სამივემ რომ იმარჯვა"გინესის ექვს ერზე" ბოლოს’წინა რაუნდმა ვერაფერი შეცვალა,
რაკი იმარჯვა სამივე ფავორიტმა(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები >> ქვემოთაა ))
გადამწყვეტი, 2004 წლიდან დაკანონებული, "ზე შაბათის" წინ უელსი 1 ქულით უსწრებს ინგლისს და ორით – ჩემპიონ ირლანდიას. "ურჩხულები" სწორედ რომ "სამყურებს" მასპინძლობენ და თუ გაიმარჯვებენ თუნდაც 1 ქულითა და უპრემიოდ, "დიდ სლემს" შეასრულებენ, რის გამოც დამატებით დაერიცხებათ 3 ქულა და ინგლისისთვის მიუწვდომელნი შეიქნებიან
თუ უელსი დამარცხდა, ინგლისს შინ’ვე, შოტლანდიასთან რაგინდარა მოგება აჩემპიონებს, რაკი სხვაობა ირლანდიაზე ბევრად უკეთესი აქვს, იმისი შანსი კი, რომ სქოთები 1983 წლის აქეთ დამკვიდრებულ ნავსს გატეხენ და თვიქნემში მოიგებენ – იოტის’ოდენაა, რაკი ბექებში ისედაც გაცხრილულებს, უელსთან კიდევ ორი კაცი დაემტვრათ
სასტიკი უარიუელსს გაუჭირდა ჯერ კულუარებში და შემდეგ მოედანზეც:
კავშირმა დაიჟინა, მზარდ ჩრდილოეთში მჭირდება რეგიონის შექმნა, რის გამოც ჰლანეჰლი და ოსპრეიზი უნდა გავაერთიანო, რაკი კარდიფი და დრეგონზი ხელ’შეუხებლები არიან სტრატეგიული მოსაზრებებითო
ამაზე ორივე გასაწირმა რეგიონმა სასტიკი უარი განაცხადა, ნაკრებში მათგან ხმობილ 13 ოსტატს კი ზედმეტად რომ აღარ ენერვიულა, შეფმა ხუთშაბათის ნაცვლად სამშაბათს’ვე, ანუ მატჩამდე ოთხი (!) დღით ადრე, გამოაქვეყნა რაზმის გადანომრილი სია
უელსმა მარიფილდზე მაგრად დაიწყო და წლეულს პირველად, შესვენებამდე (!) გაიტანა ლელოები, მაგრამ მეორე ტაიმში ხაზ’არეული სქოთები გახელდნენ – დროის 78% მეტოქის ნახევარზე გაატარეს და ბურთიც 75%-ის განმავლობაში ეპყრათ
სტუმრებს ჯამში 36 ბოჭვა გაუცუდდათ, მაგრამ 214 ხომ შეასრულეს და ბოლო შეტევაში მეტოქის 22-საც რომ უწიეს, ჯარიმა გაიტანეს. აი, ასე გამოცხვა წლევანდელი ლაშქრობის მეოთხე უბონუსო (!) გამარჯვება *18:11 და ზედიზედ მოგების რეკორდიც ავიდა 13 მატჩამდე
ტრავმულ ჭრილშიუელსმა პირველი ლელო სხარტი ჩათამაშებით დადო, მეორე კი 23-ფაზიანი შტურმით, ახლოდან შეიტანა * 15:6 @ 30’
ბოლო ნახევარ საათში ჯერ ჰედლი პარქსმა განმუხტა ლელოში აწეული აბრაგანი; მერე თომას ფრანსისმა შეტანილი არ დაამიწებინა გრანთ გილქრისთს, მაგრამ ბაირონ მაკ’გვიგანს შექცეული რომ გაატანა ფინ რასელმა, ადამ ჰეისთინგსმა განდაგან დაგეზა დარსი გრემი * 11:15 @ 58’
მერე ბრძოლაში მეორედაც ჩაება მარბიელი ჰემიშ ვოთსონი (35 მეტრი 5 სოლოზე), მაგრამ სქოთები ორჯერ დააღალატა გარე’მარბად გამწესებულმა ცხრამ, ალი პრაისმა, ტრავმულ ჭრილში კი:
ბლეარ ქინგჰორნმა დაიშავა კოჭი, თომი სიმორმა – ნეკნები, გრემმა – მტევანი, ხოლო უელსელი ლიამ ვილიამსი რომ გაჰყავდთ, მარჯვენა მკლავი ფიქსატორზე ეკიდა
