http://ovaluri.comxa.com/2019http://files.rugby.ge/OVA-2019
წყვილი ფრე’სასწაულიზე 15-ის მე-12 რაუნდში ერთბაშად ორი მატჩი დასრულდა ფრედ,
ტრიბუნალმა კი იზრაელ ფოლაუ დამნაშავედ სცნოფრე თანამედროვე – უხვ’ქულიანსა და ჭრელ’ნიხრა რაგბში იშვიათობაა, ხოლო მას შემდეგ, რაც 2016 წლიდან პრემია მეტოქეზე მინიმუმ სამით მეტი ლელოს გატანისთვის გაიცემა – პირველად ახლა’ღა მოხდა, რომ გუნდმა თამაში ვერ მოიგო, მაგრამ დამატებითი ქულა მაინც ჩაიწერა:
ზელანდიის ქრუსეიდერზს 3 (2+1) წერტი დაერიცხა, რაკი ლელოებით 3/0 აჯობა შარქსს, ვისაც ფრესთვის დაწესებული 2 ქულა’ღა ერგო
უხეში დარღვევა"დამოუკიდებელმა" სამსჯავრომ განიხილა მეკურტუმეთა შემრისხავი იზი ფოლაუს საქმე. მორაგბე შაბათ - კვირას აყურყუტეს დარბაზში; სამ’კაცა ტრიბუნალს ჩვენება მისცეს კავშირის მთავარმა მოხელე ბანოვანმა და ნაკრების "ჯიგარმა" მწვრთნელმაც, დასკვნა კი სამშაბათს "დაიდო" – "ვორათაზ"ის მუშაკს "ქცევის კოდექსის" უხეში დარღვევა დაუდგინეს, რისთვისაც ყველაზე შესაფერი სასჯელი დათხოვნაა!
გარჩევის დაწყებამდე მახვშებმა ზე’რაგბის ყველა დროის უპირველეს მელელოვეს 4-წლიანი კონტრაქტის გაუქმების სანაცვლოდ სარგოს ზუსტად მეოთხედი – მილიონი (ოზური) დოლარი შეაძლიეს, მაგრამ იზიმ რაგინდარა გარიგებაზე უარი თქვა იმის’და მიუხედავად, რომ ვექილთა ქირაობა თურმე ძვირი უჯდება
უდიდესი სკანდალითუ მედიას დაეჯერება, ფოლაუს ანტი’გეური შარი ავსტრალიური სპორტის ისტორიაში უდიდესი სკანდალია! საქმეზე მსჯელობს მთელი ერი და ჭეშმარიტებისთვის ვერ მიუგნია. ნაწილი "სექსუალური უმცირესობის" აუგად ხსენების სასტიკი წინააღმდეგია, სხვანი კი იმაზე დარდობენ, რომ მაშინ სიტყვის თავისუფლება ლიტონი ცნება გამოდის
ხალხი მაგასაც კითხულობს, დამქირავებელს რამდენად აქვს უფლება, შეზღუდოს სამსახურს გარეთ დაქირავებულის ქცევა და სოც’მედიაში პოსტვაზეც დაუწესოს ცენზურაო
ის, რომ ფოლაუს გამოკლებით ისედაც სუსტი "ვოლაბიზ"ი უფრო დაჩიავდება, აღარავის აეჭვებს; ხოლო 1980-იან წლებში ნაკრების მოძღვარი, აწ’კი პოპულარული რადიო’წამყვანი ალან ჯოუნზი გმინავს, საუკუნის წინ ჩვენმა ჯარისკაცებმა განა იმისთვის გაწირეს თავი, რომ ასე ზნეობრივად წამხდარ, სნეულ ქვეყნად ვქცეულიყავითო
25-ზე გაუწყდათდავუბრუნდეთ საკუთრივ რაგბს. ორი ფრის გარდა, სხვა ხუთივე რკენა მასპინძელმა მოიგო. წაგებულს ოთხგან ნუგეშიც ერგო, ერთად’ერთი პრემია კი სწორედ რომ ზემოთ’ხსენებულ, ფრედ დასრულებულ მატჩში გაიცა და ისიც – არა’სიმეტრიულად!
