ექვსივე კლასიკური"ოთხ ერზე" წესრიგი აღდგა – ზელანდიამ არხენტინაში იმარჯვა და ვადამდე გაჩემპიონდასაითზე >>
http://ovaluri.comxa.com/2018დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი
"ოლ ბლექსმა" ბოლო 7 სეზონში მეექვსედ იპირველა – ყველა (2012-14, 2016-18) კლასიკური, ორ’წრიანი, ერთნაირ’განრიგიანი "ოთხი ერი" მოიგო!
კივებმა ამჯერად დაასვენეს 8 ნომერი ქიარან რიდი – ვეტერანი სააფრიკოდ გადაინახეს. დამიენ მაკ’ქენზი ბებიის დასაკრძალად შინ მიბრუნდა, რიდის დუბლიორი – ლუქ ვაითლოქი კი თამაშის წინ გახდა ავად. იგი ჩინებულად შეცვალა არდი სავეამ (60 მეტრი 9 სოლოზე, 7 გაბითურება, 11/2 ბოჭვა, 4 მოგებული დერეფანი), ფალავნის თასი კი "ქრუსეიდერზის" ყოჩმა, 104 კეპის პატრონმა, სემ ვაითლოქმა ჩაიბარა
ფრიადი კლასითარხენტინას "ხაგუარესის" ზე’რაგბში ჩაბმამ ბურთაობა ასწავლა, სტატიკა კი მოუშალა: პუმებმა 5 დერეფანი წააგეს და ერთიც შერკინება. შესრულდა 62 (32+30) ტაქტიკური დარტყმა, ხოლო თუ ოფიციოზს ბოლომდე დაეჯერება, ზელანდიას ტურნირის 5 მატჩში თავის შეგორებაზე ჯერ არ დაუკარგავს ბურთი – 31’ვე მოუგია!
ნამატჩევს წუხდა არხენტინის გურუ მარიო ლედესმა, მეტოქე ის ვეღარაა, რაც უწინ, მაგრამ მაინც ვერაფერი დავაკელითო. მართლაც:
სტუმრებმა ოვალი 16-ჯერ დაკარგეს, რაქშიც ჩამორჩნენ მეტოქეს 72-95 და ბოჭვაც მეტი დაჭირდათ 132-84, მაგრამ ნაკლები ბურთითა და შანსით – ფრიადი კლასის ხარჯზე – წინსვლით მაინც დაიბრიყვეს მეტოქე: სოლოზე საშუალოდ 4.5 - 3.3 მეტრი, ქულებით კი * 35:17
შუა’მარბებს შემოურბინასულ დაიდო 7 ლელო. ზელანდიამ ტაიმი * 21:3 მოიგო, ბოლო 10 წუთის წინ კი არხენტინამ ჩამორჩენა 11 ქულამდე დაიყვანა * 17:28
ზელანდიის პირველ ლელოზე, 40-მეტრა დერეფნიდან, მარჯვენა გარე’ მარბმა ვაისაკე ნაჰოლომ მარცხნიდან შემოურბინა შუა’მარბებს და ბენ სმითმა მეტობაზე ახეირა რიკო იოანე * 3:7 @ 9’
მეორეზე კივებმა 5-მეტრა შერკინებაში დააქციეს მეტოქე და თუმც 50-ე კეპის მომხვეჭ თი’ჯეი პერენარას საეჭვოდ დაუვარდა ბურთი, ღონიერი ნაჰოლო მაინც მისწვდა ლელოს * 3:14 @ 18’
მესამეზე მასპინძლებს შეტევაში დაუვარდათ ოვალი და რიკომ 40 მეტრი ირბინა, რითაც 19 ტესტში 20 ლელო მოუგროვდა * 3:21 @ 32’
მძლავრი, 5-მეტრამერე არხენტინამ საკმაოდ უტია და ბეჭ’ნაოპერაციევი სონი’ბილ ვილიამსი, გუნდურ დარღვევათა გადამკიდე, სინბინშიც მოხვდა, მაგრამ პუმები უქულოდ დაშვრნენ, ოფლოუდის დიდ’ოსტატმა კი, ვიდრე შეცვლიდნენ, რიკო კიდევ გაათარხნა, რაც "აიღე და მიეძალე"თი დაგვირგვინდა * 3:28 (ლ 0/4) @ 57’
აქ ხელი მასპინძლებმაც გამოიღეს: ტომას კუველიმ ჯერ შებოჭილმა მიაგორა ოვალი ხაზამდე, პავლო მატერას მიძალების შემდეგ კი მოკლე ფრთაზე მონახა ემილიანო ვოფელი * 17:28 @ 68’
და მაინც, ბოლო სიტყვა "ოლ ბლექსმა" თქვა: მორიგი მძლავრი, 5-მეტრა შერკინების შემდეგ, ხეირზე, ჯეელმა რიჩი მოჰუნგამ კართან ფეხით შეუცურა ბურთი ენთონ ლენართ-ბრაუნს * 17:35 @ 73’
თურმე აოტნვას გეგმავდაამ რაუნდამდე ზელანდია 6 ქულით უსწრებდა აფრიკას, ამიერიდან კი სხვაობა შვიდია, რაკი ბოკემ გაჭირვებით’ღა, უპრემიოდ მოუგო ავსტრალიას * 23:12 არადა, აფრიკის გურუ რასი ერაზმუსი თურმე მეტოქის აოტნვას (ჰაიდინგ) გეგმავდა!
