ბრიტებად შენიღბული ლიტველი მეჰოსთინგეები
ისევ აბუჩად იგდებენ მუქთ მუშტრებს
ამიტომ დედანი აქაცაა >>
http://files.rugby.ge/OVA-2019/T2/14_6E-2.htm
აზრიანი ფეხოსნობითინგლისმა "გინესის ექვს ერზე" მეორედაც პრემიით მოიგო
ფეხით ოსტატური თამაშით – საფრანგეთი ექვსჯერ დაალელოვა!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები >> ქვემოთაა ))
რაგბის სამშობლოსთვის უწინ ბევრჯერ დაუცინიათ, თქვენი სტილი ძიძგილაობა და ჯარიმის კარში დარტყმააო. "ვარდები" წელსაც ბლომად თამაშობენ ფეხით, ოღონდაც სულ აზრიანად – ჩამწკრივებულ დაცვას ზურგში უცურებ-უკიდებენ და ბურთს დადევნებულნი, გვარიანადაც ხეირობენ
ინგლისი საფრანგეთს თვიქნემის სველ ბალახზე, ცივ ქარში, კვირა დღის სამზე დაუხვდა. ბრიტებმა იცოდნენ, რომ მიამიტ მეტოქეს უკანა სამეული ერთიანად არა’სპეციალისტებით დაეკომპლექტებინა. ჰოდა, მატჩში 47-ჯერ დაურტყეს ფეხით და პირველი ტაიმის 71% შუა ხაზს გადაღმა გაატარეს, თორემ ყველა სხვა სტატ’მაჩვენებელი – ოღონდაც უმთავრესის, ანგარიშის გარდა – "ლე ბლეს" გამოუვიდა უკეთესი
არ გვივარჯიშიაოანგარიში მრავლის’მეტყველია – ქულებით * 44:8, ლელოებით კი 6/1
ვარდებს მამლები უარესად * 37:0 "ხუთი ერის" გარიჟრაჟზე, 1911 წელს ეძლიათ, გალები კი მატჩში სამჯერ ასევე ერთობ შორეულ, 1924 წელს დაელელოვებინა ჯეიქ ჯექობს. ამჟამად იგივე საწყის ნახევარ საათში (!) მოასწრო გარე’მარბმა ჯონი მეიმ, ოზი ედი ჯოუნზის შეგირდებმა კი ზედიზედ მეხუთედ ჩაატარეს ბლიც’კრიგი – ლელო მალევე გაიტანეს
დასკვნით 20 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა. "მატჩის გმირად" არჩეულმა მეიმ ბრძანა, აი, ესაა ჩვენი რაგბული ბრენდიო, ფრანგთა ბებერი ცხრა, მორგან პარა კი გამოტყდა, უმარტივეს ილეთში ჩაჭრამ მოგვითავა ხელი, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ გადაკიდებულის აღებაზე კარგა ხანია არ ... გვივარჯიშიაო!
ინგლისს გულში ხინჯად ისღა ექნება, რომ უელსთან შებმის წინ 10 კვირით გამოაკლდა ძირით ტონგელი ბურჯი მაკო ვუნიპოლა – კოჭის მყესი დაიშავა. "ლურჯთა" უხეირო მოძღვარს, ჟაკ ბრიუნელს 3-10 გაუხდა ბალანსი, ფანობას კი ახსოვს, რომ მსოფლიოზე, იაპონიაში, ინგლისი და საფრანგეთი ჯგუფში ერთად არიან და არხენტინაც იქვეა
ბურჯი ჰავბექადანგარიში 67’’ წამზე გაიხსნა – გიონ გირადოს რომ დაუვარდა ბურთი, ელიოთ დეილიმ 70 მეტრიდან გაუტია და 40-ზე მისულმა, ლელოსკენ ფეხით დაუგორა მეი’ს * 5:0
მეორე ლელოზე მიეძალა მანუ ტუილანგი, ოუენ ფარელმა კი გრძელი, მომსხეპი პასით მონახა მეი, ვინც მცირე არეზე შეაყენა ნორჩი დამიან პენო და გარედან შემოურბინა * 16:3 @ 24’
