http://files.rugby.ge/OVA-2019http://ovaluri.comxa.com/2019
დაზვერვა დუბლებითზელანდიამ და აფრიკამ დუბლებით იმარჯვეს სამხრეთის "4 ერის" სტარტზე
და ახლა ძირითადი გუნდებით შეიბმებიანმსოფლიო თასის გამო ივნისის სამხრეთული ტესტები წლეულს აღარც დაგეგმილა. ზე 15-იც უწინდელზე ერთი თვით ადრე დასრულდა. მისი ფინალიდან "4 ერის" სტარტამდე ორად’ორი კვირა იყო. ვინც ადრე გავარდა, იმან მოითქვა სული, ნაკრების გურუებმა კი ციმციმ შეკრიბეს ბიჭები და მოკვეცილი, ცალ’წრიანი ტურნირისთვის სტრატეგიები დასახეს
არხენტინამ ზე’რაგბის ფინალისტს, "ხაგუარეს"ს ევროპაში მოღვაწე რამდენიმე ლეგიონერი’ღა დაუმატა. აფრიკამ და ავსტრალიამაც იხმეს საშოვარზე წასული ოსტატები და ზე’რაგბში ჩაბმულებს შეუამხანაგეს, ზელანდიამ კი "ქრუსეიდერზ"ის დაღლილი ბირთვი შორეთში მგზავრობას მოარიდა და "ბოკე"ს დასახვედრად გადაინახა
ასე და ამგვარად, "პუმები" საუკეთესო რაზმით წარდგნენ დაზვერვაზე. "ოლ ბლექს"ი და ბოკე სინამდვილეში რანი არიან, მაგას ამ შაბათს, ველინგთონში ვნახავთ, "ვოლაბიზ"ი კი ჯერაც ღრმა კრიზისშია და ისღა დარჩენია, პერსონალი ჰაი’ჰარად ცვალოს – ეგებ მაგით რამე სახეირო გამოდნესო
მთლად უქულოდარხენტინას ზელანდიასთან 31-ჯერ წაეგო და 1985 წელს’ღა, უგო პორტას ხანაში, შინ გაეხერხებინა ერთადერთი ფრე * 21:21. კიდევ იყო 2001 წლის ტესტი, რომელიც შავებმა წამატებულ წუთებზე გატანილი ლელოთი’ღა მოიგეს * 24:20, სხვა დროს კი პუმებს, მემატიანეთა მტკიცებით, ნავსის გატეხვის შანსი აღარც მისცემოდათ
ლათინებმა ამჯერადაც ბოლომდე იომეს. ისინი მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ხან კივებმა ივარგეს დაცვაში და ხანაც მასპინძლებს უმტყუნეს ნერვებმა და უნარებმა. ჰოდა, თუმც ოლ ბლექსი მეორე ტაიმში მთლად უქულოდ (!) დაშვრა, დე’ფაქტო დუბლებით და თანაც გარეთ, მაინც მოიგო სეზონის პირველი ტესტი * 20:16
დაიდო სამად-სამი ლელო. თავიდან არხენტინა ორი ჯარიმით დაწინაურდა, მარკოს კრემერი კი ფიჯელმა სევუ რისმა შებოჭა. მერე ბოდენ ბარეთმა ფეხით გადაიტანა თამაში პუმათა ნახევარზე და ლათინები ზედიზედ რომ დაჯარიმდნენ, არონ სმითი ოზ მსაჯს განდაგან აედევნა, ხეირზე რგებული ჯარიმა უცებ გაათამაშა კარის წინ და ნგანი ლაუმაპე 5 მეტრიდან, ძალით ეწია მიზანს * 7:6 @ 19’
თავადაც არ სჯეროდათ10:9-ზე ბენ სმითი რამირო მოშანომ ალაგმა, მაგრამ ზედ შესვენების წინ მარცხი შეემთხვა აწ’უკვე პარიზელ ნიკო სანჩესს – დაზუთხულ კომბინაციაში პასი ჩაუჭრა ბრგე ბროდი რეთალიქმა * 20:9
