წინა თემით გავხურდით, მოვითელეთ, ძალები მოვიკრიბეთ და...
სრული მზადყოფნაა ივერთ უბანში!
ესე ამბავი ბჭობისა და მუსაიფისა...
20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი-2019 World Rugby ოფიციალური კი არადა პირველწყაროდ წოდებული - რუ...
https://www.world.rugby/u20/newsგავიკებული "ონრანიშ ჭყარი"
https://en.wikipedia.org/wiki/2019_World_Ru...20_Championship***
***
***
ის, რომ გასულ წელს ამომავალი მზის ქვეყანაში საკურამ ვერ იყვავილა და სამაგიეროდ პოლინეზიელი პალმებიანი კუნძულის მებრძოლნი აჯანყდნენ მოგვცა ელიტარული თორმეტეული (ბარემ ჯგუფებად, ანდაც ქვეჯგუფებად, თუგინდ პულებად):
"ა"
საფრანგეთი
არგენტინა
უელსი
ფიჯი
"ბ"
ინგლისი
ავსტრალია
იტალია
ირლანდია
"გ" ანუ "ც"
სამხრეთ აფრიკა
ახალი ზელანდია
[B]საქართველო[B]
შოტლანდია
მასპინძელი არგენტინაა, ქალაქი როსარიო სან ტაფეს რეგიონიდან...
ორიოდ საუკნის ისტორიით, არგენტნის ჩრდილო დასავლეთ მხარეს, ურუგვაის მახლობლად... მოსახლეობითა და ფართOბით თბილისის მსგავსი...
მცირე ექსკურსს რაც შეეხება - რაც ეს 12 გუნდა ფორმატი შეიქმნა (2008 წლიდან) ანუ 11 მცდელობიდან:
6 - ჯერ "სულ შავებმა" იმარჯვეს, ამას თითო ვერცხლი და ბრინჯაო დავუმატეს და ორჯერაც 1/2 ფინალს გამოჰკრეს ხელი...
3 - ჯერ ვარდებმა იზეიმეს, ამას გარდა ფინალში კიდევ 6 ჯერ მოეცარათ ხელი... ნახევარ ფიანლში კი თუ გადიოდნენ ერთხელ დამარცხებულან...
თითო ჯერ ქურციკებმა და მამლებმა იყოჩ(აღ)ეს ამათგან:
აფრიკამ ერთი ფინალიც დათმო, ისე რომ 8 ნახერავფიალური ბატალიიდან ერთხელ გაწბილდნენ და დანარჩენი 7 მცდელობიდან ბრინჯაო დაიბევეს...
მამლებმა კი ფინალში გასულ წლეს გააღწიეს, როცა იმასპინძლეს და თასიც დაიტოვეს, თუმცა ეს მათი პირველი ფინალი იყო, მანამდე კი 3 ნახევარფინალიდან სამივეჯერ მეტოქეებს შეახვედრეს ბრინჯა...
ჩვენ...
ჩვენ - 2015 ში ალაფა ერთი ამოსუნთქვით განვვლეთ და 2016, 2017, 2018 და უკვე 2019 ელიტის უცვლელი წევრები ვართ...
2017-ში მასპინძლობაც მოვასწარით ქუთაისსა და თბილისში...
ორჯერ მე-10 ადგილის მერე შარშან მე-9 ადგილსაც შევწვდით, თUმცა რომ არა იტალიურ-არგენტინული სპექტაკლი ტანგოს ელემენტებით იქნებ საუკეთესო "რვეულშიც" შეგვეღწია":
5 მატჩიდან მოვიგეთ რა 3 რკენა მათშორის ჯგუფში (ირლანდია) და პლეიოფებში - იპაონია და შოტლანდია...
მიზნები და ზრახვები წლეულს...
მიზანი ნათელი, დიადი - ელიტაში დარჩენა
(მითუმეტეს რომ თუ იტალია ამასპინძლეს გაის ამდროს 10-ე ადგილს ქვემოთ შეიძლება შეთქმულებამ გვიმსხვერპლოს...)
ზრახვა კი ამბიციური, მაგრამ არა ფანტასტიკს სფეროდან: ზედა 'რვეულში' შეღწევა საგაისოდ და იმის იქით უკეთესი განთესვის მოსაპოვებლად...
სამზადისი...
2018 ის სექტებრის ბოლოს დავირაზმეთ, მას მერე მთელი 48 გვერდიანი თემა გაცვდა და ამიტომ პირდაპირ საროსარიო რაზმზე გადავალ:
მშობლიური ვერსიითა და წყაროთი ნაზარდი -
http://site.rugby.ge/ka-GE/U20/(დასურათებული)
ოკეანე დალეულები
http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?news...llerModID=17364(მიმოხილვითურთ)
***
***
***
ამასობაში ივნისის 04 -იც თენდება და 20:00 ზე პირველი რკენა გვაქვს შავებთან, რაზმიც როგორც იტყვიან ზედ წკიპზე გამოცხადდა:
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?news...%83%90%E1%83%9C განრიგს რაც შეეხება:
04/06 - სამშაბათი - 20:00 - საქართველო : ახალი ზელანდია
08/06 - შაბათი - 17:30 - საქართველო : სამხრეთ აფრიკა
12/06 - ოთხშაბათი - 17:30 - საქართველო : შოტლანდია
---
17/06 - ორშაბათი (დრო არ დადგენილა) ნახევარ ფინალური პლეიოფები
და
22/06 - შაბათი (დრო არ დადგენილა) ფინალები!
რამდენიმე მნიშვნელოვანი და მათშორის სასიამოვნო დეტალიც:
მწვრთნელთა შტაბი:
ილია მაისურაძე, ლადო კილასონია, ზურა ამონაშვილი - 'ტრიუმვირატად' (ჩემსმიერ შერაცხული) წოდებული - რომელიც დაღვინდა იქამდე, რომ იცის რა, სად და როგორ...
მათ დაატებული ერთი ხუთიოდ საკუთარი საქმის ერთგული შტაბელი (2-3 ვიცი და ის 3-2 არ მინდა გამომრჩეს)...
+ სასიამოვნო ამბავი: პირველად ქართველი მსაჯი ოცწლამდელების მსოფლიოზე: ნიკა ამაშუკელი, მასაც ნაკრებივით წარმატბა!
აბა,
ნაკურთხია!
შემოვჰკრად დაფსა და ნაღარას, ბუკი არ დავადუმოთ და...
რაც U18/U20 ზე თემები გამიხსნია არ შევრცხვენილვართ და პროგრესიც კი გვქონია და დაე (ან დეე) წელსაც იგივ ჰქმნილიყოს...
...წინ ქართველოებოო...
ფრაზა კი გვაკლია, მაგრამ არასდროს დაგვავიწყდება და...
ტვ და ამბები:
აშუქებს რაგბი ტვ
ინტერნეტით ლაივ.ჯი_ო
და
რათქმაუნდა - worldrugbytv
https://www.world.rugby/worldrugbytv/video This post has been edited by Gio_G83 on 4 Jun 2019, 00:20
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
PNN#GiorgiG83
...კონფუციანელი...