მესამეზე, 16 ფაზის შემდეგ, მეი’ს ქრის ეშთონმა შეუცურა * 23:3 @ 31’
აბრაგანი რომ აიღო იოან იუჟემ, 60 მეტრიდან გაჭრა ხაზი და 22-თან მისულმა პენოს გაატანა ოვალი * 23:8 @ 35’
ინგლისის მეოთხე, პრემიის მომტან ლელოზე ბენ იანგსის გაგორებული ეშთონმა იხელთა და კარის წინ რომ დასცეს, ჰავბექობა ბურჯმა, ქაილ სინქლერმა იკისრა – შორს მიაწოდა ჰენრი სლეიდს * 30:8 @ 40+
მეხუთეზე სლეიდმა პასი ჩაჭრა თავის 22-თან და 40 მეტრიდან დაუგორა ეშთონს, ვინაც გაელ ფიკუმ უბურთოდ დაიჭირა * შ+სბ = 37:8
ბოლოზე კი იანგსმა 65 მეტრიდან უცებ გაათამაშა ჯარიმა, ფარელმა მეის იმედად გადაკიდა, ამას დაასწრო ტომაზ რამოზმა, მაგრამ ლელოში შესულ ბურთს ფარელმა’ვე მიუსწრო * 44:8 @ 56’
ლიდერები დაშავდნენშაბათს ორივე თამაში სტუმარმა მოიგო
მარიფილდში, ჩინებულ დარში, მალევე დაშავდნენ ზე’ვარსკვლავები:
სქოთთა ზურგს, სთიუართ ჰოგს პითერ ო’მანიმ ატკინა ბეჭი გვიანი ბოჭვით, "სამყურების" მგეზავს, ჯონი სექსთონს კი შერყევის ტესტი ჩაუფლავდა. ერთი კია, ორივე ბანაკი იმედოვნებს, რომ ლიდერები დროულად მოკეთდებიან
შოტლანდია წლეულს პირველობას გეგმავს, მაგრამ შინ კი უნუგეშოდ დამარცხდა * 13:22 და წაგება ფრანგ მსაჯს, რომენ პუატს გადააბრალა
არადა, პირველ ლელოზე თომი სიმორმა და შონ მეითლენდმა გადაკიდებული აჩუქეს ქონორ მარი’ს * 3:5 @ 10’
ვიდრე შეცვლიდნენ, სექსთონმა მოასწრო ჯექობ სთოქდეილის შიგნით შეყვანა და ათლეტმა ბექმაც მე-16 ტესტში მე-13 ლელო გაიტანა * 3:12 @ 17’
სექსთონის დუბლიორს, ჯოი ქარბრი’ს გადაცემა ჩაუჭრა ფინ რასელმა და რომ ეწეოდნენ, სემ ჯონსონს ამოუგდო ბურთი * 10:12 @ 30’, საათის თავზე კი, რობ ქარნის გარღვევიდან, ქარბრიმ დაგეზა ქის ერლსი *10:19
სხვა ფორმითუელსმა იტალიას 10 სათადარიგო რომ გაუყვანა, პატივი სხვა ფორმით მიაგო – ზედიზედ 4 ჯარიმა კარში დაურტყა * 0:12 @ 30’
აქედან მოყოლებული, "აძური" გამწარდა და ჩამორჩენა ორამდე დაიყვანა * 10:12 @ 44’
უელსმა პირველი ლელო 54’ წუთზეღა დადო: შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეუტია ალედ დევისმა, ბურთის გრძელზე ჩათამაშების შემდეგ კი ლიამ ვილიამსს წაეპოტინა ჯეიდენ ჰეივორდი და შემტევმა ჯონ ადამსს უპასა * 10:19 @ 55’
მერე გუნდები "ბარი ბარში" დარჩნენ: ხეირზე, გარეს ენსქომის მიერ, კართან შეგორებული ოუენ ვოთქინმა დაამიწა; ხაზი იტალიელმა სქოთმა, ტომაზო ალენმა გაჭრა და ედოარდო პადოვანი ახეირა; წითელ დროზე კი თომას იანგს იმიტომ გაუუქმდა ალამთან გატანილი, რომ სამზადისში ენსქომს "წინ პასი" აღმოუჩინა ვიდეომ
იტალიამ ასე წააგო "ექვს ერზე" ზედიზედ მე-19 თამაშიც * 15:26
