jora84crusadersმეგობრებო, ჭკვიანურ ფრაზებსაც ნუ ამოვგლეჯთ კონტექსტიდან, იმიტომ რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები, არასოდეს ასახავს რეალობას, უბრალოდ გამოხატავს იმას, რომ ადამიანმა ესა თუ ის ფრაზა იცის, მაგრამ სიტუაციასაც ხომ უნდა შევუსაბამოთ?
ზუსტად ამიტომაც არ ვგლიჯავ თქვენი ნაწერიდან ცალკეულ ფრაზებს და არ გპასუხობთ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებზე. არც იმიტომ გეკამათებით, რომ ჩემი აზრის უპირატესობა დავამტკიცო და ამით შინაგანი პატივმოყვარეობა, ან ეგო დავიკმაყოფილო.
სანამ კონკრეტულად კამათის საკითხს შევეხებით, თვითონ კამათზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგია, როცა ამ თემას ასე განვიხილავთ. კამათში დავბადოთ ჭეშმარიტება და თხოვნა იქნება ჩემი, რომ ნუ ვიკამათებთ მხოლოდ კამათის და საკუთარი აზრის დამტკიცების გამო. თუ კამათია, ვიკამათოთ არგუმენტირებულად და არა რაღაც უაზრობაზე, იმტიომ რომ მშვენივრად მოგეხსენებათ - ეს მსოფლიო თასი ჩავაგდეთ! რატომ და როგორ, ერთ-ერთი მიზეზი ეს ქვემოთ ნახსენები სელექციაცაა და ა.შ. და ა.შ. აქვე, რადგან ფრთიან ფრაზებს შევეხეთ - ის ადამიანი არ არის საშიში, ვინც არ გეთანხმება და ამის შესახებ გეკამათება, არამედ ის ადამიანი, რომელიც არ გეთანხმება, მაგრამ თავის აზრს არ ამბობს. ნაპოლეონმა ბრძანა და აქაც იმიტომ ვწერთ, რომ წარმატების და წარუმატებლობის არგუმენტები და მიზეზები აღმოვაჩინოთ და ჩვენი გადმოსახედიდან გამომდინარე ანალიზი გავაკეთოთ. შეიძლება მე არ ვიცოდე რაღაცაში მეტი, ან თქვენ არ იცოდეთ. არცოდნა სულაც არაა სასირცხვილო. ჩემი აზრით ის უფროა სასირცხვილო, როცა არ იცი და მაინც კამათობ.
რაც შეეხება მწვრთნელს - 2 წელი ქონდა მელიტონს მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად და რა გააკეთა, კარგად ვნახეთ. კვესო მშვენიერი ბიჭია და ძალიან მომწონს მაგის თამაში, ოღონდ ფრთაზე არა და მოდით ნუ ავურევთ მაგ ბიჭსაც თავგზას. 13 ნომერზე გვჭირდება ეგ კაცი და შევთანხმდეთ ამაზე. მწვრთნელი, რომ იმას ვერ ხვდება, ვინ უკეთეს ფორმაშია და ვინ დაიღალა და როდის უნდა შეცვალოს, ნუ რაღაზეა საერთოდ ლაპარაკი???
3 თამაში ზედიზედ ერთიდაიგივე ადგილას რომ 124987234ჯერ გაგიჭრიან ხაზს, ამას რა სახელი ქვია???
ფიჯისთან ერთ ლელოზე ტუისოვამ მთელი მოედანი ცერად ირბინა და მეორე ფლანგზე დაგვიდო ლელო, შემდეგ ეპიზოდში იგივე ქნა რადრადრამ და ტუისოვას ფლანგიდან დადო ლელო. ჩნდება შეკითხვა, ექსპერიმენტი რატომ ჩაატარა ჰეიგმა ზედ მსოფლიოს თასზე? მე მაქვს ერთადერთი პასუხი, მაგარი ###ა და მაგიტომ. 2 წელი ქონდა და ყავის ძებნას თბილისში, მანამდე ჩაეტარებინა ექსპერიმენტები და მიხვდებოდა ვის სად უნდა ეთამაშა.
