კოხტად – სიმეტრიულად! მახვშებმა ვაჟკაცურად რომ აღიარეს, "ზე 18"-მა ვერ გაამართლაო,
XXIII სეზონში ისევ ნაცადი, სამ-ჯგუფა "ზე 15" დაგვიტკბობს მზერასOvaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ დასი და განრიგი = ქვემოთაა ! ))2018 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2018/PDF/2018_ZE15.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2018/Z15_2018_GEO.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2018/S15_2018_GMT.htm22 წლის ჯამი (1996-2017)
KA >>
http://ovaluri.comxa.com/2018/ZE_JAMI.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2018/SR_TOTAL.htmpdf >>
http://ovaluri.comxa.com/2018/PDF/1996-2017_ZE.pdf(( საითზე, სტატიაში http://ovaluri.comxa.com/2018/S2/15_ZE-00.htm
წინა 7 წლის (2011-17) წინათქმა - შეჯამება - ცხრილები KA - EN ))ევოლუცია წრფივი როდია – სუბიექტი განვითარების მრუდში ხანდახან განვლილ ეტაპს უბრუნდება. ჰოდა, რომ ვერ მოზომა სამხრეთულმა რაგბმა – 4 გაუწონასწორებელი ჯგუფით 8 ქვეყანასა და 15 სასაათო სარტყელს გადასწვდა, ისეთი ფინანსური კრახი იწვნია, რომ ბიზნესის შეკვეცაზე დაიწყო ფიქრი
შარშან სეზონი ჯერ არ დაწყებულიყო, მაგრამ მედიამ უკვე იცოდა, რომ მახვშები აფრიკის ორ (ჩიტაზ, ქინგზ) და ავსტრალიის ერთ (ფორს) გუნდს მოსხეპდნენ. ვარაუდი 100 პროცენტით გამართლდა, ოღონდ იაპებმა თუ ტკბილად და ციმციმ, ევროპაში მოუნახეს გასარიცხებს ახალი ასპარეზი – კელტური ლიგა, ოზეთში ნაღდი ომი გაჩაღდა
ფორსის საქმე სასამართლოშიც გაირჩა. ბეცმა კავშირმა კი გაიმარჯვა, მაგრამ საქვეყნოდაც გაიტეხა სახელი. დამნაშავეებს გადადგომა მოუხდათ, გამოთავისუფლებული რესურსი კი ბაზრის კანონით, რაციონალურად გადანაწილდა. ასე რომ, ავსტრალია შარშანდლისდარად ალბათ აღარ მოისრება ზელანდიასთან * 0-26
სადაურობის მიუხედავადზე’რაგბი 2011-15 წლების ფორმატს დაუბრუნდა, ოღონდაც ოდნავი ცვლილებებით. ჯგუფი ისევ სამია, მაგრამ აფრიკაში ჩიტაზი ხაგუარესმა შეცვალა, ხოლო ავსტრალიაში ფორსი – სან’ვულვზმა
პრემია ზე 18-ვით თანა’მედროვეა – სამით მეტი ლელო! პლეი’ოფში გადის არა 6, არამედ რვა მოწინავე. ამისი ბადე სტატიკურია: (1-8) - (4-5) | (2-7) - (3-6), და მატჩების განაწილებაც კოხტაა – სიმეტრიული:
გუნდი ორჯერ (შინ და გარეთ) ეთამაშება თანა’ჯგუფელს, და თითოჯერ (შინ ან გარეთ) – სხვა ჯგუფთა 4-4 წევრს. ამით გუნდს გამოსდის 16 თამაში: 8 შინ და 8 გარეთ, 14 მეტოქიდან კი ხვდება 12-ს
ჯგუფის ჯილას ერთიანი, 15-გუნდა ცხრილის მოწინავე სამეულში დაბევებული აქვს ადგილი – რის გამოც ზედა სამი ხაზი აპრიორი სხვადასხვა ფერია, 5 ვაილდ’ქარდი კი მონაგარით’ღა, სადაურობის მიუხედავად შეირჩევა
ასე რომ, პლეი’ოფში შეიძლება გავიდეს ხუთივე ზელანდიური გუნდი!
