მშვენიერი ვარჯიში გამოვიდა, ხელით თამაშიც ვცადეთ, სისწრაფესაც მოვუმატეთ მეორე ტაიმში. ბაგა ბაღის წუნი რომ არა დიდი ანგარიშით მოვიგებდით.
-ეს თამაში უნდა დაეწყო გუნდს რომელმაც დაამთავრა. არანაირი საჭიროება არ იყო ჩილაჩავას, ნარიაშვილის და მამუკაშვილის ამ თამაშში. ასევე გაჩეჩილაძე ყველაზე მოტივირებული იყო მესამე ხაზელებიდან.
-ბეკებში ფრთებმა და მათიაშვილმა უფრო გამოიჩინეს თავი ვიდრე დანარჩენებმა.
-ლომიძე 8ზე ყოველთვის ამოვარდნილია თამაშიდან და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს რაც ჩვენივე შეტევებს ანელებს.
-ვიტო მშვენივრად თამაშობს ღია თამაშში, პასიც შეუძლია და სირბილიც, ჩემი აზრით ყველაზე შემტევი მესამე ხაზი გორგაძე-გაჩეჩილაძე-ვიტოა, ყველაზე დაცვითი-ბიწაძე-ლომიძე-თხილაიშვილი.
-პირველ ხაზში ასევე ჟვანია, მელიქიძე სისწრაფეს გვმატებს ძალიან. ნეტა როდისმე ჟვანია-პაპიძე-მელიქიძეს თუ ვნახავთ ერთად

ალბათ ცათმფრენსაც ავაგებთ.
-მეორე ხაზი ვავა, შემცვლელები არ გვყავს, ვინმეს თუ არ მისდის თამაში გამოცვლის თავიც კი არ გვაქვს. ეგ კი არა მეორე ხაზელი როცა მისდის მაშინაც უნდა გამოცვალო 60-65ე წუთზე, არნახულად დატვირთული პოზიციაა და სხვა თუ არაფერი ცოდოები არიან ყველა თამაში 80 წუთი.
-ფრთები გაცილებით უფრო სახიფათოები ხდებიან როდესაც სიღრმიდან თამაშობენ, ჩემი აზრით ხშირად უნდა შემოვწიოთ ცენტრისკენ და სწორედ ფრთები მიყვნენ გარღვევებს. აბა ფრთაზე სულ ერთხელ თუ მივა ბურთი მთელი თამაში.
-სიჭინავა სწორად არჩევდა პოზიციებს შეტევაში, ჩვენთვის იშვიათი რამაა ფრთისგან.
-კვესელაძეს საკლუბო პრაქტიკა ჭირდება ძალიან.
This post has been edited by FullbackAce on 3 Mar 2018, 21:00