უელსმა, პირიქით, 1907-10 წლების აქეთ პირველად მოიგო მიჯრით 11, მაგრამ "ურჩხულების" კივ გურუს, ვორენ გეთლენდს ესმის, რომ ეგეთი რაგბით ინგლისის მჯობნი ვერაა – გინდაც შინ, კარდიფში
"გინესის" ექვსი ერი * 2019მეორე რაუნდი
რჩეული [50’] >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...25&d=1549917835(( სტატისტიკისა და თორენთის ბმულები >> საითზე, სტატიაში ))
შოტლანდია 13:22 ირლანდიაშტლ: ჰოგ (ქინგჰორნ 17) სიმორ ჰ.ჯოუნზ ჯონსონ (პ.ჰორნ 64) მეითლენდ
<10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ (პრაის 69) /
დელ (ბჰათი 69) მაკ’ინალი (ბრაუნ 64) ბერგენ (რეი 69)
გილქრისთ ჯ.გრეი;ვილსონ (ჰარლი 41) რიჩი (ჰარლი 35-/) სტრაუს –
ლ: ჯონსონ; გ 2ჯ: ლეიდლოუ
ირლ: რ.ქარნი ერლს ქ.ფარელ აკი სთოქდეილ (ლარმორ 72)
<10-9>სექსთონ (ქარბრი 24) მარი (ქუნი 77) /
ჰილი (ქილქოინ 57) ბესთ^კაპ(ქრონინ 72) ფურლონგ (პორთერ 68)
ჯმ.რაიან ქ.რუ (დილან 68) ო’მანი ო’ბრაიენ (ფან’დერ’ფლიერ 64) ქონან –
3ლ: მარი სთოქდეილ ერლს; 2გ: მარი ქარბრი; ჯ: ქარბრი
რეფ პუატ (სფრ) 9/02 @ ედინბურგ, მარიფილდ (_)
3:0(7) 3:5(10) 3:12(17) 10:12(30) /
10:19(57) 13:19(62) 13:22(69) დას(80+2)
იტალია 15:26 უელსიიტა: ჰეივორდ პადოვანი კამპანიარო მორიზი ესპოზიტო
<10-9>ალენ (მაკ’ქინლი 48-54) პალაძანი (გორი 60) /
კვალიო (ტრაორე 51) გირალდინი (ბიჯი 60) ფერარი (პასკვალი 60)
სიზი ბად (რუძა 52) ნეგრი (ბარბინი 57) ბ.სტეინ პარისე^კაპ –
2ლ: სტეინ პადოვანი; გ ჯ: ალენ
უელ: ლმ.ვილიამს (ეიმოს 67) ჰოუმს ჯთ.დევის^კაპ ვოთქინ ადამს
<10-9> ბიგარ (ენსქომ 55) ალ.დევის (გრ.დევის 63) /
ნ.სმით (ვ.ჯოუნზ 63) დი (ელიას 67) ლი (დლ.ლუის 51)
ბოლ (ავ.ჯოუნზ 51) ბერდ; ვეინრაით იანგ ნავიდი (მორიართი 67) –
2ლ: ადამს ვოთქინ; 2გ: ბიგარ ენსქომ; 4ჯ: ბიგარ
რეფ რეინალ (სფრ) 9/02 @ რომა, ოლიმპიკო (38 700)
0:3(2) 0:6(15) 0:9(19) 0:12(30) 7:12(36) შეს(40+2) /
10:12(44) 10:19(55) 10:26(71) 15:26(75)
ინგლისი$ 44:8 საფრანგეთიინგ: დეილი ეშთონ (ნოულ 52) სლეიდ ტუილანგი (ფორდ 62) მეი
<10-9> ფარელ^კაპ იანგს (რობსონ 70) /
მ.ვუნიპოლა (მუნ 44) ჯორჯ (ქოუან-დიქი 62) სინქლერ (ქოულ 57)
ლოზ ქრუზ (ლონჩბრი 47) ვილსონ ქარი (ჰიუზ 47-51) ბ.ვუნიპოლა (ჰიუზ 65) –
შ [ეშთონ] + 5ლ: მეი (1 2 3) სლეიდ ფარელ; 3გ 2ჯ: ფარელ
სფრ: იუჟე (რამოზ 41) პენო (ონტამაკ 47) ბასტარო დუმეირუ ფიკუსბ 50
<10-9> ლოპეს (პენო 57) პარა (დიუპონ 47) /
პუარო (პრიზო 65-69) გირადო^კაპ (ბურგარი 76) ბონბა (ალდეღერი 57)
ვაამაინა (ვილემსე 57) ლონბეი (ოლდრით 70) კამარა იტიურია პიკამოლ –
ლ: პენო; ჯ: პარა
რეფ ოუენს (უელ) 10/02 @ ლონდონ, თვიქნემ (_)