რაქი და შერკინებასამხრეთში ახლაღა შემოდის მორიგი "საცდელი" წესები, რომლებიც ჩრდილოეთ ნახევარ’სფეროში და ჩვენს "დიდ 10"-შიც 2017 წლის სექტემბრიდან მოქმედებს. სახელდობრ,
* ბოჭვის შემდეგ ბურთთან მისული ერთი კაცი უკვე რაქია და თამაშ’გარე იწყებს მოქმედებას
* ბურთისთვის მბოჭავმაც ჭიშკრიდან უნდა იბრძოლოს
* ფეხის მირტყმით ბურთის რაქიდან გამოგდება ჯარიმაა
* მსაჯი 9 ნომერს აღარ ანიშნებს, ბურთი შერკინებაში შეაგორეო
* პირველ’ხაზელმა გვირაბში ბურთს აუცილებლად უნდა დაჰკრას ფეხი
* ნება’დართულია შერკინების მეორე ხაზიდან ბურთის ხელით ამოღება
იღბლიანი სვლა’გეზიმწვრთნელი გადარჩენილი 15 გუნდიდან ერთბაშად ცხრას (!) შეეცვალა: ბობოლათაგან სთივენ ლარქემი (ბრმ) ნაკრებში გადაფუძნდა, დეივ რენი (ჩიფ) გლაზგოში (შტლ) გადავიდა, იოჰან აკერმანი (ლნზ) – გლოსთერში (ინგ) და შემოდგომიდან ქრის ბოიდიც (ჰრქ) ნორს’ ჰემპთონს (ინგ) ჩაიბარებს
მედიამ შენიშნა, ჰაილენდერზს ისე იღბლიანი სვლა’გეზი შეხვდა, რომ არც იაპონიაში მიდის და არც არგენტინაშიაო. სამაგიეროდ, ტულონში (სფრ) გაექცა მალაკაი ფეკიტოა და შემოდგომიდან ვოსპსში (ინგ) ითამაშებს ლიმა სოპოანგა, მაგრამ დასვენებული ბენ სმითი ხომ მწყობრშია!
შარშანდელსა და აწ უკვე 8-გზის ჩემპიონს, ქრუსეიდერზს ერთი ხანობა დააკლდებიან ქიარან რიდი და ბურჯები (მუდი, ფრენქს), მაგრამ 10 ნომერი რიჩი მოჰუნგა ღვინდებაო, მაგასაც ამბობენ მენცრები
ჰარიქეინზს ვუნდერკინდი კვაჭი, ასაფო აუმუა ხომ აუმატებია და მოკეთებულ ჯორდი ბარეთსაც გვარიანად მოუმატებია წონა, ტანა უმანგას უჯიგრო ბლუზი კი სონი-ბილ ვილიამსისა და რიკო იოანეს იმედადაა, მაგრამ მარტო ბექებს სად ან როდის მოუგიათ შეჯიბრი?
ბილი, პოქოქი, გენიაჩიფსი არ დაშლილა, თუმც კი დაიფანტა: არონ ქრუდენი მონპელიეშია (სფრ), ტავერა ქერ’ბარლოუ – ლა’როშელში (სფრ), ჯეიმზ ლოუ – ლენსთერში (ირლ), მაიქ ლიჩი – მშობლიურ სან’ვულვზში; სეზონის ბოლოს საშოვარზე წავა ლიამ მესამიც, ექსპერტები კი 10 ნომერზე დამიენ მაკ’ქენზის გადაყვანას ელიან
სან’ვულვზს იაპონიის ნაკრების კივი გურუ, ჯემი ჯოზეფი წვრთნის, კვაჭად კი, შოტა ჰორიეს მხარდამხარ, ძირძველი "ყოჩი" – ჯეელობაში 10 ნომრადა და მარბიელად ნარაგბალი – ჯაბა ბრეგვაძე გაირჯება და უთუოდ გაგვახარებს
ვორათაზი ვერაფრით შეელია უხეირო მწვრთნელს – ზელანდიელ დარილ გიბსონს, მაგრამ ვოსპსიდან (ინგ) კი დაიბრუნა კოლორიტი ქერთლი ბილი, რითაც ხელ-ფეხი მეტად გაეხსნება იზრაელ ფოლაუს
ბრამბიზს არგებენ ერთი წლით ნაუქმარი მღლეტელი დევიდ პოქოქი და კიბოს მძლეველი ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო; დაშლილი ფორსის 11 კაცი და გურუც დაემატნენ მაჩანჩალა რებელზს, ვინაც ვილ გენიაც კი გადაიბირა, რედსში კი რევოლუცია წამოიწყო კივ-ოზმა მორაგბე-ლიგელმა ბრედ სორნმა და გააზიზებული ქვეიდ ქუპერი ... დაითხოვა!
