http://ovaluri.comxa.com/2019http://files.rugby.ge/OVA-2019
ექსკურსია სუვაში ზე 15-ის მე-16 რაუნდში ჩიფსმა ქრუსეიდერზი ფიჯზე ჩალალა
და წაგებული ხელი სასწაულად შემოუბრუნაფიჯი ტონგასა და სამოასთან შედარებით გოლიათია, მაგრამ ზე’რაგბში მაინც არ იღებენ მახვშები – ურჩევნიათ, ძველებურად ძარცვონ, თორემ ფრანჩაიზის ყოლის ნება რომ დართონ, მერე ნაკრები ხომ გაუძლიერდებათ კუნძულელებს და ეგებ აღარც "ოლ ბლექსისა" და "ვოლაბთა" კვართებს დახარბდნენ
ამგვარი ეჭვები მედიას ათასჯერ გაუჟღერებია, მაგრამ ოღრაშები შეუვალნი არიან – სარფის მხრივ ვერაფერს შეგვმატებთ, ხოლო თუ მაინც გნებავთ ჩვენს მარაქაში გარევა, საარაკო ქირა უნდა გვიხადოთო. ზე’რაგბის ლამის დასაბამიდან ამ პრობლემის გადაჭრას ბევრი ჯგუფი შეეჭიდა, მაგრამ საიმედო პერსპექტივა ჯერაც არა ჩანს ცის კაბადონზე
ერთი, რასაც ელიტა თმობს, ისაა, რომ თავისივე პროვინციაში გასვლის ნაცვლად, თამაშს ხანდახან სუვაში დანიშნავს. ამით კივები ფიჯელთა გულებს ხომ იგებენ და ბიჭებსაც უხარიათ იმ ხალხის წინაშე ბურთაობა, რომლის წიაღშიც აიდგეს ფეხი. ექსკურსია ყოველთვის ამართლებს, რადგან რაგბის ზეიმად იქცევა ხოლმე და ყველა კასტასაც აპურებს
კინაღამ ბონუსიცაი ახლაც, პლეი’ოფში მოსახვედრად კბილებით მებრძოლი ჩიფსი უდაო ლიდერს, ქრუსეიდერზს შეება და 10-ლელოიანი თრილერი * 40:27 მოუგო
ნომინალური მასპინძელი საწყის მეოთხედში * 0:20 ჩამორჩა – შეემთხვა 5 თერნოვერი, გაუცუდდა 12 ბოჭვა და სამი ლელოც მიირთვა, მაგრამ არ გატყდა:
ბოლო მეოთხედში წინ გაიჭრა, მღლეტელ სემ ქეინის წყალობით მერე თავი დაიცვა, კიდევ ორი ლელო გაიტანა და მოგება’დაბევებულმა სირენის შემდეგ კინაღამ ბონუსიც აიღო
არეულ მწყობრზეათი ლელოდან რამდენიმე მთლად შედევრი თუ ვერა, ეშხიანი კი ნამდვილად იყო:
რაიან ქროთიმ პასი ჩაჭრა და მეორე’ხაზელ სქოთ ბარეთს ბექებიც ვერ დაეწივნენ * 0:10 @ 13’
65 მეტრზე მოგებული შერკინებიდან "სტუმრებმა" ისე გაშალეს ხაზი, რომ ბრენდან ენორმა გაიჯეჯილა და სევუ რისი ახეირა * 0:20 @ 21’
ზურგი სოლომონ ალაი’მალო გადაირია და 80 მეტრიდან მოაწყო სლალომი და სპრინტი * 5:20 @ 29’
ხაზი პიტა სოვაკულამ გაჭრა, შეტევის შეფერხების შემდეგ კი ბურჯმა ატუ მოლიმ შორს მიაწოდა ბრედ ვებერს * 19:20 @ 38’
სოვაკულას ოფლოუდით ვებერმა მეორედ დაიყვანა სხვაობა ერთ ქულამდე * 26:27 @ 48’
ჯექ დებროსინიმ 45 მეტრიდან არეულ მწყობრზე მიუშვა შონ სთივენსონი და ამან ჯერ დაფინტა და მერე გაილაღა * 33:27 @ 68’