შემოდგომაზე მსოფლიო თასი რომ გველის, ქრუსეიდერზმა დაზოგა რიჩი მოჰუნგა და ათზე დუბლიორი – მიჩ ჰანთი დააყენა. 150-ედ ირაგბა ქიარან რიდმა; ბოჭვათა ფარდობა 60-183 გამოვიდა; შარქსიდან ცხრა ცდით 7 გოლი გაიტანა ქერვინ ბოშმა, მასპინძლებს კი 25-ზე გაუწყდათ შინ ზედიზედ გამარჯვების წყება და ერთი მოგება დააკლდათ 2004-7 წლებში, მათ მიერვე დამყარებულ რეკორდამდე
ბოშმა აფრიკელები 36’ წუთზე, ცენტრის გაღმიდან დააწინაურა. 75’ წუთზე სტუმრები წინ 7 ქულით იყვნენ, 9-გზის ჩემპიონმა შტურმი რომ წამოიწყო. სირენა რომ გაისმა, კივები ფრეს’ღა ეშურებოდნენ. ჰოდა, მიზანს ჰანთი ეწია ახლოდან და იოლი გარდასახვაც გაიტანა * 21:21
ლეგენდა დაშავდამეორე ფრეზე, კივურ დარბში, საცხრილო ქულები ტოლად გაიცა – ჰაილენდერზი თავის დარბაზში ლამის მთელი თამაში უგებდა ჩიფსს, მაგრამ ამან დასკვნით 25 წუთში 16-ქულიანი ფორა გაუბათილა, ბოლო წუთზე კი ლელოებით 5/4 გაუსწრო და ანგარიშიც გაუთანაბრა * 31:31
თამაში ცენტრიდან კიდევ განახლდა და მოგების შანსი ორივე გუნდს მიეცა, მაგრამ ბოლოს მაინც პური ჭამა სამართალმა. ორი – თითო მოკლე და უგრძესი – სალელოე პასი გაახერხა მასპინძელთა "ოლ ბლექმა" ცხრამ, არონ სმითმა, ბებერი ლეგენდა ბენ სმითი კი რომ დაშავდა, თუ ოთაგოელები პლეი’ოფის მიღმა დარჩნენ, შეიძლება მეტად ვეღარც ითამაშოს ზე’რაგბი – მსოფლიოს შემდეგ პო’ში გადადის
განსხვავებული ტაიმებიწაგებულთაგან უნუგეშოდ დაშვრა მხოლოდ ავსტრალიის ლიდერი რებელზი – ქვეიდ ქუპერმა 78’ წუთზე კარს უიოლესი პოზიციიდან ააცდინა და ჰარიქეინზმა შინ * 29:19 იმარჯვა
უცხოური კლიშეს თანახმად, ეს იყო "განსხვავებულ ტაიმთა" თამაში: საწყის მეოთხედში კივებმა 4-ჯერ დაალელოვეს ოზები * 26:0 @ 22’
პირველ ლელოზე ნგანი ლაუმაპემ 35 მეტრიდან გააბითურა ოთხი დამხვდური; მეორეზე ცხრად არდი სავეა დადგა და ათმა – ბოდენ ბარეთმა შუა’მარბის არხში გაიჯეჯილა; მესამეზე 11 ფაზას ჩარბენი მოჰყვა და ჯორდი ბარეთმა განდაგან დაგეზა ვეზ ხუსენი; მეოთხეზე კი ჯეელმა კვაჭმა ასაფო ოუმუამ გადაუარა ვილ გენიას
შესვენებამდე სავეას ლელოში გადაგორებისას წინ დაუვარდა ოვალი, მეორე ტაიმში კი ოზებმა ზედიზედ გაიტანეს სამი ლელო, მაგრამ მერე ჯორდიმ 45 მეტრიდან აღადგინა 10-ქულიანი სხვაობა, ქვეიდმა კი ...
ხუთი სინბინიუ’ფოლაუ’ოდ დარჩენილი ვორათაზი ზეგანზე ყოჩაღად ერაგბა ბულზს და მას შემდეგღა დამარცხდა * 21:28, რაც ზანგმა ბურჯმა სიმფივე მატანზიმამ ახლოდან იძალა. ბურების დამრტყმელ ჰანდრე პოლარდს სამი ცდა გაუცუდდა, ლიანგი კი ერთობ გაახალისა ბებერმა დვეინ ფერმიულენმა, ვინაც მეორე ლელოზე ნიქ ფიპსს ჩაუჭრა პასი, 65 მეტრი ირბინა და წამოწეული ქერთის რონაც დაიფრინა * 15:7 @ 18’
