რვეული გამოიკვეთაზე 15-ის მე-16 რაუნდში ოზებმა 93-ქულიანი ბურთაობა გამართეს,
აფრიკამ კი ბოკეს დუბლი შტატებში მიავლინა და უელსთან წააგოOvaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი -- ქვემოთაა! ))ივნისის ტესტების გამო ზე’რაგბში სამ-კვირიანი არდადეგები დაიწყო. რაკი აფრიკას ადრევე, თებერვალშიჩაეტარებინა რაუნდი, სარფის ხათრით უელსი იანკეთში გადაიპატიჟა, მაგრამ ვაშინგთონის სტადიონი სანახევროდღა შეავსო და ვერც ისეთი სეირი უჩვენა იქაურებს, რომ ესენი რაგბს მიაწყდნენ
ამასობაში იაპთა პარტნიორები წამოეწივნენ მოჩქარეებს და ცხრილმა პირველად ახლაღა ასახა რეალური ვითარება – გამოიკვეთა პლეი’ოფის მონაწილე რვეული. მეტიც, ჰარიქეინზმა სამხრეთ კუნძულზე მეორე მარცხიც რომ იგემა, ჩემპიონი ქრუსეიდერზი უკვე 9 ქულით უსწრებს, მაგრამ ერთით მეტი კი აქვს ნათამაშევი
რაუნდის ხუთ მატჩში ნუგეში ვერავინ მიითვალა, პრემია კი მხოლოდ ბრამბიზმა აიღო და ისიც – ნაკრებში ხმობილთა გარეშე მორაგბე სან’ვულვზთან. სამგან გაიცა თითო ყვითელი, ჭორიკანა მედიას კი საკბილო ნორჩმა კივებმა გაუჩინეს:
რიკო იოანეს (ბლუ) გუნდელებთან ღლაბუცში თვალის (!) ქუთუთო გაეჭრა, ხოლო ჯორდი ბარეთი (ჰრქ) ძმა’კაცთან ერთად დილის
5 საათზე შეცდომით (!) შევიდა სხვის ბინაში და მერე პოლიციაში მოუხდა თავის მართლება
ზურგში წაკინკლავდნენჰარიქეინზის წვეროსანმა კაპიტანმა, აწ’კი ინგლისის (!) მარბიელმა ბრედ შილდსმა ჰაილენდერზთან მეასე (!) ზე’კეპი მოიხვეჭა. გაკეთდა 250 ბოჭვა, გაცუდდა 45, ოვალი 29-ჯერ დაირტყა "ტაქტიკურად", 241 სოლოთი კი ბურთმა 876 მეტრით წაიწია წინ
ჯორდიმ ძმის, ბოდენის პასით იოლად გაიტანა ლელო * 7:3 @ 24’, მაგრამ ტაიმის ბოლოს ფუჭად დაურჩა სპრინტი, რაღაი ზურგში გუნდები წაკინკლავდნენ და ტელე’რაკურსთა სიმწირის გამო, გაასინბინეს მხოლოდ ჰაილენდერი ლიამ სქვაიერი
ამან მასპინძლები ისე გაამწარა, რომ მათ სირენის შემდეგ 4 წუთი უტიეს და ხეირზე რგებული ჯარიმის შესასრულებლად არონ სმითი იქეთა ფრთაზე ფეხ’და’ფეხ რომ გაჰყვა მსაჯს, უცებ’ვე გაათამაშა * 8:7
თამაშის განახლებისას ბოდენის უხეირო მოგერიებული ბენ სმითმა გამოაქცუნა და არონი ახეირა * 13:7 @ 44’. სტუმრებმაც კიდიდან უცებ შემოგდებით სახტად დატოვეს მეტოქე * 14:13 @ 51’, მაგრამ ბოლო მეოთხედში ვეღარაფერი შეჰმატეს აქტივს
სამაგიეროდ, აიშვა ვაისაკე ნაჰოლომ: მისი რეიდის შემდეგ არონმა ახლოდან, ძელთან მონახა ბურჯი თაირელ ლომაქსი, დერეფანში მოგებული ბურთის კიდიდან კიდემდე ორჯერ ჩათამაშებით კი გარე’მარბმა 40 მეტრიდან გაიჯეჯილა * 30:14 ჰაილენდერზის სასარგებლოდ
