ავგუსტინ პიშო ამხელს: "სრული სიგიჟე გველის, რადგან ქართველებიც კი მსოფლიო ლიგას ხმას მისცემენ. რაგბი ევროპაც ხმას მისცემს. მაშინ, როცა ისინი არაფერს იღებენ სანაცვლოდ! არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას".
https://europop.ge/article/56995-agustin-pi...0MJOnYwfOJZDGMkარგენტინული რაგბის ლეგენდამ და მსოფლიო რაგბის თავმჯდომარეობის ყოფილმა კანდიდატმა, აგუსტინ პიშომ ბილ ბომონტის მართული ორგანიზაცია მწვავედ გააკრიტიკა. მსოფლიო რაგბის ვიცე-თავმჯდომარემ ინტერვიუ ბრიტანულ Daily Mail-ს მისცა.
პიშო აცხადებს, რომ ბომონტი და მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია რაგბის "მოკლავენ", თუ დაუყოვნებლივ არ განახორციელებენ სერიოზულ ცვლილებებს. პიშომ საერთაშორისო რაგბის დღევანდელი მდგომარეობა "ძველი ბიჭების კლუბს" შეადარა. სწორედ ეს "კლავს" თამაშს და აფერხებს განვითარებადი ერების პროგრესს.
49 წლის პიშო ამბობს, რომ მსოფლიო რაგბის უმაღლესი იერარქიის წყალობით ის ფაქტობრივად განდევნილი იყო იმ 4 წლის განმავლობაში, როცა თანამდებობა ეკავა:
...რაგბი კრიტიკულ ზღვარზეა: "რაგბი ამ წუთას არ არის გლობალური თამაში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ - აი, ნახეთ პორტუგალიამ ფიჯის აჯობა, მაგრამ ეს არ არის წინსვლა. ჩემი აზრით, რაგბი კრიტიკულ პერიოდშია. ძალიან ბევრი კავშირი ხელს აფარებს "ძველი ბიჭების კლუბს". შევეცადე მოვსულიყავი ორგანიზაციის სათავეში, მაგრამ ექვსი ერის წარმომადგენლებმა დამბლოკეს. მათ დაურეკეს ყველა კავშირს, ზოგთან მუქარით. ნუ გეშინიათ ხალხო, არცისე საშიშები არიან. საკმარისად მიყვარს ეს თამაში, რომ არ გავჩერდე. როცა შარშან ბილი არგენტინაში ჩამოვიდა, მე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ იმიტომ დავუპირისპირდი, არაფერს აკეთებდა რაგბის გლობალიზაციისთვის. შეხედეთ, არაფერია შეცვლილი".
...რა შეიცვლება 2026-ისთვის: "დამირეკეთ 2026-ში და იგივე კითხვა დამისვით პორტუგალიის პროგრესზე. დამიჯერეთ, déjà vu-ს შეგრძნება გექნებათ ამ ისტორიაში. ერთ კუთხეში ისევ იქნება ექვსი ერი და მეორეში - რაგბი ჩემპიონშიპი. ეს არის თვითგადარჩენის მექანიზმი, როცა სისტემა იცავს ბირთვს. მათ უნდა დაინახონ, რომ უფრო მეტი უკეთესია, მაგრამ ამ რისკზე არ მიდიან, არც წავლენ. თუმცა უნდა იცოდნენ, რომ უკვე რისკის ქვეშ არიან, წითელ ზონაში".
...ლაპასეს იდეები: "ბერნარ ლაპასე როცა იყო თავმჯდომარე, მას ჰქონდა გაფართოების იდეები. ამიტომაც მოვედი ორგანიზაციაში. ბერნარს კარგი ხედვები ჰქონდა, მას სურდა რაგბი ოლიმპიურ თამაშებზე ენახა. რა გაკეთდა მის მერე? 2015-ის მერე, როცა შვიდკაცა ოლიმპიური სახეობა გახდა და არგენტინა შეუერთდა სამ ერს? არაფერი".
აგუსტინ პიშოს ინტერვიუ Daily Mail-თან
არგენტინელი მსოფლიო რაგბის ორგანიზაციას ისევ მწვავედ აკრიტიკებს
პიშომ ამჯერად საქართველოს რაგბის კავშირიც გააკრიტიკა
არგენტინული რაგბის ლეგენდამ და მსოფლიო რაგბის თავმჯდომარეობის ყოფილმა კანდიდატმა, აგუსტინ პიშომ ბილ ბომონტის მართული ორგანიზაცია მწვავედ გააკრიტიკა. მსოფლიო რაგბის ვიცე-თავმჯდომარემ ინტერვიუ ბრიტანულ Daily Mail-ს მისცა.