5:0(2) 8:0(7) 8:3(10) 11:3(13) 16:3(24) 23:3(31) 23:8(35) 30:8(40+$) /
37:8(49შ+სბ) 44:8(56) დას(80+3)
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 რობ ქარნი (ირლ),
14 ჯექობ სთოქდეილ (ირლ), 13 ჰენრი სლეიდ (ინგ), 12 სემ ჯონსონ (შტლ), 11 ჯონი მეი (ინგ);
10 ოუენ ფარელ (ინგ), 9 ანტუან დიუპონ (სფრ) /
1 ქიან ჰილი (ირლ), 2 ჯემი ჯორჯ (ინგ), 3 თეიგ ფურლონგ (ირლ);
4 ქორთნი ლოზ (ინგ), 5 ჯონი გრეი (შტლ);
6 მარქ ვილსონ (ინგ), 7 თომ ქარი (ინგ), 8 ჯოშ ნავიდი (უელ)
სულ: 7 ინგ; 4 ირლ; 2 შტლ; 1 სფრ უელ * 0 იტა
გინესის ექვსი ერი 2019საქართველოს თარიღითა და დროით
პარ 01/02 საფრანგეთი $ 19:24 უელსი
შაბ 02/02 შოტლანდია $ 33:20 იტალია
შაბ 02/02 ირლანდია 20:32 ინგლისი $
შაბ 09/02 შოტლანდია 13:22 ირლანდია
შაბ 09/02 იტალია 15:26 უელსი
კვი 10/02 ინგლისი $ 44:08 საფრანგეთი
2 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $ინგლისი 10 +48 10/3 76:28 2-0 2
უელსი 8 +16 05/4 50:34 2-0 0
შოტლანდია 5 +4 06/6 46:42 1-1 1
ირლანდია 4 -3 05/5 42:45 1-1 0
საფრანგეთი 1 -41 03/9 27:68 0-2 1
იტალია 0 -24 05/7 35:59 0-2 0
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
+3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება (=)
შაბ 23/02 საფრანგეთი 18.15 შოტლანდია
შაბ 23/02 უელსი 20.45 ინგლისი
კვი 24/02 იტალია 19.00 ირლანდია
შაბ 09/03 შოტლანდია 18.15 უელსი
შაბ 09/03 ინგლისი 20.45 იტალია
კვი 10/03 ირლანდია 19.00 საფრანგეთი
შაბ 16/03 იტალია 16.30 საფრანგეთი
შაბ 16/03 უელსი 18.45 ირლანდია
შაბ 16/03 ინგლისი 21.00 შოტლანდია
სთრიმები http://mesame.ge/live/https://www.vipbox.live/live-rugbyhttp://streamonsports.me/2-rugby-streaming...irect-2019.html"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (11/02_2019)
1 ზელანდია 9254, 2 ირლანდია 8992, 3 ინგლისი 8802,
4 უელსი 8755, 5 აფრიკა 8458, 6 ავსტრალია 8240,
7 შოტლანდია 8130, 8 ფიჯი 7795, 9 არხენტინა 7705,
10 საფრანგეთი 7702, 11 იაპონია 7524,
12(13) საქართველო 7393,13(12) შტატები 7366, 14 ტონგა 7302, 15 იტალია 7275
16 სამოა 6878, 17 ურუგვაი 6713, 18 რუმინეთი 6495,
19 რუსეთი 6421, 20(21) ესპანეთი 6323, 21(20) კანადა 6136,
22 ნამიბია 6034, 23(25) ბელგია 5877, 24(23) ჰოლანდია 5845,
25(24) ჰონკონგი 5811, 26(28) ბრაზილია 5810, 27(26) გერმანია 5715,
28(27) პორტუგალია 5708, 29 ჩილე 5436, 30 კორეა 5359
+/-: ბრზ 129 კან (18:10 შ), ესპ 99 რუს, ბელ 68 გერ, ირლ 55 შტლ,
საქ 51 რუმ * ინგ 0 სფრ, უელ 0 იტა, ურუ 0 ჩილ (20:5 შ)
:::