http://ovaluri.comxa.com/2019http://files.rugby.ge/OVA-2019
სულ ნაღდებიზე 15-ის ბოლო, მე-18 რაუნდში ოზებმა რომ იდედლეს,
ხოლო იაპებმა ნამუსიანად ირაგბეს,
პლეი’ოფში ორი კივური გუნდიც გავიდარაუნდის შვიდი მატჩიდან აზრი ოთხს’ღა ჰქონდა, რაკი მეოთხედ’ფინალის ოთხივე მასპინძელი ადრევე გამოვლენილიყო, დარჩენილი ოთხი საგზურისთვის კი ერთბაშად რვა გუნდი იბრძოდა – ორ-ორი ზელანდიისა და ავსტრალიის, და ოთხივე აფრიკულიც!
რაუნდის დაწყებამდე კივები მოწინავე რვეულს მიღმა სუფევდნენ, მაგრამ პარასკევს მათ ზედიზედ რომ გააპამპულავეს ოზები, გამსვლელ პოზიციებზე მოკალათდნენ. შაბათს გასამართი რჩებოდა წყვილი აფრიკული დარბი. იაპებს ძველ ყაიდაზე – ძმურად რომ ებურთავათ და საჭირო ანგარიშები დაესვათ, ეგებ ოთხივენიც სწეოდნენ მიზანს, მაგრამ სულ ნაღდები ითამაშეს და სამართალი დააპურეს
ნომერი 1 – ქრუსეიდერზი უქმობდა; მასპინძელმა მოიგო ხუთი და წააგო ორი; ბონუსი უკლებლივ ყველა თამაშში გაიცა – 5 პრემია და 2 ნუგეში; ჩაითვალა სამი 7’ქულიანი და ზედ სინბინიც დაერთო; შესრულდა ჰეთ’თრიქი – შონ სთივენსონ (ჩიფ); უცნაური კი ის მოხდა, რომ გავიდა ერთ’ბაშად ორი არეკნი – თანამედროვე რაგბის იშვიათობა
ვორათაზის კაპიტულაციაგაქნილმა ჰაილენდერზმა მაინც’და’მაინც ფინიშზე, გაგანია ზამთარში დანიშნა წლიური გასვლა პროვინციაში – რაგბეთის სამხრეთ კიდეზე, ინვერ’ქარგილში. ბუნებამ მობურთალნი დაინდო – არა წვიმდა, მაგრამ ვორათაზს წინდაწინვე გამოეცხადებინა კაპიტულაცია და ბობოლა ვოლაბები შინ დაეტოვებინა
მასპინძელთა ზურგმა ჯოშ მაკ’ქაიმ 80 მეტრიდან გადაკიდებულს მისდია და დაბნეულ სტუმარს ბურთი ხელიდან აართვა; კივებმა მესამე ლელო 19’ფაზიანი შტურმით შეიტანეს; ტაიმი * 42:7 მორჩა, მეორე ნახევარში კი ბრძოლა ერთობ მინავლდა * 49:12
უნდა გაერთიანდნენორებელზს წინა რაუნდში, გასვლაზე * 0:66 წაეგო ქრუსეიდერზთან, მაგრამ შანსს კიდევ ინარჩუნებდა. ოზთა ჭირად, რაგბობის იშტაზე მოვიდა ჩიფსი, ვინაც სეზონი ოთხი წაგებით დაიწყო. ჰოდა, სველ მოედანზე 702 მეტრით წაწია წინ ბურთი, 9 ლელო დადო და * 59:8 იმარჯვა
რებელზმა ასე უსახელოდ დაასრულა მეცხრე სეზონიც – კვლავ პლეი’ოფს მიღმა დარჩა. მეტოქეს სამი ლელო უძღვნა ქვეიდ ქუპერმა და ორი – რის ჰოჯმა
