ნაცნობი სურათიზე 15-ის მერვე რაუნდში ჰარიქეინზმა დრამატულად ძლია შარქსი,
ცხრილის კენწეროში კი ჯერაც ლაიონზი სუფევსOvaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი ))ჰარიქეინზი მენცრებს ფავორიტად მიაჩნიათ, მაგრამ დახეთ კალენდრის გაუმართაობას? – საწყის 8 რაუნდში ჰაილენდერზმა და ბულზმა უკვე ორ-ორჯერ იუქმეს, მაშინ როცა ლაიონზი, ქრუსეიდერზი და სთორმერზი პირველად დამდეგ უქმეებზეღა შეისვენებენ
დიახ, ზე 15-ში მონაწილე კენტია და ამდენად, გამართულ თამაშთა უთანაბრობაც – გარდაუვალი, მაგრამ უკეთესი დაგეგმვით ალბათ შეიძლებოდა შემდეგი ანომალიის თავიდან აცილება: ლაიონზმა და სთორმერზმა უკვე 8-8 თამაში გამართეს, ხოლო ჰაილენდერზმა – 5’ღა!
მერვე რაუნდში 6-ვე თამაში საინტერესო გამოვიდა. ბონუსი – 4 პრემია და 2 ნუგეში – ყველა მატჩში გაიცა, ფანთა და მედიის მიერ მწარედ ნაკრიტიკები ოფიციოზის გულის გასახეთქად კი ცხრილის ზედა ნაწილში დაწუნებული ზე 18-დან კარგად ნაცნობი სურათი მივიღეთ:
ორ კივურ გუნდს ოზეთის ლიდერზე მეტი ქულა აქვს, მაგრამ ადგილი უარესი უჭირავს!
ადგილობრივი ბიჭილაიონზი და ქრუსეიდერზი ამ კვირაში რომ უქმობენ, ჰარიქეინზს დაწინაურების შანსი ეძლევა, ოღონდაც მეტოქეც ძლიერი ჰყავს – ჩიფსი. მერვე რაუნდში ორივე შინ რაგბობდა, მაგრამ ძლივს’ღა მოიგო
ერთი კია, ჰარიქეინზს თუმც დაემტვრა 9 ნომერი თი’ჯეი პერენარა, ათზე დაუბრუნდა ბოდენ ბარეთი, ჩიფსს კი მგეზავად ორივე მაკ’ქენზი უწერია – დამიენიცა და მეთიც, და ჯერ ვერ იცის, რომელს ათამაშებს
ჰარიქეინზი ნააღდგომევს პროვინციაში – ნეიპირში ტრადიციულად გავიდა. ბოდენს ბარძაყი დაეჭიმა და თულუხჩობა არ უთაკილია, 10 ნომრად კი ადგილობრივი ბიჭი – იჰაია ვესთი დადგა
იგი უწინ ბლუზში თამაშობდა და შემოდგომიდან სამი წლით მიდის ლა’როშელში (ტოპ 14), მაგრამ გუნდს რომ დაჭირდა, გაუმართლა და მერე როგორ? – ოთხივე ლელოში დაიდო წილი და გამარჯვების მომტანი გარდასახვაც შეაგდო
თეთრების დაუხმარებლადჰარიქეინზი თავიდან ყოჩაღად იყო და ორი ლელოც გაიტანა: პერენარა ფრონტის შუაში დადგა, ბურთი ფრთისკენ გადასცა, შემოურბინა, მიიღო და იჰაიას პასით ჯორდი ბარეთმა გაილაღა * 5:3 @ 8’ [ფოტოზე]
მალე იჰაიამ დაფინტა და ოფლოუდი მიართვა ნგანი ლაუმაპეს * 12:3 @ 18’, მაგრამ შარქსიც აჭიდავდა და ჯერ ახლოდან შეიტანა ორი, მერე კი შორიდანაც შეუტია და ოთხმა ზანგმა – ტერა მტემბუმ, ლუაზი მვოვომ, "ბისთ" მთავარირამ და ლუკანიო ამმა – თეთრების დაუხმარებლად – გაიტანეს ლელო * 27:19 @ 37’
პერენარა შესვენებაზე შეცვალეს. ვესთმა სამი ჯარიმა შეაგდო და ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა * 28:30, მაგრამ მისივე მოგერიებული ქერვინ ბოშმა გამოაქცუნა * 37:28 @ 75’
იჰაიამ 78’ წუთზე ჯარიმა მაინც კარში (!) დაარტყა * 31:37, სირენის მიდამოში კი კივებმა თავისი 22-დან დაიწყეს წინსვლა და ფაზაობით, ჯარიმებით, სინბინით სტუმართა მეოთხედში დასცეს ბანაკი:
84’15-ზე იჰაიამ შორს მიაწოდა ლაუმაპეს, 85’45 ნიშნულზე კი იოლი გარდასახვაც გაიტანა * 38:37