სელექცია კი არა, ტიპმა ელემენტარული როტაცია ვერ მოახდინა - მსოფლიოზე წაყვანილი მოთამაშეების. სელექციაზე უკვე აღარაფერს აღარ ვამბობ. ჩილაჩავამ თუ მართლა აგინა, ყოჩაღ მაგას. ჯიგარი ყოფილა. შეიძლება არ უნდა ვწერდე ამას აქ და არასწორია, მაგრამ ესე ვფიქრობ!
რაც შეეხება ჩელენჯის თასს - 6 თამაშია, თუ 10, დონე არის დიდ 10ზე მაღალი და ეხლა გინდა აქედან შეხედე და გინდა იქიდან. რუსეთის ჩემპიონატი კიდევ რატომ გონია ვინმეს საქართველოზე ცუდი მე არ მესმის

შტანგის ქნევა სად დაინახე შე კაი კაცო - ფარს სანამ ვთამაშობდით, სანამ ენისეიმდე და კრასნი იარამდე მიდიოდა საქმე, მანამდე რეგულარულად იტალიელები გვჯობნიდნენ ანუ? დასკვნა??? 16 მილიონი რომ აქვს კლუბს და ბიორნ ბასონს ყიდულობს და შენ აქედან ეღადავები, ცოტა უადგილო მგონია

საღადაოდ ჩვენ და დიდ10ს უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე რუსულ საკლუბო რაგბს. სანაკრებო დონეზე რაც არიან ეგ ვიცით ყველამ ისედაც. არც მე მეხატება რუსები და რუსული რაგბი გულზე, მითუმეტეს აგვისტოს ჩაგდებული ტესტის მერე, მაგრამ რეალობის გრძნობა არ უნდა დავკარგოთ. რუსული საკლუბო რაგბი ერთმნიშვნელოვნად უფრო წინაა ვიდრე ქართული საკლუბო რაგბი და სიამაყის და ქედმაღლობის გარეშე უნდა შეგვეძლოს ვაღიაროთ.
რაც შეეხება მოთამაშეებს - ნიკ მალეტმა კოლბეზე თქვა, რომ ერთადერთი შანსი მაშინ ექნება სპრინგბოკში თამაშის, თუ 9 ნომერზე ითამაშებსო და კარიერის საწყის ეტაპზე საერთოდ წადი ცირკში მიიღე მონაწილეობაო ეღადავებოდნენ. ეხლა სადაა ნიკ მალეტი და სადაა კოლბე?
არაუშავს, თუ ჰეიგმა ვერ დაინახა გაჩეჩილაძე და ჟვანია. პირიქით, ძალიან კარგია, რომ +2 გაუფორმეს და 2 წელში არ გაუშვეს, თორემ აქ ბევრი ძეგლს დაუდგამდა როგორც ვხედავ. წარუმატებლობას იმას დააბრალებდნენ, რომ აქაოდა ზედ მსოფლიოს წინ მოვხსენით ჰეიგიო. არადა ვინც საქმის გამკეთებელია - აგერ ერასმუსი, კი დადო შედეგი 1 წელში - 4 ერიც და მსოფლიოც.

ჩვენ მსოფლიოს მოგებას ხომ არ ვითხოვთ, უბრალოდ ფიჯისთან 100-0 არ უნდა აგებდე რა.
რაც შეეხება მოთამაშეებს - ჩელენჯზე მოთამაშეს პლუსების და მინუსების შედეგად უწერენ ქულებს და ისე დგება სიმბოლურები, ხოდა 2 ტურია ზედიზედ ხვდება სიმბოლურში მესხი და რავიცი ეხლა. მე არ მინახავს პირადად მაგის თამაში, მაგრამ სიამოვნებით ვნახავ, როგორც ჩელენჯის მომავ ტურებში, ისევე სიამოვნებით ვნახავდი ნაკრებში და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს 2017-ში მესხი რას თამაშობდა, მთავარია დღეს რას თამაშობს. იგივეს ვიტყოდი ნებისმიერ ნაკრების მოთამაშეზე.
