თამაში ჯერ არ მინახავს, მხოლოდ მოკლე მიმოხილვას შევავლე თვალი და აქაურ კომენტარებს გადავხედე.
არც ნაკრების მიწასთან გასწორებას ვემხრობი და არც ამ წაგების გაპრავებას (თუმცა კომენტარებში ჩემი გადმოსახედიდან ძალიან მცოდნე იუზერების მხირდან ორივე პოზიცია ამოვიკითხე).
თავიდანვე 10-12 ქულის ფარგლებში წაგებას ველოდი (თუმცა გულის სიღრმეში მოგების იმედიც მქონდა), შესაბამისად ჩემთვის ძალიან მოულოდნელი არაფერი მომხდარა.
თუმცა -22 ქულამ, შერკინებაში, ჯახებში დაჩაგვრამ, ბურჯების სუსტმა თამაშმა (რაც კომენტარებიდან ამოვიკითხე) გული ძალიან დამწყვიტა და ვერაფრით გავამართლებ.
ჩემი ჰეიგისადმი დამოკიდებულება მისი მოღვაწეობის პირველ-მეორე წლებშივე ჩამოყალიბდა და აზრი არც მას შემდეგ შემიცვლია. პირველ წლებში ყველაზე მეტად მას შერკინების, ძალისმიერი კომპონენტების დაკიდების და მთელი ყურადღების ხელდახელ თამაშზე გადატანის გამო ვაკრიტიკებდი. ასევე თვალშისაცემი იყო არასწორი სელექცია - ყველაზე მეტად ის, რომ წლიდან წლამდე ექსპერიმენტებს იქ ატარაბედა, სადაც ამისი საჭიროება არ იყო და არც არის, ხოლო სადაც სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, იქ თითქმის არაფერს ცვლიდა, ისევ ძველებს ათამაშებდა. დღემდე მეტნაკლებად ასე გრძელდება.
მისი მოღვაწეობის დასაწყისში ჩვენი მკვეთრად დასუსტებული შერკინება და დავიწყებული ძალისმიერი თამაშიც მახსოვს. 1-2 წელი დაჭირდა, სანამ მიხვდებოდა, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და ამ კომპონენტებსაც მიხედვა უნდოდა. ჰეიგის მოსვლიდან 7-8 წელი გავიდა და ვინმე მეტყვის რომ ხელით თამაშში მნიშვნელოვანი პროგრესი განვიცადეთ, ბევრად წინ წავედით (აქ რა თქმა უნდა უმაღლეს დონეზე ბურთაობას არ ვგულისხმობ) და თუნდაც აშშ-რუმინეთთან თამაშისას ეს თვალშისაცემია? საკუთარ კედლებში შარშან რუსეთთან, წელს ესპანეთთან და რუმინეთთან ჯახირით (უბონუსოდ) მოგება ნორმალურია?
აქ არაერთხელ დაწერილა და მეც ვეთანხმები, რომ დინამიური, მობურთალი ბურჯები კარგია, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი ნაკრების პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ბურჯიც მიწოლაში იყოს ძალიან მაგარი. მთავარია ფეხზე მყარად იდგეს და აწვებოდეს, დანარჩენი მეორეხარისხოვანია. როდესაც მთავარ მწვრთნელს აქაც პროლემები აქვს, ჯიუტობს, ვირზე ჯდება და არაფრისდიდებით ჩამოდის ეს უკვე სერიოზული პრობლემაა.
როდესაც ამ ყველაფრის მიუხედავად ნაკრებმა კარგი, ნორმალური შედეგების კეთება დაიწყო, ჩავთვალე რომ სწორი (მინიმუმ ბოლომდე მართალი) არ ვიყავი და აქ ატიურ პოსტვას შევეშვი. მითუმეტეს, რაგბისთვის სიღრმისეულად თვალის სადევნებლად დროც აღარ მრჩებოდა, ისე ზედაპირულად პოსტვა კი არ მინდოდა. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა თემას აქტიურად ვსტუმრობ, ჩემთვის ღრმად პატივცემული იუზერების (ისევე როგორც სხვების) პოსტებს აქტიურად ვეცნობი და ჩემთვის საჭირო, საინტერესო ინფორმაციასაც ვიღებ.
ახლა ყურების ჩამოყრის დრო (მითუმეტეს მხოლოდ ფიჯთან წაგების გამო) არ არის, იაპონიასთან თამაშის შემდეგ (როგორც არ უნდა დასრულდეს) ძალიან სერიოზული ანალიზია ჩასატერებელი, სათანადო დასკვნები გამოსატანი და ხარვეზების აღმოსაფხვრელად გეგმები დასასახი, შესაბამი ნაბიჯები გადასადგმელი - უპირველეს ყოვლისა ძალიან მაღალი დონის შერკინების მწვრთნელი მოსაყვანი.
ვირზე ჯდომის ფუფუნებაც აღარ გვაქვს, არ მაინტერესებს პატივცემულს ვისთან რა პრობლემები თუ წყენები აქვს ან ადრე ვის რა მიუქარია, ნაკრებში საუკეთესოები უნდა თამაშობდნენ. აჯობებენ მაგალითად კაკოვნი და ყაულაშვილი კონკურენტებს, ნაკრებში უპირობოდ უნდა გამოიძახონ (ცხადია თუ არ უნდათ, ხვეწნა არ უნდა დაუწყონ). მატარაძე, ნეფარიძე, ტაბიძე, მელიქიძე, პაპიძე (აგერ ჯაფარიძეც გამოჩნდა) კარგი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ჯერ კლუბებში დაიწყონ სტაბილურად თამაში, განვითარდნენ, დაღვინდნენ და მათი დროც მოვა.
და ბოლოს, ვთვლი, რომ ნაკრებს განვითარების ამ ეტაპზე (2019-2023 წლებს ვგულიხსმობ) ბევრად მაღალი დონის, საფუძვლიანი ცოდნის და გამოცდილების მქონე მთავარი მწვრთნელი სჭირდება, რომელიც ჩვენ ძლიერ მხარეებს არათუ დაიკიდებს, პირიქით, კიდევ უფრო დახვეწს და განავითარებს, შეძლებისდაგვარად სუსტ მხარეებსაც მიხედავს, რომელიც ეტაპობრივად და წარმატებით შეძლებს ამ მართლაც უნიჭიერესი ახალგაზრდების ეროვნულ ნაკრებში ინტეგრაციას, რომელიც მოვა ოთხწლიანი გეგმით, მას არაფრის დიდებით გადაუხვევს და 2023 წელს სერიოზულ შედეგამდე მიგვიყვანს.
პ.ს ამხელა პოსტის გამოცხობისთვის ბოდიში მომითხოვია, უბრალოდ სათქმელი ბევრი დამგროვებია.
This post has been edited by solo-solo on 16 Jun 2018, 16:44