თამაში ნელსონ მანდელას დღეობაზე, მისივე სახელობის უბის არენაზე, ალალ საზანგეთში იყო. აფრიკას აკლდა თეთრი 8 ნომერი ვორენ ვაითლი, ავსტრალიას კი კაპიტნის ვარჯიშამდე დაუშავდა ბებერი კვაჭი ტატაფუ პოლოტა-ნაუ
ისედაც არეულმა სტუმრებმა მარცხიანად დაიწყეს: ქიქ’ოფის მიღების შემდეგ, პირველივე რაქიდან, ქერთლი ბილმა გრძელი პასი სცადა თავის წითელ ზოლთან და ოვალი აფივე დიანტის კერძი შეიქნა * 7:0
იქვე მეთ ტომუამ ააცილა ჯარიმა, დევიდ პოქოქმა ბოჭვაზე ორჯერ წაღლიტა იაპებს ბურთი, ჰანდრე პოლარდმა კი ფრონტის შუაწელში რომ გააბითურა კვაჭი ფოლაუ ფაინგა, ცქვიტი ფაფ დე’კლერკი მიჰყვა *14:0 @ 22’
სწორი გზით მივდივართოაქ ოზებიც აბურთავდნენ: ფაზაობასა და ხეირზე ვილ გენიამ ფრთაზე უპასა რის ჰოჯს, დეინ ჰეილეთ-პეთის რეიდის შემდეგ კი მარიკა კოროი’მბეტემ და გენიამ წაიბურთავეს * 14:12 @ 30’
ლელო მეტად აღარ დადებულა. მხოლოდ პოლარდმა გაიტანა სამი ჯარიმა: ბოლო – 46’ წუთზე
მეორე ტაიმში უღონო და უილაჯო ვოლაბებმა ბურთის ფლობით 68-32%, ხოლო ტერიტორიით 79-21% აჯობეს ბოკეს, მაგრამ წინსვლის ნაცვლად განდაგან პასაობას რომ გადაჰყვნენ, ეგრეც ვერ გაარღვიეს მასპინძელთა დაცვა
აფრიკამ სინბინზეც უპრობლემოდ გაძლო; ბოჭვათა ბალანსი 144-74 გამოვიდა, ავსტრალიის უხეირო გურუს, მაიქლ ჩეკას კი, როგორც დაუთვალეს, ბოლო 10 ტესტიდან რვა (!) წაუგია, მაგრამ კაცი მაინც არ ტყდება და ამტკიცებს, მსოფლიო თასისკენ სწორი გზით მივდივართო
ფალავნობა * 2018 * ოთხი ერიმეხუთე რაუნდი
აფრიკა 23:12 ავსტრალია სტატ >>
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/298574.htmlაფრ: ლე’რუ კოლბე კრილ ესტერჰეიზენ დიანტი სბ 65
<10-9> პოლარდ დე’კლერკ /
მთავარირა (კიცჰოფ 43) მარქს (მბონამბი 70) მალჰერბე (ვ.ლოუ 63)
ეცებეთ (სნეიმან 77) მოსტერტ; კოლისი^კაპპს.დიუ’ტოი ნოჩე (ფან’სტრადენ 45) –
2ლ: დიანტი დე’კლერკ; 2გ 3ჯ: პოლარდ
ავს: ჰეილეთ-პეთი ფოლაუ ჰოჯ ტომუა კოროი’მბეტე (მედოქს 32, ფოლი 59)
<10-9> ბილ გენია (ფიპს 70) /
სიო (კეპუ 50) ფ.ფაინგა (პაენგა-ამოსა 63) ტუპოუ (ალა’ალატოა 50)
როდა (არნოლდ 70) ქოულმენ (სიმონს 70) ჰენიგან ჰუპერ პოქოქ^კაპ –
2ლ: ჰოჯ გენია; გ: ტომუა
რეფ გარსეზ (სფრ) 29/09 @ პორთ ელიზაბეთ, მანდელა ბეი (41 332)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...93&d=1538248513რჩეული >>
https://youtu.be/H4wU9Zt9vZk7:0(2) 14:0(22) 14:5(26) 14:12(30) 17:12(34) 20:12(40+2) /
