Dr NULLნებისმიერი სიძლიერის შემთხვევაში ჩვენთვის ცალსახად დადებითი შედეგის მომტანი იქნება მან თამაში:
დიდი 10-ის სანაკრებო კანდიდატები შეთამაშდებიან.
მაღალ სისწრაფეებს შეეგუებიან, რაც ყველაზე მეტად გვიჭირს.
U20 ბიჭების დიდი ნაკრების ბიჭების ნაწილთან შეთამაშება და შესაბამისად ადპტაციაც გაადვილდება.
უკანა ხაზის კომბინაციები ნაწილობრივ მაინც დამუშავდება.
უკანა ხაზელების დაცვითი და შეტევითი პოტენციალიც მოიმატებს.
დიდ 10-ში დარჩენილ მორაგბეებს მოტივაცია გაეზრდებათ, იქნებ ფრანჩიზაში მიგვიწვიონო.
"უცხო" ბიჭებთან და ბობოლა ქვეყნების წარმომადგენლებთან თამაშისას საწყისი დაძაბულობის მომენტიც შეიძლება ნაწილობრივ მოიხსნას.
უბრალოდ გაუთვითცნობიერებელი გულშემატკივრის ნაწილში მცდარი მოლოდინები არ უნდა გავაღვივოთ, მითუმეტეს გულშემატკივრის 95%მა არ იცის რა დონის ტურნირია, მათ შორის მეც ვარ

არცერთი თამაში არ მინახია მაგ ტურნირის.