ოზებს შავი დღე აყარათ მათმავე გაზრდილმა მგეზავმა, ჯერაც უკეპო ჯექ დებროსინიმ, მედია კი იმაზე შეუდგა მსჯელობას, რომ ქვეყნისთვის ოთხი გუნდიც ზედმეტია და რაკი ვორათაზი და რედსი ხელ’შეუხებლები არიან, რებელზი და ბრამბიზი უნდა გაერთიანდნენ
ტელე’რეფმა ამხილადიახ, მახვშებს ბრამბიზი ძაანაც არ ეხატებათ გულზე. არადა, პაწია კანბერის კლუბი ორგზის ჩემპიონი ხომაა და მღლეტელ დევიდ პოქოქის გარეშე დარჩენილმა, "გონჯად რაგბობით" მაინც 14 ქულით გაუსწრო უახლოეს თვისტომს. გუნდმა ზედიზედ მეექვსედ იმარჯვა – რედსი ბონუსით * 40:27 ძლია
რედსმა მეორე ლელო ჩაჭრით გაიტანა და 12 ქულით გადიოდა წინ, ტელე’რეფმა რომ ამხილა "ტონგელი თორი" – ბურჯი ტანიელა ტუპოუ, ესაო და ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო ურჯუკად დასცაო. ლელო გაუქმდა და ცდომილიც გაასინბინეს, ლეა’ლია’ფანო და რედსის კაპიტანი სამუ კერევი კი მსოფლიო თასის შემდეგ იაპონიაში’ვე რჩებიან
ყვითლების კომპანიაშიბრამბიზი მესამე ნომრობას დასჯერდა, რადგან ხაგუარესმა დუბლითაც* 52:10 გააბურთავა მაჩანჩალა სან’ვულვზი
პლეი’ოფის წინ ბობოლები დაზოგა ჰარიქეინზმაც და უკვე გავარდნილ ბლუზთან ტაიმი * 5:24 წააგო, მაგრამ მერე ბრძოლაში მაინც ჩააბა თი’ჯეი პერენარა და არდი სავეა
ჰოდა, ჯექსონ გარდენ-ბეშოპმა დაცვის ზურგში ორჯერ რომ გადაუკიდა ფლეჩერ სმითს, ხოლო ბურჯმა ალექს ფიდოუმ კოხტა ოფლოუდი გაახერხა, ქრუსეიდერზის მდევარმა * 29:24 იმარჯვა
ამით "შავი" ბლუზი გამაგრდა ფერადი ცხრილის ქვედა მესამედში, ოთხი "ყვითლის" კომპანიაში. ამათგან სამი ალალი ოზია, მეოთხე კი – შეამხანაგებული, ოღონდაც დასიდან 2021 წელს გასარიცხი იაპონია
სამი ჩაუქი ზანგირა მოხდა ქურციკეთში? სთორმერზი შინ, გაწითლებულ დროზე დაალელოვა შარქსმა * 12:9 და რვეულში მის მაგივრად ჩაჯდა, წინა სამი სეზონის ხელ’მოცარული ფინალისტი, ლაიონზი კი ნუგეშის ფარგალში არ დაიახლოვა ბულზმა * 48:27 და მეზობელს კივების კვალად მიუჩინა ადგილი
სთორმერზი ლამის მთელი მეორე ტაიმი მოკრძალებულად * 6:5 იგებდა. ქეიპ’თაუნელებმა ლელოც გაიტანეს, მაგრამ წინ პასით. მერე შერკინებაც დაუქციეს სტუმრებს და ჯარიმით * 9:5 გახადეს ანგარიში, მაგრამ შარქსმა მატჩში მეოთხედაც რომ გადააბა მინიმუმ 15 ფაზა მეტოქის 22-ში, ხერხმა გაუჭრა – ფრთაზე სამი ჩაუქი ზანგი დაურჩა!
მაინც არ დაინდესბულზს ნამუსზე ხელი რომ აეღო, ჰაილენდერზს პლეი’ოფს მიღმა დატოვებდა და ქრუსეიდერზს მობურთალ ჩიფსს დააჯახებდა, მაგრამ არ დაინდო ლაიონზი, ვინაც ნუგეშის ფარგალში შესვლას ... გოლებით ცდილობდა
მატჩში პირველი შერკინება 50’ წუთზეღა დაინიშნა. საათის თავზე ანგარიში * 31:27 იყო, რაც ორივე გუნდს ხელს აძლევდა, მაგრამ მერე ბულზი გახელდა და კიდევ სამჯერ დაალელოვა ლაიონზი
ზე რაგბი 2019ბოლო, მე-18 რაუნდი
შეჯამება [50’] >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...09&d=1560794164(( სხვა მარგი ბმულები -- სტატიაში ))
ჰაილენდერზ$ 49:12 ვორათაზშ + 6ლ: მაკ’ქაი ლი ფრენქლინ ნაჰოლო ვოლდენ თომპსონ; 6გ: ჯშ.იოანე 5, ელ.დიქსონ –
2ლ: ნიუსამ მეისონ; გ: მეისონ / სბ: რობერთსონ
რეფ ფრეიზერ (ზელ) 14/06 @ ინვერ’ქარგილ
7:0(9) 14:0(12) 21:0(20) 28:0(25) 28:7(29) 35:7(35შ+სბ) 42:7(40+) /
42:12(72) 49:12(80+)
რებელზ 8:59 ჩიფს$ლ: ფილიპ; ჯ: ჰოჯ –
9ლ: ქეინ სთივენსონ (2 6 9) ბოშიარ ვაინუი ლენართ-ბრაუნ დებროსინი მ.მაკ’ქენზი; 7გ: დებროსინი 6, მაკ’ქენზი
რეფ გარდნერ (ავს) 14/06
0:7(14) 3:7(19) 3:14(22) 3:21(40+) /
3:26(43) 3:33(49) 3:40(52) 3:47(57) 8:47(67) 8:54(73) 8:59(76)
ხაგუარეს$ 52:10 სან’ვულვზშ + 7ლ: კარერას კანსელიერე (2 7) მონტოშა მალია მორონი ორტეგა-დესიო; 5გ: მიოტი –
2ლ: ფან’დენ’ჰიფერ მასირევა
რეფ ანსელმი (არხ) 14/06
7:0(12) 7:5(28) 14:5(34) 14:10(37) 21:10(40+ შ+სბ) /
26:10(41) 33:10(56) 40:10(63) 45:10(64) 52:10(75)
* სნვ #16 ჯაბა ბრეგვაძე 37’ შევიდა: 1 სოლო = 0 მეტრი; 1/0 ბოჭვა ?
ჰარიქეინზ 29:24 ბლუზ$4ლ: უმანგა-ჯენსენ (1 4) ფ.სმით ვოქერ-ლეავერე; 3გ ჯ: გარდენ-ბეშოპ –
3ლ: ტელეჰა ქლარქ ნანაი-ვაი; 3გ ჯ: ბლექ
რეფ ჯექსონ (ზელ) 15/06
0:3(8) 0:10(14) 0:17(37) 5:17(38) 5:24(40+4) /
12:24(46) 19:24(53) 26:24(65) 29:24(76) დას(80+1)
ბრამბიზ$ 40:27 რედსშ + 5ლ: მიუირჰედ მაკ’ქაფრი არნოლდ თ.რაით დაგლას; 4გ: ლეა’ლია’ფანო 3, ლონერგან –
3ლ: ჰეგართი პაია’ჰაუა ლ.რაით; 3გ ჯ: ჰეგართი; ა: მაკ’გენ / სბ: ტუპოუ ჰიგინ’ბოთამ
რეფ ვილიამს (ზელ) 15/06
0:7(9) სბ(16რ) 5:7(19) 5:10(31) 12:10(38) 19:10(40+2 შ+სბ) /
26:10(49) 33:10(52) 33:13(53ა) 33:20(64) 40:20(73) 40:27(79)
სთორმერზ$ 9:12 შარქს3ჯ: სტანდერ 2, ჟლ.დიუ’პლესი / სბ: მბონამბი –
2ლ: რ.სმით ამ; გ: რ.დიუ’პრე
რეფ იაკობს (აფრ) 15/06
3:0(23) 3:5(28) სბ(32ს) შეს(40+1) /
6:5(45) 9:5(77) 9:12(80+3)
ბულზ$ 48:27 ლაიონზ7ლ: ლიბენბერხ (1 2) გობოკა უდენდალ ჰენდრიქს პოლარდ ლიბოკ; 5გ ჯ: პოლარდ / სბ: სნეიმან –
2ლ: დაიმანი ბრინკ; გ 4ჯ: ე.იანკის; ა: კუცია
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 15/06
0:7(2) 7:7(5) 7:10(10) 14:10(12) 14:13(14ა) 21:13(17) 28:13(20) 31:13(25) 31:16(30) 31:19(37) შეს(40+2) /
31:22(43) სბ(48ბ) 31:27(56) 36:27(60) 43:27(66) 48:27(71)
ქრუსეიდერზ უქმობდა
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ვორიქ ხელანტ (ბულ),
14 შონ სთივენსონ (ჩიფ), 13 რობ თომპსონ (ჰლნ), 12 ენთონ ლენართ-ბრაუნ (ჩიფ), 11 სევასტიან კანსელიერე (ხგრ);
10 დომინგო მიოტი (ხგრ), 9 ბრედ ვებერ (ჩიფ) /
1 ლიზო გობოკა (ბულ), 2 ხულიან მონტოშა (ხგრ), 3 ენგას ტაჰავაო (ჩიფ);
4 გვიდო პეტი (ხგრ), 5 ისაია ვოქერ-ლეავერე (ჰრქ);
6 ლიამ სქვაიერ (ჰლნ), 7 მარკო ფან’სტრადენ (ბულ), 8 ლოჰლინ მაკ’ქაფრი (ბრმ)
სულ: 7 ზელ; 4 არხ; 3 აფრ; 1 ავს * 0 იაპ
სტატ’ლიდერებილელო:
13 სევუ რის (ქრს)
11 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), სემისი მასირევა (სნვ), ფოლაუ ფაინგა (ბრმ)
10 ბრეიდონ ენორ (ქრს), ჯექ მედოქს (რბლ)
9 რიკო იოანე (ბლუ)
8 ვეზ ხუსენ (ჰრქ), ვილ ჯორდან (ქრს)
7 დანიელ დიუ’პრე (შრქ), ტევიტა კურინდრანი (ბრმ), ბენ ლემ (ჰრქ),
რამირო მოშანო (ხგრ), კვოხა სმით (ლნზ), ბრაის ჰეგართი (რედ), რის ჰოჯ (რბლ)
6 თომ ბენქს (ბრმ), აფივე დიანტი (ლნზ), მარიკა კოროი’მბეტე (რბლ),
ხულიან მონტოშა (ხგრ), მატიას ორლანდო (ხგრ), ქერთის რონა (ვრთ),
ქორნალ სქოსან (ლნზ), ხერჰარდ ფან’დენ’ჰიფერ (სნვ), შენონ ფრიზელ (ჰლნ), დევიდ ჰავილი (ქრს)
5 ჯორდი ბარეთ (ჰრქ), ვილ გენია (რბლ), ბრედ ვებერ (ჩიფ), სიო თომქინსონ (ჰლნ),
ჰერშელ იანკის (სთო), თომ ინგლიშ (რბლ), სევასტიან კანსელიერე (ხგრ), სამუ კერევი (რედ),
მაკაზოლე მაპიმპი (შრქ), პავლო მატერა (ხგრ), ბილი მიქს (რბლ), მელანი ნანაი-ვაი (ბლუ),
ეტენე ნანაი-სეტურო (ჩიფ), ალექს ნიუსამ (ვრთ), ბრენდონ პაენგა-ამოსა (რედ),
მარნუს სკუმან (ლნზ), როსკო სპეკმან (ბულ), ქრის ფეაუაი-საუტია (რედ)
ქულა (მარტო დამრტყმელები):
188 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 156 ბრაის ჰეგართი (რედ); 137 ბერნარდ ფოლი (ვრთ);
125 რიჩი მოჰუნგა (ქრს); 124 ელთონ იანკის (ლნზ); 116 ქვეიდ ქუპერ (რბლ); 112 ჰეიდენ პარქერ (სნვ);
110 ჯოშ იოანე (ჰლნ); 103 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 98 ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო (ბრმ); 91 ხოაკინ დიას-ვონიშა (ხგრ);
89 ქერვინ ბოშ (შრქ); 84 ოტერე ბლექ (ბლუ); 81 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ)
23 წლის ჯამი (1996-2018) >>
http://ovaluri.comxa.com/2018/ZE_JAMI-23.htmმეოთხედ’ფინალი (საქართველოს დროით)
რაზმები >>
https://www.planetrugby.com/team-tracker-su...arter-finals-4/სთრიმები >>
https://www.vipbox.live/live-rugby პარ 21/06
ქრს.ზელ 11.35 ჰლნ.ზელ
შაბ 22/06
ხგრ.არხ 02.05 ჩიფ.ზელ
.
ჰრქ.ზელ 11.35 ბულ.აფრ
ბრმ.ავს 14.05 შრქ.აფრ
:::
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 21 Jun 2019, 00:06