დებროსინის აცილებული ჯარიმის შემდეგ რიჩი მოჰუნგამ ახლოში აუწია "22" ბებერ ქიარან რიდს, ამას კი ოვალი ტუმუა მანუმ აართვა *40:27 @ 79’
და ბოლოს, ქრუსეიდერზმა კიდევ რომ დაკარგა ბურთი, ჩიფსმა ფეხით გაუგორა კარისკენ, მაგრამ ტე’ტოიროა ტაჰურიო’რანგს დამიწებისას დაუვარდა
უსინბინოდ!თუ ამ თამაშს ნეიტრალურ მოედანზე გამართულად ჩავთვლით, სხვა ექვსიდან სამი სტუმარმა მოიგო, ორი – მასპინძელმა, ერთი კი ფრედ დასრულდა. რაუნდში გაიცა სამი პრემია და ერთად’ერთი ნუგეში; საოცარია და სინბინში არავინ მიუბრძანებიათ, მაგრამ წითლით კი გააგდეს ვაეა ფიფიტა (ჰრქ) და სამი თამაში მიუსაჯეს
ჯგუფთა ლიდერები არ შეცვლილან: აფრიკას კვლავაც მოწინავეობს არხენტინის ხაგუარესი, ავსტრალიას კი – ბრამბიზი
ხაგუარესი მეოთხე სეზონში პირველად ახლაღა ჩავიდა ქვინზ’ლენდში და ოზეთში ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო * 34:23. ექვსით ჩამორჩენილმა მასპინძლებმა ბოლოს’წინა წუთზე შეუტიეს, მაგრამ სანტიაგო კარერასმა პასი ჩაუჭრა კაპიტან სამუ კერევს
აფრიკაში მეორე ადგილზე აბრძანდა ლაიონზი, ვისაც წლეულს თვისტომებთან აქამდე ვერაფრით მოეგო და თანაც აკლდა ელთონ იანკისი, ვინც გუნდმა რეჟიმის დარღვევისა და ურჩობისთვის დასაჯა
ისევ ააცდინალაიონზმა სთორმერზი * 41:22 ძლია პრემიით, რომელიც საათის თავზე თითქოს დაბევებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო შეტევით ხელახლა გაუხდა მოსაპოვებელი
მერე თითო ქულის შუალედით მოდიან ბულზი და შარქსი. პირველმა შინიდან ისევ გამოიძახა ჰანდრე პოლარდი, ვინაც ტურნედან გაუშვა საწამლოდ, მეორემ კი ბურთაობით რომ ვერაფერი დააკლო ჰარიქეინზს* 17:30, ძველ’ბიჭური კინკლაობით სცადა ფონს გასვლა
კივების სამი ლელოდან ორი დასვენებული ბოდენ ბარეთის ოფლოუდებით დაიდო, მოგზაური ბულზი კი ფრეს * 22:22 გამორჩა ცივსა და წვიმიან ოქლენდში – ხეირზე ჯერ ოტერე ბლექმა დაახაია არეკნი, სირენის შემდეგ კი ჰარი პლამერმა, სულ პირველი რაუნდისა არ იყოს, ისევ ააცილა ჯარიმა
10 მილიონი გმართებთოავსტრალიაში ლიდერად ერთ დღესღა გაძლო რებელზმა, ვინაც დარბი – აწ უკვე ტრადიცულად – წააგო ვორათაზთან * 15:20
აქაც წვიმდა. სიდნი’ელებმა თავიდანვე ბექებით კოხტად გაათამაშეს თავიანთ 10-მეტრა შტრიხზე, შერკინებაში რგებული ბურთი, მეორე მეოთხედში კი მელბურნელებს ტელე’რეფმა ორი, ზედახორაში შეტანილი ლელო ვერ ჩაუთვალა
რებელზი ჯგუფში ნუგეშით დაწინაურდა, მაგრამ შაბათს ტოკიოში მოიგო ბრამბიზმაც * 42:19 და სტატუს’ქვო აღდგა. სტუმართაგან სამი ლელო 5-მეტრა დერეფანში აგორებული მოლის კუდში ყოფნით მიითვალა სათადარიგო კვაჭმა, ქონალ მაკ’ინერნმა