პასი ჩაჭრა რედსის ვეტერანმა სქოთ ჰიგინ’ბოთამმაც, მაგრამ ჯანი რომ ვეღარ ეყო, ბურთი დროულად ამოუგდო ბრაის ჰეგართს. ამ მატჩში რედსმა * 32:26 ძლია იაპონიის სან’ვულვზი, ვისაც მაგრად მისდგა მზარდი ოზი რეფი ენგას გარდნერი და ხუთი (!) სინბინი გამოუწერა
სულ სხვა ფოლაუმელელოვეთა წლევანდელ დოღს იზის ნაცვლად მოწინავეობს სხვა ფოლაუ – გვარად ფაინგა(ჰა), ბრამბიზის კვაჭი. 23 წლის მობურთალმა ჰეთ’თრიქიც (!) კი შეასრულა მგორავი მოლის კუდში დგომით და ბრამბიზმა * 26:21 ძლია ბოლოდან მესამე ადგილზე ჩასული ბლუზი
ცხელოდა და სუნთქვა ჭირდა ვუენოს’აირესში. მაქაურმა ხაგუარესმა ზედიზედ მეოთხე მატჩიც რომ მოიგო * 30:25, ეგ არ ეამა გლობალურ მედიას და დაიჟინა, შოუ ვერ ვარგოდაო. გარდა ამისა, ყველა წერს, რომ მასპინძლებს 7’ქულიანი "პასზე ხელის წინ ჩაკვრისთვის" ერგოთ, სთორმერზმა კი სირენის შემდეგ 5-მეტრა დერეფანიც წააგო
ზე რაგბი 2019მე-12 რაუნდი
შეჯამება [50’] >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...57&d=1557176761(( სტატისტიკის | სრული ვიდეო’თორენთის | ჲუთუბის რჩეულის ბმულები >> საითზე ))
ქრუსეიდერზ$ 21:21 შარქს3ლ: თეილორ გუდჰიუ ჰანთ; 3გ: ჰანთ –
7ჯ: ბოშ
რეფ პიქერილ (ზელ) 03/05
0:3(9) 7:3(13) 7:6(22) 7:9(36) შეს(40+1) /
7:12(44) 7:15(50) 14:15(57) 14:18(69) 14:21(75) 21:21(80+3)
რედს 32:26 სან’ვულვზ$4ლ: ჰეგართი ტუპოუ ნაივალუ პაენგა-ამოსა; 3გ 2ჯ: ჰეგართი / წბ: ჰოქინგს –
2ლ: ფან’დენ’ჰიფერ; 2გ 4ჯ: პარქერ / სბ: მიკამი, მასირევა 2, ტამურა, ვორენ-ვოსაიათო; წბ: მასირევა
რეფ გარდნერ (ავს) 03/05
0:3(4) 0:6(10) 3:6(13) 8:6(14) 8:13(21) სბ(24ს) სბ(36ს) /
15:13(44) 15:16(47) სბ+წბ(50ს) 22:16(52) 25:16(59) 25:19(61) 25:26(67) სბ(70ს) 32:26(73) წბ-სბ(76)
ჰარიქეინზ 29:19 რებელზ4ლ: ლაუმაპე ბ.ბარეთ ხუსენ ფიფიტა; 3გ: ბ.ბარეთ; ჯ: ჯ.ბარეთ –
3ლ: ფილიპ მიქს ჰოჯ; 2გ: ქუპერ
რეფ ბერი (ავს) 04/05
7:0(6) 14:0(10) 19:0(15) 26:0(22) /
26:7(54) 26:14(65) 26:19(70) 29:19(75)
ჰაილენდერზ 31:31 ჩიფს4ლ: ჯ.იოანე ბ.სმით ფედეს ლენჩის; 4გ ჯ: იოანე –
5ლ: ვებერ ჯეიქობსონ ტაჰავაო-მატაუ (3 5) არდრონ; 3გ: მ.მაკ’ქენზი
რეფ ფრეიზერ (ზელ) 04/05
7:0(8) 7:7(11) 14:7(21) 14:12(35) შეს(40+4) /
21:12(48) 28:12(55) 28:17(59) 28:24(70) 31:24(78) 31:31(80) დას(80+2)
ბრამბიზ 26:21 ბლუზ$4ლ: ფ.ფაინგა (1 3 4) სლიპერ; 3გ: ლეა’ლია’ფანო –
2ლ: ფაიანე ქლარქ; გ: ბლექ; 3ჯ: ბლექ, პლამერ 2 / სბ: ჰოჯმენ ტუჰუნგაფასი
რეფ მერფი (ავს) 04/05
0:5(8) 0:12(10) სბ(19ბლ) 5:12(20) 5:15(23) 12:15(38) შეს(40+3) /
სბ(50ბლ) 19:15(56) 19:18(59) 19:21(64) 26:21(69) დას(80+2)
ბულზ 28:21 ვორათაზ$3ლ: ხელანტ ფერმიულენ მატანზიმა; 2გ 3ჯ: პოლარდ –
3ლ: ფიპს ბილ რონა; 3გ: ფოლი
რეფ პეიპერ (აფრ) 04/05
3:0(8) 10:0(10) 10:7(13) 15:7(18) 18:7(26) შეს(40+2) /
21:7(42) 21:14(53) 21:21(68) 28:21(71)
ხაგუარეს 30:25 სთორმერზ$შ + 2ლ: მატერა მოშანო; 2გ 3ჯ: მიოტი / სბ: მატერა –