ცალი ხელითინგლისმა სასტიკად * 57:14 გააპამპულავა იტალია, ვინაც მეხუთე 5-წაგებიან წრეს შეუყვა – "ექვს ერზე" ზედიზედ 21-ე მარცხი იგემა
"ვარდებმა" პრემია პირველ ტაიმშივე დაიბევეს. დუბლი შეასრულეს სამოელმა მანუ ტუილანგიმ და წვეროსანმა ზელანდიელმა ბრედ შილდსმა, "მატჩის გმირად" კი ორგანიზატორებმა სცნეს 22 წლის ფიჯელი გარე’მარბი ჯო თოკა’ნასინგა – 107 მეტრი 8 სოლოზე, 5 გარღვევა, 4 გაბითურება და 2 ოფლოუდი
ამ ვეება ჯეელს ბურთი ამერიკულ ყაიდაზე – ცალი (!) ხელით უჭირავს. მედია ჯოს ლეგენდარულ ჯონა ლომუს ადრის, რაზეც ყაბულს ვერაა ინგლისის ოზი გურუ ედი ჯოუნზი, ესაო და "თოკა" ოდენ დამწყებია, ლომუმ კი გუნდს კინაღამ მსოფლიო თასი ააღებინა (1995) და რაგბის თამაშის ბუნებაც ძირ’ფესვიანად შეცვალაო
ბედის ანაბრადოედიმ ეგეც აღიარა დაგვიანებით, უელსთან მე წავაგე, რაკი მარქაფა დროულად არ ჩავაბი ბრძოლაში და ბიჭები ბედის ანაბრად დავტოვეო
ამჯერად ინგლისმა ოსტატურად გაანაწილა ძალა და მრავალ’ფეროვნად იბურთავა. პირველი ლელო დერეფანში აგორებულ მოლს მოჰყვა; მეორესა და მეოთხეზე ხაზი 45 მეტრზე გაიჭრა და მიმყოლმა პასი 22 მეტრზე მიიღო (დეილი – მეი, ტუილანგი – შილდს)
მესამეზე მანუმ 35 მეტრიდან ზედიზედ გააბითურა ანჯელო ესპოზიტო (ბოჭვაზე 4/4) და მიკელე კამპანიარო (4/2); მეხუთეზე ოუენ ფარელმა იერიშს გეზი უცვალა და მანა და კვაჭმა ჯემი ჯორჯმა გრძელი პასებით ახეირეს ტუილანგი; კიდევ ორ ლელოზე კი ჯეიდენ ჰეივორდსა და ტიტო ტებალდს მოგერიებებზე დაუფარეს ბრიტებმა
"აძურის" პირველ ლელოს 20 ფაზა დაჭირდა, მეორეს – 10. ლათინებმა რაქში 128-82 იძალეს და 20-ით მეტი პასიც გაუშვეს, მაგრამ ბურთის წინ წაწევის საშუალო მაჩვენებლით ერთობ ჩამორჩნენ: 2.3 - 5.6 მეტრი
ქარს დააბრალესკვირის ჩაროზი კურიოზულად დასრულდა: ირლანდიამ ავდარში შავი დღე აყარა უმწეო საფრანგეთს, ვინაც წინა რაუნდის შემდეგ 23-კაცა რაზმში არავინ (!) შეცვალა – მაგრამ მოკრძალებულად’ღა მოიგო * 26:14
შესვენებამდე კელტების ტერიტორიული უპირატესობა 89-11% იყო, ბურთის ფლობისა კი 77-23%. "მესამის" წამყვანებმა ეს ანომალია ქარს დააბრალეს, მაგრამ უტია "ლე ბლემ" უგემურად მესამე მეოთხედის 10 წუთი და მერე ისევ "სამყურებმა" წალეკეს მეტოქე * 26:0 @ 58’
ამით უმჯობესდებოდა ჯერ კიდევ 1913 წელს, პროვინციულ ქორქში დამყარებული რეკორდი, მაგრამ არა! – ბონუს’დაბევებულმა ჯო შმიდტმა ერთბაშად შეცვალა ყოჩები: რორი ბესთი, თეიგ ფურლონგი, ქონორ მარი და ჯონი სექსთონი, რათა არ დაშავებოდნენ
კონტროლი დაკარგაირლანდიის ლელოები ასე გავიდა: პირველზე გარი რინგროუზმა გადაკიდებით კიდეზე გადაატანინა ბურთი სტუმრებს, ჯარიმიდან კი ბესთი ალმის მხარეს მოსწყდა მოლს * 7:0 @ 4’
16’ წუთზე ბურჯმა ქიან ჰილიმ იაზრა და რაქში, ფრანგთა კარის ხაზზე დებულ ბურთს ხელი მი’ადო, ოღონდაც ვერ და’ადო!