რაგბიდან 17 მაისს დათხოვნილმა იზრაელ ფოლაუმ ხუთ’შაბათს, დედ’ლაინზე, მართლაც უჩივლა ფედერალურ სასამართლოში "რაგბი ოსთრეილია"ს და არც მეტი, არც ნაკლები, 10 მილიონი დოლარი მოსთხოვა კარიერის შეფერხებისა და სახელის გატეხვის სანაცვლოდ
ზე რაგბი 2019მე-16 რაუნდი
შეჯამება [50’] >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...84&d=1559576154(( სხვა მარგი ბმულები -- სტატიაში ))
ბლუზ 22:22 ბულზ3ლ: ტუჰუნგა’ფასი სქრაფთონ ა.იოანე; 2გ ჯ: პლამერ –
3ლ: ლიბენ’ბერხ ჰენდრიქს ლიბოკ; 2გ ჯ: ლიბოკ
რეფ ფრეიზერ (ზელ) 31/05
0:3(10) 3:3(17) 3:8(19) 10:8(26) /
15:8(46) 15:15(54) 22:15(64) 22:22(76) დას(80+1)
რებელზ$ 15:20 ვორათაზ2ლ: ქუპერ გენია; გ ჯ: ქუპერ –
2ლ: ეშლი-ქუპერ რონა; 2გ 2ჯ: ფოლი
რეფ ვილიამს (ზელ) 31/05
0:7(8) 3:7(11) 3:10(17) 3:13(23) /
10:13(50) 10:20(56) 15:20(59) დას(80+1)
სან’ვულვზ 19:42 ბრამბიზ$3ლ: საუმაკი მასირევა ბუს; 2გ: პარქერ –
6ლ: სამუ სიმონე ბენქს მაკ’ინერნი (4 5 6) 6გ: ლეა’ლია’ფანო
რეფ ანსელმი (არხ) 01/06
7:0(3) 7:7(11) 7:14(23) 7:21(30) 12:21(35) შეს(40+1) /
12:28(50) 19:28(53) 19:35(60) 19:42(73)
* სნვ #16 ჯაბა ბრეგვაძე 61’ შევიდა: 2 პასი, 1 სოლო = 4 მეტრი; 2/1 ბოჭვა
ჩიფს 40:27 ქრუსეიდერზ6ლ: ალაი’მალო ტაუკეი’ჰაჰო პარეტე ვებერ სთივენსონ მანუ; 5გ: დებროსინი –
4ლ: სქ.ბარეთ დრამონდ რის ენორ; 2გ ჯ: მოჰუნგა
რეფ ო’ქიფ (ზელ) 01/06 @ სუვა (ფიჯ)
0:3(10) 0:10(13) 0:15(16) 0:20(21) 5:20(29) 12:20(36) 19:20(38) /
19:27(44) 26:27(48) 33:27(68) 40:27(79) დას(80+1)
რედს 23:34 ხაგუარეს$2ლ: ფეაუაი-საუტია ქემპბელ; 2გ 3ჯ: ჰეგართი –
5ლ: კარერას (1 5) ესკურა მონტოშა კრემერ; 3გ ჯ: დიას-ვონიშა
რეფ პეიპერ (აფრ) 01/06
7:0(15) 7:3(17) 10:3(21) 10:8(24) 10:15(39) 13:15(40+) /
16:15(46) 16:22(55) 16:29(72) 23:29(78) 23:34(79) ბოლო(80+2)
შარქს 17:30 ჰარიქეინზ2ლ: ფასი ჟ.სკუმან; 2გ ჯ: ბოშ –
3ლ: ჯ.ბარეთ ლაუმაპე ხუსენ; 3გ 3ჯ: ბ.ბარეთ / წბ: ფიფიტა
რეფ ბერი (ავს) 01/06
0:7(7) 3:7(10) 3:10(13) 3:13(16) 3:20(34) 10:20(40+) /
17:20(46) 17:23(63) 17:30(68) წბ(75ჰ)
ლაიონზ$ 41:22 სთორმერზ6ლ: კვ.სმით (1 3) კუცია სქოსან დიანტი დაიმანი; 4გ ჯ: რენოლდს –
3ლ: ი.დიუ’ტოი ჰ.იანკის სტანდერ; 2გ ჯ: სტანდერ
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 01/06
5:0(10) 8:0(28) 8:3(33) 13:3(35) 13:10(40) შეს(40+2) /
20:10(45) 27:10(48) 27:17(54) 34:17(58) 34:22(66) 41:22(80)