1 კაცი რომ დაგემტვრევა და მამუკას დაუწყებ ხვეწნას, პრემიერ მინისტრით დაწყებული, უბრალო გულშემატკივრით დამთავრებული, მაგას რა ქვია? ყველამ ვიცით ვინცაა მამუკა და რა შეუძლია, მაგრამ უელსმა რაღა ქნას? მსოფლიოზე რამდენი დაემტვრა და ინგლისსზე გაცილებით მაგრად ეთამაშა და ეომა კიდევაც აფრიკას. ჩემი აზრით ამას უფრო ის ქვია, რომ მწვრთნელია გამოყლევებული. 1 კაცის ტრავმის გამო, რომ ჩიხში შედიხარ, ეგ კიდე რბილადაა ნათქვამი. ბარემ ლეონსიოც დაებრუნებინათ და ლაბაძეც
ასე, რომ მეგობრებო უკეთესი მწვრთნელის იმედად ჯობია ვიყოთ, ვინც მეტ კონკურენციას შექმნის ნაკრებში, სელექციაც უკეთესი ექნება და ტაქტიკურ-სტრატეგიული მონახაზებიც, თავისი წიაღსვლებით.
მახსოვს, თავიდან ჰეიგი იძახდა - 50-60 კაცი მაინც უნდა იყოს ნაკრების სიახლოვეს, ერთი დონისები, რომ ერთმანეთის ჩანაცვლება არ გაგვიჭირდესო და საქმე საქმეზე რომ მიდგა, სელექციაში ჩაიკუკა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. წარსულია და ამაში ვერაფერს შევცვლით, მაგრამ ანალიზი ხომ უნდა გავაკეთოთ? ჰეიგის დროს მოხდა ბევრი არჩამოსაწერი მოთამაშის ჩამოწერა და აბა ტიმ ლეინზე ხომ არ დავწერ შე კაი კაცო?

მომავალი მწვრთნელი იმედია ამდენ ###ობას აღარ გააკეთებს ერთად.
ედი ჯონსმა იაპონიით სამხრეთ აფრიკას რომ მოუგო, აქაოდა მე ვარ და ჩემი ნაბადიო. ადგა ჯოზეფმა და ბევრი ყეფის გარეშე ზედიზედ წამოიხია 2 ექვსი ერის გუნდი. ზედმეტი თავის გაპიარების და სადღეგრძელოების გარეშე. იგივე ბაქსტერმა - ექსეტერ ჩიფსის ამბიციური ახალგაზრდა მორაგბეებისგან დააყენა ინგლისის ჩემპიონი და ნებისმიერი კლუბისთვის ანგარიშგასაწევი ძალა, რომლიდანაც ძალიან ბევრი მოთამაშე ნაკრებშიც მოხვდა და მომავალშიც მოხვდება
აქედან მორალი - საქმემან შენმან წარმოგაჩინოს შენო.
ამ მართლა ტაქსისტს კიდევ აგერ მზა პროდუქტი ქონდა და ელემენტარულად ის ვერ აირჩია ვინ წაეყვანა, გუნდის შექმნა-ჩამოყალიბებაზე არაფერს ვამბობ.
კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა ეხლა, მაგრამ აღარ ღირს... ცხელ გულზე ვწერ და არავის მოხვდეს გულზე ზედმეტი კრიტიკა ტაქსისტის მიმართ. სადაც სადღეგრძელოები მოგვასმენინა და ყანწით ფეხზე დაგვტოვა გაღიმებულები, იქ 25%-ით მეტი კრიტიკაც აიტანოს.
https://www.allrugby.com/news/challenge-cup...e-type-651.htmlესეც ქულები და კარგად ნახოს ყველამ, რამდენით აჯობა გაჩეჩილაძემ კონკურენტებს
This post has been edited by giushki on 28 Nov 2019, 22:02