მესამე მეოთხედში სანჩესმა ხეირზე აბრაგანი აწია ლელოში და ემილიანო ვოფელიმ ბებერ ბენს წაღლიტა დაჭერილი * 16:20 @ 48’
აქედან 3 წუთში ნიკომ გასატანი ჯარიმა ააცილა, რაც მერე მწარედ ინანა, რაკი ბოლო მეოთხედში კარში დარტყმა კიდევ შეეძლო, მაგრამ უკვე აზრი აღარ ჰქონდა, ბოდენმა კი იყოჩაღა შეტევაშიცა და დაცვაშიც: ჯერ გასერა ხაზი, მაგრამ სემ ქეინს დაუვარდა ოვალი, ხოლო მერე ლელოსკენ გაჭრილ მოშანოს ბედად დააბიჯებინა კიდეზე
ბოლოს პუმები სულიერად დაეცნენ – მეტოქეს ეძალებოდნენ, მაგრამ ეტყობოდათ, რომ გამარჯვებისა არა სჯეროდათ. მაგის გადამკიდე 78’ წუთზე გაიფლანგა მეტობა, სირენის შემდეგ კი 5-მეტრა დერეფანში აგორებული მოლი კივებმა ჩაუქცევლად დაუმუხრუჭეს ლათინებს
იანკისების ბენეფისიოზები ტრადიციულად მოთქვამენ, თემიდამ დაგვჩაგრა და შანსებიც ხელიდან გავუშვითო. არადა, მეორე მეოთხედის ბოლოს გარდა, სულ ბოკეს ეპყრა ხელთ თამაშის სადავეები და დამსახურებულად მოიგო პრემიით * 35:17
გამარჯვებულებს 20 ქულა შესძინეს არა’თეთრმა იანკისებმა: ზანგმა ელთონმა, ვინაც ზეპურ დონეზე ხშირად დედლობს, ამჯერად ხუთივე ლელო გარდასახა; ახალბედმა მულატმა ცხრამ – ჰერშელმა კი ორი ლელო თავად გაიტანა და ერთიც შეამზადა
რკენა ზეგანზე რომ იყო, მეორე ტაიმში სტუმრებს ტრადიციულად’ვე შეეტყოთ დაღლა. ამის გამოც თუა, რომ ოზებს ჯო’ბერგში 1963 წლის შემდეგ ვეღარ მოუგიათ
მათ 2015 წლის აქეთ პირველად ათამაშეს ცხრად ევროპაში გადასული ნიქ ვაითი, ამ შაბათს კი მარქაფაში უზით თვით ჯეიმზ ო’ქონორი – ვინაც 2013 წელს დაითხოვეს, მაგრამ ასაკის მატების კვალობაზე თურმე დადინჯებულა და აღარა ლოთობს
ჩეკა თავისას ამტკიცებსთამაში ცოცხალი და გახსნილი გამოვიდა, მაგრამ გუნდებს წუნი აქაც ბლომად შეემთხვათ. ფრანს ლოუმ რომ გაახერხა თერნოვერი, ფრთაზე გაიჭრა სბუ ნკოსი და შიგნით მიაწოდა ჰერშელს * 7:0 @ 12’, მერე კი მარბიელის, პიტერ-სტეფ დიუ’ტოის გადაკიდებული (!) ჰერშელმა’ვე იხელთა და თუმც ალამთან დასცეს, ბოკემ რაქში იყოჩაღა * 14:3 @ 25’
ამ ლელოებს შორის სამუ კერევიმ გაჭრა ხაზი და ლუკან სალაკაია-ლოტო ახეირა, მაგრამ ინგლისელმა ტელე’რეფმა, როუან ქითმა "წინ პასი" შენიშნა, შესვენებამდე კი დეინ ჰეილეთ-პეთიმ გადაგორებით თუმც გაიტანა ლელო * 10:14 @ 31’, მალევე ბერნარდ ფოლის შეგორებულის მიწიდან აღება (?) დააპირა და ოვალი წინ გადაუვარდა