ლ: სენატლა; გ: ვილემსე; 6ჯ: ჟლ.დიუ’პლესი 4, ვილემსე 2 / სბ: ენგელ’ბრეხტ
რეფ იაკობს (აფრ) 04/05
7:0(5) 10:0(11) 10:3(17) 10:6(25) 10:9(31) 13:9(40+2) /
13:12(47) 20:12(53) 20:15(59) 20:18(62) 23:18(65) 30:18(72შ+სბ) 30:25(76) სბ(ხ)-დას(80+3)
ლაიონზ უქმობდა
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ბენ სმით (ჰლნ),
14 ხერჰარდ ფან’დენ’ჰიფერ (სნვ), 13 სამუ კერევი (რედ), 12 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), 11 ჯორჯ ბრიჯ (ქრს);
10 ჯოშ იოანე (ჰლნ), 9 ბრედ ვებერ (ჩიფ) /
1 ლიზო გობოკა (ბულ), 2 ფოლაუ ფაინგა (ბრმ), 3 ენგას ტაჰავაო-მატაუ (ჩიფ);
4 რუბენ ფან’ჰირდენ (შრქ), 5 ჯექსონ ჰემოპო (ჰლნ);
6 ლუქ ჯეიქობსონ (ჩიფ), 7 მარკოს კრემერ (ხგრ), 8 დვეინ ფერმიულენ (ბულ)
სულ: 8 ზელ; 3 აფრ; 2 ავს; 1 არხ იაპ
სტატ’ლიდერებილელო:
10 ფოლაუ ფაინგა (ბრმ);
8 რიკო იოანე (ბლუ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), ჯექ მედოქს (რბლ), ვილ ჯორდან (ქრს);
7 სემისი მასირევა (სნვ), ვეზ ხუსენ (ჰრქ), რის ჰოჯ (რბლ);
6 დანიელ დიუ’პრე (შრქ), მატიას ორლანდო (ხგრ), სევუ რის (ქრს),
ხერჰარდ ფან’დენ’ჰიფერ (სნვ), შენონ ფრიზელ (ჰლნ);
5 ბრეიდონ ენორ (ქრს), თომ ინგლიშ (რბლ), სამუ კერევი (რედ), პავლო მატერა (ხგრ),
ბილი მიქს (რბლ), ბრენდონ პაენგა-ამოსა (რედ), მარნუს სკუმან (ლნზ);
4 თომ ბენქს (ბრმ), ჯორჯ ბრიჯ (ქრს), ჯესი კრილ (ბულ), ტევიტა კურინდრანი (ბრმ),
ბენ ლემ (ჰრქ), თეით მაკ’დერმოთ (რედ), მაკაზოლე მაპიმპი (შრქ), რამირო მოშანო (ხგრ),
ეტენე ნანაი-სეტურო (ჩიფ), თი’ჯეი პერენარა (ჰრქ), არდი სავეა (ჰრქ), როსკო სპეკმან (ბულ),
ქრის ფეაუაი-საუტია (რედ), იზრაელ ფოლაუ (ვრთ)
ქულა (მარტო დამრტყმელები):
136 ჰანდრე პოლარდ (ბულ);
98 ჰეიდენ პარქერ (სნვ);
88 ქვეიდ ქუპერ (რბლ); 84 ელთონ იანკის (ლნზ); 82 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 81 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ), ბრაის ჰეგართი (რედ);
79 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 77 ჯოშ იოანე (ჰლნ); 70 რობ დიუ’პრე (შრქ);
67 ოტერე ბლექ (ბლუ); 66 რიჩი მოჰუნგა (ქრს); 60 ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო (ბრმ)
2019 წლის განრიგი >>
http://files.rugby.ge/OVA-2019/PDF/2019_Z15.pdf23 წლის ჯამი (1996-2018) >>
http://files.rugby.ge/2018/ZE_JAMI-23.htmმე-13 რაუნდი (საქართველოს დროით)
რაზმები >>
https://www.planetrugby.com/news/team-track...gby-round-13-4/სთრიმები >>
https://www.vipbox.live/live-rugby პარ 10/05
ბლუ.ზელ 11.35 ჰრქ.ზელ
რბლ.ავს 13.45 რედ.ავს
=
ბულ.აფრ 21.10 ქრს.ზელ
შაბ 11/05
ჰლნ.ზელ 09.15 ხგრ.არხ
ჩიფ.ზელ 11.35 შრქ.აფრ
=
ლნზ.აფრ 17.05 ვრთ.ავს
კვი 12/05
ბრმ.ავს 10.05 სნვ.იაპ
უქმობს სთო.აფრ
:::