burkeეგ არაფერია იმასთან შედარებით რაც ადრე იყო, მსაჯობა ბოლო ხანს გამოკეთდა და რას დავაბრალოთ ჯერ არ ვიცი.
___________________________
რაც შეეხება ნოემბრის ტესტებს, მშვენიერი შედეგია, მითუმეტეს მსოფლიოს სამზადისის(რომელიც უკვე აქტიურ ფაზაშია) კუთხით. ერთი რამ გაითვალისწინეთ როცა მწვრთნელების გადაწყვეტილებებს ახსნას უძებნით იცოდეთ რომ ყველაფერი მსოფლიოს გადმოსახედიდან კეთდება და არა მხოლოდ დღევანდელი დღისთვის.
რეალურად რაც მოხდა ამ ნოემბერში არის რეზერვის საგრძნობლად გამყარება.
გამოჩნდა რომ ლომიძე/ჭეიშვილი იქნებიან მეორე ხაზის მარქაფა მსოფლიოსთვის - ანუ გიორგაძე მესამე ხაზში მოიაზრება თუ ვინმე არ დაიტრამვა. ეს ყველაფერი მესამე ხაზში კიდევ უფრო გაამწვავებს კონკურენციას,
-ვიტო-სუთი-ცუცქირიძე-გიორგაძე-გორგაძე-ბიწაძე არიან ფავორიტები (აუ რა მესამე ხაზია გვარების გადახედვაც კი რაგბის მადაზე მოგიყვანს

)
გორგაძე თავისთავად ფავორიტი იყო უბრალოდ დიდი ხანი გაუცდა, ბიწაძე დაწინაურდა 8 ნომრის მარქაფისთვის ბრძოლაში რადგან 6-7ის შევსებაც კარგად შეუძლია და საკმაოდ სტაბილურია.
- რეზერვები: თხილაიშვილი, გაჩეჩილაძე, საღინაძე, ჯალაღონია, შენგელია და აშ.. მსოფლიოზე გაუჭირდებათ მოხვედრა თუ ვინმე არ დაშავდა ან რაღაც სასწაულ ფორმას არ მიაღწიეს მსოფლიო შეკრებამდე.
პირველ ხაზში გამოჩნდა რომ ნარიაშვილის შეცვლის აღარ უნდა გვეშინოდეს (ზაფხულში სულ სხვა სიტუაცია იყო) ჟვანიამ როგორც იქნა მიაღწია იმ ფორმას რასაც ამდენ ხანს ველოდით და ერთი სიამოვნებაა მისი თამაშის ყურება. ჟვანიასგან განსხვავებით გოგიჩაშვილმა მიაღწია იმას რასაც არავინ ელოდა და ეს კკიდევ უფრო სასიამოვნოა. ასიეშვილი ან გოგიჩა თუ მარჯვენა ბურჯად დადგომას მოახერხებენ ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
- ნარო, ჩილა, გოგიჩა, ჟვანია, ასიეშვილი, გიგაშვილი - ავსტრალიური შერკინების ქელეხში არ დაგვპატიჟებენ ნეტა ?
ღერძი - ვასკა, გელა, თედო - პირველ რიგში ვასკას კრიტიკოსებს შევახსენებ რომ ორი 9 ნომერი გვჭირდება და ორივე ახალგაზრდა და პერსპექტიულია ასე რომ აქ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. ვასკა არის ბრივში, და ბრივის სტილს თამაშობს(გაუთავებელი ჯაჯგურით). ცხრა ნომერი მესამე ხაზელი არ არის ერთი ორი ბოჭვა გააკეთოს და რითმში ჩაჯდეს ეგრევე, ბევრი ვარჯიში ჭირდება გუნდთან ერთად რომ კარგად შეეწყოს... ნაკრების შეკრებას რომ გაივლის ისეთ ფორმაში შევა 2015 წლის ვასკა მონაგონი იქნება ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ
ნუ გელას მშვენიერი ნოემბერი ჰქონდა და იმედია კიდევ მოუმატებს.
თედოც შესანიშნავად გეზავს, მაგრამ ფიზიკაში და ბოჭვებში კვლავ მოსამატებელი აქვს (ვინც ამბობთ რომ არ აქვსო კარგად შეხედეთ და ერთ ასპექტში კარგად თამაშს ნუ აიგივებთ ყველაფერში კარგად ყოფნასთან, იგივე შეიძლება ითქვას სოსოზეც) ბოჭვის ტექნიკა აქვთ სუსტი, ათი ნომერი გაცილებით დაბლა და სწრაფად უნდა ბოჭავდეს, თუ ჭიდაობაში გადაიზარდა ბოჭვა ყოველთვის მძიმე წონოსანი მოიგებს ამიტომ არის 9 ნომრები სწრაფად რომ ბოჭავენ, სანამ რეაქციას მოახერხებს შემტევი უკვე მიწაზე უნდა ეგდოს თორემ გადაგივლის. ეს არ ნიშნავს რომ ხმალაძე უნდა დავაყენოთ ათზე უბრალოდ თედო თუ მოუმატებს ამ მხრივ მისთვისვე იქნება უკეთესი, სხვა თუ არაფერი ტრამვებს აირიდებს თავიდან. სასიხარულოა რომ გელას ამ მხრივ არ აქვს პრობლემა, გაცილებით უკეთესი ტექნიკა აქვს(როგორც ხედავთ აქ დაახლოებით 70% ტექნიკაა მთავარი და 30% ფიზიკა).
უკანა ხაზს რაც შეეხება, მე მგონი კვესელაძის და ძნელაძის ფრთაზე თამაშმა გაამართლა, თან მაგრად გაამართლა. როგორც იქნა ფრთებმა პოზიტივი შეიტანეს ნაკრების თამაშში და ეს სასიხარულოა. თან კვესელაძის გაუნივერსალება გვაწყობს.
მჭედლიძემ საგრძნობლად მოუმატა იტალიის შემდეგ. მსოფლიოზე ჩემი აზრით მაინც ექნება სისწრაფის პრობლემა რადგან სისწრაფე ფორმასთან არაა დაკავშირებული, უელის, ავსტრალია და ფიჯი ძალიან სწრაფები არიან. კარგი ფულბეკის პირობებში კიდევ შეიძლება დაზღვევა მაგრამ არც კარგი ფულბეკი გვყავს და რა ვქნათ. იმედია მეტოქეები ვერ შეამჩნევენ და გამოვძვრებით იოლად

- ნუ ძირითადში კაჭი იქნება ალბათ მაინც.
ამ მოცემულობით - ცენტრები ბუკა, კაჭი, მალაღურა, მჭედლიძე,
ფრთები/უნივერსალები - კვესელა*, ძნელაძე*, სიჭი, სოსო
ფულბეკები - სოსო, ხმალაძე.
მოკლედ ზაფხულის მერე პესიმისტური პროგნოზები იყო მაგრამ ნოემბერმა ხასიათი გამოგვიკეთა, ამ ტესტებით გამოჩნდა რომ იაპონიაში უფრო კარგი "ამინდია" მოსალოდნელი.