მოკამათეთა ნებართვით,
ამ ერთი -- ტრადიციული პოსტით --
აწმყოს | პირვანდელ გეზს დავუბრუნდები
უნივერსიტეტის 100 წლის’თავი როდისაა?
50 წლის წინ, ჯერაც ბავშვი. დავესწარი 50 წლის’თავს!
ისტორიაში შევიდა "ექვსი ერის" სტარტზე ირლანდიამ "გაწითლებულ დროზე",
41 ფაზის შემდეგ, 44 მეტრიდან გატანილი არეკნით, სტუმრად ძლია საფრანგეთიOvaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ცხრილები = ქვემოთაა ! ))ბედის ირონია თუა, რომ სადაც დრამა დატრიალდა, იქ თამაში საყურებლად არ ვარგოდა, თორემ პირველი რაუნდის სხვა ორ მატჩში კი დაიდო 14 ლელო
მიზეზი ავდარია. პარიზის შემოგარენში წვიმდა, მაშინ როცა კარდიფში ჭერქვეშ ჩატარდა რაგბი, ხოლო რომში – მზის გულზე. სამ რკენაში გათამაშდა 43 შერკინება და 70 დერეფანი, და 58 ჯარიმაც დაინიშნა, მაგრამ სინბინში არავინ გაუგდიათ
სამაგიეროდ, აღინუსხა მძიმე ტრავმები. საფრანგეთს საფუძვლიანად დაემტვრნენ მატიო ჟალიბერი, ანტუან დიუპონი და კევინ გურდონი: ირლანდიას – ჯოშ ფან’დერ’ფლიერი; ინგლისს – ბენ იანგსი და დიაგნოზიც ეგეთია, რომ თუ მთლად სეზონი არა, "ექვსი ერი" კი ყველასათვის დასრულდა
თოფი გაუვარდათირლანდია მოგებას იმსახურებდა, მაგრამ ბედად’ღა იმარჯვა. კელტებმა ბურთი დროის 68% აკონტროლეს და რაქში 162-72 თანა’ფარდობით იყოჩაღეს; მათ ბოჭვაც "მამლებზე" 2.2-ჯერ ნაკლები დაჭირდათ 113/253, მაგრამ მთელ თამაშში სულ ორჯერ გაიჭრა ხაზი და ეგ სწორედ რომ ფრანგებმა მოახერხეს
უელსელი კოლორიტი ტაქტიანად კი მსაჯობდა, მაგრამ "ლე ბლე" 11-ჯერ მაინც დააჯარიმა: 3-ჯერ სებასტიან ვაამაინამ შესცოდა და ორჯერ – კაპიტანმა გიონ გირადომ. ჯონი სექსთონს ფეხი პირველად საათის თავზე’ღა მოეცარა, რისი წყალობითაც ირლანდია სულ წინ იყო – 3:0 ... 12:6, მაგრამ სად იყო და სად არა, გალებს თოფი გაუვარდათ:
მულატმა ტედი ტომამ სლალომი მოაწყო და გზად მოაღორა რობ ქარნი და ჯექ სთოქ’დეილი * 13:12 @ 74’
სტრატეგიაში ჩაიჭრნენთამაშის მიწურულს სამი საგულისხმო რამ მოხდა: ჟალიბერისა არ იყოს, ჰავ’ბექი დიუპონიც კოჭლობით გაიყვანეს, მარქაფაში კი უკანა ბექი, ბენჟამენ ფოლი’ღა იჯდა
აქ "ლე ბლეს" მხსნელად მოევლინა "დამოუკიდებელი ექიმი", ვინაც "ტვინის შერყევაზე" შემოწმება მოიმიზეზა და ფრანგებს შეცვლილი 9 ნომერი, მაკსიმ მაშნო დააბრუნებინა. "მსოფლიო რაგბი" აქამდე იძიებს შარს, მაგრამ არა გვგონია, ბობოლას შენიშვნის მეტი რამე აკადროს