მეორე ლელოზე ორმა ბექმა ჩაურბინა სექსთონს, ამან კი ბურთიანად რინგროუზს შემოურბინა და კართან შეიჭრა * 14:0 @ 31’
33’ წუთზე ჯონის აბრაგანი რინგროუზმა’ვე მოხსნა და კარში შებოჭილი შესრიალდა, მაგრამ ვიდეოზე გამოჩნდა, რომ ოვალზე კონტროლი დაკარგა და წინ წაუვიდა
მალევე 10-ფაზიანი შტურმი ფრთაზე ძალით დაასრულა ჯექ ქონანმა *19:0 @ 36’, მეორე ტაიმში კი, 25 მეტრზე მოწყობილი დერეფნის შემდეგ, მოლიდან, სი’ჯეი სტანდერმა "შიგნით" შეიყვანა ქის ერლსი * 26:0
"გინესის" ექვსი ერი * 2019მეოთხე რაუნდი
(( სტატისტიკის | თორენთის ბმულები სტატიაში =
http://files.rugby.ge/OVA-2019/T3/13_6E-4.htm |
http://ovaluri.comxa.com/2019/T3/13_6E-4.htm ))
შოტლანდია$ 11:18 უელსიშტლ: ქინგჰორნ (ჰეისთინგს 31) სიმორ (მაკ’გვიგან 21) გრიგ პ.ჰორნ გრემ (ლეიდლოუ 65)
<10-9> რასელ პრაის /
დელ მაკ’ინალი^კაპ(ბრაუნ 70) ნელ (ბერგენ 65)
გილქრისთ ჯ.გრეი (თულის 65) ბრედბრი რიჩი (ვოთსონ 9-14, ბრაუნ 15-20) სტრაუს (ვოთსონ 65) –
ლ: გრემ; 2ჯ: რასელ
უელ: ლმ.ვილიამს (ბიგარ 48) ნორს ჯთ.დევის პარქს (ვოთქინ 74) ადამს
<10-9> ენსქომ გრ.დევის (ალ.დევის 70) /
ევანს (ნ.სმით 62) ოუენს (დი 65) ფრანსის (ლუის 65)
ბერდ (ბოლ 21-30, 62) ავ.ჯოუნზ^კაპ; ნავიდი თიპურიქ მორიართი (ვეინრაით 70) –
2ლ: ადამს ჯთ.დევის; გ 2ჯ: ენსქომ
რეფ გაიუზერ (სფრ) 9/03 @ ედინბურგ, მარიფილდ (67 144)
3:0(11) 3:7(14) 6:7(21) 6:10(24) 6:15(30) /
11:15(58) 11:18(80)
ინგლისი$ 57:14 იტალიაინგ: დეილი თოკა’ნასინგა ტუილანგი (სლეიდ 62) თეო მეი
<10-9>ფარელ^კაპ (ფორდ 62) იანგს (რობსონ 62) /
გენჩ (მუნ 59) ჯორჯ (ქოუან-დიქი 59) სინქლერ (ქოულ 56)
ლონჩბრი (ჰიუზ 66) ქრუზ; შილდს ქარი (ვილსონ 56) ბ.ვუნიპოლა –
8ლ: ჯორჯ მეი ტუილანგი (3 5) შილდს (4 8) ქრუზ რობსონ; 7გ: ფარელ 4, ფორდ 3; ჯ: ფარელ
იტა: ჰეივორდ პადოვანი კამპანიარო (კასტელო 23, მაკ’ქინლი 33) მორიზი (პალაძანი 62) ესპოზიტო
<10-9> ალენ ტებალდი /
ლოვოტი ბიჯი (გირალდინი 49) ფერარი (პასკვალი 49)
რუძა ბად (სიზი 49) ნეგრი (პოლედრი 49) ბ.სტეინ პარისე^კაპ (ტრაორე 62) –
2ლ: ალენ მორიზი; 2გ: ალენ
რეფ ბერი (ავს) 9/03 @ ლონდონ, თვიქნემ (82 022)
7:0(9) 7:7(14) 14:7(16) 21:7(22) 24:7(26) 31:7(33$) შეს(40+2) /
36:7(47) 36:14(56) 43:14(65) 50:14(69) 57:14(80)
ირლანდია$ 26:14 საფრანგეთიირლ: ლარმორ ერლს (ქონვეი 76) რინგროუზ აკი სთოქდეილ
<10-9> სექსთონ (ქართი 58) მარი (ქუნი 58) /
ჰილი (ქილქოინ 51) ბესთ^კაპ (სქანელ 58) ფურლონგ (ჯნ.რაიან 58)
ჰენდერსონ (დილან 58) ჯმ.რაიან; ო’მანი ფან’დერ’ფლიერ (ქონან 24) სტანდერ –
4ლ: ბესთ სექსთონ ქონან ერლს; 3გ: სექსთონ
სფრ: რამოზ (მედარ 63) პენო ბასტარო ფიკუ იუჟე
<10-9> ონტამაკ (ბელო 76) დიუპონ (სერენ 72) /