23:12(46) სბ(65აფ)
არხენტინა 17:35 ზელანდია$ სტატ >>
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/298575.htmlარხ: ვოფელი (ესკურა 71) დელგვი (კანსელიერე 34) დე’ლა’ფუენტე ესკურა (ორლანდო 63) მორონი
<10-9> სანჩეს ვერტრანუ (კუველი 51) /
ტეტას-ჩაპარო (სეის 58) კრევი^კაპ (მონტოშა 51) ერერა (მედრანო 54)
პეტი-პაგადისავალ (ალემანო 54) ლავანინი; მატერა კრემერ (ლეგვისამონ 71) ორტეგა-დესიო –
2ლ: კუველი ვოფელი; 2გ ჯ: სანჩეს
ზელ: ბ.სმით (მოჰუნგა 59) ნაჰოლო ქროთი ვილიამს სბ 37 (ლენართ-ბრაუნ 57) რ.იოანე
<10-9> ბ.ბარეთ პერენარა (ა.სმით 67) /
ტუჰი’ ნუკუაფე (პერი 57) თეილორ (ჰარის 60) ტუ’ჰუნგაფასი (ტავაო-მატაუ 52)
ს.ვაითლოქ^კაპ (ტუი’პოლოტუ 51) სქ.ბარეთ; ფრიზელ (ჰემოპო 67) ქეინ ა.სავეა –
5ლ: იოანე (1 3) ნაჰოლო ტუი’პოლოტუ ლენართ-ბრაუნ; 5გ: ბ.ბარეთ 4, მოჰუნგა
რეფ რეინალ (სფრ) 29/09 @ ვუენოს აირეს, ველეს სარსფილდ (50 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...05&d=1538285908რჩეული >>
https://youtu.be/oIv0nC5vQcA3:0(6) 3:7(9) 3:14(18) 3:21(32) სბ(37ზ) /
3:28(57) 10:28(59) 17:28(68) 17:35(73) დას(80+1)
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ბენ სმით (ზელ),
14 ჩესლინ კოლბე (აფრ), 13 რის ჰოჯ (ავს), 12 ანდრე ესტერჰეიზენ (აფრ), 11 რიკო იოანე (ზელ);
10 ჰანდრე პოლარდ (აფრ), 9 თი’ჯეი პერენარა (ზელ) /
1 კარლ ტუჰი’ნუკუაფე (ზელ), 2 ქოდი თეილორ (ზელ), 3 ოფა ტუ’ჰუნგაფასი (ზელ);
4 გვიდო პეტი (არხ), 5 იბენ ეცებეთ (აფრ);
6 პავლო მატერა (არხ), 7 სია კოლისი (აფრ), 8 არდი სავეა (ზელ)
სულ: 7 ზელ, 5 აფრ, 2 არხ, 1 ავს
სტატ’მოწინავენიქულა: 61 ნიკო სანჩეს (არხ), 55 ბოდენ ბარეთ (ზელ), 32 ჰანდრე პოლარდ (აფრ)
ლელო: 5 ბარეთ (ზელ), აფივე დიანტი (აფრ);
4 რიკო იოანე (ზელ), სანჩეს (არხ);
3 ვილ გენია (ავს), ვაუტისტა დელგვი (არხ), მაკაზოლე მაპიმპი (აფრ), ვაისაკე ნაჰოლო (ზელ)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (1/10_2018)
1 ზელანდია 9252, 2 ირლანდია 9012, 3 უელსი 8594,
4 ინგლისი 8568, 5 აფრიკა 8396, 6 შოტლანდია 8302,
7 ავსტრალია 8184, 8 საფრანგეთი 7910, 9 არხენტინა 7902,
10 ფიჯი 7654, 11 იაპონია 7524, 12 ტონგა 7384,
13 საქართველო 7313, 14 იტალია 7256, 15 შტატები 7166
+/-: აფრ 61 ავს, ზელ 0 არხ
სთრიმები https://www.vipbox.live/live-rugbyhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html:::