ტრავმა და გვალვაცდა რა ხდება მარად შფოთიან აფრიკაში?
ლაიონზის ამაღორძინებელ აკერმანს ინგლისში ვაჟი, რუანიც გაჰყვა, ჰავ’ბექი ფაფ დე’კლერკი სეილში (ინგ) გადავიდა; ქორნალ სქოსანი და რუან კომბრინკი მკურნალობენ, მაგრამ კი მოკეთდა კაპიტანი ვორენ ვაითლი
შარქსს აღარა ჰყავს პეთ ლემბი, გავერანებული ბულზის მოძლიერება კი იკისრა ბევრგან ნამუშევარმა და ნასკანდალარმა კივმა ჯონ მიჩელმა
სთორმერზს აწუხებს "ბოკეს" კაპიტნის, იბენ ეცებეთის ტრავმა და უპრეცენდენტო გვალვაც, არგენტინის "ხაგუარესს" კი ოზეთიდან შეემატნენ მწვრთნელი მარიო ლედესმა და 9 ნომერი ტომას კუველი
ზე რაგბი 2018 რაზმები @ ვიკი >>
https://en.wikipedia.org/wiki/2018_Super_Rugby_season#Squads
დაწყებამდე = 0 რაუნდი შარშანდლის (2017) მიხედვით
1 ქრს ქრუსეიდერზ ჯვაროსნები ქრაისთ’ჩერჩ
2 ლნზ ლაიონზ ლომები იოჰანეს’ბერგ
3 ბრმ ბრამბიზ ველის რაშები კანბერა
4 ჰრქ ჰარიქეინზ გრიგალები ველინგთონ
5 ჩიფ ჩიფს ბელადები ჰემილთონ
6 სთო სთორმერზ ტაროსი ქეიპ’თაუნ
7 ჰლნ ჰაილენდერზ მთიელები დანიდინ
8 შრქ შარქს ზვიგენები დურბან
9 ბლუ ბლუზ ლურჯები ოქლენდ
10 ხგრ ხაგუარეს იაგუარები ბუენოს აირეს
11 რედ რედს წითლები ბრისბენ
12 ბულ ბულზ ხარები პრეტორია
13 ვრთ ვორათაზ [ყვავილია] სიდნი
14 სნვ სან’ვულვზ მზის მგლები ტოკიო
15 რბლ რებელზ მეამბოხეები მელბურნ
ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე: სამივე ჯგუფის ჯილა (სხედან ზედა სამეულში) და ხუთიც მდევრებში უკეთესნი
2018 მწვრთნელი სტაჟი კაპიტანიბლუ ტანა უმანგა 2 პულუ
ბრმ დევიდ მაკ’ქელარ 0 ს.ქართერ | ლეალიაფანო
ბულ ჯონ მიჩელ 0 უდენდალ | ნ.დე’იახერ
ვრთ დარილ გიბსონ 2 ჰუპერ
ლნზ სვეის დე’ბრეინ 0 ვაითლი
რბლ დევიდ ვესელს 0 ქოულმენ
რედ ბრედ სორნ 0 ჰიგინბოთამ
სთო რობი ფლექ 2 კოლისი
სნვ ჯემი ჯოზეფ 0 ბრიც | ნაგარე
ქრს სქოთ რობერთსონ 1 ს.ვაითლოქ
შრქ რობერტ დიუ’პრე 1 რ.ბოთა
ჩიფ ქოლინ ქუპერ 0 ქეინ
ხგრ მარიო ლედესმა 0 მატერა
ჰლნ არონ მეიჯერ 0 ბ.სმით | დიქსონ
ჰრქ ქრის ბოიდ 3 ქოულზ
* პირველი რაუნდი (საქართველოს დროით)
ჯერ მარტო აფრიკა!
შაბ 17/02
სთო.აფრ 17.05 ხგრ.არგ
ლნზ.აფრ 19.15 შრქ.აფრ
სთრიმები http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 16 Feb 2018, 13:08
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)