მერე იყო და ფრანგებმა შერკინებაში დაადედლეს კელტები და ჯარიმა ალალად გამოიმუშავეს, მაგრამ სტრატეგიაში ჩაიჭრნენ: ნაცვლად იმისა, რომ ბურთი ალამთან გადაეგდოთ, დერეფანში აეგორებინათ მოლი, გაეჩაღებინათ "აიღე და მიეძალე" და მეტოქის ლელოსთან ამოეწურათ 80 წუთი, ანტონი ბელომ კარში დაჰკრა და ააცილა
ირლანდიასაც ეგ უნდოდა: ბურთი რომ მოიხელთა, თავისი ნახევრიდან შეუდგა ფაზათა კინძვას. "სამყურები" წინ გაჭირვებით მიიწევდნენ; არც ოუენსი ნიშნავდა ჯარიმას; ლიგის ფანობაც ნაღდად ქილიკობდა მორიგი "რაგბული ამაოების" გამო, მაგრამ სექსთონმა გარისკა, შორიდან არეკნით დაარტყა და ისტორიაშიც შევიდა * 15:13 @ 80+3’
საკადრისად დააფასესავტორიტეტთა ანგარიშით, უელსს აკლდა 8 "ლომი", მაგრამ 15-ეულში "ჰლანეჰლის" 10 წევრი შეიყვანა; შოტლანდიას კარდიფში წინა ჯერზე 2002 წელს მოეგო, მაგრამ ამჯერად ყინჩად იყო, რაკი შარშან ორჯერ ეძლია ავსტრალია და კინაღამ "ოლ ბლექსიც" ზედ მიეყოლებინა
სქოთებს ქადილი ფუჭად დაურჩათ – თავიდანვე თავზე ხელი აიღეს და ჩამორჩნენ, უელსმა კი, მეტოქეს რომ საკადრისად აფასებდა, თანდათან ზარდა მონაგარი და ბოლოსწინა წუთამდე ნულზეც იგებდა
"ურჩხულების" პირველ ლელოზე გარეს დევისმა კოლეგას, ალი პრაისს ჩაუჭრა ბურჯისთვის (!) გამიზნული გრძელი პასი და ნახევარი მოედანი გაირბინა * 7:0 @ 8’
38 ტესტის წინომეორეზე მგეზავმა რის პაჩელმა გასერა დაცვა, მეტოქის ჩათრევის შემდეგ კი ლი ჰაფ’პენმა ფრთაზე იხეირა ორ-კაცა მეტობით * 14:0 @ 13’
მესამე და მეოთხე ლელოები მეორე ტაიმში დაიდო: მოლის შეჩერებით სტუმრებს მწყობრი აერიათ და ჰაფ’პენი ახლოდან ეწია მიზანს * 27:0 @ 63’, ჩაჭრის შემდეგ კი ჰედლი პარქსმა გააქცუნა სთეფ ევანსი და ამან ალამთან, აკრობატულად დაამიწა ბურთი * 34:0 @ 74’
სქოთებმა პრესტიჟის ლელოღა გაიტანეს. უელსმა ბონუსი მიითვალა, ჰაფ’პენმა კი 24 ქულა ხომ მოკრიფა და თურმე 5-წლიანი ნავსიც გატეხა – ნაკრებში წინა ლელო 38 ტესტის წინ გაეტანა
"სიმოს" ბენეფისიკვირას უელსს ლიდერობა მაინც ჩამოართვა ბოლო ორი წლის ჩემპიონმა ინგლისმა – რომში, 77’ წუთზე, მეშვიდედაც (!) რომ დაალელოვა იტალია * 46:15, კელტებს სხვაობით გადაუსწრო
დარში საამოდ საცქერი რაგბი გაჩაღდა. გადახალისებულ იტალიას ცისფერ კვართზე ოქროს’ფრად წაეწერა ნომერი და თამამადაც უტევდა – "აძურმა" სრულ საათს გაუძლო ფავორიტს * 15:27 და მერეღა გატყდა
"ვარდებს" 9 ნომერი 10’ წუთზე დაემტვრათ და თამაში დიდი ხნით შეჩერდა. სტუმართაგან დუბლი შეასრულეს "უკანა ბექმა" ენთონი ვოთსონმა და "ექვსი ერის" ახალბედამ – ექსეთერელმა 8 ნომერმა სემ სიმონდსმა
