ურა პატრიოტიზმი ყველა სფეროში დამღუპველია.
ჩვენი წინაპარი ხმლით ომობდა და რა ვქნათ ეხლა? მივიდეთ მტერზე ხმლით ისევ?
სტადიონზე რომ გამოდიხარ და მოთამაშე გქვია, უნდა ითამაშო და არა იომო. ძალიან მარტივია. პასუხისმგებლიანად საქმის კეთება კიდევ საერთოდ სხვა რამეა, ეს მოეთხოვება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, გინდ სპორტსმენი იყოს და გინდ ბეტმენი.
მოდი დაცვითი სტილით ვითამაშოთ, იმიტომ რომ ქვეყნის დაცვა სულ გვიწევდა და კარგად გამოგვდისო, არის მორიგი ურა-პატრიოტული ფრაზა და ამ სადღეგრძელოს არ ყლაპავს არც ერთი გულშემატკივარი, იმიტომ რომ ვინც სუპერ რაგბს უყურებს და მსოფლიო რაგბის საკლუბო თუ სანაკრებო თამაშებს, ხვდება და იცის. რომ დღეს შეტევაზე აქვს აქცენტი გაკეთებული ყველას. დაცვაში კიდევ მხოლოდ პოზიციების სწორად არჩევა და დგომა თამაში არაა. ომი და თამაში კიდევ არ უნდა აურიო ადამიანმა, თამაშია ფანდი, სისწრაფე, გადაწყვეტილების მიღება, რათქმაუნდა ძალისმიერ პერიპეტიებში, მაგრამ ეს ბრძოლებში ბედნიერება და ა.შ. ვხედავ რომ გვიწევს დათვურ სამსახურს, თორემ დამიჯერე არც მამუკაზე არც შარიქაძეზე და არც ერთ მოთამაშეზე ნაკლებად მე ჩემი ქვეყანა არ მიყვარს

უბრალოდ მაგით თამაშში არაფერი იცვლება, იმარჯვებს ვინც უკეთესია - უკეთესი ტაქტიკით, სტრატეგიით, ფიზ და ტექ უნარებით და ა.შ.
ამაზე უნდა იფიქროს მწვრთნელმა და არა იმაზე, როგორ გაიკეთოს რეკლამა. მწვრთნელის რეკლამა არის შედეგი. მილტონს, სადაც ტაქტიკით მიესვლებოდა, ყველგან თავზე დაამხეს. მაგის ტაქტიკით მოგებული თამაში მე არ მახსოვს. სელექციიდან დაწყებული, შეცვლებით დამთავრებული ყველაფერი ეშლება კაცს, რა სტრატეგია და ტაქტიკებზეა საერთოდ ლაპარაკი?
ჩვენი ერთი რიგითი ქართველი ჩინოვნიკივით დაიწყო სადღეგრძელოებით ლაპარაკი და გაკეთებული საქმე კიდევ ვერ ვნახეთ გულშემატკივარმა. აი ამაზეა საუბარი ზუსტად. თორემ ქვეყნის სიყვარულში ვისაც უნდა იმას შევეჯიბრები, თუ მაინცდამაინც უნდა, რომ შემეჯიბროს.
This post has been edited by giushki on 11 Oct 2019, 14:08