მეც მაგას ვამბობ -- ალენ როლანსაც კი მივწერე:
ბობოლათა თამაშებსა და მსოფლიო თასზე --
სადაც ყველას ბარაქიანი რაზმები ჰყავს,
ხომ მაინც შეგიძიათ მეთქი #24-ის დასმა | გამოყენება --
სამარქაფო ბურჯისა, რომელიც მარტო მაშინ შევა,
როცა ორი ერთ’ნაირი (მაგ: #1 და #17) სპეციალისტი დაიმტვრევა,
რათა მიწოლა ბოლომდე შენარჩუნებული იქნეს
არც არა მიპასუხა და არც ჰო, მაგრამ ალბათ ჩაინიშნა და ოდესმე გააჟღერებს
:::
მაგათ ტვინები ძნელად უსწორდებათ --
რადგან სხვა გლობალური სპორტებისა არა გაეგებათ რა:
უთამაშიათ მარტო კრიკეტი + არ ევასებათ რაგბი’ლიგა
მაგათ დასაბამიდან შეცვლა მიაჩნდათ ფრიად ცოდვად
მერე დაუშვეს მხოლოდ 1, მერე მეორეც, მესამე, მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე, მერვეც ...
მაგრამ მაინც ერთად’ერთი სპორტი იყვნენ, ვინაც ასხვავებდა ტაქტიკურსა და დაშავებულის შეცვლას --
არადა, ვისი რა უკანალის საქმეა, კაცს რისთვისა და რატომ ვცვლი
მაგაზე მივუთითეთ ჯერ კიდევ 2001 წელს -- სისულელეა, რადგან ტრავმის სიმულაციას წინა რა უდგას’თქო
მხარი დაგვიჭირა ბევრმა ბობოლამაც, მაგრამ მერე ვითომ მიავიწყდათ,
რადგან სიმულაციას თვითონაც გასადარევად იყენებდნენ
გვიშველა 2017 წლის "მთლიანმა გადა’წერამ" -- გამარტივება | დამოკლებამ
და ტერმინოლოგიურადაც გაქრა ეგ განსხვავება: შეცვლა VS გამოცვლა
:::
ისედაც ვაპირებ 2001 წლის ამბების დეტალურად გარჩევას ორივე ენაზე
აქაა დედნის სქანი >>
http://files.rugby.ge/VARIA/BIBLIO/2001_INTERIM.pdfშეგიძლიათ თავად დაადგინოთ, ახლანდელ წესებში რაა შეტანილი
"ჰამაც" ახლა სულ სხვა პროცედურა მოქმედებს,
რათა ჩვენსავით აბეზარმა ძალამ ვეღარ შეაწუხოს დაბლინი
2002 წელს საქართველო - რუსეთზე რომ ჩამოსული იყო მაგათი დესპანი,
შინაურულად მითხრა, მახვშებს ძაან ეწყინათ,
ეგეთ რამეებს რომ უბედავთ ვიღაც გადამთიელებიო !
:::