ჰაილენდერზ უქმობდა
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ),
14 სანტიაგო კარერას (ხგრ), 13 ლაიონელ მაპუ (ლნზ), 12 ირაე სიმონე (ბრმ), 11 მარიკა კოროი’ მბეტე (რბლ);
10 ბოდენ ბარეთ (ჰრქ), 9 ჯო პაუელ (ბრმ) /
1 ატუ’ნაისა მოლი (ჩიფ), 2 ქონალ მაკ’ინერნი (ბრმ), 3 ოფა ტუჰუნგა’ფასი (ბლუ);
4 სქოთ ბარეთ (ქრს), 5 არ’ხე სნეიმან (ბულ);
6 იოჰან დიუ’ტოი (სთო), 7 სემ ქეინ (ჩიფ), 8 კვოხა სმით (ლნზ)
სულ: 6 ზელ; 4 ავს აფრ; 1 არხ * 0 იაპ
სტატ’ლიდერებილელო:
10 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), ჯექ მედოქს (რბლ), სევუ რის (ქრს), ფოლაუ ფაინგა (ბრმ)
9 რიკო იოანე (ბლუ)
8 სემისი მასირევა (სნვ), ვეზ ხუსენ (ჰრქ), ვილ ჯორდან (ქრს)
7 დანიელ დიუ’პრე (შრქ), ბრეიდონ ენორ (ქრს), ტევიტა კურინდრანი (ბრმ), რამირო მოშანო (ხგრ), კვოხა სმით (ლნზ), რის ჰოჯ (რბლ)
6 თომ ბენქს (ბრმ), მარიკა კოროი’მბეტე (რბლ), მატიას ორლანდო (ხგრ), ქორნალ სქოსან (ლნზ), შენონ ფრიზელ (ჰლნ)
5 ჯორდი ბარეთ (ჰრქ), ვილ გენია (რბლ), ბრედ ვებერ (ჩიფ), სიო თომქინსონ (ჰლნ), ჰერშელ იანკის (სთო), თომ ინგლიშ (რბლ),
სამუ კერევი (რედ), ბენ ლემ (ჰრქ), მაკაზოლე მაპიმპი (შრქ), პავლო მატერა (ხგრ), ბილი მიქს (რბლ), ხულიან მონტოშა (ხგრ),
ეტენე ნანაი-სეტურო (ჩიფ), ბრენდონ პაენგა-ამოსა (რედ), ქერთის რონა (ვრთ), მარნუს სკუმან (ლნზ), როსკო სპეკმან (ბულ),
ხერჰარდ ფან’ დენ’ჰიფერ (სნვ), ქრის ფეაუაი-საუტია (რედ), ბრაის ჰეგართი (რედ)
ქულა (მარტო დამრტყმელები):
161 ჰანდრე პოლარდ (ბულ);
128 ბერნარდ ფოლი (ვრთ), ბრაის ჰეგართი (რედ);
116 ქვეიდ ქუპერ (რბლ);
111 რიჩი მოჰუნგა (ქრს);
110 ელთონ იანკის (ლნზ);
104 ჰეიდენ პარქერ (სნვ);
103 ბოდენ ბარეთ (ჰრქ);
96 ჯოშ იოანე (ჰლნ);
87 ქერვინ ბოშ (შრქ);
82 ხოაკინ დიას-ვონიშა (ხგრ), ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო (ბრმ);
81 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ)
2019 წლის განრიგი >>
http://files.rugby.ge/OVA-2019/PDF/2019_Z15.pdf23 წლის ჯამი (1996-2018) >>
http://ovaluri.comxa.com/2018/ZE_JAMI-23.htmმე-17 რაუნდი (საქართველოს დროით)
რაზმები >>
https://www.planetrugby.com/team-tracker-su...gby-round-17-4/სთრიმები >>
https://www.vipbox.live/live-rugby # პარ 07/06
ჰლნ.ზელ 11.35 ბულ.აფრ
რედ.ავს 13.45 ბლუ.ზელ
# შაბ 08/06
ქრს.ზელ 11.35 რბლ.ავს
ვრთ.ავს 13.45 ბრმ.ავს
ლნზ.აფრ 17.05 ჰრქ.ზელ
სთო.აფრ 19.15 სნვ.იაპ
ხგრ.არხ 23.40 შრქ.აფრ
# უქმობს
ჩიფ.ზელ
:::