რა საყვარელი ხალხი ხართ ეს პესიმისტები

თან რეალიზმად რომ აფასებთ თქვენს აზრებს

ვერაფრით ვერ ვხვდები რას ერჩით ნაკრებს. უნდა ამოვკრიბო 2015 წლის მერე ხალხის რომ ტრაღიკული პოსტები - აი ვინგრევით და
ვინ გვეზრდება და ა.შ.

ნაკრები არის გარდამავალ ეტაპზე. მთლაინად იცვლება შემადგენლობა. ახალგაზრდა, 20-21 წლის ბიჭები გვყავს ხაზზე, იხვეწება სტილი, უფრო
ლაღად ვთამაშობთ ხელდახელ და ამ დროს პრაქტიკულად თამაშებს არ ვაგებთ, ვაგებთ კი არა ცხოვრებაში რომ არ მოგვიგია
ისეთ ანგარიშებს ვდებთ და სტატისტიკებს ვასწორებთ და ხალხს ტრაური აქვთ
ჯერ მარტო შემადგენლობის ასაკი
9 ნომერი 20 წლის, 10 ნომერი 22 წლის, 11 ნომერი 20 წლის, 12 ნომერი 20 წლის, 14 ნომერი 24 წლის
ეს თამაში თუ ვინმემ ცუდად ითამაშა შერკინებაა. დაიღალა გუნდი ფიზიკურად, უელსის მერე ძალების აღდგენა გაჭირდა.
ამერიკის მთავარი მიზანი კი ჩვენი დამარცხება იყო და როცა ასეთი მოტივაცია გაქვს სასწაულებს შვები.
ჩვენ გვქონდა ეგეთი მოტივაცია უელსთან და კინაღამ ვქენით სასწაული. ამერიკამაც კინაღამ ქნა.
ძალიან გაზრილი ვართ როგორც გუნდი და რამდენიმე წლის წინ წავაგებდით ამ თამაშს.
წელს მოვიგეთ. ცოტა გაგვიმართლა მაგრამ მოვიგეთ
ხოდა გილოცავთ ყველას ამ მოგებას

პ.ს. ისე ყველა მაგრად ის დამოკიდებულება მომეწონა, თამაშის დროს ჩვენ პატარებს როგორ ამხნევებდნენ, ნარიაშვილი აფრასიძეს,
მეკო ჯინჭველაშვილს. კვესელაძეს კიდე ბუკა

ერთი სიტყვით ველლ დან მელიტონ