ნაღდად არ იყო სვარკა თამაში. მშვენიერი თამაში იყო ერთი ნაკლით: ცალკარაობა არ უხდება რაგბს, ძალა-უნებურად შენი შესაძლებლობების დიდ ნაწილს ვერ იყენებ, უმოტივაციობის გამო.
პირველხაზელებს არ შევაფასებ.
მეორე ხაზს არაუშავდა, მაგრამ მოსამატებელი აქვთ.
მესამე ხაზი დიდად არ მომეწონა. ლომიძე კარგი იყო აუტში და გადაყრაზე, შემკვრელად ვერა რაა, ბევრი შეცდომა დაუშვა. კოკის შავი სამუშაო დიდად არ იყო საჭირო და არ ჩანდა. გიორგაძე ცდილობდა, მაგრამ მოსამატებელი აქვს. გაჩეჩილაძე ძალიან კარგი იყო.
ცხრებმა კარგად ითამაშეს, ვასკას რამოდენიმე კოსმოსურ პასს თუ არ ჩავთვლით.
რეზიც კარგად გეზავდა მაგრამ მაგასაც ჰქონდა 1-2 შეცდომა პასისას. თუმცა მგეზავის ყოფნა იგრძნობოდა მოედანზე.
კვესელაძე ძალიან კარგი იყო, ძალიან!
კაჭი ტრადიციულად სტაბილურად კარგი.
ძალიან მომეწონა თოდუა მაგრად იმუშავა, ყოველთვის ამწვავებდა, ყოველთვის უპირატესობას აკეთებდა.
ფრუი დიდად არ მომეწონა მეტს ველოდი მისგან. ბევრი შეცდომა დაუშვა.
წიკლაურს ცუდად ნაღდად არ უთამაშია. აქტივში ჩაეწერება ეს თამაში.
მალაღურა ძალიან კარგად შემოვიდა.
სიჭინავას სანახავად დრო არ გვეყო

მიუხედავად იმისა, რომ ლელო დადო, მის თამაშზე ვერაფერს ვიტყვი.
საბოლოო ჯამში, პირველი თამაშიც კვალობაზე თან "მოტივაციის" გარეშე არაუშავდა. თუმცა ეს "მოტივაციის" არქონა ჩვენი ძალიან დიდი მინუსია ჩემი აზრით.
მგონი მელიტონამ გადაწყვიტა მაინც და მაინც მთლა უკანა ჰყავდეს დამრტყმელად. მიუხედავად იმისა, რომ წიკოს ცუდად არ დაურტყია, მეორე ტაიმში მაინც დავარტყმევინებდი რეზის.