უეცარი გათამაშებითკონკურენტის შეფერხებით ისარგებლა ქრუსეიდერზმა – ჩიფსს ომი გასვლაზე მოუგო * 34:20
აქ ბურთი 42-ჯერ დაირტყა, 233 წარმატებულ ბოჭვას 36 გაცუდებული დაერთო, 233 წაღებით კი 849 მეტრი მოგროვდა. ქრუსეიდერზმაც 5-მეტრა ჯარიმის უეცარი გათამაშებით გახსნა ანგარიში, მისმავე ისე’რა ბურჯმა, ვაიეთ ქროქეთმა კი, თუ სააგენტოები არა ცდებიან, ამქარში პირველმა (!) მიითვალა მე-200 ზე’კეპი
ჩიფსი მატჩში ერთად’ერთხელ დაწინაურდა – ჩარლი ნგატაიმ ბურთი რომ დაიგორა, ჯიუტად მისდია და თერნოვერი გაახერხა * 13:10 @ 23’, მეორე ტაიმზე კი ვეღარ გამოვიდა მეორე’ხაზელი ბროდი რეთალიქი, ვისაც მკერდის ძვალი დაზიანებოდა, და ახლა თვე-ნახევარს იუქმებს
ფარღალალა დაცვაშიოზური დარბები დასაბამიდან უფერულები გამოდიან, ამჯერად კი ტრადიცია დაირღვა – დაიდო 15 ლელო; ასამდე მონაწილეებს 7 ქულაღა დააკლდათ, ვორათაზმა კი ოდინდელი მეტოქე, რედსი სტუმრად ძლია * 52:41 და ჯგუფის ჯილობა დაიბრუნა
შევადაროთ ამ მატჩის ჯამები კივური შინა’ომებისას: 28 დარტყმა, 225 სოლოზე აკრეფილი 1127 მეტრი, ოდენ 179 შესრულებული ბოჭვა და ერთ’ბაშად 52 გაცუდებული, ანუ ბიჭები ფარღალალა დაცვაში ბურთიანად გადი’გამოდიოდნენ
ოვალმა ოთხ უაქტიურეს "უკანა ბექამდე" (პერესე, პეტაია – ფოლაუ, ნაია’რავორო) 64-ჯერ მიაღწია, მათ კი 45-ჯერ გაინავარდეს! ყველას, რა თქმა უნდა, იზი ფოლაუმ აჯობა – ორი ლელო გაიტანა:
პირველზე ბერნარდ ფოლის ყუმბარა (ლიგური აბრაგანი) ლელოში მოუხსნა გამოუცდელ ჯეიდენ ნგამანუს * 28:19 @ 40+2’, მეორეზე კი დანქან პაია’ჰაუს გადაკიდებული 45 მეტრიდან დააბრუნა * 40:19 @ 51’
პუბლიკა შეგვითხელდაოვორათაზი 1 საცხრილო და 60 რაგბული ქულით უსწრებს თვისტომ რებელზს. ამან 32-მატჩა "სრულიად ოზური" ნავსი გატეხა – ზელანდიაში მოიგო: მაჩანჩალა ბლუზი * 20:10 ძლია
თავი გამოიდო ტელე’რეფმა ბენ სქინმა და 4 ლელო არ ჩათვალა: 46’ წუთზე ბლუზი ანგარიშს ათანაბრებდა დერეფანში აგორებული მოლით, 77’ წუთზე კი მარიკა კოროი’მბეტეს კიდეზე დაბიჯება რომ დაუდგინდა, რებელზი უპრემიოდ დაშვრა
უიმედოდ ჩამორჩენილი ბრამბიზი არ შეეპუა კავშირს – პუბლიკა შემითხელდაო და სამივე ვოლაბი რომ მაინც ათამაშა საწყის საათში, 9521 მოსეირე ხომ მიიზიდა და სან’ვულვზს ბონუსითაც მოუგო * 41:31