პუარო (ფალგუზ 17) გირადო^კაპ (შა 72) ბონბა (ალდეღერი 13-19, 63 სბ 68-78)
ლონბეი (ვილემსე 63) ვაამაინა; ლორე (ოლდრით 11) იტიურია პიკამოლ (ბონბა 69-78) –
2ლ: იუჟე შა; 2გ: სერენ
რეფ ო’ქიფ (ზელ) 10/03 @ დაბლინ, ავივა (51 700)
7:0(4) 14:0(31) 19:0(36) /
26:0(58$) სბ(68ს) 26:7(77) 26:14(80+)
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ელიოთ დეილი (ინგ),
14 ჯო თოკა’ნასინგა (ინგ), 13 მანუ ტუილანგი (ინგ), 12 ჰედლი პარქს (უელ), 11 დარსი გრემ (შტლ);
10 ჯონი სექსთონ (ირლ), 9 ქონორ მარი (ირლ) /
1 ქიან ჰილი (ირლ), 2 რორი ბესთ (ირლ), 3 ქაილ სინქლერ (ინგ);
4 ჯეიმზ რაიან (ირლ), 5 ალინ-ვინ ჯოუნზ (უელ);
6 ბრედ შილდს (ინგ), 7 ჯასთინ თიპურიქ (უელ), 8 სი’ჯეი სტანდერ (ირლ)
სულ: 6 ირლ, 5 ინგ, 3 უელ, 1 შტლ * 0 იტა სფრ
სტატ’ლიდერებილელო: 5 ჯონი მეი (ინგ);
3 ჯოშ ადამს (უელ), ქის ერლს (ირლ), იოან იუჟე (სფრ), ედოარდო პადოვანი (იტა), ჰენრი სლეიდ (ინგ), ბლეარ ქინგჰორნ (შტლ)
ქულა (მარტო დამრტყმელები): 48 ოუენ ფარელ (ინგ);
25 ტომაზო ალენ (იტა); 23 გარეს ენსქომ (უელ), ჯონი სექსთონ (ირლ); 21 დენ ბიგარ (უელ)
გინესის ექვსი ერი 2019საქართველოს თარიღითა და დროით
პარ 01/02 საფრანგეთი $ 19:24 უელსი
შაბ 02/02 შოტლანდია $ 33:20 იტალია
შაბ 02/02 ირლანდია 20:32 ინგლისი $
შაბ 09/02 შოტლანდია 13:22 ირლანდია
შაბ 09/02 იტალია 15:26 უელსი
კვი 10/02 ინგლისი $ 44:08 საფრანგეთი
შაბ 23/02 საფრანგეთი $ 27:10 შოტლანდია
შაბ 23/02 უელსი 21:13 ინგლისი
კვი 24/02 იტალია 16:26 ირლანდია $
შაბ 09/03 შოტლანდია $ 11:18 უელსი
შაბ 09/03 ინგლისი $ 57:14 იტალია
კვი 10/03 ირლანდია $ 26:14 საფრანგეთი
4 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $უელსი 16 +31 09/06 089:058 4-0 0
ინგლისი 15 +83 19/07 146:063 3-1 3
ირლანდია 14 +19 13/09 094:075 3-1 2
შოტლანდია 6 -20 08/12 067:087 1-3 2
საფრანგეთი 6 -36 09/14 068:104 1-3 2
იტალია 0 -77 09/19 065:142 0-4 0
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
+3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა, 2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება (=)
შაბ 16/03 იტალია 16.30 საფრანგეთი
შაბ 16/03 უელსი 18.45 ირლანდია
შაბ 16/03 ინგლისი 21.00 შოტლანდიასთრიმები http://mesame.ge/live/https://www.vipbox.live/live-rugby"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (11/03_2019)
1 ზელანდია 9254, 2 ირლანდია 8992, 3 უელსი 8873,
4 ინგლისი 8727, 5 აფრიკა 8458, 6 ავსტრალია 8240,
7 შოტლანდია 7917, 8 საფრანგეთი 7871, 9 ფიჯი 7795,
10 არხენტინა 7705, 11 იაპონია 7524, 12 საქართველო 7393,
13 ტონგა 7302, 14 იტალია 7275, 15 შტატები 7171
+/-: უელ 43 შტლ * ირლ 0 სფრ, ინგ 0 იტა
:::