ნაპსთერ, გილოცავ!
1) წუხელ (1 ნოემბერს, რვის ნახევრის მიდამოში) დამტკიცდა გამგეობაზე,
რომ "დიდი ფინალის" არენას აირჩევს "შესარჩევი ფინალის მოგებული"
კავშირის მიერ ლიცენზირებული სტადიონების სიიდან
2) გაუქმდა პლეი’ოფში განთესვის ნომრების დინამიურად ცვლაც --
რასაც მსოფლიო სპორტში ანალოგი არა ჰქონდა და სამართალს თავდაყირა აყენებდა
ანუ #6-ს თუ ჩემპიონობა უწერია, ზედიზედ ოთხივე მეტოქე სტუმრად უნდა ძლიოს!
პლეი-ოფის შედეგად ადგილები განაწილდება ასე:
I დიდი ფინალის (დფ) მოგებული
II დიდი ფინალის (დფ) წაგებული
III წინასწარი ფინალის (წფ) წაგებული
IV გასავარდნი ფინალის (გფ) წაგებული
V მესამედ-ფინალის (მფ) უკეთეს-ნომრიანი წაგებული
VI მესამედ-ფინალის (მფ) უარეს-ნომრიანი წაგებული3) ჭაბუკთა "ბან" ლიგის ფინალიც აღარ იქნება მაინც და მაინც ტფილისში --
ბავშვები არ უნდა დაიჩაგრონ იმის გამო, რომ ლიხის ქედის იქეთა მხარეს დაიბადნენ =
აქეთაც და იქეთაც საქართველოა!
4) ჭაბუკთა ლიგებში მწვრთნელი წარადგენს მხოლოდ ბავშვების სალიცენზიო ბარათთა დასტას --
ნოტარიალურად დამოწმებული დაბადების მოწმობების საქაღალდის მიტანა საჭირო აღარაა,
რადგან ორივე მხარეს ბეჭედ’დასმული და ფერად’ფოტოიანი ლიცენზია
სწორედ რომ დაბადების მოწმობის საფუძველზე გაიცემა სეზონის წინ | განმავლობაში
:::