ზე რაგბი 2018მე-16 რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...93&d=1528121619სტატისტიკის, ჲუთუბისა და თორენთის ბმულები >> საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2018/S6/06_ZE-16.htmჰაილენდერზ 30:14 ჰარიქეინზ4ლ: ლი ა.სმით ლომაქს ნაჰოლო; 2გ 2ჯ: სოპოანგა / სბ: სქვაიერ –
2ლ: ჯ.ბარეთ ტუმანგა-ალენ; 2გ: ბ.ბარეთ
რეფ ო’ქიფ (ზელ) 1/06
3:0(11) 3:7(24) სბ(38ჰლ) 8:7(40+4) /
13:7(44) 13:14(51) 20:14(61) 27:14(70) 30:14(73) დას(80+1)
ბლუზ 10:20 რებელზლ: ჰეპეტემა; გ ჯ: პეროფეტა –
3ლ: მიქს (1 3) დ.ჰეილეთ-პეთი; გ ჯ: ჰოჯ
რეფ ბრაიანთ (ზელ) 2/06
3:0(6) 3:7(13) 10:7(37) 10:12(39) /
10:17(43) 10:20(59) დას(80+2)
ჩიფს 20:34 ქრუსეიდერზ3ლ: ვაინუი ჯექობსონ (2 3) გ ჯ: დ.მაკ’ქენზი –
4ლ: ბედველ-ქერთის თოდ ბრიჯ რომანო; 4გ: მოჰუნგა 3, ჰანთ; 2ჯ: მოჰუნგა
რეფ ბერი (ავს) 2/06
0:7(6) 3:7(11) 3:10(18) 8:10(20) 13:10(23) 13:17(36) 13:20(40+) /
13:27(47) 20:27(51) 20:34(78)
რედს 41:52 ვორათაზ7ლ: პერესე ჰიგინ’ბოთამ ტ.ტუპოუ ალ.მაფი თიმუ პეტაია ფაჰანგასე; 3გ: სთიუართ 2, ბ.ლუქას / სბ: დაგლას –
8ლ: რონა ველს ნაია’რავორო ფოლაუ (4 6) ფიპს გორდონ ქლარქ; 6გ: ფოლი
რეფ გარდნერ (ავს) 2/06
7:0(3) 7:7(7) 12:7(14) 12:14(20) 12:21(30) 19:21(33) 19:28(40+2) /
19:35(44) სბ(48რ) 19:40(51) 24:40(55) 29:40(59) 29:47(64) 29:52(70) 34:52(72) 41:52(77)
ბრამბიზ$ 41:31 სან’ვულვზ7ლ: პოქოქ მაკ’ქაფრი ბენქს მიუირ’ჰედ სპეით (5 7) ქიუზაქ; 3გ: ლეალიაფანო 2, ჰაურა / სბ: მ.ლუქას –
4ლ: ემერი ჰ.ფან’ვეიკ ქვერქ იში; 4გ ჯ: პარქერ
რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 3/06 (9 521)
7:0(8) 12:0(12) 12:3(24) 19:3(28) 19:10(36) შეს(40+2) /
19:17(43) 24:17(45) 29:17(54) 34:17(58) 34:24(71) 41:24(75) 41:31(80+სბ)
აფრიკამ ამ რაუნდის წილი ითამაშა პირველ რაუნდშიჩვენებურები # წთ’ პ/ს მ ^ ო ბჭვ -შ -ჯჯაბა ბრეგვაძე (სნვ) 16 +65 0/1 1 1 0 1/0 0 0
ნიკა ხატიაშვილი (სნვ) 18 +76 0/1 0 0 0 0/0 0 0
+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 იზი ფოლაუ (ვრთ),
14 იზაია პერესე (რედ), 13 რობ თომპსონ (ჰლნ), 12 ბილი მიქს (რბლ), 11 ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ);
10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 ჯო პაუელ (ბრმ) /
1 კარლ ტუჰი’ნუკუაფე (ჩიფ), 2 ქოდი თეილორ (ქრს), 3 ჯეფრი ტუმანგა-ალენ (ჰრქ);
4 მეთ ფილიპ (რბლ), 5 თომ ფრენქლინ (ჰლნ);
6 ლუქ ჯექობსონ (ჩიფ), 7 მეთ თოდ (ქრს), 8 სქოთ ჰიგინ’ბოთამ (რედ)
სულ: 8 ზელ, 7 ავს * 0 იაპ