ქართულ ყაიდაზეჩიფსმა მეორე ტაიმის 77% ბლუზის ნახევარზე გაატარა და ბურთიც დროის 62% ეპყრა; ხაზი მასპინძლებმა 16-4 ფარდობით ჭრეს და ბლომადაც ინავარდეს * 569-247 მეტრი, მაგრამ გამარჯვება ქართულ ყაიდაზე’ღა მოიპოვეს:
წითელ ზოლში მიძალებისას სტუმრებს რომ გაუსინბინეს მეორე’ ხაზელი, ბლუზის 7-კაცა შერკინებას 7-ქულიანი გამოსძალეს * 21:19
უკვე 14 მატჩი ყოფილა, რაც ჩიფსს ბლუზთან ვერ წაუგია, რაც თურმე ზე’რაგბის რეკორდია! დამიენ მაკ’ქენზი და ბლუზის ყოჩებიც – ჯორჯ მოალა და ჯერომ კაინო ერთბაშად, 32’ წუთზე შეცვალეს, როცა ჩიფსი *14:9 იგებდა
ბოლო შტურმს ჩხუბიც მოჰყვა სერიული ჯარიმების გამო, ტანა უმანგას გაწვრთნილმა გუნდმა კი ვერ მოიფიქრა, რომ 5-მეტრა შერკინებაში მერვე კაცად ბექი ეხმო. ჰოდა, მეტოქემ იოლად დაძრა და ჩააწვინა
ჯადოქარი წავიდაქრუსეიდერზი აფრიკიდან შინ არგენტინის გავლით დაბრუნდა და შორეთში ზედიზედ მერვე მატჩიც მოიგო – ხაგუარესი ბონუსით გაასაღა * 40:14
მასპინძლებს არ ჰყავდათ და აღარც ეყოლებათ "ჯადოქარი" (ელ მაგო) ხუან-მარტინ ერნანდესი, რადგან მას მეხუთე რაუნდში მუხლი ისე სტკენია, რომ 35 წლისას ვეღარ მოურჩება. ჰოდა, 2007 წლის მსოფლიო თასის გმირმა კარიერა 74 კეპით დაასრულა
სტატისტიკურად აქაც მასპინძლები სჯობდნენ სტუმრებს – ბურთი 58-42%, ტერიტორია 63-37%, ბოჭვა 72-143, კლასით კი კივები მაინც ერთი თავით მაღლა იდგნენ და ხაგუარესს 12:0-ზე 29-ფაზიანი შეტევაც კი ჩაუფლავეს
ზელანდიელთაგან დუბლი ორივე გარე’მარბმა შეასრულა: 15-ეულში დაწინაურებულმა მანასა მატაელემ 7 სოლოზე ბურთი 110 მეტრით წაწია წინ და გზად 8 (!) მბოჭავიც გააბითურა
სათუო ბონუსიუკეთესი შედეგი ჰქონდა ვორათაზის 124-კილოიან გარე’მარბს, ტანქელე ნაია’რავოროს – 176 მეტრი 8 წაღებაზე და 10 "თექლ ბასთ"ი, მაგრამ მეტოქეც კნინი ჰყავდა – ტოკიოს "სან’ვულვზ"ი
თამაში მაინც საამოდ საცქერი იყო, რაკი ორივე გუნდი ბურთაობდა. მასპინძელთა კივმა შუა’მარბმა, მაიქლ ლითლმა 132 მეტრი მოინაგრა და ლელოც გაიტანა, მაგრამ ოზები მაგის შემდეგ სულ წინ იყვნენ
ერთი კია, მაიქლ ჰუპერი სინბინში რომ მიაბრძანეს და იაპონელებმა კარში გაიტანეს ლელო, ბონუსი სათუო შეიქნა, მაგრამ უმალ ტანქელემ კიდევ გაიჯეჯილა * 50:29 (ლ 7/4)
ძმების დუელივორათაზი შაბათს, ძველ კრიკეტის ოვალზე ერაგბება XIX საუკუნიდან გამოყოლილ მეტოქეს – რედსს, და თურმე კვართიც არქაული ეცმება
რედსი წელს ბოლო’დროინდელზე ცოტათი უკეთესი გუნდია – კანბერაში თავიდან კიდეც იგებდა * 15:0 @ 22’, მაგრამ ზედ შესვენების წინ რომ გაუსინბინეს ქრის ფეაუაი-საუტია, ხოლო საათის თავზე სასჯელ’მოხდილი კაპიტანი, სქოთ ჰიგინ’ბოთამიც დაემტვრა – აირია
ბრამბიზმა შანსი ხელიდან არ გაუშვა – მეორე ტაიმში 5 უპასუხო ლელო გაიტანა და * 45:21 (ლ 7/2) გაიმარჯვა. მაგრად ითამაშა მასპინძელთა 8 ნომერმა ისი ნიასარანმა, 9 ნომერი ძმების – მეთის (ბრმ) და ბენის (რედ) დუელი კი 10 წუთში დასრულდა, რაკი ბენს ტვინი შეერყა
მუშტარს დაუმალესდა ჯერაც ვინაა პირველ ადგილზე? – ზე 18-ის ორგზის ძლეული ფინალისტი, ლაიონზი, ვინაც წელს ბლუზთანაც კი წააგო, თანაც შინ!