ჩაუქმა და ღონიერმა "სიმო"მ მთლად გადარია პუბლიკა – 13 წაღებაზე 75 მეტრით წაწია წინ ბურთი, შეასრულა სალელოე პასი, ხაზი სამჯერ გაჭრა, გააბითურა 6 მბოჭავი, ხოლო თავად 22-ჯერვე დაიჭირა მომხვდური
ექვსი ერი * 2018პირველი რაუნდი
უელსი$ 34:7 შოტლანდია http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/295034.htmlუელ: ჰაფ’პენი ადამს სქ.ვილიამს (ვოთქინ 71) პარქს სთ.ევანს
<10-9> პაჩელ (ენსქომ 63) გრ.დევის (ალ.დევის 66) /
რ.ევანს (ვ.ჯოუნზ 51) ოუენს (დი 63) ლი (ფრენსის 51)
ჰილ (ბრ.დევის 56) ავ.ჯოუნზ^კაპ; შინგლერ ნავიდი მორიართი (თიპურიქ 65) –
4ლ: გრ.დევის ჰაფ’პენი (2 3) სთ.ევანს; 4გ 2ჯ: ჰაფ’პენი
შტლ: ჰოგ სიმორ ჰარის (ჰორნ 55) ჰ.ჯოუნზ მაკ’გვიგან (მეითლენდ 55)
<10-9> რასელ პრაის (ლეიდლოუ 49) /
რიდ (ბჰათი 49-75) მაკ’ინალი (ლოუსონ 70) ველშ (მაკ’ქალუმ 65)
თულის (გილქრისთ 55) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპ ვოთსონ კ.დიუ’პრე (ვილსონ 49) –
ლ: ჰორნ; გ: რასელ
რეფ გაიუზერ (სფრ) 3/02 @ კარდიფ, პრინსიპალითი (74 169)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...38&d=15176949947:0(8) 14:0(13) /
17:0(44) 20:0(49) 27:0(63) 34:0(74$) 34:7(79)
საფრანგეთი$ 13:15 ირლანდიაhttp://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/295035.htmlსფრ: პალი ტომა ლამერა შავონსი ვაკატავა
<10-9> ჟალიბერ (ბელო 30) მაშნო (დიუპონ 67-75) /
პუარო (პრიზო 55) გირადო^კაპ(პელისიე 74) სლიმანი (გომეს-სა 55)
იტიურია (გაბრიაგ 61) ვაამაინა; ლორე (ტოლენ 67) კამარა გურდონ –
ლ: ტომა; გ: ბელო; 2ჯ: მაშნო
ირლ: რ.ქარნი ერლს ჰენშოუ აკი სთოქ’დეილ (მაკ’ფადენ 75)
<10-9> სექსთონ მარი /
ჰილი (ჯ.მაკ’გრას 61) ბესთ^კაპ (ქრონინ 68) ფურლონგ (ჯნ.რაიან 70)
ჰენდერსონ ჯმ.რაიან (თოუნერ 68) ო’მანი ფან’დერ’ფლიერ (ლივი 37) სტანდერ –
4ჯ ა: სექსთონ
რეფ ოუენს (უელ) 3/02 @ სან’დენი, სტად დე ფრანს (74 878)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...44&d=15177042370:3(3) 0:6(22) 3:6(36) 3:9(39) /
3:12(47) 6:12(54) 13:12(74) 13:15(80+3ა)
იტალია 15:46 ინგლისი$http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/295036.htmlიტა: მინოძი ბენვენუტი ბონი (კასტელო 80) კასტელო (ჰეივორდ 73) ბელინი
<10-9> ალენ (კანა 73) ვიოლი (გორი 63) /
ლოვოტი (კვალიო 41) გირალდინი (ბიჯი 54) ფერარი (პასკვალი 54)
ძანი ბად (ბიაჯი 61) ნეგრი ჯამარიოლი (მბანდა 50) პარისე^კაპ –
2ლ: ბენვენუტი ბელინი; გ ჯ: ალენ
ინგ: ბრაუნ (ნოულ 61) ვოთსონ თე’ო (ჯოზეფ 59) ფარელ მეი
<10-9>ფორდ იანგს (ქეა 10) /