სტუმრები მესამე მეოთხედში გატყდნენ – ტონგელი ბურჯი ტანიელა ტუპოუ "მხრით ჯახისთვის" რომ გაუსინბინეს. არადა, ვოლაბთა აშარი გურუ მაიქლ ჩეკა ამტკიცებს, მაგ ეპიზოდში გასაგდები ბოკე რეინჰარდ ელსტადი იყო "ხისტი კონტაქტისთვისო"
ვიდრე ოზები 14 კაცის ამარა რაგბობდნენ, იაპებმა ორი ლელო დაუდეს: წითელ ზოლში 8 პასი (!) რომ სხაპა’სხუპით გაკეთდა, ნკოსი შეიჭრა ალამთან, მერე კი ჰერშელმა რაქიდან გაუტია მოკლე ფრთაზე *28:10 @ 64’. ოზებმა ისღა შეძლეს, რომ ქერთლი ბილის გარღვევა და ოფლოუდი ფოლიმ დააგვირგვინა, მაგრამ ბოლოს ბოკეს მეორე ცხრამ – კობუს რაინახმაც გამოიღო ხელი
რიჩიცა და ბოდენიცშაბათს თამაშთა თამაში ჩვენებურად დღის თორმეტის ნახევარზეა
ოლ ბლექსის მოძღვარი სთივ ჰანსენი თუმც ამტკიცებს, ამ მატჩს მსოფლიო თასის ჭრილში ძაანაც დიდი მნიშვნელობა არა აქვსო, რაგბეთი სულ სხვა’გვარად ფიქრობს, რადგან ზელანდია და აფრიკა იაპონიაში ერთ ჯგუფში არიან და მათი რკენა პირველსავე ტურში – შაბათს, 21 სექტემბერს @ 13.45 შედგება
ამ შოუს გენერალური რეპეტიციისთვის ბოკეს შერკინება ერთიანად თეთრია: კვაჭი მალკომ მარქსია; იბენ ეცებეთს მხარს ფრანკო მოსტერტი უმშვენებს; შემკვრელად დგას მორიგი (!) კაპიტანი დვეინ ფერმიულენი; ცხრა ფაფ დე’კლერკია; ათი – ჰანდრე პოლარდი, ხოლო ზურგი – ვილი ლე’რუ!
პირველი შაბათის 15’ეულიდან ორივე ბუმბერაზმა სამ-სამი კაციღა დაიტოვა. ჰანსენმა ისმინა ერის ღაღადი და ათზე ქრუსეიდერ რიჩი მოჰუნგას აწყებინებს, ბოდენი კი 15-ად დაუხევია. მწყობრში არიან სხვა ჯვაროსნებიც; მთელი პირველი ხაზი; სემ ვაითლოქი და ქიარან რიდი: 11 ნომერი რიკო იოანეს ეწერება, 12 კია ... სონი-ბილ ვილიამსი, ვისაც კარგა ხანია, გემოზე ვეღარ უბურთავია ქრონიკული ტრავმების გამო
მეორე შაბათის რაზმები >>
https://www.planetrugby.com/team-tracker-ru...ip-round-two-2/ფალავნობა [ოთხი ერი] 2019პირველი შაბათი
(( საარსებო ბმულები >> სტატიაში ))
აფრიკა$ 35:17 ავსტრალიააფრ: ხელანტ ნკოსი კრილ ესტერ’ჰეიზენ სბ 21 (ფ.სტეინ 52) მაპიმპი
<10-9> ე.იანკის ჰ.იანკის (რაინახ 66) /
მთავარირა (გობოკა 48) მბონამბი (ბრიც 54) ნიაკანე (კოხ 54)
ეცებეთ^კაპ დე’იახერ (ორი 68) ელსტად (მ.კუცია 60) პს.დიუ’ტოი ლოუ –
5ლ: ჰ.იანკის (1 4) დე’იახერ ნკოსი რაინახ; 5გ: ე.იანკის
ავს: ბენქს (ბილ 58) ჰეილეთ-პეთი კურინდრანი (ტომუა 58) კერევი ჰოჯ
<10-9> ფოლი ნ.ვაით (გენია 65) /
სლიპერ (ჯონსონ-ჰოუმს 49) ფაინგა (უელესი 65-67) კეპუ (ტუპოუ 47 სბ 54)