სტატ’მოწინავენიქულა: 173 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 148 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 134 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 127 ნიკო სანჩეს (ხგრ);
123 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 118 ელთონ იანკის (ლნზ); 109 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 105 ბოდენ ბარეთ (ჰრქ);
99 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 98 დამიან ვილემსე (სთო); 73 ჯექ დებროსინი (რბლ); 72 სთივენ პეროფეტა (ბლუ)
ლელო: 14 ბენ ლემ (ჰრქ);
11 ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ); 10 ემილიანო ვოფელი (ხგრ); 9 ჯორჯ ბრიჯ (ქრს);
8 ვაუტისტა დელგვი (ხგრ), მანასა მატაელე (ქრს), ჯექ მედოქს (რბლ);
7 თომ ბენქს (ბრმ), აკირა იოანე (ბლუ), რიკო იოანე (ბლუ), მალკომ მარქს (ლნზ), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), ჰოსეა საუმაკი (სნვ), მადოშ ტამბვე (ლნზ), იზი ფოლაუ (ვრთ), ვორიქ ხელანტ (ბულ)
მე-17 რაუნდი საქართველოს დროით
პარ 29/06
ბლუ.ზელ 11.35 რედ.ავს
რბლ.ავს 13.45 ვრთ.ავს
შაბ 30/06
ჰლნ.ზელ 11.35 ჩიფ.ზელ
ბრმ.ავს 13.45 ჰრქ.ზელ
სნვ.იაპ 15.55 ბულ.აფრ
შრქ.აფრ 19.15 ლნზ.აფრ
ხგრ.არგ 23.40 სთო.აფრ
უქმობს ქრს.ზელ
ორჯერ დაუფარესბოკეს ახალმა გურუმ, რასი ერაზმუსმა ლიდერებ’ნაკლულ უელსს 7 უკეპო შეახვედრა, თანაც ამერიკაში არ წაუყვანია ის 15-ეული, რომელიც ინგლისს პირველ ტესტში უნდა გაუყვანოს
ვაშინგთონში წვიმდა. მობურთალებმა ოვალს ფეხი 56-ჯერ დაჰკრეს. სულ რაღაც 184 სოლოზე ჯამური წინ’სვლა 528 მეტრი გამოვიდა, ზედმეტად თამაში კი ბიჭებს ძაანაც რომ არ სურდათ, გაკეთდა 209 და გაცუდდა 32 ბოჭვა
თავიდან ძალუმი რეიდი მოაწყო ანდრე ესტერ’ჰეიზენმა, ტაიმის ბოლოს კი უელსმა ბექებით ორი ლელო გაიტანა * 14:3
მეორე ნახევარში როს მორიართის გარღვევა ოუენ ვოთქინსმა გაფლანგა. მერე მანვე ლელოდან ხელით გადააგდო ბურთი და სინბინი მოიხილა, რითაც ბოკემ ანგარიში გაათანაბრა * 17:17 @ 60’
აფრიკამ მეტოქეს შერკინებით დაუწყო მორევა და რობერტ დიუ’პრემ ჯარიმაც შეაგდო * 20:17 @ 74’, მაგრამ მასვე უმალ ორჯერ (!) დაუფარეს მოგერიებაზე და უელსმა * 22:20 გაიმარჯვა – ბოკე ზედიზედ მესამედ ძლია და მას რეიტინგშიც გადაუსწრო
ათი არა’თეთრიშაბათს ივნისის შოუთა შოუ – ბობოლათა ერთბაშად სამი, სამ-ტესტა სერია იწყება
ზელანდია საფრანგეთს მასპინძლობს. "ოლ ბლექსს" აკლიან ქიარან რიდი, სონი-ბილ ვილიამსი, ზემოთ’ხსენებული რეთალიქი, ხოლო კაპიტანია შერყევა’გადატანილი სემ ვაითლოქი
