან-ლიუკ დიუ’პრე (შრქ), 7 არდი სავეა (ჰრქ), 8 ჯორდან ტაუფუა (ქრს)
სულ: 8 ზელ; 3 აფრ იაპ; 1 ავს
სტატ’მოწინავენიქულა: 147 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 113 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 110 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ);
103 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 100 ელთონ იანკის (ლნზ); 98 დამიან ვილემსე (სთო); 94 ნიკო სანჩეს (ხგრ);
86 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 78 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 73 ჯექ დებროსინი (რბლ); 63 სთივენ პეროფეტა (ბლუ)
ლელო: 12 ბენ ლემ (ჰრქ); 9 ემილიანო ვოფელი (ხგრ); 8 მანასა მატაელე (ქრს), ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ);
7 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), აკირა იოანე (ბლუ), მალკომ მარქს (ლნზ), ჰოსეა საუმაკი (სნვ);
6 ჯექ მედოქს (რბლ), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), მადოშ ტამბვე (ლნზ), ვორიქ ხელანტ (ბულ);
5 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), ლუკანიო ამ (შრქ), ვინს ასო (ჰრქ), ვაუტისტა დელგვი (ხგრ), აფივე დიანტი (ლნზ),
რიკო იოანე (ბლუ), ჯონ-ბენ კოცე (ბულ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), სილვენ მაჰუზა (ლნზ), სეფა ნაივალუ (რბლ),
მარნუს სკუმან (ლნზ), ადრიან სტრაუს (ბულ)
მე-14 რაუნდისაქართველოს დროით
რაზმები >>
http://www.planetrugby.com/news/team-track...gby-round-14-3/სვლაგეზი >>
http://ovaluri.comxa.com/2018/S15_2018_ITN.htmპარ 18/05
ჰრქ.ზელ 11.35 რედ.ავს
შაბ 19/05
სნვ.იაპ 09.15 სთო.აფრ @ ჰონკონგ
ბლუ.ზელ 11.35 ქრს.ზელ
ვრთ.ავს 13.45 ჰლნ.ზელ
შრქ.აფრ 17.05 ჩიფ.ზელ
ლნზ.აფრ 19.15 ბრმ.ავს
კვი 20/05
ხგრ.არგ 01.40 ბულ.აფრ
უქმობს რბლ.ავს
სთრიმები https://www.vipleague.lc/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@