პიშო აცხადებს, რომ ბომონტი და მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია რაგბის "მოკლავენ", თუ დაუყოვნებლივ არ განახორციელებენ სერიოზულ ცვლილებებს. პიშომ საერთაშორისო რაგბის დღევანდელი მდგომარეობა "ძველი ბიჭების კლუბს" შეადარა. სწორედ ეს "კლავს" თამაშს და აფერხებს განვითარებადი ერების პროგრესს.
ბილ ბომონტი და აგუსტინ პიშო
ბილ ბომონტი და აგუსტინ პიშო
49 წლის პიშო ამბობს, რომ მსოფლიო რაგბის უმაღლესი იერარქიის წყალობით ის ფაქტობრივად განდევნილი იყო იმ 4 წლის განმავლობაში, როცა თანამდებობა ეკავა:
...რაგბი კრიტიკულ ზღვარზეა: "რაგბი ამ წუთას არ არის გლობალური თამაში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ - აი, ნახეთ პორტუგალიამ ფიჯის აჯობა, მაგრამ ეს არ არის წინსვლა. ჩემი აზრით, რაგბი კრიტიკულ პერიოდშია. ძალიან ბევრი კავშირი ხელს აფარებს "ძველი ბიჭების კლუბს". შევეცადე მოვსულიყავი ორგანიზაციის სათავეში, მაგრამ ექვსი ერის წარმომადგენლებმა დამბლოკეს. მათ დაურეკეს ყველა კავშირს, ზოგთან მუქარით. ნუ გეშინიათ ხალხო, არცისე საშიშები არიან. საკმარისად მიყვარს ეს თამაში, რომ არ გავჩერდე. როცა შარშან ბილი არგენტინაში ჩამოვიდა, მე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ იმიტომ დავუპირისპირდი, არაფერს აკეთებდა რაგბის გლობალიზაციისთვის. შეხედეთ, არაფერია შეცვლილი".
...რა შეიცვლება 2026-ისთვის: "დამირეკეთ 2026-ში და იგივე კითხვა დამისვით პორტუგალიის პროგრესზე. დამიჯერეთ, déjà vu-ს შეგრძნება გექნებათ ამ ისტორიაში. ერთ კუთხეში ისევ იქნება ექვსი ერი და მეორეში - რაგბი ჩემპიონშიპი. ეს არის თვითგადარჩენის მექანიზმი, როცა სისტემა იცავს ბირთვს. მათ უნდა დაინახონ, რომ უფრო მეტი უკეთესია, მაგრამ ამ რისკზე არ მიდიან, არც წავლენ. თუმცა უნდა იცოდნენ, რომ უკვე რისკის ქვეშ არიან, წითელ ზონაში".
...ლაპასეს იდეები: "ბერნარ ლაპასე როცა იყო თავმჯდომარე, მას ჰქონდა გაფართოების იდეები. ამიტომაც მოვედი ორგანიზაციაში. ბერნარს კარგი ხედვები ჰქონდა, მას სურდა რაგბი ოლიმპიურ თამაშებზე ენახა. რა გაკეთდა მის მერე? 2015-ის მერე, როცა შვიდკაცა ოლიმპიური სახეობა გახდა და არგენტინა შეუერთდა სამ ერს? არაფერი".
...მსოფლიო ლიგის (ერთა ლიგის) ახალ იდეაზე: "მსოფლიო ლიგის ახალი კონცეფცია მეორე დონის ქვეყნებს გზას უკეტავს 2030 წლამდე. მოდი, ვიყოთ პირდაპირები - ეს ჩემი იდეის დამახინჯებაა. ეს უკვე აღარ არის გლობალური თამაშისთვის შექმნილი ლიგა. ეს ისევ ჩაკეტილი წრეა მინიმუმ კიდევ 6 წლით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მივცემთ ხმას".
...საქართველოს არჩევანზე: "სრული სიგიჟე გველის, რადგან ქართველებიც კი მსოფლიო ლიგას ხმას მისცემენ. რაგბი ევროპაც ხმას მისცემს. მაშინ, როცა ისინი არაფერს იღებენ სანაცვლოდ! არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას".