აჭრელებული კვართებითზე 15-ის მეორე რაუნდში მასპინძელმა შვიდიდან ექვსგან იმარჯვა,
ლიდერი კი აფრიკის "შარქს"ი გახდა(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი >> ქვემოთაა! ))
სტუმრად იმარჯვა მხოლოდ "ვორათაზ"მა და ისიც იღბლად. გაიცა სამ-სამი პრემია და ნუგეში; ოზებმა კი კივთა რიდი დაძლიეს – "ბრამბიზ"მა 8-ჯერ დაალელოვა "ჩიფს"ი და 37 ქულით მოსრა
მსოფლიო თასის გამო ზელანდიის კავშირი მორიგებია ფრანჩაიზებს, ბობოლები საწყის სამ (!) რაუნდში 180 წუთზე მეტ’ხანს არ ათამაშოთ, თორემ წლის ბოლოს გამოიფიტებიან ხორციელად და სულიერადაცო
ამ პირობის შესრულება კლუბებს უჭირთ, მაგრამ სხვა რა გზა აქვთ? ჰოდა, "ჰარიქეინზ"ი პირველად ახლაღა, ბრამბიზთან არაგბებს დაოჯახებულ ბოდენ ბარეთს, "ჰაილენდერზ"ი კი მელბურნში ერთბაშად სამ ბებერს – ორივე სმითსა და ლუქ ვაითლოქს ასვენებს
ზანგური ფეხბურთიბრამბიზმა არად ჩააგდო ის, რომ ჩიფსის ყოჩი ბროდი რეთალიქი მეასე კეპს იხვეჭდა. ორ-ორი ლელო გაიტანეს ჩაუქმა ჩანს პენიმ და ჯანიანმა ტევიტა კურინდრანიმ, ნაწამლებმა და უკვე გამოჯანმრთელებულმა კაპიტანმა, ქრისჩენ ლეა’ლია’ფანომ კი 4 წაღებაზე 60 მეტრით წაწია წინ ბურთი და სამ ლელოში დაიდო წილი * 54:17
მეტოქეზე ზუსტად სამით მეტი ლელო გაიტანეს შარქსმა და "ხაგუარეს"მა. დურბანში რაგბი დღის სამზე დაიწყო და ერთობ ცხელოდა. პირველი ლელო სამმა ზანგმა ბექმა გამოაცხო ფრთაზე ფეხბურთის თამაშით; მეორე მოლით დაიდო; მესამეზე ათმა, რობერტ დიუ’პრემ კართან დაფინტა, სულ ბოლოზე კი ქერვინ ბოშმა პასი ჩაუჭრა ოტერე ბლექს და 80 მეტრი ირბინა * 26:7
ფარად გამოიყენავუენოს’აირესში, პირიქით, წვიმდა. პირველი რაუნდის შემდეგ მოლიდერე "ბულზ"ი ჰანდრე პოლარდმა პირველად საათის თავზეღა დააწინაურა მეოთხე ჯარიმით, მაგრამ მერე მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს: ჯერ 5-მეტრა დერეფანში აგორებული მოლით, მერე კი თერნოვერიდან ხელ’და’ხელ შეტევით – იქეთა ფრთაზე მიღებული მეტობა ვაუტისტა დელგვიმ გამოიყენა * 27:12
აფრიკამ "მარველ"ს რომ მიჰყიდა სული და კვართები იანკური პოპ-კულტურის პერსონაჟთა კვალობაზე აიჭრელა, ქეიპ’თაუნში გაწამდა ყველა, რაკი მასპინძელი "თორ"ის სტუმარი "სპაიდერმენ"ისგან გარჩევა შეუძლებელი იყო. მაშინ "სთორმერზ"მა შესვენებაზე ტრადიციული შავი ჩაიცვა, თამაშიც გარდატეხა და ბოლოს კიდეც მოიგო:
"ლაიონზ"ის რვამ, ვორენ ვაითლიმ მკერდი დაიშავა და მწყობრიდან 8 კვირით გამოვიდა, 80+5’ წუთზე კი, ბურთი უეცრად რომ გამოვარდა 5-მეტრა შერკინებიდან, მასპინძელთა სათადარიგო ცხრამ, ჰერშელ იანკისმა მსაჯი ფარად გამოიყენა და ძელთან ეწია მიზანს, ხოლო ეს’პი მარემ იოლი გარდასახვა შეაგდო * 19:17
ყირამალა ოფლოუდიკივური შინა’ომი ფარსად იქცა – "ქრუსეიდერზ"მა "ჰარიქეინზ"ს 5 ლელო ზედიზედ დაუდო და * 31:0 გაუსწრო, მაგრამ მერე თავადაც გაუშვა 4 და უპრემიოდ დაშვრა * 38:22
ანგარიში ვეება სქოთ ბარეთმა გახსნა "აიღე და მიეძალე"თი; მეორე ლელოზე მანასა მატაელემ "ყირამალა ოფლოუდი" მიართვა რიჩი მოჰუნგას, მესამეზე კი ჯვაროსნებმა 80 მეტრიდან შეუტიეს, ჩათამაშების შემდეგ ოვალი ფეხით გადაკიდეს და რიკოშეტი შეირგეს
ნორჩმა "რედს"მა სტუმრად, დარბაზში, კინაღამ მოუგო ჰაილენდერზს – სათამაშო 6 წუთი რომ რჩებოდა, ქვინზლენდი ჯერაც 2 ქულით იყო წინ, მაგრამ ოთაგოელებმა შტურმით მარჯვნივ ჩაითრიეს ოზთა დაცვა და მარბიელი დილონ ჰანთი მარცხნივ ეწია მიზანს * 36:31
ფოლაუს რეკორდიკინაღამ’ვე სენსაცია მოხდა ტოკიოში – "სან’ვულვზ"მა ტაიმი * 20:17 მოუგო ვორათაზს, ბოლო წუთზე კი კივი ჰეიდენ პარქერის არეკნი პირ’ქარში კარს ასცდა * 30:31
ოზთაგან წყვილი ლელო რომ გაიტანა იზი ფოლაუმ, ეროვნული რეკორდი (57) მოუხსნა ბრამბიზის ლეგენდას, ჯო როფს და 2 ლელოღა ჭირდება ზელანდიელი დაგ ჰაულითის (59) გადასასწრებად
სხვაფრივ, სიდნი’ელთა კვაჭმა ტოლუ ლატუმ რომ განგებ დააშავა იაპონელთა სამსახურში ჩამდგარი ოზი ედ ქვერქი, ტრიბუნალმა რაგბიდან 6 კვირით განკვეთა
ზე რაგბი 2019მეორე რაუნდი შეჯამება [50’] >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...06&d=1551127723(( სტატისტიკის, ჲუთუბისა და თორენთის ბმულები >> სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2019/T2/28_ZE-02.htm ან
http://files.rugby.ge/OVA-2019/T2/28_ZE-02.htm ))
ჰაილენდერზ 36:31 რედს$5ლ: თომპსონ ფრიზელ (2 4) ბ.სმით ჰანთ; 4გ ჯ: ჯშ.იოანე –
4ლ: ფეაუაი-საუტია სოროვი როდა ფოტუაიკა; 4გ: ჰეგართი 3, სთიუართ; ჯ: ჰეგართი
რეფ ანსელმი (არგ) 22/02
0:3(3) 7:3(8) 10:3(17) 10:10(25) 17:10(31) 24:10(35) 24:17(40) /
29:17(43) 29:24(50) 29:31(59) 36:31(75)
სან’ვულვზ$ 30:31 ვორათაზ3ლ: ფან’დენ’ჰიფერ (1 3) როუ; 3გ 3ჯ: პარქერ / სბ: თომპსონ –
შ + 4ლ: ბილ ფოლაუ (2 3) დემპსი; 2გ: ფოლი
რეფ იაკობს (აფრ) 23/02
7:0(9) 7:7(12) 10:7(18) 10:12(24) 10:17(29) 13:17(34) 20:17(39) /
23:17(44) 23:24(49) 23:31(62შ+სბ) 30:31(72)
* სნვ #2 ჯაბა ბრეგვაძე შეცვალეს 54’:
4 სოლო = 3 მეტრი; 13/2 ბოჭვა; -1 შეცდომა; -1 ჯარიმა
ქრუსეიდერზ 38:22 ჰარიქეინზ6ლ: სქ.ბარეთ (1 5) მოჰუნგა (2 4) ტაუფუა ბრიჯ; 4გ: მოჰუნგა 3, ჰანთ / სბ: ჰანთ –
4ლ: ლემ (1 3) ხუსენ პერენარა; გ: ჯ.ბარეთ
რეფ ო’ქიფ (ზელ) 23/02
5:0(9) 10:0(24) 17:0(28) 24:0(40+) /
31:0(44) 31:5(48) 31:10(67) 38:10(78) 38:15(80) სბ(80+3ქ) 38:22(80+4)
ბრამბიზ$ 54:17 ჩიფს8ლ: კურინდრანი (1 8) ბენქს პენი (3 6) მაკ’ქაფრი ფ.ფაინგა მენ-რეი; 7გ: ლეა’ლია’ფანო 5, ჰაურა 2 –
2ლ: მოეაკიოლა ტაუკეიჰაჰო; 2გ ჯ: მაკ’ქენზი
რეფ გარდნერ (ავს) 23/02
0:3(2) 7:3(15) 14:3(18) 21:3(25) 21:10(30) 28:10(37) 33:10(40+2) /
40:10(53) 40:17(58) 47:17(71) 54:17(79)
შარქს$ 26:7 ბლუზ4ლ: ფასი ფან’დერ’მერვე რ.დიუ’პრე ბოშ; 3გ: დიუ’პრე / სბ: რ.ბოთა –
ლ: ტელეჰა; გ: ბლექ
რეფ ვილიამს (ზელ) 23/02
5:0(7) 12:0(17) 19:0(37) შეს(40+3) /
19:7(63) სბ(68შ) 26:7(80)
სთორმერზ 19:17 ლაიონზ$ლ: ჰ.იანკის; გ 4ჯ: მარე / სბ: ფერმაკ –
2ლ: კვ.სმით ვაითლი; 2გ ჯ: ე.იანკის / სბ: სკუმან
რეფ სექონდს (აფრ) 23/02
0:7(8) 3:7(11) 3:14(22) 6:14(29) სბ(40+ს) /
9:14(51) 12:14(61) 12:17(64) სბ(78ლ) 19:17(80+7)
ხაგუარეს$ 27:12 ბულზ3ლ: ორლანდო ვრუნი დელგვი; 3გ 2ჯ: დიას-ვონიშა –
4ჯ: პოლარდ
რეფ პიქერილ (ზელ) 23/02
7:0(19) 7:3(24) შეს(40+3) /
7:6(45) 10:6(49) 10:9(54) 10:12(60) 17:12(65) 20:12(67) 27:12(74)
რებელზ უქმობდა
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 თომ ბენქს (ბრმ),
14 ხერჰარდ ფან’დენ’ჰიფერ (სნვ), 13 ტევიტა კურინდრანი (ბრმ), 12 რიოტო ნაკამურა (სნვ), 11 ბენ ლემ (ჰრქ);
10 ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო (ბრმ), 9 ჯო პაუელ (ბრმ) /
1 მაშკო ვივას (ხგრ), 2 დეინ ქოულზ (ჰრქ), 3 სანტიაგო მედრანო (ხგრ);
4 სქოთ ბარეთ (ქრს), 5 აიზექ როდა (რედ);
6 შენონ ფრიზელ (ჰლნ), 7 კვოხა სმით (ლნზ), 8 ლოჰლინ მაკ’ქაფრი (ბრმ)
სულ: 6 ავს, 4 ზელ; 2 არხ იაპ; 1 აფრ
2019 წლის განრიგი pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2019/PDF/2019_Z15.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2019/Z15_2019_GEO.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2019/S15_2019_GMT.htm23 წლის ჯამი (1996-2018) >>
http://ovaluri.comxa.com/2018/ZE_JAMI-23.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2018/SR_TOTAL-23.htmმესამე რაუნდი (საქართველოს დროით)
რაზმები >>
https://www.planetrugby.com/news/team-track...by-round-three/სთრიმები >>
https://www.vipbox.live/live-rugby პარ 01/03
ჰრქ.ზელ 10.35 ბრმ.ავს
რბლ.ავს 12.45 ჰლნ.ზელ
შაბ 02/03
ჩიფ.ზელ 10.35 სნვ.იაპ
რედ.ავს 12.45 ქრს.ზელ
ლნზ.აფრ 17.05 ბულ.აფრ
შრქ.აფრ 19.15 სთო.აფრ
კვი 03/03
ხგრ.არხ 01.40 ბლუ.ზელ
უქმობს ვრთ.ავს
:::