მ.ვუნიპოლა (ჰეპბერნ 73) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 54) ქოულ (ჰ.ვილიამს 54)
ლონჩბრი ითოჟე; ლოზ (ქრუზ 59) რობშოუ (ანდერჰილ 67) სიმონდს –
7ლ: ვოთსონ (1 2) ფარელ სიმონდს (4 6) ფორდ ნოულ; 4გ ჯ: ფარელ
რეფ რეინალ (სფრ) 4/02 @ რომა, ოლიმპიკო (61 464)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...87&d=15177815730:5(3) 0:10(11) 7:10(22) 7:17(27) 10:17(39) /
10:20(47) 10:27(53$) 15:27(58) 15:34(69) 15:41(76) 15:46(77)
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ლი ჰაფ’პენი (უელ), 14 ენთონი ვოთსონ (ინგ), 13 სქოთ ვილიამს (უელ), 12 ოუენ ფარელ (ინგ), 11 სთეფ ევანს (უელ);
10 ჯონი სექსთონ (ირლ), 9 გარეს დევის (უელ) /
1 მაკო ვუნიპოლა (ინგ), 2 გიონ გირადო (სფრ), 3 დენ ქოულ (ინგ);
4 ალინ’ვინ ჯოუნზ (უელ), 5 ჯეიმზ რაიან (ირლ);
6 არონ შინგლერ (უელ), 7 ჯოშ ნავიდი (უელ), 8 სემ სიმონდს (ინგ)
სულ: 7 უელ, 5 ინგ, 2 ირლ, 1 სფრ * 0 იტა, შტლ
ექვსი ერი 2018ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით (# მარსეი)
შაბ 03/02 უელსი $ 34:07 შოტლანდია
შაბ 03/02 საფრანგეთი $ 13:15 ირლანდია
კვი 04/02 იტალია 15:46 ინგლისი $
1 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ*ფ $
ინგლისი 5 +31 7/2 46:15 1-0 1
უელსი 5 +27 4/1 34:07 1-0 1
ირლანდია 4 +2 0/1 15:13 1-0 0
საფრანგეთი 1 -2 1/0 13:15 0-1 1
შოტლანდია 0 -27 1/4 07:34 0-1 0
იტალია 0 -31 2/7 15:46 0-1 0ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
+3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება (=)
შაბ 10/02 ირლანდია 18.15 იტალია
შაბ 10/02 ინგლისი 20.45 უელსი
კვი 11/02 შოტლანდია 19.00 საფრანგეთიპარ 23/02 # საფრანგეთი 24.00 იტალია
შაბ 24/02 ირლანდია 18.15 უელსი
შაბ 24/02 შოტლანდია 20.45 ინგლისი
შაბ 10/03 ირლანდია 18.15 შოტლანდია
შაბ 10/03 საფრანგეთი 20.45 ინგლისი
კვი 11/03 უელსი 19.00 იტალია
შაბ 17/03 იტალია 16.30 შოტლანდია
შაბ 17/03 ინგლისი 18.45 ირლანდია
შაბ 17/03 უელსი 21.00 საფრანგეთი
სთრიმები http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (5/02_2018)
1 ზელანდია 9399, 2 ინგლისი 9087, 3 ირლანდია 8686,
4 ავსტრალია 8549, 5(6) აფრიკა 8381, 6(7) უელსი 8343,
7(5) შოტლანდია 8275, 8 არგენტინა 7822, 9(10) ფიჯი 7793,
10(9) საფრანგეთი 7762, 11 იაპონია 7566, 12 საქართველო 7346,
13 ტონგა 7187, 14 იტალია 7125, 15 რუმინეთი 6958
+/-: უელ 135 შტლ, ირლ 47 სფრ * ინგ 0 იტა
@