იოჰანესბერგის გუნდი თავზე’ხელ’აღებულად უტევს, მაგრამ დაცვაში მოიკოჭლებს. ამჯერად ბიჭებს ცოტათი არგოთ ახალი გადიის, ჯოი მანგალოს ვარჯიშებმა – სთორმერზთან ლაიონზმა 186 ბოჭვა შეასრულა, მაგრამ 48’ც გაუცუდდა, და მაინც მოიგო * 52:31 (ლ 8/4)
4 ლელო გაიტანა ზაირში დაბადებულმა მადოშ ტამბვემ და ჰეთ’თრიქს 13 წუთი ამყოფინა, მაგრამ წუხს აფრიკული "სუპერ სპორტ"ი, ჩვენს სტატისტიკაში "სწრაფი ლელოს" რეკორდი წერია, ჰეთ’თრიქისა კი –არაო
სხვაფრივ, ფეისბუქის, თვითერისა და ინსთაგრამის ხანაში თვით უბობოლესი საითებიც რომ თანდათან ბერწდება, ეგ სტატისტიკა "სუპერ სპორტ"მა ზე 18-ზე გადასვლის წინ მუშტარს სულაც დაუმალა
ზე რაგბი 2018მერვე რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...35&d=1523308139სტატისტიკის, თორენთისა და ჲუთუბის ბმულები >>
საითზე, სტატიაში http://ovaluri.comxa.com/2018/S4/12_ZE-08.htmჰარიქეინზ 38:37 შარქს$4ლ: ჯ.ბარეთ ლაუმაპე (2 4) ასო; 3გ 4ჯ: ვესთ –
4ლ: ამ (1 3) სკრედერ პოლ; 4გ 3ჯ: რ.დიუ’პრე / სბ: ფ.მარე
რეფ ბერი (ავს) 6/04 @ ნეიპირ
0:3(5) 5:3(8) 12:3(18) 12:10(22) 12:17(26) 19:17(32) 19:20(34) 19:27(37) /
22:27(45) 25:27(51) 25:30(55) 28:30(72) 28:37(75) 31:37(78) სბ(80+2შ) 38:37(80+6)
სან’ვულვზ 29:50 ვორათაზ$4ლ: ლითლ ვაიქს მასირევა ჰიმენო; 3გ: ტამურა 2, პარქერ; ჯ: ტამურა –
7ლ: გორდონ (1 4) რონა მილერ ჰეგართი ჰუპერ ნაია’რავორო; 6გ ჯ: ფოლი / სბ: ჰუპერ
რეფ გარდნერ (ავს) 7/04
0:7(7) 7:7(12) 7:10(14) 7:17(17) 7:24(21) 14:24(25) 17:24(28) 17:31(36) 17:38(40+) /
17:43(45) 22:43(53) სბ(65ვ) 29:43(67) 29:50(74)
ჩიფს 21:19 ბლუზ$შ + ლ: ვაინუი; 3ჯ: დ.მაკ’ქენზი –
ლ: პარსონს; გ 4ჯ: პეროფეტა / სბ: ჯშ.გუდ’ჰიუ
რეფ ვილიამს (ზელ) 7/04
0:3(2) 0:6(5) 3:6(9) 8:6(12) 11:6(19) 11:9(29) 14:9(31) 14:16(37) 14:19(40+) /
სბ(68ბ) 21:19(74შ)
ბრამბიზ$ 45:21 რედს7ლ: ფაინგა ნაისარანი (2 6) პენი რო.არნოლდ ქართერ პოქოქ; 5გ: ჰაურა, ლეალიაფანო 4 –
2ლ: ტ.ტოპოუ ფეაუაი-საუტია; გ: ლენს; 3ჯ: ლენს 2, თათლ / სბ: ფეაუაი-საუტია
რეფ ო’ქიფ (ზელ) 7/04 (7 598)
0:7(7) 0:10(18) 0:15(22) 7:15(28) 7:18(31) 12:18(33) სბ(39რ) /
17:18(47) 24:18(51) 24:21(61) 31:21(68) 38:21(73) 45:21(77)
ლაიონზ$ 52:31 სთორმერზ8ლ: ტამბვე (1 2 3 7) მაპუ კვ.სმით მოსტერტ კომბრინკ; 6გ: იანკის / სბ: ორი –