ისტორიაში პირველად მოხვდა ზელანდიის დამწყებ 15-ეულში ერთბაშად სამი ძმა: ჯორდი #15, ბოდენ #10 და სქოთ #5 ბარეთი
ავსტრალია ტყუპი მღლეტელით (მაიქლ ჰუპერ – დევიდ პოქოქ) უხვდება "ექვსი ერის" ფალავან ირლანდიას, ვინაც ჯონი სექსთონი პირველ ტესტზე მარქაფაშიღა დაისვა
აფრიკამ სერიის ბოლომდე დაითხოვა მონპელიე’ლი ვეტერანები – კვაჭი ბისმარკ დიუ’პლესი და შუა’მარბი ფრანს სტეინი, 23-კაცა რაზმში კი ჩაწერა 10 არა’თეთრი: 7 დამწყები და სამიც სათადარიგო
ზანგია ბოკეს 61-ე კაპიტანი – სთორმერზის მარბიელი სია კოლისი, და ინგლისის წინააღმდეგ შერკინების მთელი პირველი ხაზიც შავია, რაც ახალი დროების ნიშანია
ზაფხულის ტესტები 2018აფრიკა 20:22 უელსიაფრ: ბოშ (ხელანტ 32-/, 50) იშმაილ ჯ.კრილ ესტერ’ჰეიზენ მაპიმპი (პაპიე 77)
<10-9> იანკის (რ.დიუ’პრე 72) ფან’სეილ /
ნჩე (კიცჰოფ 45) რალეპელე (ფან’დერ’მერვე 53) ვ.ლოუ (თ.დიუ’ტოი 45)
ჯ.ჯენქინს (ორი 62) პს.დიუ’ტოი^კაპ; კვ.სმით (ნოჩე 11-19) მოჰოჟე დ.დიუ’პრე (ნოჩე 54) –
2ლ: იშმაილ მაპიმპი; 2გ: იანკის; 2ჯ: იანკის რ.დიუ’პრე
უელ: ეიმოს პრაიდი ნორს ვოთქინ სბ 57, სთ.ევანს (პარქს 30)
<10-9> ენსქომ ტ.ვილიამს (ალ.დევის 79) /
ნ.სმით (ვ.ჯოუნზ 49) დი (ელიას 71) დლ.ლუის (რდ.ჯოუნზ 53)
ბრ.დევის ჰილ; სბ.დევის ელ.ჯენქინს^კაპ მორიართი –
3ლ: ეიმოს ვილიამს ელიას; 2გ ჯ: ენსქომ
რეფ ქარლი (ინგ) 2/06 @ ვაშინგთონ (აშშ), ქენედი (21 357)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...38&d=15279953473:0(19) 3:7(32) 3:14(36) /
10:14(45) 10:17(48) სბ(57უ) 17:17(60) 20:17(74) 20:22(75) დას(80+2)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (4/06_2018)
1 ზელანდია 9399, 2 ირლანდია 8911, 3 ინგლისი 8623,
4 ავსტრალია 8549, 5(7) უელსი 8445, 6(5) შოტლანდია 8383,
7(6) აფრიკა 8277, 8 საფრანგეთი 7910, 9 არგენტინა 7822,
10 ფიჯი 7793, 11 იაპონია 7566,
12 საქართველო 7396, 13 ტონგა 7187, 14 იტალია 7110, 15 შტატები 6923, 16 სამოა 6903
+/-: უელ 104 აფრ
პირველი შაბათისაქართველოს თარიღითა და დროით რაზმები
შაბ 09/06 ტონგა 05.00 საქართველო სუვა [ფიჯ] . ფიჯი 07.30 სამოა სუვა
. იაპონია 09.45 იტალია ოიტა
. ზელანდია 11.35 საფრანგეთი ოქლენდ
. ავსტრალია 14.00 ირლანდია ბრისბენ
. აფრიკა 19.05 ინგლისი იოჰანეს’ბერგ
. არგენტინა 23.40 უელსი სან’ხუან
კვი 10/06 შტატები 04.00 რუსეთი დენვერ
კანადა 05.00 შოტლანდია ედმონთონ
სთრიმებიhttps://www.vipleague.lc/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@