როდა (სიმონს 58) არნოლდ; სალაკაია-ლოტო ჰუპერ^კაპ ნაისარანი (კეპუ 55-64, დემპსი 65) –
2ლ: ჰეილეთ-პეთი ფოლი; 2გ ჯ: ფოლი
რეფ ვილიამს (ზელ) 20/07 @ იოჰანეს’ბერგ, ემირეითს ეარ’ლაინზ = ელის პარქ (51 206)
7:0(12) 7:3(17) სბ(21აფ) 14:3(25) 14:10(31) /
სბ(54ავ) 21:10(58) 28:10(64) 28:17(72) 35:17(80+4)
არხენტინა$ 16:20 ზელანდიაარხ: ვოფელი (ტუკულეტ 60) მორონი ორლანდო დე’ლა’ფუენტე მოშანო
<10-9> სანჩეს (დიას-ვონიშა 77) კუველი (ესკურა 72) /
ტეტას-ჩაპარო (ვივას 57) კრევი (მონტოშა 48) ფიგაშო (მედრანო 48)
პეტი-პაგადისავალ ლავანინი (ლესანა 64) მატერა^კაპ კრემერ (ალემანო 71) ორტეგა-დესიო –
ლ: ვოფელი; გ: სანჩეს; 3ჯ: სანჩეს 2, ვოფელი (2)
ზელ: ბ.სმით რის ლენართ-ბრაუნ ლაუმაპე ჯ.ბარეთ (ენორ 68)
<10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (ვებერ 68) /
ტუჰუნგა’ფასი (მოლი 60) ქოულზ (ქოლთმენ 65) ტაჰავაო-მატაუ (ლაულალა 60)
რეთალიქ ტუი’პოლოტუ (ჰემოპო 57) ფიფიტა (ჯექობსონ 57) ქეინ^კაპ ა.სავეა –
2ლ: ლაუმაპე რეთალიქ; 2გ 2ჯ: ბ.ბარეთ
რეფ გარდნერ (ავს) 20/07 @ ვუენოს აირეს, ხოსე ამალფიტანი = ველეს სარსფილდ (31 320)
3:0(2) 6:0(7) 6:7(19) 9:7(21) 9:10(23) 9:13(37) 9:20(40) /
16:20(48) დას(80+1)
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ბენ სმით (ზელ),
14 სბუ ნკოსი (აფრ), 13 სამუ კერევი (ავს), 12 ნგანი ლაუმაპე (ზელ), 11 მატიას მორონი (არხ);
10 ელთონ იანკის (აფრ), 9 ჰერშელ იანკის (აფრ) /
1 ბისთ მთავარირა (აფრ), 2 ფოლაუ ფაინგა (ავს), 3 ენგას ტაჰავაო (ზელ);
4 ბროდი რეთალიქ (ზელ), 5 ტომას ლავანინი (არხ);
6 პიტერ-სტეფ დიუ’ტოი (აფრ), 7 სემ ქეინ (ზელ), 8 არდი სავეა (ზელ)
სულ: 6 ზელ, 5 აფრ; 2 ავს არხ
https://www.vipbox.live/live-rugby
https://www.youtube.com/user/irb/videos?disable_polymer=1"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (22/07_2019)
1 ზელანდია 9254, 2 უელსი 8996, 3 ირლანდია 8869,
4 ინგლისი 8627, 5 აფრიკა 8530, 6 ავსტრალია 8168,
7 შოტლანდია 8017, 8 საფრანგეთი 7942, 9 ფიჯი 7795,
10 არხენტინა 7705, 11 იაპონია 7524, 12 საქართველო 7442
13 ტონგა 7302, 14 იტალია 7204, 15 შტატები 7171,
16 სამოა 6878, 17 ესპანეთი 6815, 18 რუმინეთი 6669,
19 ურუგვაი 6518, 20 რუსეთი 6481, 21 კანადა 6136,
22 პორტუგალია 6133, 23 ნამიბია 6101, 24 ჰონკონგი 5964
+/-: აფრ 72 ავს * ზელ 0 არხ
:::