შ + 3ლ: ვ.ლოუ ვილემსე დე’ვეტ; 3გ: სპ.მარე 2, ვილემსე; ჯ: მარე
რეფ პეიპერ (აფრ) 7/04
7:0(2) 12:0(9) 19:0(14) 19:7(22) 24:7(26) 24:10(36) 31:10(40+) /
38:10(47) 45:10(53) 45:17(60) 52:17(63) 52:24(73) სბ(77ლ) 52:31(80+5შ)
ხაგუარეს 14:40 ქრუსეიდერზ$2ლ: ტუკულეტ ვოფელი; 2გ: სანჩეს –
6ლ: ბრიჯ (1 2) მატაელე (3 6) ჰანთ ქროთი; 5გ: ჰანთ 4, დელენი
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 7/04
0:5(6) 0:12(15) 0:19(33) /
7:19(45) 7:26(50) 14:26(53) 14:33(68) 14:40(70) დას(80+2)
უქმობდნენ
რებელზ, ჰაილენდერზ, ბულზჩვენებურები # წთ’ პ/ს მ ^ ო ბჭვ -შ -ჯჯაბა ბრეგვაძე (სნვ) 16 +63 0/1 0 0 0 2/1 0 0
ნიკა ხატიაშვილი (სნვ) 18 +74 0/0 10 0 0 1/0 0 0
+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ჯორდი ბარეთ (ჰრქ),
14 მანასა მატაელე (ქრს), 13 ლუკანიო ამ (შრქ), 12 ანდრე ესტერ’ჰეიზენ (შრქ), 11 მადოშ ტამბვე (ლნზ);
10 იჰაია ვესთ (ჰრქ), 9 ჯეიქ გორდონ (ვრთ) /
1 სქოთ სიო (ბრმ), 2 ქოუდი თეილორ (ქრს), 3 ვილკო ლოუ (სთო);
4 რორი არნოლდ (ბრმ), 5 ფრანკო მოსტერტ (ლნზ);
6 კვოხა სმით (ლნზ), 7 დევიდ პოქოქ (ბრმ), 8 ისი ნაისარანი (ბრმ)
სულ: 6 აფრ, 5 ავს, 4 ზელ
სტატ’მოწინავენიქულა: 100 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 81 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 78 ელთონ იანკის (ლნზ), დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ);
61 ნიკო სანჩეს (ხგრ); 60 დამიან ვილემსე (სთო); 48 ბოდენ ბარეთ (ჰრქ), ჯექ დებროსინი (რბლ)
ლელო: 8 ბენ ლემ (ჰრქ); 7 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), ემილიანო ვოფელი (ხგრ); 6 აკირა იოანე (ბლუ);
5 სოლომონა ალაი’მალო (ჩიფ), ვაუტისტა დელგვი (ხგრ), აფივე დიანტი (ლნზ), მალკომ მარქს (ლნზ),
ჯექ მედოქს (რბლ), ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ), მადოშ ტამბვე (ლნზ)
მეცხრე რაუნდი (საქართველოს დროით)
რაზმები >>
http://www.planetrugby.com/news/team-track...ugby-round-9-3/ სვლაგეზი >> file:///E:/2018/S15_2018_ITN.htm
პარ 13/04ჰრქ.ზელ 11.35 ჩიფ.ზელ
შაბ 14/04სნვ.იაპ 07.05 ბლუ.ზელ
რბლ.ავს 09.15 ხგრ.არგ
ჰლნ.ზელ 11.35 ბრმ.ავს
ვრთ.ავს 13.45 რედ.ავს
შრქ.აფრ 19.15 ბულ.აფრ
უქმობენლნზ.აფრ ქრს.ზელ სთო.აფრ
სთრიმები https://www.vipbox.st/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@